საუკეთესო მოდური ჩვენებები CHANEL

                  2010 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექცია, Chanel
    ჩვენება რომელიც ყველასთვის სურპრიზად იქცა
               show   პარიზის Grand Palais_ში კიდევ ერთი საოცარი ჩვენების მასპინძელი აღმოჩნდა, სცენაზე უზარმაზარი ამბარი იყო აშენებული, სავსე თივით, დაბლა მიწა ეყარა და თივის ნაკუწები. თივითვე იყო ოთახი აშენებული საიდანაც კოლექციის მატარებელი მოდელები გამოდიოდნენ. ეს არ იყო ჩვეულებრივი სვლა, ეს მთელი სცენარი იყო დადგმული. ჩვენებას შთაგონებად ორი ისტორიული წყარო ედო, ერთი მარია ანტუანეტას სოფლად ცხოვრების პერიოდი და მეორე თავად კოკო შანელის მიერ დაწყებული ხაზი_ ქალაქიდან გაქცევა.

                ჩვენების დასასრულს, მოულოდნელად, პირდაპირ სცენიდან პლატფორმა აიწია და პატარა სცენა ამოვიდა რომელზეც იდგნენ მომღერალი ლილი ელენი და მუსიკოსები. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა. ლილიმ ცოცხლად შეასრულა თავისი სიმღერა Not Fair.
           მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა ჩვენების ორიგინალურობით, ხოლო კარლ ლაგერფილდმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ აქვს უნარი უბრალო ჩვენება თეატრალურ სანახაობად აქციოს

 

This entry was posted in სილამაზე, თავის მოვლა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to საუკეთესო მოდური ჩვენებები CHANEL

  1. ნინო says:

    ამბარი _ ასეთი სიტყვა ქართულ ენას არ გააჩნია. ქართულად ამას საბძელი ჰქვია. პლატფორმა კი ბაქანია. თუნდაც მცირე ინფორმაციის დასაწერად ელემენტარული წიგნიერებაა საჭირო _ რომ აღარაფერი ვთქვათ პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე.

  2. ნინო says:

    რასაკვირველია, ამგვარი კომენტარების გამოქვეყნება ხელს არ გაძლევთ. ნუ გამოაქვეყნებთ, მაგრამ სამომავლოდ ეს ორი სიტყვა მაინც დაიმახსოვრეთ _ საბძელი და ბაქანი :)

  3. Taa says:

    ნინო

    საყვარელო !!!
    გამოვაქვეყნებ რა თქმა უნდა
    ამ ტიპის კომენტარების მე არ მეშინია

    შენ კიდევ ერთ რჩევას მოგცემდი:
    ღრმად ჩაისუნთე და თვალები გაახილე
    ცხოვრება გაცილებით მშვენიერია ვიდრე შენ ხედავ :დ :დ :დ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>