დემაკიაჟი

untitled იცით თუ არა თქვენ, რომ დემაკიაჟის პროცესის სწორად ჩატარება ისევე მნიშვნელოვანია , როგორც თავად კოსმეტიკის არჩევა.
ის რომ კანი სუნთავს უკვე ყველამ ვიცით და ის რომ კანს უნდა მივცეთ სუნთქვის საშუალება ეს აქსიომაა, რომლის უგულვებელყოფა გამოიწვევს კანის დაბერებას, აკნეს ან საზიზღარ გამონაყარს.
კანი უნდა გაიწმინდოს და მაკიაჟი უნდა მოშორდეს აბსოლუტურად ყოველ დღე, ღამე არ გაბედოთ მაკიაჟით დაძინება, ეს საშინელ შედეგებამდე მიგიყვანთ.
დაიმახსოვრეთ რამდენიმე რჩევა:
1. მოიშორეთ მაკიაჟი ყოველ დღე
2. მიაქციეთ ყურადღება მაკიაჟის მოსაშორებლებს, აუცილებლად აარჩიეთ ის პროდუქცია რომელიც იდეალურია თქვენი კანისათვის.
3. თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებლად გამოიყენეთ სპეციალური მოსაშორებლები, ისინი უფრო ნაზია და თვალსაც არ წვავს.

აუცილებლად გამოიყენეთ ბამბის დისკოები, ისინი სპეციალურად ამისთვს არის შექმნილი, რომ არ დანაკუწდეს და არ დანაწევრდეს როგორც ბამბა.
რაც შეეხება უკვე უშუალოდ მოსაშორებლების არჩევას, რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ?
1. კანის ტიპი
2. ასაკი, არის anti age  მოსაშორებლების (35წლიდან)
3. კანის მგრძნობიარობა
4. მაკიაჟის შემცველობა (წყალგამძლე…)
5. კანის ალერგიულობა
6. კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობა.
რადგან ზოგიერთმა ინგრედიენტმა შეიძლება კანის გაღიზიანება ან ალერგია გამოიწვიოს.
კარგია თუ თანამინდევრობასაც დაიცავთ:
1. ტუჩები _ პომადის მოსაშორებლად საუკეთესო საშუალება არის მაკიაჟის მოსაშორებელი რძეები.
2. თვალები _ ჯერ სჯობს ჩრდილები მოიშოროთ, შემდეგ ტუში. თვალისათვის საუკეთესო საშუალებაა  სითხეები და რძეები.
3. სახე _ გახსოვთ სახის მასაჟზე რომ თემა დავწერე და სამასაჟე ხაზები ვახსენე? ზუსტად მაგ მიმართულებით უნდა მოშორდეს კანს ტონალური, თუ პუდრა. სახის კანისთვის საუკეთესოა ლოსიონები, რძეები, ასევე სველი მოშორების საშუალებები: მუსი და ქაფი, რომელიც შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ.
მაგრამ მე პირადად ვერ ვიხმარე ვერც მუსი და ვერც ქაფი. დღემდე მიდევს უფუნქციოდ თაროზე. რძეს და  ტონიკებს ვანიჭებ უპირატესობას. კლინიკის ტონიკი მაქვს და ლანკასტერის რძე რაც საოცარ ეფექტს ახდენენ. მაკიაჟის მოშორებიდან 2-3 წუთში კანი მაქვს ბავშვივით რბილი. ვაფანატებ ორივეზე.

რაც შეეხება წყალგამძლე პროდუქციას, რასაც ვერ ვიტან :), აი მანდ საქმე ცოტა უფრო რთულად გვაქვს. მისი მოშორება ჩვეულებრივი საშუალებებით არის საკმაოდ რთული, ამისათვის არსებობს სპეციალური მოსაშორებლები რომლებიც უფრო აგრესიულ ნივთიერებებს შეიჩავენ, მაგრამ არ არის რეკომენდირებული ალერგიული კანისათვის.
თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე და პრობლემური კანი, ძალიან სათუთად გაუფრთხილდით მას და ჩემი რჩევა იქნებოდა იხმარეთ მხოლოდ რძეები, რადგან რძეები ყველაზე ნაკლებად შეიცავენ საღებავებს და არომატიზატორებს, ასევე ცხიმის რაოდენობა მათში შედარებით დიდია და ეს შეუწყობს ხელს კანის დამშვიდებას.
მოკლედ მთავარია კარგად მიხედოთ თქვენს კანს, იმიტომ რომ სახე ნებისმიერი ადამიანის სავიზიტო ბარათია.

Comments

comments

8 thoughts on “დემაკიაჟი

  1. Sweet says:

    მე მაკიაჟს სახიდან ვიშორებ Neutrogena Wave-ხელსაწყოთი.
    ძალიან კარგი რამეა…
    რაც შეეხება ტუშს და თვალებს, კოსმეტიკურ რძეს ვხმარობ.

    ისე ძალიან მინდა ვიპოვო ისეთი პროდუქტი რაც ზუსტად ვიცი რომ მომიხდება მაგრამ ამ ძიებებისთვის არც ფული მაქვს და არც ნერვები… 🙁

    სამასაჟე ხაზების პოსტი რომ ახსენე კარგი იქნებოდა დაგელინკა, უფრო ადვილად ვიპოვით…

  2. Taa says:

    Sweet

    დალინკული მაქვს 🙂
    სახის მასაჟი რო წერია მაუსი მიიტანე და გააქტიურდება 🙂

  3. vasasi says:

    აუ, რა რთული ყოფილა..

    მე რუმიანას ვხმარობ მარტო და თვალის ფანქარს და პირს ვიბან ხოლმე მოსაშორებლად..

    რძე მაქვს, მაგრამ რამდენჯერმე რომ გამოვიყენე, მივხვდი, კანი გამომიშრო..

  4. BloggerGirl says:

    არც მაკიაჟს ვიკეთებ და შესაბამისად დემაკიაჟიც არ მჭირდება 🙂
    ისედაც კრასავიცა ვარ 😀 😀 😀

    სერიოზულად კი მეზარება მაჯიაჟის გაკეთება!

  5. Roisin says:

    ოოო, რომ იცოდეს ვინმემ, როგორ მეზარება საღამოს ეს პროცედურა:((
    მე გარინიერის პროდუქციას ვხმარობ,თავისი გამწმენდებით, ნიღბებით და ა.შ. რავიცი ჯერ მომწონს))
    იქნებ ვინმემ იცით სად უნდა მივიდე, რომ სწორად შემირჩიონ სახის მოვლის საშუალებები (რათქმაუნდა ფასები в пределах разумного)

  6. Sweet says:

    ვაიი ასეთ ლინკს ჯობია სულ არ გქონდეს ლინკები 😀

    არ ჩანს არაფერიი 😀

  7. Taa says:

    Sweet

    მარი საყვარელო, შენ თუ დააკვირდები ჩემი ახალი ბლოგის დიზაინს მიხვდები რომ ჭყეტელა ლინკები აქ ვერ გაიჭაჭანებს

    ჩემი ახალი დიზაინის დევიზია: SENSE & SIMPLICITY

    რის გამოც I LIKE U -ს ბრჭყვიალა ბანერიც კი მოვაშორე 🙂

  8. თაკო გვაზავა says:

    Roisin, ძალიან კარგი კოსმეტოლოგი ყავს ვუ ლე ვუ-ს, ნატო, მის მიერ შერჩეულ პროდუქციას მოვიხმარ და ძალიან კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა მასთან ვიზიტი არ არის იაფი, მაგრამ დამიჯერე, დაზოგე ყველაფერზე, მაგრამ არა სახის კანზე. იყიდე სეზონზე 1 პალტოთი ნაკლები და წადი პროფესიონალ კოსმეტოლოგთან და იყიდე ხარისხიანი კოსმეტიკა 🙂 მე ასე ვიქცევი. კიდევ ერთს დავამატებდი თაას სტატიას, თვალებზე წყალგამძლე კოსმეტიკის მოსაშორებლად ვიყენებ Dior-ის ორფაზიან ლოსიონს(ზეთი+წყალი), მსგავსი ლოსიონები აქვს თითქმია ყველა კოსმეტიკურ ბრენდ ს და არის ძალიან მოხერხებული. შეგიძLიათ სცადოთ.
    დროებით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *