ინტერნეტ მარკეტინგი

არც მე მჯეროდა :)

დარწმუნებული ვარ არც ბევრ თქვენგანს ვისაც სმენია. საერთოდაც მიღებული პრაქტიკაა რომ ფულს სკეთებ სამსახურში, თუ გაქვს საკუთარი საქმე ან კიდევ სხვადასხვა შავბნელი გზებით.

ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებდი ამ საქმიანობას მაშინ როდესაც დიმა გავიცანი და მითხრა რმ მუშაობს სახლიდან ინტერნეტის მეშვეობით და კვირაში მინიმუმ 600$ ქონდა შემოსავალი. ვერ ვხვდებოდი. რაღაც მაქინაციებს ქონდა ადგილი მეგონა, მაგრამ დავიკიდე, აღარც ჩავეძეიე.

მერე კიდევ დიდი ხანი არ მჯეროდა, რადგან მეორედ შეყვარებულობის პერიოდში დიმა უკვე აღარ მუშაობდა კომპით, ამ დროს ის მხოლოდ გონშიკი იყო, ცხოვრობდა და სუნთქავდა მხოლოდ მანქანებით და ტურბინებით.

შარშან დავიჯერე გაზაფხულზე, როდესაც პირველად ჩემს ცხოვრებაში დავინახე თუ არ ვცდები გუგლის ჩეკი (თუ ვცები შემისწორე დიმ) 1500$-ზე გამოწერილი. მთელი ვალები გადავიხადეთ რაც კემერის საზაფხულო ტრიპიდან გამოგვყვა და კიდევ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ ამ ფულით.

მერე მეორე ჩეკი იყო ანალოგიურ თანხაზე და დიმამ თავის მანქანაზე პირველი შენატანი გააკეთა ბანკში და გახდა JDM-100 _ის მფლობელ :)

მერე მე აღარ ვაძლევდი საშუალებას, სულ ვჩხუბობდი კომპს უფრო მეტ დროს უთმობ ვიდრე მე მეთქი და შესაბამისად გუგლიდან ჩეკები აღარ მოდიოდა. მერე ისევ დაიწყო, უკვე ვიკიკო რომ დაიბადა და ფინანსურად ცოტა გაგვიჭირდა. სულ ცოტა ხნის წინ ისევ ჩამოვიდა სადღაც 800 + ევროზე ჩეკი, უკვე აღარ გუგლიდან – მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს :)

seo.ge

ხოდა ჩემნაირ ურწმუნოებს ვიწვევ სეოს ფორუმზე.  seo.ge არის ადგილი სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ჩაწვდეთ ამ გიგანტური და ამოუცნობი ფულის მანქანის საიდუმლოებებს.

ორიოდე სიტყვით რომ გითხრათ :  ინტერნეტ მარკეტინგი არის სხვადასხვა (სხვისი ან საკუთარი) მომსახურების ან პროდუქტების შეთავაზება ინტერნეტის მეშვეობით.
ეს არის ძალიან ინოვაციური და მსოფლიოში დანერგილი სფერო, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ არის. პოტენციურ კლიენტამდე მისვლა არ არის ადვილი საკითხი, ინტერნეტ მარკეტერის ძირითადი საქმეც ესაა. ამაში გვეხმარება საიტების ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის (ინგლისურად Search Engine Optimization, შემოკლებით SEO), რაზე საუბარსაც ეთმობა დრო ამ ფორუმზე.
საიტის ოპტიმიზაცია არის საკმაოდ კომპლექსური, შრომატევადი და ხანგძლივი პროცესი რომლის წარმატების ჩატარების შემთხვევაში თითქმის სამუდამოდ მიწვდებით პოტენციური მყიდველებს სრულიად უფასოდ, შესაბამისად ეს პირდაპირ აისახება თქვენს შემოსავალზეც.

უფრო კონკრეტულად

ასე რომ ისწავლეთ ფულის კეთება ინტერნეტის მეშვეობით, დაისახეთ ამოცანები და შეისრულეთ სურვილები. წარმატებებს გისურვებთ ყველას.

This entry was posted in პირადი. Bookmark the permalink.

41 Responses to ინტერნეტ მარკეტინგი

  1. მოკლეეეედ, ამ ბოლო დროს ეგეთ ინფოებს მეც ვაწყდები, მაგრამ პრაქტიკულად როგორ შეიძლება ფულის შოვნა ვერ წარმომიდგენია. ანდა რა უნდა გავაკეთო. შევალ მაგ საიტზე ახლა

  2. Noob says:

    შორენ,

    ფორუმს გადახედე დაგაიგებ… ვეცადეთ მაქსიმალურად მარტივი გასაგები ყოფილიყო ნებისმიერი დონის იუზერისთვის.

  3. ძალიან კარგი პოსტია! მადლობა ინფორმაციისთვის =)

  4. internet marketingi ert erti kvelaze gavrcelebuli fulis shovnis metodia amerikashi
    chemi dzma cxovrobs iq da misgan vici rom tipebi atasobit dolars shouloben internetit.
    magaria
    zixar shentvis kompiuertan, yavit an chait da fulebi modgis
    arc ufrosi gechxubeba dagvianebaze da arc araferi …

  5. საინტერესოა, ვნახავ უფრო დაწვრილებითაც.

  6. თინი says:

    ვა,რა მაგარია :P
    სულ მინდოდა კომპიდან გაუსვლელად მქონოდა შემოსავალი :D
    ჩავუჯდები ^_^

  7. მე რამდენიმე თვეა რაც დავკავდი ინტერნეტ მარკეტინგით, ჯერჯერობით ისეთი შედეგები არ მაქვს როგორც დიმას, მაგრამ ჯერ ახალი ვარ ამ სფეროში და შედეგებიც შესაბამისია. http://seo.ge -ზე ძალიან ბევრი რამ გავიგე რაც ბევრ რამეში დამეხმარა.

  8. jellyboss says:

    მაგით ვარ გატაცებული…. DIGITAL MARKETING-შ ვკითხულობ ძილის წინ :)

  9. Jeux Dora says:

    ნამდვილად კარგი რამეა, ოფლაინ ბევრ სამსახურს ჯობია, დამიჯერეთ :)

  10. Duda says:

    ხშირად მსმენია მაგრამ ჩალიჩი მეზარება
    ისე სახლში ჯდომა და ფულის კეთება ნამდვილად აჯობებს ბევრ სამსახურს
    მაგრამ სწავლაც მეზარება :D :D :D

  11. Tomas says:

    მე ვიცნობ ადამიანებს რომლებიც თვეში 300-400$ შოულობენ ამ გზით
    ვიცი რომ უფრო მეტის შანსიც არი

  12. Duda says:

    Tomas

    გამაცანი ეგ ადამიანები
    სიამოვნებით ვისწავლიდი სახლიდან გაუსვლელად 300-400$-ის შოვნას

  13. Taa says:

    Duda

    პოსტი გადაიკითხე ყურადღებით :)
    შედი seo.ge-ზე და უამრავ საინტერესო რამეს ნახავ

  14. Duda says:

    ვიყავი seo.ge-ზე დიდი მადლობა
    მარტლაც უამარავი მასალააა

  15. Tomas says:

    მეც უნდა ვნახო აბა,
    ჩვეულებრივ სამსახურში ვერ გავძლებ ასე მგონია
    ქართველი უფროსები თავისი უაზრო მოთხოვნებით

  16. Taa says:

    კი, კი
    მანდ მართლა ბევრი მასალა დევს და იუზერებიც კარგად ერკვევიან ყველაფერში
    ნამდვილად ღირს ჩაუჯდე და გადაიკითხო ეგ ფორუმი

  17. Duda says:

    შენც ხარ ხო დარეგისტრირებული?
    შენს პოსტსაც მოვკარი თვალი

    შენც ჩალიჩობ ხოლმე მანდ რაღაცეებს?

