საუკეთესო მოდური ჩვენებები Alexander McQueen

Par2820296

რატომღაც დავივიწყე და ვერ დავწერე კიდევ ერთი მშვენიერი ჩვენების შესახებ, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. ეს იყო ჩვენება სახელად Plato’s Atlantis, რომლის ავტორიც იყო Alexander McQueen. შთაგონებად ჩვენებისა ითვლება დარვინის ევოლუციის თეორია და ასევე თვით გალაქტიკა. მაკკუინმა პარიზის სპორტული კომპლექსი უდიდეს კოსმოსურ ხომალდად გადააქცია.

წარმოდგენა (თუ ჩვენება) დაიწყო უდიდესი გამოსახულებით ლედ ეკრანზე რომელიც დამონტაჟებული იყო დარბაზში. ეკრანზე რაკელ ციმერმანი ქვიშაში ჩაწოლილი და გველებით გარშმორტყმული იკლაკნებოდა. ცოტა ხანში, ის თავად გადაიქცა მედუზისებრ არსებად და ამავე დროს გამოჩნდნენ პირველი მოდელები პოდიუმზე. ახალ კოლექციას უცნაური სამოსი შეადგენდა, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია – ბანჯღვლიანი ყურების მაგვარი ვარცხნილობები და 30 სანტიმეტრიან პლატფორმებზე ფეხსაცმელები.

ჩვენებას ფონად რაღაც კოსმიური მუსიკა ახლდა, თუმცა რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს, ჩვენება ლედი გაგას ახალი ჰიტით დასრულდა 🙂

შოუ ცოტა სკანდალურად დასრულდა ლედი გაგას წინდაუხედაობის გამო, რომელმაც ტვიტერზე დაპოსტა რომ ჩვენებაზე მისი ახალი სინგლის პრემერა იქნებაო და ლინკიც მიუთითა ტრანსლაციის საიტისა. ეს საკმაოდ დიდი შეხლა- შემოხლის მიზეზი გახდა, რადგან ჩვენების გაშვებაზე ექსკლუზივი მხოლოდ Showstudio-ს საიტს ქონდა და ლედი გაგამ ყველაფერი ჩაშალა.

თუმცა ეს სხვა თემაა, მაკკუინის ჩვენებით კი იუთუბზე შეგიძლიათ დატკბეთ.

შეიძლება დაგებადოთ შეკითხვა თუ რატომ მოხდა ეს ჩვენება საუკეთესო მოდურ ჩვენებებს შორის …  ეს ჩვენება მხოლოდ იმიტომ მოხდა ჩემს ბლოგზე რომ განსხვავებული შოუ იყო, თორე რაც შეეხება თავად კოლექციას, ნამდვილად არ აღმოჩნდა საინტერესო ჩემთვის.

მაგრამ სამაგიეროდ მე გუშინ მივიღე უდიდესი სიამოვნება ფეშენ ტივიზე zuhair murad-ის და yulia yanina_ კაბების ჩვენებებზე.

ქ-ნი იულია ჩემი ახალი აღმოჩენაა, რომელსაც აუცილებლად დავუთმობ ერთ პოსტს, იმდენად შთამბეჭდავი კაბები ჰქონდა.

Comments

comments

11 thoughts on “საუკეთესო მოდური ჩვენებები Alexander McQueen

  1. შორენ says:

    მე მომწონს შენი თემატიკა, ალბათ იმიტომ რომ მე არასდროს ვწერ ასეთ რარაცეებზე და მაინც სიამოვნებით ვკითხულობ.
    რაც შეეხება ლადი გაგას ეგ გოგო მარტო სექსზე ფიქრობს:) და ალბათ მაგიტომაც ვერ მიხვდა და რო სისულელე გააკეთა

  2. khatiaa says:

    მე ამ გოგოებს გმირობის ორდენს მივანიჭებდი ამხელა ქუსლებზე სიარულისთვის, ვუყურებ ვიდეოს და სუნთქვაშეკრული ველოდები როდის წაბორძიკდება ვინმე და დაეცემა :)))

  3. Taa says:

    khatiaa

    დაცემები თუ გაინტერესებს, იუთუბზე ჩაწერე პრადა 2009, მანდ ნახე რა პანტაპუნტით ცვივიან საწყალი მოდელები 🙂

  4. Sophie Golden says:

    მე არ ვუყურებ საერთოდ ამ ჩვენებებს და არც მეშინია, ბუნებრივია 😛
    რაქელ ციმერმანი – მაგარია!!!

  5. Lord Vader says:

    არა რა… გვიყვარს ქართველებს ეს იულიები 🙂

    http://www.youtube.com/watch?v=yUVq6EoK_28
    ბოთეგა ვენეთა – ახალგაზრდული, ურბანული, თავის-თავში დარწმუნებული ბიზნეს-ქეჟუალ.

  6. antimelancholy says:

    თათ თუ გახსოვს ის ჩვენება მაქქუინის იყო, მოდელები ერთმანეთს ხელს რომ არტყამდნენ გავლისას ( ხელის გულებს, მისალმების პონტში ) ?

    Fრეია ბეამ იყო Fირსთ Fეისი თუ სწორად მახსოვს..

    უზომოდ მინდა მაგ ჩვენების ჩანაწერი..

  7. utvino says:

    აუ შეჭმული მაქვს ამ ჩვენებით ტვინი ჩემი დისგან : )000000000000

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *