Made in Georgia FILMS

ყველა შეატყობდით როგორ გააქტიურდა ქართული კინემატოგრაფია.

იღებენ უამრავ ახალ ფილმს, შეაგდებენ მერე ამირანში, რუსთაველში და ასე შემდეგ კინოთეატრებში და უყურებს მთელი თბილისი. ნუ მეც მათ შორის, იმიტომ რომ მაინტერესებს.

ხოდა ავდექი და ამ ბოლო დროს გადაღებულ ქართულ ფილმებს, რომლებიც საოცრად გვანან იდეით ერთმანეთს – დავარქვი Made in Georgia FILMS.

გუშინ ვიყავი ფილმზე გოგონა სლაიდიდან, ისეთია – მსუბუქი გასართობი ფილმი, იხალისებ, ოღონდ დასასრულამდე წამოდით გირჩევთ, იმიტომ რომ ისე უაზროდ და სერიალივით მთავრდება, 2 წამშია მგონი მთელი ფინალი ჩატეული, რომ გაგიტყდებათ და საოცარი უკმაყოფილების გრძნობა დაგრჩებათ.

ხარისხი არის ისეთი ბანძი რომ მინუსებში დავუწერდი ქულებს, თან ამხელა ეკრანზე ძალიან მაგრად ჩანს ეს ხარვეზები. ხმა საერთოდ ცალკე საკითხია, ზოგან საერთოდ არ ისმის, ან თუ ისმის ორივე ყურის დაძაბვა გჭირდება.

მომეწონა – მთავარი როლის შემსრულებლები, ტიპაჟურად.

მომეწონა მანქანები

მაგრააააააააააააამ, ჰოი საოცრებავ

ინტერიერებია სახლების გადაღებული გული გამისკდა.

ფილმში სადაც თანამედროვე მოდაზე, გლამურზე, მოდელებზე და ასე შემდეგ ფრონცკობებზეა სიუჟეტი, ინტერიერები არის ძალიან ბანძურად შერჩეული. თბილისში ბევრად ბევრად უფრო დიდი რესურსი იყო, უბრალოდ ალბათ ნაცნობობა ვერ ეყოთ.

გარდა ამისა, ფილმი არის ფოლცვაგენის უდიდესი რეკლამა, ნაით ოფისის შედარებით მცირე, ავთანდილის და პრივეს რეკლამა, გუდვილის, რედისონის გაპიარება და სავარაუდოდ ყველა ამან იმდენი ფული დახარჯა ამ კინოში გარეკლამებისათვის რომ ფილმის ბიუჯეტი მეტი არც იქნებოდა.

ხოდა ამიტომაც დავარქვი Made in Georgia FILMS

gogona slaididan

Comments

comments

11 thoughts on “Made in Georgia FILMS

  1. ეკუსი says:

    ხო, ნანუკას შოუში იყო რაღაც სიუჯეტი და მეც დავაფიქსირე ეს მომენტი… : ) სხვათაშორის ყიფშიძე აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას ფილმთან დაკავშირებით…. ახლა კიდევ 2 ფილმი გამოვა – რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2 და ომი და სიყვარული – მე ისევ კოლელიშვილის იმედი მაქვს ,მართლა ძალიან დაიხარჯა ფილმზე…. ლიფონავა კიდევ ისევ ლიფონავააა…. პ.ს. ისე შენი აზრით ღირდა მაგ ფილმის ნახვა? და თუ კი რატომ ? 🙂

  2. Taa says:

    ეკუსი
    პ.ს. ისე შენი აზრით ღირდა მაგ ფილმის ნახვა? და თუ კი რატომ ? 🙂

    ჩემი აზრები:
    1. ვისურვებდი რომ ქართულ ფილმებში ნაკლებად ჩანდეს რომ ფილმის სიუჟეტი ნაყიდია ამა თუ იმ კომპანიის მიერ. როგორც ამ ფილმში ფოლცვაგენი, სიტყვაზე
    2. ვისურვებდი რომ ასეთი ბანძი დასასრული არ ქონდეს ფილმებს, ფინალში აქ ჩანს რედისონის სახურავზე გამართული ავთოს ჩვენება, საწყალი სანახაობაა, ერთი ციდა ადგილი, მაყურებელი მხოლოდ ერთ მხარეს და ისიც საცოდავი კადრი იყო. და რამაც ყველაზე მეტად შემზარა ეს იყო ის ადამიანები რომლებიც ე.წ. წიტელ ხალიჩაზე მოდიოდნენ, სტუმრები. საოცარი ხალხი იყო შერჩეული, ვიღაც ზანგები, ვიღაც ბანძები, ვიღაც ინდოელები და ლელა წურწუმია…
    3. ფილმზე წასვლა ღირს, ცოტა ხნიტ გაერთობი, განიტვირთები 🙂

  3. Lord Vader says:

    გასაგებია.
    იმიტომ მიყვარს კინოსადმი მიძღვნილი პოსტები – წაიკითხავ და ნახვა აღარ მოგინდება 🙂

    ამ ბოლო დროს რაც ვნახე დიდად არც ერთი ფილმი არ მომეწონა.

    ნუ კვანტუმს არა უშავრდა და ლაიამ ნისონის ფილმი იყო შვილს რომ მოტაცებენ იმას კიდე.

  4. შორენ says:

    მე ვაპირებდი წასვლას. ვაპირებდი კი არადა მაინტერესებდა, მეთქი რა ქნა გიგა აგლაძემ ასეთითქო. იცი რააა? დავიაღალე, ქართველი მსახიობების ყალბი მანერით, ყალბი ინტონაციებით, მოუხერხებლობით, არადამაჯერებლობით. მოკლედ ის ქქართული სერიალიც მყოფნის სახლში “ჟამი ყვავილობისა”. რაც შეეხება დიზაინს, რენესანსის ხანების დარბაზებივით აქვთ ოთახები. მოკლედ ტეხაააამს:)

  5. nanuli_d says:

    მეიდინ ინ ჯორჯია კი არა, აგერ გადაუარეს მაგ ფილმს კატოკივით და კაციშვილი ხმას არ იღებს http://shokoladi.ge/node/2691

  6. B3KA says:

    ამ ფილმის სრული ვერსია + მისი მუსიკალური გაფორმების მპ3 ვერსია შეგიძლიათ იხილოთ : geo-club . com / ?p=100

  7. Marika says:

    უბანძესი ფილმი
    სირცხვილი აგლაზეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *