მეღირსააააააააააა
როგორც იქნა ცხოვრებაში პირველად ჩემი წარბები ვანდე გამოცდილ სპეციალისტს
და განა ვინმეს
თვით ნატა ბაქრაძეს.
ეხლა მოგიყვებით თანმიმდევრობით: ნუ ჩვეულებრივი კვირა დღე იყო, ცოტა გვიან გაღვიძებით და ვიკიკოსთან ერთად მთელი დღე ყოფნით.
ხოდა რადგან მხოლოდ კვირა დღე მაქვს ხოლმე თავისუფალი, 5ის ნახევარზე ჩავეწერე ჰეარჰაუსში წარბებზე და თმის დავარცხნაზე ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე. ხოდა ჩემი ფასდაკლების ბარათზე მესამე ბეჭედიც აისახა
სიმართლე გითხრათ მეშინოდა, რადგან წარბი ეს ის დეტალია რომელიც ძალიან ცვლის ადამიანის სახეს და სულ ვფიქრობდი რომ არ მომეწონოს რა ვქნა მეთქი. მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი და ქალბატონ ნატას კოსმეტოლოგიურ სავარძელზე წამოვსკუპდი. ჯერ ვისაუბრეთ სანამ მითვალიერებდა და მიზომავდა წარბებს, მერე მაუწყა რომ გაგიფუჭებია შენით ფორმაო და იმისთვის რომ იდეალურად გაგიკეთო ახალი ფორმა, ზოგ ადგილებში კიდევ უნდა ამოგივიდეს წარბუშკებიო. ასე დავარქვი თითო წარბუშკას.
მერე ვისაუბრეთ თავის მოვლების, უფრო კონკრეტულად კი წარბების და სახის კანის მოვლაზე, შემაქო კარგი მოვლილი კანი გაქვსო და უზომოდ მესიამოვნა.
მერე კიდევ ვიჭორავეთ ბევრი, ბევრი და ბოლოს უსაოცრესი რამე აღმოვაჩინე.
ეს ის ნატა ბაქრაზე იყო მთელი ბავშვობა რომ მესმოდა დედაჩემის საბურთალოელი დაქალოჩკებისგან. რომ გავარკვიე რომ მართლაც ის იყო, საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ჩემი ბავშვობის ძალიან ცოცხალმა შთაბეჭდილებებმა გაიღვიძეს.
დედაჩემს 2 საბურტალოელი დაქალოჩკა ყავს, ხათუნა დოლიძეზე ცხოვრობს და ლენა – საირმის ქუჩაზე. ძალიან, ძალიან ახლოს იყვნენ ხოლმე და ძალიან ხშირად გვსტუმრობდნენ აღნიშნული ქალბატონები, ჩემს ბავშვობაში.
ორივე ძალიან მომწონდა, ყოველთვის მოწესრიგებული და ფორმაში მყოფნი. სწორედ მათგან ვიცოდი ნატა ბაქრაძის არსებობის შესახებ. ყოველთვის მსიამოვნებდა და მიყვარდა მათი წორაობის მოსმენა ხოლმე და სულ ვეტმასნებოდი ბავშვობაში.
ისინიც იჯდნენ და ქაქანებდნენ, ახალგაკეთებულ წარბებზე, ბავშვურ სახის კანზე, ნატას ახალ სახის კრემებზე და მოკლედ მთელს გამოცდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს.
ამ დროს კი გადის სადღაც 15-16 წელი და ამ ქალბატონის სავარძელში ვხვდები მე …
მე, რომელსაც მთელი ბავშვობა მისი სახელი მესმოდა
მინდა აღვნიშნო რომ საოცრად გამოიყურება და არ ეტყობა ასაკი საერთოდ. მერე ეს ყველაფერი მოვუყევი, ლამის ავატირე, ხათუნა და ლენაც გაიხსენა, და მერე მე გამიკეთა თავისივე დამზადებული უნაზესი კრემით სახის მასაჟი. 40 წუთი გათიშული ვიყავი სიამოვნებისგან და კაიფისგან. სანამ მაგარი ყავა არ დავლიე და თავი არ დავიბანე მანამდე ვგრძნობდი მის თბილ ხელებს ჩემს სახეზე.
2 კვირაში ისევ წავალ და თუ ამოსულები იქნებიან ურჩი წარბუშკები, ფორმას რომ მირღვევენ, მაშინ საბოლოო ფორმასაც მივიღებ.
დღეს კი რაც გამიკეთა ამითიც უზომოდ კმაყოფილი ვარ. . .







მეკიდევ ისე მეზარება ხოლმე ეგ პროცესი, მაინც ჩოლკას ვატარებ და წარბებიც არმიჩანს და არიან ესე თავისთვის, (უიჰ ამ ლინკზე დამამატე თათ , ვორდპრესიმივატოვე )
თა, წარბებიც Hair Haus ში გაიკეთე?
სალ
ხოოოოოოო, წარბებიც მანდ გავიკეთე
ეგ სალონი მაქვს ამოჩემებული და მანდ დავდივარ
სურათი დადე მერე???? რომ დავიჯერო და მეც წავიდე… წარბები საშინელ დღეში მაქვს
აუ გაციებული ვარ და თვალები მაქვს საშინლად ამღვრეული
ცოტა ჩამიწყნარდება და ლამაზ სურათს დავდებ
სოფ ჩამოხვედი?
კარგი კოსმეტოლოგის ნახვა მოსალოცია, ნამდვილად
თან ეს ისეთი საქმეა, ბევრს ვერ მოაკიდებინებ ხელს. მე 4 წელია სულ ერთგან დავდივარ, ანუ რაც დავიწყე წარბების და პილინგების გაკეთება და ვერ წარმომიდგენია, რა უნდა მოხდეს რომ სხვაგან წავიდე 
))
იცი რა არ მესმის? რატომ აკეთებენ კოსმეტოლოგები კრემებს თვითონ? დავიჯერო, შესაბამისი კრემები არ არსებობს?
ვერ ვენდობი ხოლმე ესეთ ნაკეთობებს
ნინო
იმიტომ აკეთებენ რომ იციან რომ კარგია ალბათ
მე მაგალითად არ ვხმარობ დამზადებულ კრემებს
მაგრამ დედაჩემი ამ დროს ნაყიდ კრემებს გაურბის
და სახის კანი ამ ასაკში აქვს იდეალური
ასე რომ ვერ გაიგებ, ინდივიდუალურია, ზოგს ის უხდება ზოგს ეს
მე მქონდა ელიზაბეტ არდენის სახის კრემი: visible difference ერქვა, იდეალური კრემი იყო ჩემი კანისთვის. ეხლა სამწუხაროდ აღამ მაქვს და ბიუჯეტშიც ვერ ჩავდე, თორე აუცილებლად კიდევ მაგას გამოვიწერდი.
ანუ მართლა გულწრფელად ვერ გამიგია რა ლოგიკაა, რომ ერთმა კონკრეტულმა კოსმეტოლოგმა შეიძლება აჯობოს, ვთქვათ, ბიოდროგას კრემებს, აჯობოს კი არა, მიუახლოვდეს. ეს შეიძლება ჩვენი მშობლების თაობაში გავრცელებული იყო(და მათ ახლაც ინერციით გადმოჰყვათ), მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი უპრობლემოდ იშოვება, ფასისა და ხარისხის მიხედვით, კიდევ არიან თვითნაკეთი კრემების მომხმარებლები. ამასწინათ ჩემმა მეგობარმაც იყიდა კოსმეტოლოგის დამზადებული კრემი და მასაც ვეუბნებოდი… მოკლედ, საინტერესო საკითხია
შენთან იმიტომ ჩავეძიე ამ თემას, რომ გიყვარს ეს სფერო 
სტატიისთვისაც შეიძლება გამოდგეს, რა მასალით აკეთებენ, რატომ უნდა ვენდოთ ასეთ პროდუქციას, ხარისხზე ვინ არის პასუხისმგებელი, მომხმარებელი თუ ჰყავთ, როგორი ფასებია და ა.შ. დრო რომ მექნება სიამოვნებით გავაკეთებ მასალას
dade surati da shegifasebt axal carbebs
tore ase dznelia unaxavad
dzalian shevechvie shens blogs, koveldge shemovdivar da vkitxulob xolme
xandaxan dzvel postebsac, saintereso blogi gaqvs momcons
მოკლედ
ვიყავი hairhaus-ში. თმა შევიჭერი ბესოსთან. დავარცხნა არ მინდოდა, უბრალოდ გამიშრე-თქო ვუთხარი და ძალიან საყვარელი კულულები გამიკეთა ფენით
ისე საყვარლად მქონდა, მეორე და მესამე დრეს ცოტა დამეშალა და სულ სხვა ფორმაზე დაჯდა თმა-არანაკლებ ლამაზად 
ცოტა გაფუჭებული მაქვს და ერთ-ორ მისვლაში მაგასაც გამოვასწორებთ…რა სასიამოვნო ქალია მართლა 
უფრო სწორად თვითონ შემოვიდა და ძალიან თბილად ვისაუბრეთ, ვუთხარი თათას ბლოგზე გნახეთ და მოვედითქო
მთლიანადაა ყველა ორიენტირებული იმაზე, როგორ გასიამოვნოს და როგორ გამოგიშვას კმაყოფილი 
ნატა არ იყო და მეორე დღეს მივედი, ძალიან მოეწონა ჩემი წარბები ხარისხით და მართლა მაგარი ფორმა მისცა
მერე ქეთიც გავიცანი
მართლა კმაყოფილი წამოვედი…დიდი მადლობა შენ
ვაიმეე
ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი
რამდენი ხანია არ ვყოფლვარ HH-ში
ამ კვირას ვაპირებ, ნატასთან, ბესოსთან და გაიანესთან ვიზიტს
გაიხარე
:)

ქეთიმ ისე თბილად გახსენა
მეც უნდა მივიდე, დედაჩემი უდნა მოვიყვანოთქო, ქეთის ვუთხარი, რჩევები მომცა. მოკლედ უნდა შეჭრა და ნანასთან ჩავწეროთო, მოკლე თმი სპეციალისტი ეგააო
ხოდა მოკლედ მეც მალე ვაპირებ მისვლას
ხოო, ქეთი ძალიან საყვარელი ვინმეა
და ხალისიანი, არ მოიწყენ მაგასთან
ხანდახან მინდება ხოლმე დავრჩე და ვიქაქანოთ
მაგრამ ვიკიკოს გამო სულ მეჩქარება ხოლმე
ხო, მესმის
:)
მეც მეჩქარებოდა და ვერ დავრჩი ყავაზე სამწუხაროდ…თუმცა ყველაფერი წინაა
აუ ეგ ჰეარ ჰაუსი კარგი სალონია???
კი მე მომწონს საკმაოდ
წარბები ჩემი ტკივილია
ალბად 5 – 6 წელია რაც მათი შელამაზება დავიწყე და ვერ გეტყვით რამდენჯერ შევიცვალე ფორმა.ჩემი კოსმეტოლოგი საქართველოდან წავიდა და მას შემდეგ დაიწყო ჩემი ტანჯვა
ვისთანაც მივედი არავის გაკეთებული წარბი,არ მომეწონა,ბოლოს დავიღალე და თავად გადავწყვიტე ამ პრობლემის გადაწყვეტა
წარმოიდგინეთ მშვენივრად გამომივიდა,უკვე მეშინია სხვას ვანდო ეს დეტალი,მაგრამ ასეთი რეკომენდაციის შემდეგ ნატას ერთხელ მაინც ვესტუმრები და როგორც სპეციალისტს,შემიმოწმოს ნამუშევარი
ელლი
აუცილებლად მიდი
გირჩევ, მართლა პროფესიონალია თავისი საქმის
და უსათნოესი და უსაყვარლესი ქალია
მეც იგივე ჰეარ ჰაუსში დავდივარ, მაგრამ ხათუნასთან. ვთვლი,რომ ხათუნა ბევრად პროფესიონალია, ვიდრე ნატა.
მადლობა თაა
გუშინ გავიკეთე ნატასთან
შენც დაგინახე, ვიკიკო გყავდა მოყვანილი, ოღონდ მიდიოდი უკვე
ძალიან სიცოცხლე შვილი გყავს
მომეწონა წარბები ძალიან
ნატამ მიშველა, გუშინ რესტორანში ვიყავი და ყველა აღნიშნავდა რომ ძალიან მაგრად მქონდა
მადლობა, მადლობა, მადლობა
დავრეკე ამას წინათ და აღარ მუშაობს ნატა ჩვენთანო
7 ლარი აბსოლუტურად მისაღები და კარგი ფასია
თუ ხელოსანი კარგია მით უმეტეს
წარბები ჩემი ტკივილია

ფორმას ვერ ვპოულობ
სად მდებარეობს აღნიშნული სალონიიი?
თეო
http://yourhairhaus.com/contaqti.html
მთელი ცხოვრება კარგ “მეწარბეს” ვეძებ
ნატა ჰჰ-ში აღარ მუშაობს ხო?
ხათოსთან მივალ
თათა ეგ სალონი ისევ ამოჩემებული გაქვს? მივიდე წარბებზე ნატასთან? ძლივს გავიზარდე და მინდა ვინმე კარგს ვანდო
)