რა გტკივა დეეე? :(

ვერ ვუყურებ შენს მოწყენილ თვალებს

არ შემიძლია ნაღვლიანი რომ ამომხედავ ხოლმე, რომ ამოისუნთქებ ღრმად და თანს რომ დამადებ ხოლმე მხარზე. ხომ ვიცი რომ რაღაც გაწუხებს :(

არ შემიძლია შენი ტირილის გაგონება, როცა რაღაცა გტკივა

მალე გაიზარდე რაა, რომ ლაპარაკი ისწავლო და მითხრა ხოლმე:

რა გტკივა დეე, რა გაწუხებს ჩემო დახატულო, თორე ეს რამდენიმე დღეა სულ შენზე ვფიქრობ, სულ შენზე ვდარდობ.

მე ხომ ცხოვრებაში ყველაზე, ყველაზე ძალიან მიყვარხარ

მართლა ყველაზე ძალიან

არავინ არ მიყვარს შენნაირად, ენ სულ სხვა ხარ, ყველაზე ჩემი, ყველაზე თბილი, ყველაზე ტკბილი, გემრიელი, საყვარლად მსუნთქავი, სურნელოვანი, პატარა გორგალი, ღამე რომ მომეწებება ხოლმე და თავს მხარზე რომ გადამიკიდებს ხოლმე…

მალე გაიზარდე რაა, მორჩეს ეს კბილების ამოსვლები, ყურების ტკივილები, კუჭნაწლავის ჩამოყალიბება, რო სულ სულ კარგად მყავდე და ყველგან, ყველგან რომ გატარო ჩემთან ერთად …

მალე დათბეს რაა, და დღე გაიზარდოს, საღამოობით ვისეირნოთ ხოლმე, კვირაობით ბომბორაზე ვიაროთ ხოლმე და არ მეშინოდეს ყველა შენი დახველების და დაცემინების …

მიყვარხარ და გპირდები ყველაზე კარგი დედა ვიქნები დედამიწაზე, ოღონდ გაიცინე ხოლმე, ოღონდ კარგად იყავი რააა …

ვი კი კო

This entry was posted in პირადი. Bookmark the permalink.

27 Responses to რა გტკივა დეეე? :(

  1. LiLaC says:

    ვაიმე <3
    გავთბი…

    ჩემი თქმა რად გინდა, მაგრამ მაინც უნდა ავღნიშნო, რომ განსაკუთრებით საყვარელი ვიკიკო გყავს : ))

  2. TaaaMuuu says:

    viviko shen ggavs tu mamas?>

  3. vasasi says:

    ვაიმეე..

    რა კარგი ვიღაც გყავთ…

    ღმერთმა დიდი გოგო გაგიზარდოთ.. :)

    ჩახუტება მომინდა.. :*

  4. ძალიან საყვარელი პოსტია……. :*

  5. zurriuss says:

    ფრიად მგრძნობიარე პოსტია, დედაშვილური ანუ ინსტინქტური :)
    ასეთ სიყვარულზე არ ვჭედავ და ასეთ პოსტებზე მხოლოდ დადებითი რეაქცია მაქვს. მე ვიცი, რა არის პატარა ბავშვის ტირილი, რომლის მიზეზიც არ ესმით.
    დიდი და სახელოვანი გაიზარდოს :)

  6. ბავშვობაში მეც ხშირად ავადვმყოფობდი და უცებ ეს პოსტი რომ წავიკითხე, წარმოვიდგინე, რომ დედაჩემიც ზუსტად ასე განიცდიდა, როგორც შენ :(
    ალბათ რა ძნელი უნდა იყოს, შენს პატარას რომ რაღაც აწუხებს, ამ დროს შენ ზუსტად ვერ ხვდები და გული გტკივა.

    გაიზრდება მალე შენი ლამაზი რიჟა გოგო და ლაპარაკსაც დაიწყებს!!! ნახე, როგორი ძლიერი იქნება, როცა გაიზრდება! :*

  7. Candy says:

    წარმოვიდგინე დედაჩემი როგორ განიცდიდა მეც რო ვავადმყოფობდი და კინაღამ მოვკვდი :( დავურეკე და 876 თბილი სიტყვა ვუთხარი ერთად :)

  8. ლენა says:

    რა მაგარი პოსტია) და პატარა რა საყვარელია <3

  9. ლილუ says:

    საყვარელო, რამის ვიტირე, მეც ხო ცუდად მყავს ეხლა გაბი და ისე განვიცდი ამის ცრემლიან თვალებს და მოწყენის სახეს რომ ვხედავ, ვკვდები. შვილის ავად ყოფნა ყველაზე მძიმეა დედისთვის და მამისთვისაც, მამას გონია რომ რაღაც უნდა გააკეთოს და არ შეუძლია ვერ აკეთებს და განიცდის ძალიან.
    გკოცნით შენ და ვიკის;)

  10. Lomes says:

    ძალიან ხშირად ვკითხულობ …. კომენტარების გარეშე

    მაგრამ ახლა ვერ გავძელი )))) რა ლამაზია?! ))) …და დედიკო რა ტკბილი Hყავს )))

  11. აუ მეც მინდა შვილი :S

  12. nakrina says:

    რა საოცარი სითბოა, დედაშვილობა ამოუხსნელი ფენომენია, აქ სიტყვებით რაც არის გადმოცემული, ასიათასჯერ და მილიონჯერ უფრო ღრმა და თბილი ურთიერთობაა, ეს მხოლოდ დედის და შვილის საიდუმლოა.
    ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს :)

  13. მერე ნახე შენ კბილები რომ ამოუვა ვიკიკოს და კისერში გიკბენს ხოლმე. :)

  14. Natalia says:

    გაიზრდება, მალე გაიზრდება :love:

    რა საოცარი ფერის თმა აქვს, საშინლად მომწონს, თვალს ვერ ვწყვეტ :უსერ:

  15. “ფრიად მგრძნობიარე პოსტია, დედაშვილური ანუ ინსტინქტური
    ასეთ სიყვარულზე არ ვჭედავ და ასეთ პოსტებზე მხოლოდ დადებითი რეაქცია მაქვს. მე ვიცი, რა არის პატარა ბავშვის ტირილი, რომლის მიზეზიც არ ესმით.
    დიდი და სახელოვანი გაიზარდოს” ციტატა, იმედია ზურიუსს არ ეწყინება : ))

  16. რა საყვარელი პატარა გყავს! :) მესმის შენი ძალიან.. ჩემი ბარტყი 8 თვისაა და მასაც ახლა ამოსდის კბილები :( სულ ჯამრთელად ყოფნას ვუსურვებ შენს პატარას!!

  17. khatiaa says:

    ვიკა :* ეს პოსტი რომ წავიკითხე თომას იმდენი ვაკოცე რომ ვატირე. ყველაზე ტკბილები

  18. ვაიმე, ძალიან საყვარელია ვიკიკო.

    მე მალე გავხდები დედა და გამოვცდი ასეთ რამეებს :P

  19. ლილიკო says:

    chemi ufavoritesi bavshvi
    dzalian mominda rame sakvareli sachuqari gamogigzavno vikikostvis

    movifiqreb da mailze mogcer :)

  20. Taa says:

    ლილიკო

    dzalian mominda rame sakvareli sachuqari gamogigzavno vikikostvis

    უპს :) დიდი მადლობა

  21. gabo says:

    ვაიმე საყვარელი კბილები ამოსდის და ტკივა :(

  22. Natia says:

    საშინელებაა როდესაც ბავშვს რაღაც აწუხებს და ვერ გაგებინებს
    მე პატარა დის შვილი მყავს, და 1 კვირა ჩვენთან ცხოვრობდნენ
    ისეთი დღეები გამოვიარეთ :(

    სულ ტიროდა პატარა და ხშირ შემთხვევაში ვერ ვხვდებოდით რა სჭირდა

  23. Taa says:

    ვაიმე რა პაწაწუნა და უსუსური იყო :)
    სულ მომენატრება ახალ დაბადებული, თვეების, 1 წლის
    და აასე შემდეგ

    მიყვარს ჩემი ცუცქნულა

  24. გვანცა says:

    taat zaan sayvarlebi da tkbilebi xaart… im dges rom aseirnebdii .. isseti tbilebi da kargebi iyaviit.. tvals ver gashorebdiit. marim xeli mkra uxerxuliao.. mara zaan sayvarlebi xaart.. mere dimac rom movida da moeferaa… zaan didi sitbo modiodaa.. mokleed zaan magrebi xart raa!! lamazi sayvareli da tkbili vikikooo chamikocneee :*:*:*:

  25. Taa says:

    გვანცა

    ძალიან დიდი მადლობა საყვარელო

  26. Marika says:

    ასე მგონია რო ძალიან ძალიან მაგარი დედა ხარ
    ყველაზე საუკეთესო

    ასე მაგრად გრძნობებს ყველა ვერ აღწერდა
    და ასე ვერ შეიგრძნობდა ყველა …

  27. keso says:

    ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ტკბილი პოსტი რაც კი წამიკითხავს
    ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ შენ და შენს გოგოშკას, პატარა მზის ქალს – ულამაზესს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>