ზუსტად 3 წელიწადში …
მინდა მქონდეს : ბევრი დრო, საკმარისი ფული, ბევრი ენერგია
ეს პოსტი გუშინდელმა ცნობამ დამაწერინა + ჰეარჰაუსის ქეთის ბავშვის ციგურებზე სიარულმა
პოსტის შინაარსში დევს აქტიური ცხოვრების წყურვილი, ოცნება გავაღწიო ოფისის ჩარჩოებიდან, ვიყო თავისუფალი, მქონდეს ფული და ბევრი დრო რომ მე და ვიკიკომ ვიწანწალოთ უამრავი.
რა შუაშია პრაიმ ფიტნესი? გუშინ შეტყობინება მომივიდა :
დააკლიკეთ, გადიდდება
მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ჩოგბურთელობაზე, მაგრამ ჩემს მშობლებს სამწუხაროდ არასოდეს ქონიათ იმდენი ფული რომ ეს ოცნება ამესრულებინა, მეც ძალიან არაპრეტენზიული ბავშვი ვიყავი და არ ვითხოვდი ბევრს. ხოდა ამ განცხადებამ ჩემი ბავშვობის ოცნება გამახსენა, წარმოვიდგენდ ხოლმე ჩემს თავს თეთრ ბოტასებში, ტეთრ მოკლე იუბოჩკასი და მიხაროდა ხოლმე, ოცნებებში ვიყავი ჩოგბურთელი
ხოდა მინდა რომ ჩემი ვიკიკო ვატარო ყველაფერ იმაზე რაც მე ასე ძალიან მაკლდა …
იგივე გამახსენდა ჰეარჰაუსშიც, როცა ქეთიმ თავისი უსაყვარლესი ბავშვი მოიყვანა და ციგურებზე მიყავდა. მახსოვს ერთადერთხელ ვიდექი ყინულზე, მე და ჩემი პირველი შეყვარებული. მაშინ ვატოს ინიციატივა იყო, წამო წავიდეთო, მეთქი წავედით და რამდენიმე უმაგრესი საათი გავატარეთ ყინულზე, ამის მერეც ბევრჯერ მინდოდა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი …
ვიკიკო მინდა ყინულზეც ვატარო და თან მეც რომ ვისრიალო ხოლმე მასთან ერთად
კიდევ უზომოდ მინდა თხილამურებით სრიალი ვასწავლო. თხილამურები ერთ ერთ must know sport –ად მიმაჩნია.
ასევე ძალიან მინდა ქართულ ცეკვებზე შევიყვანო, მე მთელი ცხოვრება ვცეკვავდი და დადებითის მეტი არაფერი მახსოვს ცეკვიდან, საოცარი ენერგია აქვს ქართულ ცეკვას, არა მარტო სხეულს, არამედ მანერებსაც ხვეწავს ქალში. რაღაცნაირია, თან ნაზი და თან გიჟური, ეშხიანი …
კიდევ უზომოდ გვინდა მე და დიმას რომ კარტინგებზე ვატაროთ, აქ მე და ხატია ერთად ვაპირებთ ვიკის და თომას მიყვანას, 3–4 წლიდან შეიძლებაო უკვე…
ხოდა მე დავუგეგმე ჩემს მოცუცქნულს ცხოვრება
იმედია გული არ გაუსკდება ამას რომ წაიკითხავს მომავალში …
არადა მე როგორი ექსტრემალური სპორტები ჩავრთე და თუ მოინდომა თვითონ ოპერის მომღერლობა :::::::::::::::::DDDDDDDDDDDD








ჭადრაკი არ მოგწონს?;)
მომწონს შენი ბლოგი. რაღაც ჰაეროვანია
ვააააა, საღო!რა კარგად დაუგეგმე,ცემი არ იყოს:)))
ლოლ
მე და ელენკა წავედით ციგურებზე(ანუ უკვე ვატარებ)და მგონი მოეწონა:)) მე კი ვისიამოვნე, ჩემი ტრენერი ამაყად აცხადებდა-ნახეთ ჩემი ექს-მოსწავლეო. უზომო ადრენალინი და სიამოვნება მოაქვს.თურმე მახსოვს!თვით რიდბერგერის და სამმაგი აქსელის ნახტომებიც არ დამვიწყებია!!!
პიპა
ბავშვობაში ვთამაშობდი და წიგნებსაც ვყიდულობდი და ვკითხულობდი ხოლმე
ეხლა მაგდენი ტვინის განძრება მეზარება
jellyboss
მადლობა
Roisin
უი, შენი პოსტიც იყო შთაგონებამ, გამომრჩა მაპატიე
ჭადრაკზე ბავშვის შეყვანა ვიგულისხმე, ყოველგვარი ირონიის გარეშე.გონებას ავითარებს
პიპა
მეც მაგიტომ ვარ განვითარებული
რავი ეგეც იდეაა, გაიზრდება და ვკითხავ
ირონია არც მიგრძვნია
მაგრამ 3 წლისთვის ჭადრაკი ადრე არ არის?
ჩოგბურთის შესწავლა არასდროსაა გვიანი, სულ რაღაც 2 წელია თამაში დავიწყე და … რაღაც გამომდის, მოყვარულთა ტურირებზეც კი ვბედავ გამოსვლას
აუ, მეც ბევრი რამ მინდა ცხოვრებაში, მაგრამ სადაა ეგრეე?!
თეა
ეჰჰ, ამჟამად უკვე დროის პრობლემა მაქვს სერიოზული
ბავშვსაც ხომ უნდა დედიკო
ნაკო
სადაა ეგრეები თუ ვიძახეთ ყველამ, არასოდეს არაფერი არ იქნება
გინდა და შეეცადე რომ მიაღწიო
თათა აუცილებლად
ქართულ ცეკვებზე და კარტინგებზე ერთად ვატაროთ თომა და ვიკა. მე ძალიან ძალიან მინდა წყალბურთზე შევიყვანო. ვნახოთ თვითონ როგორ მოინდომებს.
აუ, თათა, მე ჯერ შვილი არ მყავს, კი არადა, გათხოვებაზეც არ ვფიქრობ ჯერ, მაგრამ რაღაცეებზე სიარული უკვე დავუგეგმე წინასწარ მომავალ შვილს : )) ყველა დედა ხომ ასეა, რაც თვითონ ვერ აისრულა ბავშვობაში, შვილებზე გადააქვთ მერე. თუმცა, ხან ამართლებს, ხან – არა. მე დედამ ზუსტად ამ მიზეზით მატარა მუსიკაზე, მაგრამ საშინლად ვერ ვიტანდი, თუმცა ახლა არ ვნანობ : )
პრაიმ ფიტნესის ამ ივენთის შესახებ მეც გავიგე და ძალიან მინდა წასვლა, მაგრამ მაგ დღეს არ მცალია, მითხრეს სხვა დროსაც მოვაწყობთო და აუცილებლად წავალ, ჩოგბურთის თამაში ჩემი ოცნებაა : ))
რაც შენ გინდოდა & არ გამოგივიდა იმაზე არ ატარო : P მაგან დამინგრია ფსიქიკა.. : )))))))
ნუ ახლა ცეკვაზე სულ რო 3 დღე გადაბმულად იტიროს მაინც უნდა შეიყვანო, ეგ აუცილებელია & კარტინგებზეც აუცილებლად ატარე.
დარწმუენბული ვარ ვიკუსია ამ კომენტარს რომ წაიკითხავს დამეთანხმება : )))))
აააააააააააა!!!!!!!!!! 16 წლამდე დედაჩემი ყოველ ზამთარს მამგზავრებდა გუდაურში ე.წ. ზბორებზე.
ეს იყო ყველაზე დიდი საშინელება ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერთობოდი, მეზიზღებოდა დილით ადრე ადგომა, და თოვლში და ყინვაში სასრიალოდ წასვლა. ბუკვალნა, ფეხზე მეკიდა
დადე ხოლმე რა გოჭის სურათები..
რა საყვარელი იყო ამას წინათ რომ დადე ფოტო..
კინაღამ სურათი შემეყლაპა.. :***
ეგ კეთილშობილური გეგმები შეიძლება შენ პაწაწუნას სულაც არ მოეწონოს…ცუდია რაც მშობლებს აკლდათ,იმის შეწოვა რო შენ გიწევს…
სადმე დავწერე რო უნდა დავაძალო მეთქი
ვერ ვხვდები რატომ აღიქვა უმეტესობამ ასე
ეს არის ჩემი სურვილი და ძალით ტარებას არსად არ ვაპირებ
მეც ვყოფილვარ ბავშვი და მშვენივრად მახსოვს რა მომწონდა და რა არა და დაძალება რომ არ შეიძლება ეგეც კარგად ვიცი …
დავიჯერო თომას და ვიკას კარტინგებზე სიარული არ ენდომებათ?
ეჭვი მეპარება. გიო და დიმა გააგდებენ სახლიდან
დაგეგმვა სულაც არაა ცუდი, მთავარია შენი სურვილები კი არ შემოახვიო, როცა დაინახავ, რომ რაღაცის ნიჭი და სურვილი აქვს, იმაზე ატარო. მეც ასე ვგიჟდებოდი ჩოგბურთზე, მაგრამ ამის მაგივრად ვიოლინოზე შემიყვანეს. დღეს არცერთი ვიცი და გული მწყდება.
მერე შენ თვითონ მიხვდები, რა უნდა შენს შვილს, დარწმუნებული ვარ
ჩოგბურთელობა მეც მინდოდა ბავშვობაში
მაგრამ მე ცოტა სხვა პრობლემის გამო ვერ ავისრულე ეს ნატვრა. არამგონია ვიკიკომ გააპროტესტოს შენი “პროგრამა” ყველაფერი რაც დაწერე ბავშვისთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს. თუ ოპერის მომღერალი გამოვა იმ შემთხვევაშიც.
taa dzaan magari blogia.dzalian momewona,sainpormaciocaa da sainteresoc.