ციდან გამოვიქეციიი

ისევ უამრავი საქმე

ისევ გამოუძინებლობა … დილით უკვე დაღლილი ვიღვიძებ, ვიკიკო კიდევ ვერ მიეჩვია მთელი ღამით ძილს, 2ჯერ მაინც იღვიძებს ღამეში.

მესამე კბილი წამოუვიდა, და მეოთხეც აპირებს ამოჭრას, ერთ ადგილას ღრძილზე ეტყობა, სულ პირში აქვს სათამაშოები და გამწარებული ლოღნის. ისეთი საყვარელია ხოლმე რო მეკბეჩინება.

ამას წინათ ძალიან დებილური ისტორია შემემთხვა, არ ვიცი დავწერე თუ არა, ბეიბიმოლიდან გამოვუწერე 100$ის რაღაცეები ვიკიკოს, შევუვსე მთელი გარდერობი  + ჭურჭლეული + სათამაშოები და1000 წვრილმანი და ასევე ღამის ქოთანი და რომ დაიშიპა ბედნიერმა ვიხილე რომ ყველაფერი ეს იყო 4 კილოგრამი. ტვირთი ჩამოვიდა usa2georgia-ს მეშვეობით, რა თქმა უნდა მოცულობითი დამიანგარიშეს, რაზეც საერთოდ არც კი მიფიქრია და 155 ლარის მითხლეშვა მომიწია მარტო ტრანსპორტირებაში, უდიდესი სისულელე იყო ჩემი მხრიდან. 100$ + 155 ლარით აქ ამაზე მეტ რაღაცეებს ვუყიდდი კიდევ. მოკლედ მოცულობითი ტვირთების შეკვეთსას კარგად დაფიქრდით და არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომა :( ამ ყველაფერმა კიდე ისე გამჭედა ბიუჯეტში რომ გუშინ ბენზინის ფული ძლივს მოვაგროვე :D

სამსახურში უამრავი საქმეები მაქვს, ათასი შეკვეთები რომ მარაგები შევივსოთ, ამის გარდა გუდვილიში პრომო გავაკეთეთ გუშინ, ჩვენს ქსელში დაგროვებითი ბარათები დავნერგეთ და ამის მხარდასაჭერად, სატელევიზიო კლიპი +  მედია გეგმები და საბოლოოდ ძალიან მაგრად ვიღლებოდი : ( : (

ორადორი განტვრთვა მაქვს  ვიკიკო და ვარჯიში, ყველაზე უფრო ეს ორი რამე მიხარია. ვარჯიშზე ისე გავრბივარ ხოლმე რომ ყველა და ყველაფერი მავიწყდება დედამიწაზე, იმის გამო რომ გაკვეთილს მივუსწრო სპორტულებს და ბოტასებს სამსახურშივე ვიცმევ, მანქანას 10 წუთით ადრე ვათბობ და მოკლედ ერთ ამბავში ვარ ხოლმე, მაგრამ ცოტათი მაინც მაგვიანდება ხოლმე. ჩვენი ინსტრუქტორი ძალიან მომწონს, კარგად გვავარჯიშებს, მაიკოზე რომ ვიყავი ხოლმე გაფანატებული, შორეც არა ნაკლებია, ძალიან ბევრ იგივე ვარჯიშებს გვაკეთებინებს და კიდევ ყოველ დღე სხვადასხვას, პრინციპში მე რაც მინდოდა უმეტეს ვარჯიშებს ვაკეთებთ, უბრალოდ მე მუცელზე მეტი დატვირთვა მინდა, არადა ამ დროს გუშნ რომ ვაკეთებდით მუცლის პრესს აღმოვაშინე რომ გარკვეული ვარჯიშბისას, ეს ნაკერი მაგრად მეძაბება. ატმოსფერო ძალიან თბილი და საყვარელია, ჯერ არავინ ასე არ გამიცვნია, მაგრამ მაინც მყუდოებაა დარბაზში, ამას წინათ იყო მაგარი პრიკოლი:

დასრულებისას, შორენამ ჩართო რელაქსი მუსიკა, დაგვაწვინა საფენებზე ეხლა კარგად ისუნთქეთ და საყვარელ კაცებზე იფიქრეთო და ერთი გოგო  უცებ ეკითხება : მერე მოგვიყვან იმ კაცებსო, და ზუსტად ამ დროს ვიღაც გზააბნეულმა ბიჭმა შემოაღო დარბაზის კარები. აჰა შენ კაციო-ს პონტი იყო, გავსკდით სიცილით.

ვარჯიშის მერე ვარ ახალდაბადებულივით, დუშის მერე საერთოდ სიცივესაც ვერ ვგრძნობ, გარეთ გამოვდივარ თითქოს გაზაფხული იყოს, არანაირი სიცივე.  და საოცარი სიმხნევის გრძნობით დავდივარ, ეხლა კიდევ გრეიფრუტის წვენებს ვყიდულობ ხოლმე,სანტალს, და ვარჯიშის მერე მაგას ვსვამ + ცხიმებს წვავს როგორც ვიცი გროიფრუტი.

შემდეგი კვირიდან მინდა საუნაც ავიღო და საუნაშიც ვიარო, კანისთვის არის ძალიან კარგი და აუცილებლად მინდა, მაგრამ ჯერ არ ვყოფილვარ არ ვიცი როგორია, იმედია მოვახერხებ მალე …

ხო, და თუ ამ პოსტში ვინმეს ციდან გამოქცეულს ელოდებით, სათაურიდან გამომდინარე, დაივიწყეთ :)

This entry was posted in პირადი. Bookmark the permalink.

12 Responses to ციდან გამოვიქეციიი

  1. zurriuss says:

    ამის დაწერასაც რომ ასწრებ ან ახერხებ, ეს უკე მიღწევაა :)

  2. ლილიკო says:

    ar gaqvs suraTebi arobicsis dros gadagebuli?
    saintereso iqneboda shemexeda
    an video uketesi iqneboda, shevadarebdi aqaur klubebtan

  3. თეა says:

    დიდი მადლობაააააააა :)

  4. სერაფინა says:

    :) :):) სუპერ1 და აუცილებლად ნახე ფილმი Motherhood უმა თურმანის მონაწილეობით :) მგონი ყველა ქართულ საიტზე დევს :)

  5. sophya says:

    კარგია, რომ ახერხებ ვარჯიშს. მეც ძალიან გადატვირთული რიტმი მაქვს და ვერ გამოვნახე დრო, თან ერთი ის მინუსი აქვს მარტო ცხოვრებას, რომ ბავშვის დამტოვებელი მარტო ძიძაა და ისიც მარტო სამუშაო საათებში :(

  6. Roisin says:

    შენ არ თქვა რომ რაეს ვერ ასწრებ:)
    გუშინ ვნახე გუდვილში თქვენი პრომოაქცია,ჩვენის შესამოწმებლად წავედი:)
    ხოდა მეც მინდა ვარჯიში და ჯანმრტელი ცხოვრება, მაგრამ დატვირთული დღის მერე ზოგჯერ ისე მინდა ცივი ლუდი და მოწევა…:P))))))))

  7. khatiaa says:

    :* გადაიღალე ხო თათა?
    თუ ისე ამბავი გამოგვივიდა რაც გუშინ ჩავიფიქრეთ, კოპალას აბონიმენტზე, მემგონი ცოტათი განიტვირთები, სუანაც გვექნება, აუზიც და ტრენაჟორებიც :)

  8. გრეიფრუტი ჯობია გაწურო შენით და ისე დალიო, ან შეჭამო. ნექტარები, იგივე წვენები, შაქარსაც შეიცავს და რაღაც მინარევებს, ამიტომ გრეიფრუტს ცხიმის დაწვის ეფექტი აღარ აქვს :(

  9. Taa says:

    khatiaa

    თუ ისე ამბავი გამოგვივიდა რაც გუშინ ჩავიფიქრეთ, კოპალას აბონიმენტზე,

    თუ გამოგვივიდა რას ქვია
    უნდა გამოვიყვანოთ, მე უკვე ისე ვარ ჩაციკლული მაგ აუზზე და საუნაზე რო შანსი არააა რომ უარი ვთქვა
    თან ოო, მე ცოტა ისეთი ხასიათი მაქვს რო ცხოვრებისგან უარებს ვერ ვეგუები და მითუმეტეს მაგის განხორციელება ელემენტარულია :)

    Roisin ჩემტან ახლოს იქირავე სახლი, წამოდი ერთად ვივარჯიშოთ მერე შენ ლუდი დალიე ხოლმე მე გრეფრუტის წვენს დავლევ, და მოწევით ერთად მოვწიოთ ხოლმე .

  10. mako says:

    taa, shen gecodineba, victoria secretidan chamotana ra jdeba?

  11. ანნაკ says:

    ზამთარში ყოველთვის დავდივარ ვარჯიშებზე. წელს ვერ მოვაბი თავი და გული მწყდება. ამ სტატიამ ისევ მომანდომა და ვნახოთ აქვე, საბურთალოზე პატარა ტრენაჟორებიანი კლუბი თუ ვიპოვე ვივლი. დიდი დატვირთვის თავი არ მაქვს :)

  12. ნეკა says:

    რამდენიმე დღეა ვკითხულობ შენს ბლოგს და შენს ენერგიას და გაძლებას აღფრთოვანებაში მოვყავარ :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>