A present from TAA.GE

დღეს ალბათ მისალოცი პოსტი უნდა დამეწერა. თუ როგორ გილოცავთ, როგორ გისურვებთ ყველაფერს კარგს და ასე შემდეგ. მაგრამ ამას ჩემთვის ახალი წელი არ სჭირდება, ისედაც ყველას ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და რაც მთავარია ოცნებების ახდენას 🙂

დღეს მე სხვა თემაზე მაქვს პოსტი დასაწერი ….

სათაურიდან მიხვდებით რომ თემის შინაარსში რაღაც საჩუქარიც იგულისხმება, მართლები ხართ 🙂 ……..  TAA.GE – აცხადებს კონკურსს და აწესებს პრიზს.

კონკურსების იდეა გუშინ სვითისთან სკაიპური საუბრის შემდეგ დამებადა. თუ ნახეთ ჩემი გესტ პოსტი მის ბლოგზე გეცოდინებათ რომ სვითისაც აქვს სამომავლოდ რაღაც პროექტი რომელში გამარჯვებილიც ასევე მიიღებს საჩუქარს TAA.GE -სგან. ბლოგის თემატიკიდან გამომდინარე საჩუქრები იქნება მხოლოდ სილამაზის სფეროდან და მხოლოდ ბრენდები. ხარისხის კონტროლს მე თავად ვაწესებს ჩემს საჩუქრებზე, ყველაფერი იქნება ან ლუტეციაში ნაყიდი ან ინტერნეტით გამოწერილი სხვადასხვა კოსმეტიკური საიტებიდან რომლებსაც მე ვენდობი. + ამას ხანდახან AVON – ის პროდუქციაც, რომლის თითქმის 100-წლიანი ისტორიაც აძლევს ამ ბრენდს შანსს მოხვდეს ჩემი საჩუქრების სიაში.

dior მაშ ასე კონკურსი იწყება დღეს ღამესვე და სრულდება 7 იანვარს ….

რაც შეეხება საჩუქარს, ამ კონკრეტულ კონკურსში თამაშდება : დიორის გამწმენდი. მაპატიეთ სურათი ვერ დავაფოტოშოპე 🙂

შინაარსი – ჩემს ემეილზე (taa@taa.ge) მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელმა, რომელსაც გსურთ მიიღოთ პრიზი, უნდა გამოაგზავნოთ სურათები ახალი წლის დღეებიდან. კონკრეტულად კი თუ როგორ გამოიყურებოდით ამა თუ იმ დღეს. 31 ღამიდან დაწყებული 7 იანვრით დასრულებული. როდესაც იგრძნობთ რომ რაღაც კარგად და მომხიბლავად გამოიყურებით, ან სამოსი გაცვიათ განსაკუთრებული, ან თმა გაქვთ გამორჩეულად, ან მაკიაჟი გაქვთ გამორჩეული —  სასწრაფოდ გაქანდით და გადაიღეთ სურათები. გამომიგზავნეთ მეილზე და გაიმარჯვეთ …

აქვე მინდა ჩემს მამრობით მკითხველებს შევთავაზო – მათაც მიიღონ მონაწილეობა ჩემს კონკურსში, საჩუქარს მათთვისაც მოვიპოვებ რამეს 🙂

Comments

comments

11 thoughts on “A present from TAA.GE

  1. vasasi says:

    რომ ჩავაწყო ვერ მივიღებ ამ პრიზებს მაინც?.. :უსერ:

    (ამ ერთ კვირას დასვენებას ვაპირებ გემრიელად და, არავითარი სილამაზე.. :დ )

  2. chaotic says:

    აუ, ეგ კი არა, მე ძაალიან მინდა, რომ ვიდე-პოსტები ჩაწერო… :უსერ:

    აი, ყუტუბეზე რომ დევს ხოლმე, სუბიექტური მიმოხილვა კოსმეტიკის, მოდის შესახებ…

    საქართველოში გავრცელებული არაა და კარგი იქნებოდა, ვინმეს დაეწყო…

  3. Taa says:

    vasasi

    შენ მაშინ მომავალ კონკურსებში გელოდები 🙂
    გილოცავ და ბედნიერ ახალ წელს გისურვებ

    chaotic
    უდიდესი სიამოვნებით ჩავწერდი
    თანამ მაქვს გეგმაში
    უბრალოდ ერთი ვერ ავეწყვე რააა

    გილოცავ :)და ველოდები შენს სურათს

  4. miss says:

    თა გილოცავ! მრავალს დაესწარი შენს ბაჭიასთან,დიმასთან და ყვეელა საყვარელ ადამიანთან ერთად.ბევრი რომ არ ვიწვალო და არც შენ გაწვალო ამის კითხვით_ რაც რამ კარგია ყველაფერი დაგებერტყოთ :*

  5. შორენ says:

    გილოცავ ახალ წელს.შენი კომენტარები მახარებს ხოლმე.შენ კი აქ თურრმე დიდი სიურპრიზები გქონია:) ბედნიერი იყავი სულ

  6. თათია says:

    კარგი წამე წამოგიწყია, მაგრამ მე ვერ მივიღებ ამ კონკურსში მონაწილეობას ჩემი მდებარეობიდან გამომდინარე.

    გილოცავ ახალ წელს. ბავშვის ახალ სურათებს ველოდებიით 🙂

  7. Pingback: HO HO HO

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *