დაახლოებით 20 დღიანი მოუცლელი პაუზის შემდეგ გუშინ ვეწვიე ისევ ჰეარჰაუსს , რაღაცეები შეცვლილი დამხვდა, დანავაროტკებული, და რაც მთავარია ისევ ის უშუალო და თბილი გარემო.
ოჯახის წევრივით მომიკითხეს, სად დაგვეკარგეო, ასე უნდაო
ქეთი არ იყო ჯერ მისული, როგორც კონკურსში გამარჯვებულს – საჩუქარი უნდა გადამეცა, ამიტომ ვიდრე ქეთი მოვიდოდა მე ბესოსთან დავჯექი თმის დასასწორებლად.
ბესო, როგორც ყოველთვის კრიტიკულად მიუდგა ჩემს გადაწყვეტილებას, რა დასწორება, რის დასწორება, რათ გინდა დასწორება, ლამაზად გაგიკეთებ, ახალი რაღაცეები დავამუღამეო. ნუ ბესო რადგან უკვე ჩემს თმაზე კარგად გამოცდილი სპეციალისტია, დავნებდი და დავთანხმდი.
უზომოდ კმაყოფილი ავდექი, მარტლა ძალიან ლამაზად დამვარცხნა, ფორუმზეც კი ვწერდი, ისე მაგრად მაქვს თმა სარკეს ვერ ვშორდები მეთქი. მართალია ბესო ჩემს ბლოგს არ კითხულობს და არც იცის მისი არსებობის შესახებ, მაგრამ მაინც უზომოდ დიდი მადლობა ბესოს.
ამასობაში ქეთიც მოვიდა, ზალიან ბევრი ვიჭორავეთ, ყავა დავლიეთმ, სანამ გაიანე მოწყობილობებს ამზადებდა ჩემთვის პედიკური რომ გაეკეთებინა, ქეთის გადავეცი საჩუქარი და დაებადა ძალიან საყვარელი იდეა. რისთვისაც დიდი მადლობა. ქეთი ხანდახან ნახულობს ხოლმე ბლოგს და ამიტომ გადაწყვიტა შემდეგ კონკურსში გამარჯვებული ჩვენთან უფასოდ დაივარცხნის თმას ან გაიკეთებს ფრჩხილებსო, თავად აირჩიოსო. ძალიან გამიხარდა ეს წინადადება. უდიდესი მადლობები ქეთის ..
მერე ახალი ბარათიც გამიხსნეს და ვიპ სიასი ჩამსვეს, გარდა ამისა მითხრეს რომ რაღაც “კომბო” აქცია აქვთ ამჟამად, ნებისმიერი 3 სერვისის მოხმარებაზე მათთან, საერთო ფასიდან 5 ლარს უკან ვაბრუბნებთო
მაგრად გამიხარდა, თმა დავარცხნილი მქონდა, პედიკურს ვიკეთებდი და ვიფიქრე მანიკურსაც მივაყოლებ მეთქი, მაგრამ დედაცემმა არ მომასვენა, ბავშვი ყავდა დატოვებული და ქორწილში უნდა წასულიყო და მალემოდი, მალე მოდიო …
მოკლედ მერე ქეთიც მიდიოდა, მე გაიანეს გადავუსკუპდი პედიკურზე, შესანიშნავად გამიკეთა, მაგრამ ვერც დავასრულეთ
გადაწყვეტილი გვქონდა ლამაზი ფერის ლაკის წასმა და ერთი ფრჩხილის მოხატვა, მაგრამ დედაჩემმა ამაფეთქა და გამოვქანდი ასე, ნახევრად დასრულებული პედიკურით, რომელიც შენდეგ კვირაში დასრულდება.
არადა ახლა რაც პრაიმ ფიტნესში დავდივარ, უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ ესეთ დეტალებს და მინდა სხეულის ყველა ნაწილი მქონდეს იდეალურად მოვლილი






მე მივწერე მაგათ ფეისბუქზე და პასუხის ღირსადაც არ გამხადეს.
ძალიან მომწონს შენი ასეთი დამოკიდებულება თავის მოვლასთან დაკავშირებით. თაა, დღეს მაილზე უნდა მოგწერო რარაც პრივატულად,რაღაც შესაკითხები მაქვს:)ონლაინ-შოპინგთან დაკავშირებით:)
Sweet
როდის მიწერე
იშვიათად არიან ხოლმე
ტელეფონს მოგცემ თუ გინდა
შორენ
ოკ, ველოდები
Sweet
HH-ს გოგოების უყურადღებობაზე საუბარი იგივეა რაც რომის პაპის სერიულ მკვლელობაში დადანაშაულება : D
კომბო მეც ძალიან მომეწონა, როცა რამდენიმე პროცედურას ტიარებ ძალიან კარგია : )
თა F მაზერებში რაღაც მოგწერე & მოვითხოვ გაითვალისწინო : D : P
adrec davcere da exlac vcer, momsaxurebis speroshi kvelaze didi plusi ketilganckobas da klientisadmi kuradgebas ecereba
ase rom koochag mag salons tu amas miagcies
ისა..და ფორუმზე საად?
თაა, ტელეფონზე დარეკვა და ახსნა-განმარტებები მეზარება, თორემ საიტზეც უწერიათ ნომერი.
იქეთა კვირას უნდა გავიკეთო პედიკური გაიანესთან
მირჩიეთ რა ვინ ყავთ კარგი მანიკურშიცა ?? ეს გაიანე ? თუ მარტო ერთია ვაფშე?
ეფემია
გამარჯობა
მანდ 2 ყავთ ეკა და გაიანე
მე ეკას დროს ვერ ვემთხვევი ხოლმე, მაგრა გაიანეთი ყოველთვის უზომოდ კმაყოფილი დავრჩენილვარ
ასე რომ გაიანეს გირჩევდი ნამდვილად
ჭკუაზე არ ხართ ხო?
ერთი მეც უნდა გავიმარჯვო შენს კონკურსში
პრაიმ ფიტნესში კიდევ დადიხარ?