გოგოშკური კვირა დღე

ძალიან საყვარელი, სასიამოვნო და გოგოშკური კვირა დღე მქონდა…

DSC04904დილიდანვე მე და ვიკიკო მაგრად გავერთეთ ფოტოსესიით,DSC04906 ჩემი ქუდები და რაღაცეები შევიტანე ოთახში და სურათებს ვუღებდი, რაღაც უცნაურობებს რომ ვუკეთებდი ან ვადებდი ხოლმე კვდებოდა სიცილით და მერე ყველაფრის პირში ჩადებას ცდილობდა.

DSC04908DSC04913

DSC04930 მერე ჩავიცვით და წავედით ეზოში სასეირნოდ.

მერე დაბუდაში ჩავსკუპდით, ვიკიკო უკან თავის სავარძელზე მოკალათდა და წავედით დაბუდას გასარეცხად. სანამ ბიჭები ბულაჩაურზე რეცხავდნენ ჩვენ ვსეირნობდით აქეთ-იქეთ. მერე დაბუდა კანდელაკზე დავტოვეთ სახლის წინ, გაკრიალებულ მდგომარეობაში და ჩვენ წავედით საწანწალოდ. ბევრი ვიბოდიალეთ ეზოებში და სკვერებში და ბოლოს დავიღალეთ და სახლში ამოვედით.

ცოტა ხანში 5 საათიც გახდა და ჰეარჰაუსისკენ გავქანდი. მე და ქენდი ვიყავით ჩაწერილები.

ანუკა კიდევ 2 დაქალთან ერთად მოვიდა და შევლაგდით ჰეარჰაუსში. მე თმა გავიკეთე, ანუკამ ფჩხილები, მისმა დაქალმა საერთოდ მოიცვა მთელი სალონი, თმაც გაიკეთა, წარბებიც და ფრჩხილებიც. რაღაც გემრიელად ვიჯექით, ყავა- სიგარეტი და გოგოშკები. ვჭორაობდით თავის მოვლებზე და ათას გოგოშკურ პრობლემებზე.

ქეთიც იქვე იყო სალონის დირექტორი და ძალიან სერიოზულ და მტკივნეულ თემაზე მოგვიყვა, იმდენად ჩემი ბლოგის თემატკაა რომ აუცილებლად უნდა დავწერო. სალონში მისულა ვინმე გოგო, რომელსაც საოცრება სჭირდა სახეზე, სურათებიც გვანახა ქეთიმ, საოცარი აკნე ქონდა გადაფურჩქნული ამ გოგოს, მაგრამ გარდა ამისა ლოყებიდან ყურებისკენ გარდამავალ ადგილებზე თმის საოცარი შემოტევებით.

მოკლედ ამ გოგომ გადაწყვიტა რომ “კმარა” და რომ დროა თავს მიხედოს. მივიდა სალონში და სთხოვა თმის მოშორება. დაპირდნენ რომ მოგაშორებთო და მათმა კოსმეტოლოგმა მთელი კომპლექსური მკურნალობა ჩაუტარა. ეს იყო პირველი ეტაპი. სურათები რომ ვნახეთ ერთი ღერი თმა აღარ ქონდა სახეზე. ხოდა ძალიან დამაინტერესა ამ პროცესმა და ვთხოვე მერე მოეყოლა როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

მერე ჩავეწერე შემდეგი კვირისათვის და მალევე წამოვედი ვიკიკო მყავდა დატოვებული ბებიასთან. არადა ძაან კარგად ვჭორაობდით გემრიელად და კიდევ მინდოდა დარჩენა.

თან ძალიან კარგი ამინდი იყო და დღის გეგმაში მქონდა ჩემი პირველი ვიდეო პოსტის ჩაწერა ქენდისთან ერთად, მაგრამ დღოში ავცდით ცოტა და ვეღარ მოვახერხეთ. სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ სალონური ვიდეოპოსტის ჩაწერას ვინმე ბლოგერ გოგოსთან ერთად, მარტო ჯდომა და კამერის წინ ტლიკინი მეზარება. თუ ვინმეს გექნებათ სურვილი ჩემთან ერთად სალონში წამოსვლის და ვიდეო პოსტში მომაწილეობის, აუცილებლად მომწერეთ იმეილზე.

DSC04917

Comments

comments

19 thoughts on “გოგოშკური კვირა დღე

  1. ნინო says:

    უი, რა კარგია ვიკიკოს სურათებიიი :)ვიკიკომ შემაჩვია შენს ბლოგს 🙂 ხშირად დადე ხოლმე…

  2. Sophie Golden says:

    ვიკი :ლოვ: :ლოვ: :ლოვ: პატარა მოდელია, თაა, აუცილებლად მიიყვანე სადმე. ასეთი ლამაზი ბავშვი კაი ხანია არ მინახავს :ლოლ: ადრე მეგონა, მარტო მე ვიყავი ლამაზი ბავშვობაში და ახლა უკვე ასე აღარ ვფიქრობ.

    მაგარი კვირა გქონია, გოგოშკობა ზოგჯერ საკაიფოა 😀

  3. BloggerGirl says:

    ძააააააააალიან ლამაზი და საყვარელია შენი ბაია 🙂
    ბევრი პაჩები ჩემგან მაგ ბუთხუზას 🙂

  4. კუდა says:

    ულამაზესია ვიკიკო, მართლა.
    მეც მაქვს ბენეტონის სუნამო, ოღონდ ვარდისფერი 🙂

  5. ლილიკო says:

    vaime ra sayvareliaaaaaaaaaaaaaaaa

    au me camovidodi shentan ertad VIDEOPOST chasacerad didi siamovnebit, magram samcuxarod saqartveloshi ar var 🙂

    ro chamoval aucileblad shemogiertdebi ertxel “gogoshkur” salonshi siarulshi

  6. AnnA says:

    ♥ ♥ ♥ I Wish You A Merry♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪ Christmas♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪ I Wish You A Merry ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪Christmas ♥ ♥ ♥ I Wish You A Merry ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪Christmas ♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪…And A Happy New Year!♪♫•*¨*•.¸¸♥ ¸¸.•*¨*•♫♪♥ ♥ ♥

  7. mako says:

    ულამაზესი ვიკტორიააა 🙂 მამიკოს გაავს ხო? თაა მარტო იმიტომ უნდა იყო ბედიერი რომ ესეთი ანგელოზი გყავს (inlove)

  8. khatiaa says:

    რა ლამაზი ხარ შემოგევლე შენ და ძალიან მომენატრე ვიკა.
    თათა შენი პოსტებით დაინტერესებულმა მივაკითხე ჰეარჰაუსს (მე მანიაკი ვარ ახალ_ახალი სალონების აღმოჩენის) 🙂 ნუ ჩავეწერე დღეისათვის წინა კვირაში, სამწუხაროდ რომ მივედი შუქები არ იყო და წამოვედი გულდაწყვეტილი. შაბათს ვარ ჩაწერილი 2 საათზე, მეც უნდა მოვიცვა მთლიანად სალონი: წარბების კორექცია (ისედაც არაფერი მაქვს და რა უნდა ამომიღონ არ ვიცი :)), ვარცხნილობა და მანიკური.

  9. Taa says:

    khatiaa

    შაბათს რომელ საათზე მიდიხარ? მეც ვარ ჩაწერილი შაბათს
    მოდიხარ UTG Party_ზე?

  10. khatiaa says:

    კი თათა მოვდივარ და მაგისთვის ჩავეწერე. 2_ზე უნდა მივიდე. წარბებზე ხათუნა იქნებაო და მეშინია ცოტა რამე მარცხი არ მომივიდეს 🙂 მაგრამ გავრისკავ. მანიკურს ეკა გამიკეთებს და აი თმაზე აზზრე არ ვარ ვისთან დავჯდე. ბესო, ანა და კიდევ ერთი სახელი მითხრეს. შენ რომელზე მიდიხარ?

  11. Taa says:

    მეც სადღაც 3სკენ მივალ
    ხათუნას არ ვიცნობ, მაგრამ ხვალ გავიცნობ
    კარგია კიდევ ერთი გოგოშკური შაბათი დღე მექნება
    ხომ არ გადავიღოთ ვიდეო პოსტი?

  12. ნია says:

    ისე რა პონტია…მიდიხარ შენი გაჭირვება გაკლია და ვიღაცა პარიკმახერშა თუ ვინცაა გიღებს ფოტოს და საქვეყნოდ აჩვენებს..ვისი რა საქმეა იმას როგორი აკნე და თმა აქვს,ის მიდის და უხდის იმათ ფულს,რომ უმკურნალონ ეს კიდე რას აკეთებს..ძაან ტეხავს ეგეთი რაღაცეები არ შეიძლება.იმას თავისი გაჭირვება ეყოფა.

  13. Taa says:

    ნია

    შენი ნებართვის გარეშე სურათს არავინ არ გიღებს

  14. miss says:

    ვიკიიიი,რა ბავშვია,ნამცეცა თუ მარცვალა თუ როგორ დაარქვით?მახსოვს შენი ფეხმძიმობის დროინდელი პოსტები 🙂
    ხოოდა პირველი ქუდიც ვიცანიიიი:))),მგონი სამსახურში გადაღებული,ეგ ქალბატონი ჯერ კიდევ მუცელში რომ ნებივრობდა:)
    მოკლედ,რა მინდოდა მეთქვა_გკითხულობ,გკითხულობ და შენს შვილზე ესე შორიდან ვარ შეყვარებული :*:*:*
    ბევრი-ბევრი ესეთი გოგოშკური დღეები შენ!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *