Aloe’s Still Life Collection

aloe 3 რატომღაც არავინ არ წერს რუსული მოდის შესახებ, ძალიან რთული მოსაპოვებელია მასალები. მე მაგალიად მსმენია რამდენიმე რუსი დიზაინერი, რომებიდანაც უმეტესობა რუსეთში არ მოღვაწეობს და ასევე ერთი ცნობილი დუეტი Aloe.

Aloe ეს არის ორი დიზაინერი: გალია სოლოდოვნიკოვა და ინა სევასტიანოვა. საკმაოდ კრეატიული ქალბატონები.  მე მინდა შევეხო მათ ჩვენებას, რომელიც შედგა მოსკოვში, არტ არსენალ გალერეაში, სადაც ტარდებოდა სებასტიან ფეარლესის უცნობილესი Hair Fashion Show.         aloeსწორედ ამ ჩვენების ჩარჩოში შედგა ალოეს ერთ ერთი საკმაოდ საყურადღებო ჩვენება. ალოეს აღნიშნული კოლექცია Still Life საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა დიზაინერების კარიერისათვის.  კოლექციის ჩვენება მოხდა შოუს გზით, რომლის თემა იყო საყოფაცხოვრებო რიტუალები, კონკრეტულად კი საკვების მიღების ხელოვნება. კოლექციაში წარმოდგენილ სამოსში გვხვდება ელემენტები, რომლებიც გავდა  ლამაზად დაკეცილ ხელსახოცებს. ხოლო აქსესუარები შესრულებული იყო ხილის სახეობების გამოყენებით.

კოსტუმების ფორმები შექმნილია ქაღალდზე დიზაინერული მანიპულაციის ეფექტების ნაჭერზე გადატანით. ექსპერიმენტის შედეგად ნაჭერზე ეს ეფექტები უფრო მომრგვალებული ხდება და ნაკადების სახეს იღებს.  ჩვენება დაიწყო პოდიუმიდან გიგანტური თეფშების სერვიებით. მომდევნო სამოსების პრეზენტირებისას გამოსული მოდელები პოდიუმზე განლაგდნენ ისე თითქოს სუფრის ირგვლივ სხედანო. ჩვენება იყო რეჟისორული და ქორეოგრაფიული თვალსაზრისით ძალიან ხარისხიანად შესრულებული. ჩვენების კულმინაცია იყო მოდელი რომელსაც ეცვა კაბა – ტრანსფორმერი  — ზედა სურათზე ჩანს ეს კაბა 🙂

aloe 2

Comments

comments

3 thoughts on “Aloe’s Still Life Collection

  1. ლილიკო says:

    რატომღაც არავინ არ წერს რუსული მოდის შესახებ,

    saertod ver verkvevi rusul modashi
    erti zaicevi maxsovs grma bavshvobidan, danarcheni vin vin aris arc vici 😀

  2. Lord Vader says:

    ზაიცევი და იუდაშკინი. 🙂

    არა რუსეთშიც ბევრია. და პრეტაპორტე ტანსაცმლის ბრენდებიც არის, რომლებიც რუსეთს გარეთაც იყიდება ბევრგან.

    ჩვენთან – სელა შემოვიდა ეგეთი რუსეთიდან. ისიც თვითონაც მალავენ რომ რუსულია. 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *