მინდა მოვიდე სახლში, სადაც მხოლოდ შენ და ბავშვი დამხვდებით
დავიღალე
აღარ მინდა ყოველ დღე იმაზე ფიქრი რომ სახლში მოსვლა მეზარება და სად წავიდეთ რომ 11-მდე მაინც რომ არ მივიდეთ სახლში.
ცალკე ცხოვრება მინდა, მერამდენედ ვწერ მაგრამ მერამდენედვე მინდა და იმიტომ ვწერ.
არ მინდა ყველას ვუღიმოდე როცა არ მეღიმება, ყველას ვუხსნიდე რატომ ვარ ცუდ ხასიათზე და თან ვატყუებდე, ყველას ვეუბნებოდე რომ კარგად ვარ როცა ცხოვრებაც მეზარება ხოლმე ისეთ მომენტებში.
არავინ არ მინდა, ვიკიკო და შენ.
ძალიან მაკლდი წუხელ ჩემთან რომ არ გეძინა, გუშინწინ სამივე ერთად ვიწექით და მე საწყლად შუაში ვიყავი გაკვეხებული მაგრამ ბედნიერი და თბილად, თქვენს სუნთქვას ვგრძნობდი, თქვენს სითბოს ვგრძნობდი.
წუხელ შენ არ იყავი სახლში, ვიკიკოს თავის საწოლში იწვა და მციოდა და მარტოდ ვგრძნობდი თავს.
მიყვარხართ და თქვენთან მინდა
ოღონდ მოწმეების გარეშე, მარტო ჩვენ სამნი …
უსინდისობაა ასეთ რამეებს ჩემი ოჯახის წევრებზე რომ ვწერ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ცალკე მინდა ცხოვრება …
რაც უფრო იშვიათად ნახულობ, მით უფრო გენატრება ადამიანი, ხოდა მომანატრეთ რა თავი …
საოცარი უმწეობის შეგრძნება მეუფლება ხოლმე, იმდენი ხარჯი გვაქვს ყოველთვიურად ამ ბანკების ჩათვით რომ სახლსაც ვერ ვიქირავებთ რომ მოგვინდეს








მიყვარხარრრრრრრრრრრრრრრრრ :love: :kiss: :hug:
აქ სხვების კომენტარები ზედმეტია:დ
:გვრიტები:
მესმის შენი…
უფრო სწორად, წარმომიდგენია…
მე რომ ახლა მარტო არ ვცხოვრობდე ალბათ გავაფრენდი
((
გექნებათ ცალკე სახლი, აუცილებლად..
)
:*
ნაძვის ხე დადგი უკვე სახლში?
ნეთვორქ ბლოგებზეც დარეგისტრირებულხარ
ეს წინა ბლოგი რა საწყლად გყოლია დაჩაგრული და ამ ბლოგს როგორ ელოლიავები
ხო ნაძვის ხე დავდგი, ხომ უნდა გაგრძნობინოთ რომ ახალი წელი მოდის
მადლობები გამოხმაურებისათვის
მეც პირველად მოვხვდი შენს ბლოგზე და მახიბლული დავრჩი ძალიან მომეწონა კონკრეტულ თემატიკას რომ ეხება დიზაინიც შესაბამისი აქვს. წარმატებებს გისურვებ და აწი მეცოდინება მოდის შესახებ ინფორმაცია თუ დამჭირდა სად უნდა შემოვიდე ხოლმე
ვაიმე არ მაქ ცალკე სახლი თორე დაგითმობდი აუცილებლად
ნეტა იცოდე როგორ მესმის შენი
))
ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ
მეც იგივე დღეში ვარ დავიღალეეეეეეეეეეე