    noob- არის მანდ ყველაზე გათვითცნობიერებული ხო როგორც მივხვდი

  18. Taa says:

    Duda

    კი მეც ვარ დარეგისტრირებული
    მაგრამ ძირითადად შეკითხვებით შემოვიფარგლები ხოლმე
    ბლოგის ზოგიერთ საკითხზე მეხმარებიან ხოლმე

    noob – არის ფორუმის ადმინისტრატორი და კი ძალიან კარგად ერკვევა მაგ ამბებში

  19. Duda says:

    ხო ვნახე ბლოგინგის განყოფილებაც
    საკმაოდ საინტერესო მაგრამ რთული მეჩვენა ერთი შეხედვით

    დავრეგისტრირდები მერე და ვნახოთ რა გამოვა

    მადლობა რომ მასწავლე ეგ საიტი

  20. donxdeme says:

    ამას ძალით ვერავინ გასწავლით უნდა გსიამოვნებდეთ მუშაობა :) იმაზე კი არ უნდა იფიქროთ ბევრ ფულს ვიშოვი გავმდიდრდები არამედ იმ საქმეზე რაზეც ხელი მოკიდეთ და ყველაფერი გამოგივათ.

  21. Duda says:

    აუფ იმდენი წავიკითხე სულ ამიცრუვდა გული
    მე ამას ვერასოდეს ვისწავლი
    რაღაც პეიჯრანკებიო
    რაღაც ბეკლინკებიო და კიდე მილიონი ტერმინი :დ

  22. Taa says:

    იოლი ნამდვილად არ არის გეთანხმები

  23. Duda says:

    იოლი კი არა რას წარმოვიდგენდი ასეთი რთული თუ იქნებოდა
    ჯერ მარტო წასაკითხად და გასაგებად

    და მაგის კეთება რო დაიწყო ….
    არ მინდა, წავედი ოფლიან სამსახურში :)

  24. Marika says:

    ვერასოდეს ვისწავლი მაგ რაღაცეებს

  25. Marika says:

    მაგრამ სახლში ჯდომით ფულის შოვნა რა მაგარი რამეააააააააა
    იჯექი აკეთე საქმე
    მოგშივდება ადექი ჭამე
    მოგწყურდება ადექი დალიე
    დაზაგვრა მოგინდება ადექი როცა გინდა წადი ბასეინზე

    აუუ მინდა ეგრე ცხოვრება და ფულის კეთება

  26. თათული says:

    ეს სფერო ჩემთვის ჩინურზე უფრო რთულია

    სხვებს რომ უთითებ, შენ თავად ჩაუჯექი

    ისეთი ენერგიული და გარკვეული ხარ რო მგონი სამსახურზე ბევრად მეტი შემოსავალი გექნება

  27. Taa says:

    თათული

    უიჰ, არც ესე გარკვეული შენ წარმოიდგინე
    თეორიულად ჩემთვის ჩინური არ არის, მაგრამ პრაქტიკულად ნამდვილად ჩინურია – ამ ეტაპზე
    თუნცა თუ მოვინდომე ჩინურს კი არა ლურსმულ დამწერლობას დავამუღამებ :D

  28. თათული says:

    მერე მოინდომე

    როდემდე უნდა იჯდეს ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდობა ამ ოფისებში და უსმენდეს უფროსების ტვინის ღუნვას? :(

    ნერვები მეშლება ხოლმე

  29. ნუცა says:

    შევედი მაგ საიტზე და გამოვედი დაბნეული და თაბრუსხვევით
    მე ის ტერმინებიც კი არ მესმის რაზეც მანდ საუბრობენ :)

  30. Taa says:

    თათული

    ვცდილობ :)

    ნუცა

    რაღაც სიახლეს ვაპირებ ბლოგზე და იმედია დაინტერესდები

  31. როგორც ვხედავ ტერმინოლოგიის პრობლემა ბევრს აქვს. ვეცდები სეო.ჯი -ზე შევქმნა პატარა სეო ლექსიკონი დამწყებთათვის რაც მათ გაუადვილებთ გარკვევას

  32. donxdeme says:

    განა ვერ ისწავლით არ გინდათ ცოტა ტვინის განძრევა და მუშაობა, მთავარია მოინდომოთ წაკითხული არ გაქვთ არაფერი და ეგრევე იძახით ვერ ვისწავლიო და ეგრე მართლა რას ისწავლით.

