Evening at Candy’s

გუშინ ანუკასთან  (ქენდი) ბლოგერი გოგონების შეკრება იყო დაგეგმილი, რომელზეც სამწუხაროდ ვერ მივდიოდი. რადგან სამსახურის მერე კრეატივ გრუპის რაღაც ივენთზე მივდიოდი ფიფლს_ში. ხოდა ძალიან დამწყდა გული ეს ორი ივენთი რომ დაემთხვა ერთმანეთს. არადა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვგეგმავდით ამ შეხვედრას.

ერთადერთი რაც ვქენი ეს იყო, რომ იმედი დავიტოვე რომ მაინც მოვხვდებოდი ან ჰოუმ ფართიზე და ანუკას მობილურის ნომერი გამოვართვი. საღამოს სამსახურის მერე დიმას გავუარე და წავედით ფიფლსში.

OMG !!!  ეს იყო მორიგი ქართული მარაზმი, მორიგი უშინაარსო და ვერ მიხვდები ვიზე და რაზე გათვლილი ღონისძიება. მსუბუქი ფურშეტიო ეწერა მოსაწვევში, როგორც კი გაიხსნა ღონისძიება და გამომსვლელმა გოგონ რაღაცა სფიჩი წარმოთქვა, რომელიც საერთოდ არ ისმოდა, იმიტომ რომ თავად რესტორანში კი არა მის ეზოში მიმდინარეობდა ეს ყველაფერი, თანაც მიკროფონი არ ქონდა. ამის მერე დამსწრე საზოგადოება ეცა ფურშეტის მაგიდას და რამდენიმე წუთში ალბათ გაანადგურეს კიდეს. მე და დიმამ ღვინო მოვყლუპეთ და ეგრევე წამოვედით. რადგან ვიცოდი რომ ძიძა გვიანამდე მყავდა დატოვებული და სახლში არ მეჩქარებოდა, გადავწყვიტე ანუკასთან ავსულიყავი.

candysays დავურეკე, ავახსნევინე მისამართი, მიუხედავად ჩემი ზირო ორიენტაციისა კორპუსს უცებ მივაგენი, მაგრამ სადარბაზოში შევცდი და სხვა სადარბაზოში ამოვყავი თავი. თან მე8 სართულზე ცხოვრობს და ლიფტი 5 ან 10 თეთრი ღირს, რომელიც მე არ მქონდა. მაგრამ ანუკას კეთილმა მეზობელმა ლიფტში დამპატიჟა და დაჟე ერთი ცალი 10 თეთრიანი მაჩუქა კიდეც უკან ჩამოსასვლელი. თან ისეთი კეთილი და მზრუნველი თვალებით მიყურებდა რო უარიც ვერ ვუთხარი.

მოკლედ როგორც იქნა ავაღწიე ანუკასთან, სადაც ძალიან სასიამოვნო სიტუაცია დამხვდა, საოცარი სითბო, საყვარელი გოგონები, ტიფანის მაგიდის სანათი ანათებდა მხოლოდ ოთახს, წითელი ღვინო, ყავის სურნელი, ლიმნიანი ნამცხვარი – უგემრიელესი და ცოტათი ტკბილი, როგორებზეც ვაფანატებ და ოდნავ სიგარეტის სუნი, რაზეც ვგიჯდები ასევე. მიყვარს სულ ცოტათი სიგარეტის სუნი რომ იგრძნობა ხოლმე.

მივედი, მალევე მოვშინაურდი და გავიცანი გოგოები : სვითის მანამდეც ვიცნობდი, ნათია – რომლის ბლოგიც შემთხვევით აღმოვაჩინე გუშინ და შესაბამისად გუშინ პირველად ვკითხულობდი და რაღაც საოცარი დამთხვევასავით გამოვიდა.ნინო – იგივე ბაბისა , რომელსაც თურმე ადრეც ვიცნობდი, რუსთავიდან და თურმე საერთოდ არ მახსოვდა გარეგნულად (მე მაპატიე უყურადღებობა), მაგრამ ერ საერთო ნაცნობს სულ ვეკითხებოდი ხოლმე მის შესახევ, და ძალიან გამიხარდა აქ რომ აღმოჩნდა. ნატალია, რომელმაც გამოგვიცხო ეს უგემრიელესი ლიმნის ნამცხვარი და რომელიც, უნდა აღვნიშნო რომ ბლოგზე უფრო აქტიურია ვიდრე ცხოვრებაში :) , ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. ქეთი, რომლის ნიკიც კეით ფორ იუ-ს უნდა ნიშნავდეს როგორც მივხვდი :) , რომელიც საოცრად მეცნობოდა და დღემდე ვერ გავიხსენე საიდან და ბოლოს ნასტასია, რომლის ბლოგიც იმედია სწორად ჩავსვი, თუ არადა გამოსწორე და ბოდიშს მოგიხდი წინასწარ.

დიდი მადლობა ანუკას ძალიან საყვარელი, ლამაზი და გემრიელი საღამოსათვის. დიდი მადლობა თითოეულ იქ მყოფს რომ იყვნენ და რომ ყველა თავისებურად უფრო საინტერესოს ხდიდა საღამოს. მოკლედ ძალიან ვისიამოვნე და სამწუხაროდ ყველაზე ადრე წამოვედი ვიკიკოს გამო, ძიძა უნდა გამეშვა სახლში.

ხოდა რადგან მოგვეწონა ერთად ყოფნა და გოგოშკური და არა მხოლოდ გოგოშკური საუბრები, გადავწყვიტეთ რომ უფრო ხშირად შევხვდეთ ხოლმე. ხოლო გაზაფხულზე ვაპირებ ერთ თბილი მზიან დღეს ბლოგერული პიკნიკის ორგანიზება გავაკეთო…

სახლში რომ მოვედი აქაც სიურპრიზი დამხვდა, ჩემმა დამ რომელიც დიდი ქორეოგრაფი და დიდი მოცეკვავეა – ვიკიკოს ტაშის დაკვრა და ხელებით ცეკვა ასწავლა. ვაიმე ისეთი საყვარელი იყო კინაღამ გადავსანსლე.

This entry was posted in პირადი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to Evening at Candy’s

  1. ბაბისა says:

    ჰო
    ამ საღამომ ეს შედეგიც გამოიღო და აი მეც გესტუმრე ბლოგზე :) )
    მართლა კარგი იყო და ვისიამოვნე :) )

  2. კუდა says:

    მართლა სასიამოვნო საღამო გამოვიდა. გამიხარდა შენი გაცნობა :)

  3. მე არ გაგაჰსენდეთ ჰო : P

  4. Natalia says:

    თავიდან მართლა არ ვლაპარაკობ ბევრს, მიჩვევა მჭირდება და მერე უკვე პირიქით, ვერ ვჩერდები ხოლმე :P

    პ.ს თა, ძალიან საყვარელი ხარ, მიხარია რომ გაგიცანი :)

  5. Taa says:

    მეც მიხარია თქვენი გაცნობა ყველასი

    მაგდუ, შემდეგში არ გამოგტოვებთ :)

  6. მიხარია, რომ კმაყოფილები ხართ! იმედია, კიდევ იქნება მსგავსი საღამო, ოღონდ არა პარასკევ ან შაბათ დღეს :(

    ვიკის სურათები აღარ ჩანს დიდი ხანია, დაგვანახე რა! :ლოვ:

  7. ძაან ვიციმე იმ ღონისძიებაზე :) )))))) ძალიან მომწონს შენი ბაია, ძალიან საყვარელი ვინმეა, ვიდეოები დადე ხოლმე რა (ჰ)

  8. სწორად ჩასვი ჩემი ბლოგი :D
    ხოოოოდა,მართლა კარგი საღამო იყო…ჯერ კიდე მაქვს გამოყოლილი ემოციები :)

  9. არაჩვეულებრივი გოგო ხარ. ძაან მომწონხარ მე. ჰო რაც შეეხება იმ ფილმს, ვუყურეთ მე და ჩემმა ოჯახმა და მადლობა სასიამოვნო კინოსეანსისთვის:) ჩემი თავი მეგონა ის წამყვანი გოგო. ამინდის პროგნოზებით და ა.შ.
    უუუფ რარაც ძაან კაი ხასიათზე ვარ ეხლა და რა კაია რო ბევრი კარგი ადამიანია.

