Hair Haus 2

მაშ ასე ვასრულებ დანაპირებს, წინა პოსტში რომ დაგპირდით იქეთა კვირას ფრჩხილებს გავიკეთებ და დავწერ მეთქი.

ჩემი ფჩხილებიიიიიიიიიი 🙁 იცით რამსიგრძე ფრჩხილები დავიჭერი ვიკიკოს გამო 🙁 დაჟე თვით მანიკურშასაც დაენანა და ისე ვუყურებდი რო მჭრიდა რო შევეცოდე :

მოკლედ გუშინ შუადღეზე მე და ვიკიკომ დაბუდა წავიყვანეთ გასარეცხად, თან უცებ გადავრეკე და ფრჩხილებზე და თმაზეც ჩავეწერე.

DSC04834 ფრჩხილები მაქვს ულამაზესად, გუშინ კანდელაკზე რომ მივედი, ჩემს მულოჩკას ისე მოეწონა რომ იქეთა კვირას მიმყავს 🙂

დღეს გადავწყვიტე რომ ვიწყებ კიდევ ახალ პროექტებს, ანუ ყველა ადგილის შესახებ სადაც თავს ვუვლი, ან ტანსაცმელს ვიკერავ ან სხვა რამე უნდა დავწერო პოსტები, რომ სხვებს გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები.

მოკლედ მივედი და დავჯექი მანიკურზე…

სასიამოვნო გაოცება # 1

ჩემს წინა სალონში ერთ რაღაცაზე სულ ჩხუბი მიწევდა ხოლმე, თასი, სადაც ხელებს მაყოფინებთ დასალბობად კარგად გარეცხეთ მეთქი.

აქ:  გოგონამ, რომელიც ფრჩხილებს მიკეთებდა გააძრო ცელოფნნის პარკი რომელზეც ქათმის ბარკლები ეხატა და მე გაოცებისგან პირი დავაღე რათ უნდა მეთქი, ამოიღო ერთჯერადი პარკი (ალბათ ასეთ შეფუთვებში იყიდება), ძალიან ცივილურად, ამ თასს შემოახვია და ისე ჩაასხა შიგნით წყალი. ოოოოოო, დამიჯერეთ ძალიან მაგრად დავაფასე და + დავუწერე ამ საქციელისათვის.

სასიამოვნო გაოცება # 2

თაროზე სადაც ძირითადად ქართულ სალონებში გოლდენ როუზის ლაქები აწყვია ხოლმე, იდო თუrქული ბრენდის ფარმასის საკმაოდ ხარისხიანი ლაკები

სასიამოვნო გაოცება # 3

მეზიზღება როდესაც თხევად საპონში მილბობენ თითებს, ხელები საშინლად მიშრება და მექერცლება ხოლმე და ფრჩხილები მეფრცქვნება. ამ გოგომ ზღვის მარილი ჩაყარა თასში და ნუნებზე დამაწვეთა სპეციალური ველას დამარბილებელი, არავითარ ქაფები და საპნები აღარ გამოუყენებია.

სასიამოვნო გაოცება # 4

DSC04835ფრანგულ მანიკურში დამატებით 1 ლარი არ გადამიხდია, ეგ კი არადა იმავე ფასში 4 თითზე მოხავა გამიკეთა, და დახატვაზე ფასს არ ვამატებთო, რამაც შოკირებაში ჩამაგდო. ადრე 1 თითის მოხატვაში კიდევ 1 ლარს ვიხდიდი და ჯამში 4 ლარს.

და ბოლოს ყველაზე მეტად რაც მომეწონა ამ გოგოსი, ნუ რომ ვიჯექით ამდენი ხანი, შესაბამისად მუნჯებივით ხომ არ ვიჯდებოდით და ვსაუბრობდით ფრჩხილების ირგვლივ, დახატვაზე და ასე შემდეგ. და ძალიან მაგრად ვიხალისე რომ ეს გოგო ფრჩხილებზე ხატვას და სხვა საინტერესო და სასარგებლო რამეებს თურმე ინტერნეტით და იუთუბით სწავლობდა. ძაან მომეწონა ეს მდგომა, არასოდეს არ მყოლია ასეთი პრადვინუტი მანიკურშა 🙂

ფრჩხილების მერე თმა დავივარცხნე და ჩემს ბარათზე კიდევ ერთი ბეჭედი გაჩნდა მათი, მეშვიდე ვიზიტი მექნება უფასო, ერთი სული მაქვს როდის მოვა ეს კვირა. მაინც სასიამოვნოა ასეთ საჩუქარს რომ გიკეთებენ 🙂

თმა გავიკეთე არა იდეალურად სწორად, არამედ ამჯერად ერთმა სიმპატიურმა ბიჭმა დამვარცხნა – ბუნებრივს რომ ეძახიან ისე და ისე ლამაზად დამილაგა რომ სახლში რომ მივედი ჩემმა მეუღლემ ძალიან დემონსტრაციულად აღნიშნა რა კარგად გაგიკეთეს თმაო. ეგ კიარადა დღეს დილით თათბირის შემდეგ ჩემი უფროსის კომპლიმენტებიც კი დავიმსახურე და დავდივარ თვალებგაბრწყინებული 🙂

შემდეგ კვირას ველოდები მოუთმენლად, პირველად ცხოვრებაში უნდა შევიცვალო წარბების ფორმა და გავიკეთო წარბები ხელოსანთან. იმედია კმაყოფილი დავრჩები. ნუ პრნციპში დავწერ :))))

Comments

comments

21 thoughts on “Hair Haus 2

  1. candy says:

    შემდეგ კვირას თბილისში არ ვარ და იმის შემდეგ კვირას (კაკრას საახალწლოდ 😀 ) მე მოვდივარ შენთან ერთად!!!

