Archive for January, 2010

ისევ უამრავი საქმე

ისევ გამოუძინებლობა … დილით უკვე დაღლილი ვიღვიძებ, ვიკიკო კიდევ ვერ მიეჩვია მთელი ღამით ძილს, 2ჯერ მაინც იღვიძებს ღამეში.

მესამე კბილი წამოუვიდა, და მეოთხეც აპირებს ამოჭრას, ერთ ადგილას ღრძილზე ეტყობა, სულ პირში აქვს სათამაშოები და გამწარებული ლოღნის. ისეთი საყვარელია ხოლმე რო მეკბეჩინება.

ამას წინათ ძალიან დებილური ისტორია შემემთხვა, არ ვიცი დავწერე თუ არა, ბეიბიმოლიდან გამოვუწერე 100$ის რაღაცეები ვიკიკოს, შევუვსე მთელი გარდერობი  + ჭურჭლეული + სათამაშოები და1000 წვრილმანი და ასევე ღამის ქოთანი და რომ დაიშიპა ბედნიერმა ვიხილე რომ ყველაფერი ეს იყო 4 კილოგრამი. Read the rest of this entry »

პოსტის შთაგონება იყო ერთი სტატია, ჩვენმა დამლაგებელმა იპოვა და ეს ისტორია გამახსენა.

ამბავი ხდება 2007 წელს, მაშინ შედარებით ახალი მოსული ვიყავი, ჯერ არც პიარი მეხებოდა, მხოლოდ იმპორტს და შიგადაშიგ რეკლამებს და HR-ს ვკურირებდი ხოლმე …

ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს ერთი ჟურნალისტი გაზეთ ალიადან და მისვამს რამდენიმე შეკითხვას, მეც ვოასუხობ შესაბამისად, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ის მაინც თავისას მიერეკება. და შედეგად მაქვს დასკანირებული სტატია, შეიძლება ადამიანი სიცილით მოკვდე. Read the rest of this entry »

ზუსტად 3 წელიწადში …

მინდა მქონდეს : ბევრი დრო, საკმარისი ფული, ბევრი ენერგია

ეს პოსტი გუშინდელმა ცნობამ დამაწერინა + ჰეარჰაუსის ქეთის ბავშვის ციგურებზე სიარულმა :)

პოსტის შინაარსში დევს აქტიური ცხოვრების წყურვილი, ოცნება გავაღწიო ოფისის ჩარჩოებიდან, ვიყო თავისუფალი, მქონდეს ფული და ბევრი დრო რომ მე და ვიკიკომ ვიწანწალოთ უამრავი.

რა შუაშია პრაიმ ფიტნესი? გუშინ შეტყობინება მომივიდა : Read the rest of this entry »

ის რომ ფიტნეს კლუბები, აერობიკები, აუზები და ასე შემდეგ თავის მოვლის დაწესებულებები აქტიურად უნდა შუქდებოდეს ჩემს ბლოგზე, ამაზე 2 აზრი არ არსებობს, ჩემი ბლოგის პირდაპირი თემატიკაა, ამიტომ დღეიდან დაწყებული სულ შემოგთავაზებთ ხოლმე, რაღაც პერიოდულობით ამა თუ იმ სერვისებს.

როგორც უკვე დავწერე, მე პრაიმ ფიტნესში დავიწყე სიარული და შიგადაშიგ აუცილებლად დავწერ ხოლმე ჩემს შთაბეჭდილბებს, სასურველია არ დამეზაროს ვიდეო პოსტების ჩაწერა, რევიუების ან უბრალოდ ვარჯიშების სახით.  გარდა ამისა გადავწყვიტე ასეთი რამე: პრაიმ ფიტნესს აქვს მთელი რიგი სერვისები:

აერობიკა

ფიტნესი

საუნა

მასაჟი

აკვა აერობიკა

სამეჯლისო ცეკვები

გადავწყვიტე რომ ყველას დავესწრო თითოჯერ მაინც და მერე დავწერო რევიუები, რომ ჩემმა მკითხველმა ზუსტად იცოდეს სად რას უნდა ელოდოს და რა არჩევანის საშუალება აქვს.