    შრომის და წვალების გარეშე ფულს ვერ იშოვი ესეთია ეს ცხოვრება.რაც მთავარია უნდა გჯეროდეს შენი თავის და ყველაფერი გამოვა :)

  33. თათული says:

    donxdeme

    შენ ეგ ყველაფერი წაიკითხე, გაიგე და ეხლა ფულს შოულობ?
    რეალურად შოულობ?
    რავი მე ვერაფერი გავიგე და

    თაა, შენ გესმის რამე ამ ინტმარკეტინგის?

  34. Taa says:

    თათული

    მე ჯერ ისე რომ სამუსაო პროცესში ჩავება არანაირად
    ვიცი რაღაცეები თეორიულად
    მაგრამ ფულის შოვნა რომ შეიძლება კი ვიცი
    თუმცა საკმაოდ რუტინული სამუშაოა და ბევრს რომ გონია რო აი დღეში 1 საათი ჩავუჯდები დავარაკრაკებ კლავიატურაზე და ბანკის ანგარიშზე ფულები თავისით დაემატებაო ეგრე არ არის

  35. donxdeme says:

    თათული

    რათქმაუნდა ყველაფერი წავიკითხე და თანაც ძალიან ბევრჯერ და კიდევ ვკითხულობ, კი რეალურად ვშოულობ აბა არარეალურად ხო არ ვიშოვი :D ადრე როდესაც დავიწყე 1 უბრალო საიტით თვეში გავაკეთე 20 ევრო ყურადღებას არც კი ვაქცევდი შემდეგ პრობლემის გამო დავანებე თავი და ეხლა ისევ დავიწყე მუშაობა.ეხლაც დრო არ მაქვს ძალიან ცოტა დროს ვუთმობ მალე მოვიცლი და სერიოზულად მივხედავ ამ საქმეს :)

  36. თათული says:

    donxdeme

    თვეში 20 ევრო ფულიააააააააააააააა?
    და მაგისთვის ვიკითხო ამდენი?

  37. donxdeme says:

    თათული

    და ვინ იძახის რო დიდი ფულია ? ეგეც დიდი შედეგია საიტზე კვირაში ერთხელ რო შეხვალ და ერთ რაღაცას გაუკეთებ და მაგდენს მოგიტანს შემოსავალს. წესივრად რო მიმეხედა 150 ევროზე ნაკლებს არ გააკეთებდა.

  38. Mako says:

    ონლაინ სწავლა მეძნელება
    კურსებზე ვივლიდი სიამოვნებით

  39. donxdeme says:

    Mako “კურსებზე ვივლიდი სიამოვნებით”

    კურსებს ნამდვილად არავინ გააკეთებს ისევ და ისევ შენით უნდა ისწავლო.

  40. Sano says:

    ხალხნო კარგად ჟღერს ხო თვეში 400 ევრო???? რა გგონიათ რახან სახლის კომფორტში იჯდები ადვილი სამუშაოა?? ადრე ვებ პროგრამირებით და ვებ დიზაინით ვიყავი დაკავებული და სეოში ახალი ვარ მაგრამ პირველი ორი კვირა რაც საიტი გავუშვი 6 საათზე კომპთან ვიჯექი და ღამის 1 ზე ვდგებოდი.. თვალები ისე გამიხდა ტელზე და ტელევიზორზე მეცრემლებოდა სეო.გე ს ნაკითხავი… ადვილი საქმე ნაღდათ არაა და ამისთვის მზად იყავით თუ ახლა აპირებთ დაწყებას..

  41. DEME says:

    Sano

    +1 ეგრე ადვილი არაა როგორც უყურებენ ჩემ შარშანდელ პოსტებს ვკითხულობდი ეხლა :D ღამეებს ვათენებდი რამე რო მესწავლა და ხალხს კიდე 1 დღეში უნდა :) ეს ისეთი საქმეა თუ მოთმინება არ გამოჩინე ვერაფერს ვერ გააკეთებ აქ დროის ფაქტორია გავა 1-2 წელი და შედეგი აუცილებლად იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>