  10. მეც ვგიჟდები სადღაც ცოტათი რომ იგრძნობა სიგარეტის სუნი:)

  11. Kate says:

    “ქეთი, რომლის ნიკიც კეით ფორ იუ-ს უნდა ნიშნავდეს როგორც მივხვდი , რომელიც საოცრად მეცნობოდა და დღემდე ვერ გავიხსენე საიდან”
    კი მაგას ნიშნავს. ანუ Kate for you.
    უი მართლა??? ვა, ნეტავ საიდან???

    მეც ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა. მეც დავწერე პოსტი, ისეთი აღფრთოვანებული ვარ. ძალიან საყვარლები ხართ.

    ხშირად შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს. კარგი დრო ვატაროთ ხშირად.

  12. mr.picasso says:

    მგონი რაღაც შეთქმულებას აქვს ადგილი მამრი ბლოგერების წინააღმდეგ :) (ვხუმრობ) იმედია კარგად გაერთეთ :* ხო ბლოგ კემპი ცუდი იდეა ნამდვილად არ უნდა იყოს ოღონდ გაზაფხულისთვის

  13. mako says:

    taa მეც მინდა საიტის გაკეთება და სად და როგორ უნდა გავაკეთო ხომ ვერ მეტყვი?

  14. khatiaa says:

    თათა ასწავლა ხატიამ ტაშის დაკვრა? :) მე ვცდილობ ვასწავლო თომას, მაგრამ ჯერ ვერა, ძალიან ბედნიერია როცა ჩემით ვაკვრევინებ თუმცა თვითონ არ გამოსდის ჯერ :)
    ახლა წარმოვიდგინე მბჟუტავ შუქზე ნახევრადმშრალი ტკბილი წითელი ღვინო და ტანში დამბურძგლა ისე მომინდა.
    მომენატრეთ შენ და ვიკი, დიმა იმ დღეს ვნახე :) აკოცე პატარა პრინცესას ჩემს მაგივრად.

  15. Taa says:

    mr.picasso

    არაფერი მამრი ბლოგერების მიმართ საწინააღმდეგო არ გაგვაჩია
    პირიქით ბევრნი ძალიან საყვარლებიც ხართ

    გაზაფხულზე მე პირადად გავუკეთებ ორგანიზებას ბლოგერულ პიკნიკს
    ალბათ კვირა დღეს, სადმე ქალაქგარეთ …
    მეუღლეებთან და ბავშვებთან ერთად :)

    mako
    მაკო დიდი სიამოვნებით დაგეხმარები
    თუ .გე – დომეინით გინდა ჯერ დომეინი დარეგისტრირე და მერე საფეხურეობრივად გასწავლი რა და როგორ.
    და ძალიან საყვარელი გოგოშკური თემები მაქვს და ერთ ცალს გაჩუქებ :)

  16. Taa says:

    khatiaa

    გამოდი მერე :) ან ჩვენ გამოვალთ
    სად ხართ ეხლა?

  17. khatiaa says:

    უკვე ცალკე, ჩვენთან სახლში. დღეს ერთი კვირით გავდივართ სანზონაში (ჩვენ ხომ მომთაბარე ტომივით ვართ) ხოდა შემდეგ გამოდით ან გამოვალთ. ვიკიკოს ტაშის დაკვრა მინდა ვნახო :) )

  18. ბოროტა says:

    გოგოშები ჭკუაზე არ ხართ ხოო?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>