ყველაზე წარმატებული პიარი :D :D :D

პოსტის შთაგონება იყო ერთი სტატია, ჩვენმა დამლაგებელმა იპოვა და ეს ისტორია გამახსენა.

ამბავი ხდება 2007 წელს, მაშინ შედარებით ახალი მოსული ვიყავი, ჯერ არც პიარი მეხებოდა, მხოლოდ იმპორტს და შიგადაშიგ რეკლამებს და HR-ს ვკურირებდი ხოლმე …

ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს ერთი ჟურნალისტი გაზეთ ალიადან და მისვამს რამდენიმე შეკითხვას, მეც ვოასუხობ შესაბამისად, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ის მაინც თავისას მიერეკება. და შედეგად მაქვს დასკანირებული სტატია, შეიძლება ადამიანი სიცილით მოკვდე.

არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაშნ ჩვენი დიღმის პავილიონის თავზე მძლავრი პროჟექტორი ეყენა,  სინათლის მოცისფრო, მძლავრ სვეტს უშვებდა ცაში, თან მოძრაობდა რა ირგვლივ სერავდა ხოლმე ღრუბლებს, ზალიან ლამაზი და ეფექტური იყო, კუს ტბიდან ჩანდა განსაკუთრებით მომხიბვლელად …

ხოდა რეკავს ეს ჟურნალისტი და მეკითხება რატომ გვიყენია შენობაზე “ლაზერი” და რატომ ვაშინებთ ადამიანებს, ჩემი ახსნა რომ ეს ლაზერი კი არა დეკორატიული პროჟექტორი იყო აბსოლუტურად დააიგნორა და მაინც თავისას მეუბნებოდა,  ნუ ვერაფრით ვერ შევასნიმე და ვერ ავუხსენი რა იყო, მის ცნობიერებაში ეს იყო ლაზერი, რომელიც აადამიანებს აშინებდა და დარჩა კიდეც ლაზერად.

მერე მეკითხება თქვენი დირექტორი ვინ არისო, ვუპასუხე ვინც იყო, და მაინ დაიწყო შეკითხვების წვიმა, რატომ მატყუებო, თან საოცრად აგრესიული ტონით, ახალი ნათება კარგად ვიცი ვისაც ეკუთვნისო და მთელი ჩხუბები. მოკლედ მანდაც ვერაფერს ვერ გავხდი, ვერ შევაგნებინე რომ კომპანია ეკუთვნის ჩემს უშუალო უფროსს, ბატონ ზურას, და ის არის მფლობელიც და დირექტორიც, მაინც თავისას იმეორებდა და ბოლოს დამიკიდა ტელ.

სტატიას დაბლა ვდებ, დააკლიკეთ გადიდდება და წაიკითხეთ მთელი ეს ცირკი, მაგრამ წარმოიდგინეთ ეხლა მე რომ ვიყო ამხელა კომპანიის ხელმძღვანელი, ნულიდან დაწყებული საქმით ამხელა წარმატებას მივაღწიო და უცებ ვიღაც “ვისკაჩკა” ჟურნალისტმა აიღოს მთელი 12 წლის ჩემი შრომა და სხვას გადაულოცოს – რა ხასიათზე დადგებით?

ეხხ, არავის არ უნდა სინამდვილის მოზიებაში ცოტა მეტად გამოძრავება და რაც პირველი მოადგებათ პირზე იმას წერენ …

ტეხავს, ძველი ისტორიაა, მაგრამ მაინც მაგრად გამახალისა ამ სტატიის პოვნამ :)

This entry was posted in Office Girl. Bookmark the permalink.

9 Responses to ყველაზე წარმატებული პიარი :D :D :D

  1. ბევრმა ცაზე გამოსახული სხივი ღვთიურ ნიშნად მიიღო :D :D:D:D:D ვაიმეეეეეეეეეეეეეეე :D და ეს მაკა მესხი ჟურნალისტია ხო? :D

  2. ქეთი says:

    ეს მაკა მესხი იქნებოდა იმ სექსშოპის დამრბეველთა წინამძღვარი…
    ესეთი სიდებილეები როგორ უნდა წერო ადმინმა?

  3. Lomes says:

    ძალიან ბნელები არიან , ძალიან ….. “ასავალ-დასავალი” 2ია და სატირალი,რომ მაკა მესხსაც ჟურნალისტი (?) ჰქვია

  4. Roisin says:

    ჰიიიიიიიიიიიიიი:))))))))))))))))))) მაგრა ვიღადავე:) იმედია ბატონმა ზურამ არ დაიჯერა, რომ ეს მართლა შენს სიტყვებზე დაყრდნობით დაიწერააა:)

  5. კსტაწი…

    სიტყვა უშუალო მომეწონა..

    მოიცა თათ ანუ შენ მეორე პირი ხარ ნიუ ლაითში? : D

    & ვდრუგ რამე რომ მოხდეს .. აა? : D

  6. ..xati...xati.. says:

    ჰა ჰა მაგრად ვიცინე ჟურნალისტის მოტანილ ინტერპრეტაციაზე…..

    ფანტაზიორობენ და თურმე რა მაგრად.

    ხო მართლა და “ახალ ნათებას” წარმატბებეს ვისურვებ ახალი დაგროვებითი ბარათების გაპიარებაში.

  7. Taa says:

    მადლობა

    რაღაც ისეთი ატმოსფეროა თითქოს ხალხი ელოდა ამ აქციას ჩვენგამ
    ყველა მოდის და კითხულობს ბარათები გვინდაო, თან ძაან დერსკი დიზაინი აქვს ბარათებს და სამარიაჟოდაც ასწორებს :)

  8. Lord Vader says:

    ალიადან ვარო რომ გეტყვიან ეგრევე უნდა დაუკიდო.
    და დაიკიდო.

    ნუ, ვისაც საკიდი აქვს… :)

  9. LeNa says:

    ხოო, ქართველი ჟურნალისტები აყვავების პროცესში არიან
    ფანტაზიას არ უჩივიან და არც სინდისს :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>