დღეს დავიწყებ გლდანის პრაიმ ფიტნესის განხილვას, სათაურში მითითებული მაქვს პლუსები და მინუსები.

ანუ პრაიმ ფიტბნეს გლდანი – სანამ აბონემენტი აგიღიათ

1. აერობიკა ღირს 50 ლარი 12 გაკვეთილი (ფასი საკმაოდ მისაღებია)

2. არ არსებობს პარკინგის არანაირი საშუალება, 2ჯერ ვიყავი და ხან სად გავაჩერე მანქანა ხან სად, ფაქტიურად დასწრებაზეა :(

3. დარბაზები არის საკმაოდ სუფთა, ყველაფერს ეტყობა მოვლის ხელი, მაგრამ მაინც დგას რაღაც სპეციფიკური სუნი, რაც აბსოლუტურად ყველა მსგავს დაწესებულებას ახასიათებს, მთავარია ზაფხულში როგორ იქნება :)

4. შევედი, საკმაოდ ზრდილობაიანი და ყურადღებიანი მენეჯერი დამხვდა, მირჩია ძალიან ძვირფასი ნივთები ჯობია არ ატარო ან თუ მოიტან ჩვენტან შეინახოო, მეც ავიღე და ჩანთა მას დავუტოვე, მანქანაში დატოვებას ალბათ მისაღებში დატოვება ჯობია, მერე გადმომცა ჩემი გასახდელის კარადის გასაღები და გასახდელამდე მიმაცილა

5. აბონემენტის შევსებაში ისედაც ძვირფასი დრო არ დამაკარგვინა, უბრალოდ სახელი და გვარი მკითხა და რომ გამოხვალ მზად დაგხვდებაო.

6. შევედი, საკმაოდ კულტურული გასახდელებია, დიდი სარკით, ფენით და კარადებით, სადაც გამოცვლილ ტანისამოსს ინახავ.

7. კიდევ ერთი მინუსი იყო რომ ცოტა სკამი დევს გასახდელში, რამდენიმე გოგო ერთად რომ იხდიდე, რიგში დგიმა მოგიწევს რომ სკამით ისარგებლო.

8. შედიხარ დარბაზში, სადაც არის დიდი სარკეები, რაც ყველაზე ზალიან მიიყვარს ხოლმე, არისნ შენი თანამოვარჯიშეები და ინსტრუქტორი. დარბაზი ძალიან მომეწონა, მაგრამ არ მომეწონა ძირს დასაფენები, თხელია და როცა ვარჯიშობ მაინც ცოტა დისკომფორტს გიქმნის. გადავწყვიტე ოლდნევიზე იყიდება ეგეთი დასაფენები და გამოვიწერო ჩემთვის და იმით ვიარო. მაგრამ გუშინ ჩვენმა ინსტრუქტორმა შენიშნა რომ ძვლები მტკიოდა ზოგიერთი ვარჯიშის იატაკზე გაკეტებისას და შემომთავაზა მეორესაც მოგცემო :) და უფრო რბილად დაწვებიო

9. ვარშიშის შემდეგ შევედი საშხაპეში, არც არავის ველოდე, არც არავინ მიყვიროდა გარედან მალე გამოდიო, გემრიელად ვიჭყუმპლავე ჩემი ახალი ZIAJA -ს ანტიცელულიტური, ფორთოხლისსუნიანი ტანის სკრაბით, გემრიელადვე წავისვი ეივონის ის გამამკვირივებელი გელი, თავისი მასაჟორით, მართლა ძალიან მოსახერხებელია, თან ისმევ თან იმასაჟებ კანს და მშვიდადვე გამოვედი და ჩავიცვი ჩემი სამოსი

––– ისე რომ არავის არ შევუწუხებივარ  –––

აი ეს ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, კომფორტი სამსახურისეული დაღლილობის მერე– არის უმნიშვნელოვანესი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.

გამოვედი, აბონემენტიც მზად ქონდა იმ გოგონას, ავიღე, გასაღები გადავეცი, დავემშვიდობე და გამოვკუსკუსდი ლაღი და ბედნიერი…

აი ასეთი ცხოვრება მიყვარს რაააააააა

სურათები ვერ გადავიღე დამრჩა აპარატი :)

     დაახლოებით 20 დღიანი მოუცლელი პაუზის შემდეგ გუშინ ვეწვიე ისევ ჰეარჰაუსს , რაღაცეები შეცვლილი დამხვდა, დანავაროტკებული, და რაც მთავარია ისევ ის უშუალო და თბილი გარემო.

 ოჯახის წევრივით მომიკითხეს, სად დაგვეკარგეო, ასე უნდაო :)

ქეთი არ იყო ჯერ მისული, როგორც კონკურსში გამარჯვებულს – საჩუქარი უნდა გადამეცა, ამიტომ ვიდრე ქეთი მოვიდოდა მე ბესოსთან დავჯექი თმის დასასწორებლად.

  ბესო, როგორც ყოველთვის კრიტიკულად მიუდგა ჩემს გადაწყვეტილებას, რა დასწორება, რის დასწორება, რათ გინდა დასწორება, ლამაზად გაგიკეთებ, ახალი რაღაცეები დავამუღამეო. ნუ ბესო რადგან უკვე ჩემს თმაზე კარგად გამოცდილი სპეციალისტია, დავნებდი და დავთანხმდი.

   უზომოდ კმაყოფილი ავდექი, მარტლა ძალიან ლამაზად დამვარცხნა, ფორუმზეც კი ვწერდი, ისე მაგრად მაქვს თმა სარკეს ვერ ვშორდები მეთქი. მართალია ბესო ჩემს ბლოგს არ კითხულობს და არც იცის მისი არსებობის შესახებ, მაგრამ მაინც უზომოდ დიდი მადლობა ბესოს.

ამასობაში ქეთიც მოვიდა, ზალიან ბევრი ვიჭორავეთ, ყავა დავლიეთმ, სანამ გაიანე მოწყობილობებს ამზადებდა ჩემთვის პედიკური რომ გაეკეთებინა, ქეთის გადავეცი საჩუქარი და დაებადა ძალიან საყვარელი იდეა. რისთვისაც დიდი მადლობა. ქეთი ხანდახან ნახულობს ხოლმე ბლოგს და ამიტომ გადაწყვიტა შემდეგ კონკურსში გამარჯვებული ჩვენთან უფასოდ დაივარცხნის თმას ან გაიკეთებს ფრჩხილებსო, თავად აირჩიოსო. ძალიან გამიხარდა ეს წინადადება. უდიდესი მადლობები ქეთის ..

მერე ახალი ბარათიც გამიხსნეს და ვიპ სიასი ჩამსვეს, გარდა ამისა მითხრეს რომ რაღაც “კომბო” აქცია აქვთ ამჟამად, ნებისმიერი 3 სერვისის მოხმარებაზე მათთან, საერთო ფასიდან 5 ლარს უკან ვაბრუბნებთო :) მაგრად გამიხარდა, თმა დავარცხნილი მქონდა, პედიკურს ვიკეთებდი და ვიფიქრე მანიკურსაც მივაყოლებ მეთქი, მაგრამ დედაცემმა არ მომასვენა, ბავშვი ყავდა დატოვებული და ქორწილში უნდა წასულიყო და მალემოდი, მალე მოდიო …

  მოკლედ მერე ქეთიც მიდიოდა, მე გაიანეს გადავუსკუპდი პედიკურზე, შესანიშნავად გამიკეთა, მაგრამ ვერც დავასრულეთ :( გადაწყვეტილი გვქონდა ლამაზი ფერის ლაკის წასმა და ერთი ფრჩხილის მოხატვა, მაგრამ დედაჩემმა ამაფეთქა და გამოვქანდი ასე, ნახევრად დასრულებული პედიკურით, რომელიც შენდეგ კვირაში დასრულდება.

  არადა ახლა რაც პრაიმ ფიტნესში დავდივარ, უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ ესეთ დეტალებს და მინდა სხეულის ყველა ნაწილი მქონდეს იდეალურად მოვლილი :)

COMMENTS
სტუმრები
იძებნება …
SPONSOR “HAIRHAUS”
ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
January 2010
M T W T F S S
« Dec   Feb »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031