    დაგბრონე :*

  2. Sophie Golden says:

    (ეს კომენტარი ეკუთვნის პოსტს შანელის მოდის ჩვენებაზე, იმ პოსტზე ვერაფრით ვტოვებ კომენტარს 🙁 :შანელი ჩემთვის არის კლასიკა და ზღაპარი. “მოდისტი” არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მეც კი ვცოდავ და ვოცნებობ შანელის კაბა, ჩანთა და სუნამო მქონდეს 😀 ასრულებადია ეს სურვილი, მაგრამ ოცნება მაინც ჯობია, მერე კომენტარს ხო ვეღარ დაგიწერდი 😀 )

    მომწონს ფრჩხილები, მაგრამ მეზარება და ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი მანიკურისტთან, მაშინაც ისე ვიჯექი, როგორც დანტისტთან სხედან პაციენტები 😉

  3. ლილიკო says:

    გამარჯობა თაა
    მე მომეწონა შენ ფრჩხილები
    თან მეც სადღაც მაგ ზომას ვატარებ და ლამაზად ჩანს სურათში
    ახალი წლების წინ თუ წახვალ მეც წამოვალ ან ნომერი მომეცი და მე თავად წავალ
    თან აქვე ვცხოვრობ დოლიძეზე

  4. Taa says:

    ლილიკო

    გამარჯობა 🙂
    კი ბატონო, აი ანუკაც ახალი წლის წინა პერიოდში მოდის და წავალთ ყველანი ერთად

  5. antimelancholy says:

    ეკა მეც მაგრად დამევასა, მაგარი ტიპშაა ძაან.. ჯამის ამბებზე გეთანხმები + ბურთულები ეყარა & მაგათი ნჯღრევით გავერთე : D
    თანაც ზღვის მარილი რომ ჩაყარა ტვინი არ ბურღა ნახე მე შენ რას გიკეთებ & so on.
    მე მცირედი არტებით დავკმაყოფილდი ვერცხლისფერი ულამაზესი ყვავილები გამიკეთა : ) შემდეგ კვირაშიც ვაპირებ წასვლას & თუ რამეა, დავამთხვიოთ .

    ქეთის დაა მანიკურშა: D

  6. Taa says:

    შენ ეკასთან იყავი?
    მე გაიანესთან ვიყავი, ეკა კვირაობით არაა 🙂

  7. ფიქრია says:

    სად არის ეგ სალონი მეც მომინდა მისვლა?

  8. Taa says:

    სალონი არის სპორტის სასახლესთან 🙂
    ახალი სახლები რომ არის იმათ ქვეშ

  9. ფიქრია says:

    მადლობა დიდი,რა ქვია?ნომერი მომწერე რა .მადლობაა

  10. chaotic says:

    შენ მშვენიერ პიარს აწარმოებ ამ სალონისთვის.
    ფრჩხილების გაკეთება სულ მეშინია, სალონებში არასაკმარისი სისუფთავის და ყურადღების გამო. ამ პარკის იდეამ მომხიბლა.

    🙂

  11. სალ says:

    ამ პოსტს ველოდებოდი 😀
    რამდენიმე დღის წინ 1 ცლაი ფჩხილი მომტყდა და მომიწია ყველას დაჭრა, არადა რა გრძელი იყო 🙁
    ჰოდა ცოტას მოვიზრდი კიდე და წავალ ^^
    ძალიან მაინტერესებს ჩემებს რას უზავენ 😀

  12. Marika says:

    გუშინ ვიყავი ამ სალონში
    შენტან ვნახე და წავედი
    გაიანესთან ვიჯექი – ძალიან კმაყოფილი ვარ
    კარგი ტიპშაა ძალიან, კარგადაც აკეთებს და რავი სულ მაგ გოგოსთან ვივლი ხოლმე

  13. SunRise says:

    თაა ანუ “ჰეარჰაუსში” გაიანესთან? იცი რა მაინტერესებს, კარგად ასტერილებენ იარაღებს? და კიდევ ფასი მაინტერესებს. 🙂

  14. Taa says:

    SunRise

    კი გაიანესთან
    2 წელია დავდივარ და პრობლემა არ შემქმნია – სტერილიზატორი უკვე ყველა სალონს აქვს 🙂
    ფასი არ ვიცი – მე უფასოდ ვიკეთებ 🙂

  15. SunRise says:

    მადლობა თააა 🙂 კი აქვს ყველას მაგრამ ზოგმა მოხმარება არ იციის 😀 სამწუხაროდ ან იცის და ეზარება

  16. Taa says:

    მე უფრო სამწუხარო ამბავს გეტყვი:
    გაიანე გათხოვდა და წავიდა სალონიდან, რა ვქნა აღარ ვიცი
    ძალიან კმაყოფილი ვიყავი და მომწონდა ეგ გოგო 🙁

  17. SunRise says:

    სამწუხარო კი არააა სააააშინელი ამბავიაა, ვიფიქრე მეშველათქო :(((((((((( აუ რა ვქნააათ? უკვე ჩაწერას ვაპირებდიიიი :((((((((

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *