ჰეარჰაუსი და საშობაო წვეულება

უამრავი მაქვს საწერი, მაგრამ დროის დეფიციტი მაქვს სერიოზული

ჯერ კიცევ 8-ში მინდოდა დამეწერა ეს პოსტი და ვერ მოვახერხე. მოკლედ 7 იანვარს, შობას, თანამშრომლებმა გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა წვეულება. ავარჩიეთ რესტორანი, რაზეც უამრავი დრო და ენერგია დავხარჯეთ, არც ისე იოლი ყოფილა რესტორნის არჩევა.
ხოდა ნუ მოკლედ დაითქვა საათიც და ყველანი გავაფრთილეთ, მათ შორის რეგიონებიდანაც უნდა ჩამოსულიყვნენ.
როგორც კი გაირკვა დღე და დრო მაშინვე დავრეკე ჰეარჰაუსში და ჩავეწერე გასაპრანჭად. ისე მოხდა რომ დილით ვიკიკოს წაყვანა მომიხდა ექიმთან, რაღაც შეჟრჟოლებები შვნიშნეთ ამ ბოლო დროს. ნუ გასინჯეს და არაფერია, ყველაფერი ნორმაზე და წესრიგში აქვსო და პრობლემა არ არის, იციან ხოლმე ბავშვებმაო. არადა თან ძალიან გამახარა ექიმმა, ძალიან განვითარებული ბავშვიაო, იმაზე უკეთესად ზის და ფუნქციურად თამაშობს ვიდრე ამ ასაკის ბავშვებიო და ჭკუაზე არ ვიყავი სიხარულისგან.
ექიმიდან სახლშ ავქანდი, ჩავიცვი ახალი კაბა, რომელიც ამ ღონისძიებისთვის ვიყიდე და გავქანდი ჰეარჰაუსში.
ჯერ ფრჩხილებით დავიწყეთ, გაიანეს ვექაქანე უამრავი, ფრანგული მანიკური გავაკეთებინე, შენდეგ კვირას პედიკურზეც შევუთანხმდი, მერე დავახატინე ფრჩხილებზე, თეთრ და ლურჯ ფერებში. ჩექმის ფერების პონტში. და როგორც ყოველთვის მშვენივრად გამიკეთა ყველაფერი.
მერე ჯერი მიდგა ვარცხნილობაზე, იქ აქვთ ვარცხნილობების ძალიან მაგარი კატალოგი, რომლის თვალიერებაც საოცრად მიყვარს, იქედან ავარჩიე ის ვარცხნილობაც, რაც ტელეკომის წვეულებაზე მქონდა და ავარჩიე ესეც, რაც მქონდა ამ დღეზე ჩაფიქრებული, მაგრამ ვარცხნილობის გაკეთებას უამრავი დრო მიაქვს, ჯერ თავის დაბანა, მერე თმის დავარცხნა აბსოლუტურად სწორად, მერე პატარა დეტალების გაკეთება და ბოლოს მთლიანად ვარცხნილობის შეკვრა. არადა დრო მქონდა მხოლოდ ნახევარი საათი. ამ ვარცხნილობას კიდე მინიმუმ 1 საათი უნდოდა.
ხოდა მაშინ გადავწყვიტე რომ დავივარცხნილი, ბუნებრივს რომ ეძახიან ეგრე და უბრალოდ ცოტა განსაკუთრებული ელფერით. გადავსკუპდი ბესოსთან, თავი დამბანა, თავის მასაჟი გამიკეთა ისეთი რომ სრულ კაიფში ვიყავი, მერე გადავსკუპდით სარკესთან. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მერე დავიწყე წუწუნი, ეს არსე არ მომწონს, ეს ასე არ მიხდება, დავტაჯე ბიჭი.
თან მინდოდა რომ განსაკუტრებული ვარცხნილობა მქონოდა და თან კიდევ ძალიან საშინლად მეზარებოდა წასვლა წვეულებაზე. არ მიყვარს სტანდარტული ქართული ქეიფები. საოცრად ვიგრუზები, მაგრამ ამ შემთხვევაში უარის თქმა არ გამოდიოდა.

მოკლედ 20 წუთი ვიჩალიჩეთ, ხან ასე გამიკეთა ხან ისე და ბოლოს ჩოლკაც რაღაცნაირად ლამაზად ამიპრიხა და მომეწონა.  ვსიო მომწონს მეთქი ვთქვი და წამოვხტი. ეს იყო ჩემი მე-7 ვიზიტი ჰეარჰაუსში და უფასოდ გამიკეთეს თმა. ძაააააააან მაგარი იყო, ძალიან მესიამოვნა. შემდეგ მისვლაზე ახალ ბარათს გავხსნი და ისევ დავიწყებ შეგროვებას :)
გიჟივით გავქანდი დიღომში, საკმაოდ სწრაფად ვატარე მანქანა, აი საოცარი სისწრაფით.
მოვედი და ყველანი მისულები იყვნენ, მაინც დავაგვიანე, ყველანი უკვე იჯდნენ, მივულოცე ყველას და გავქანდი იმ მაგიდისკენ სადაც შედარებით ახალგაზრდები იჯდნენ.
პირველად ჩემს ცხოვრებაში, რესტორნიდან 10 საათზე წამოვედი ისე რომ ფეხები იქ მრჩებოდა. ისეთი, ისეთი მაგარი დრო ატარეთ რო სულ არ მინდოდა სადმე წასვლა. არ დავმჯდარვარ, 3-4 საათი გადაბმული ვცეკვავდი, თოკამ მოიტანა კლუბური მუსიკები თავისი ტელეფონით. და ეს დამკვრელები თავიანთ ბანძ სიმღერებს რომ მორჩნენ, მერე ქართული ცეკვები წავიდა და მერე უკვე თოკამ შეაერთა თავისი აიფონი და აი ძაან გაგვისწორდა ყველას. უზომოდ ბედნიერები ვცეკვავდით და დავხტოდით. ერთ ერთი ყველაზე კარგი და ლამაზი დღე იყო საახალწლო დღეებს შორის. თან ისედაც მაგარი ღადაობები მიდიოდა, უმეტესობა ისეთი მვრალი იყო რო გონი არ ეკითხებოდა. მეც ცოტა წიტელი ღვინო დავლიე და მერე მსუბუქად ნასვამი წამოვედი მანქანით სახლში. გადავრჩი  … არავის არ გავუჩერებივარ გზაზე :)

This entry was posted in სილამაზე, თავის მოვლა. Bookmark the permalink.

10 Responses to ჰეარჰაუსი და საშობაო წვეულება

  1. კას says:

    არაუშავს მაინც არ დაგაჯარიმებდნენ :)

  2. Lord Vader says:

    გიპასუხე.

  3. სალომე says:

    ჰეარ ჰაუსი სად არის? ძაან დამაინტერესა ამდენს რო წერ ამ სალონზე :)

  4. Taa says:

    სალომე

    ჰეარჰაუსი არის სპორტის სასახლესთან
    ახალაშენებული კორპუსი რომ არის მაგის პირველ სართულზე

    აი ამ თემაში ნახე სურათიც დევს
    http://taa.ge/2009/11/hairhaus/

  5. ლილიკო says:

    ARC ME AR MIKVARS KORPORATIULI CVEULEBEBI

    SURATEBI RATOM AR DADE ROGOR GAMOIKUREBODI ?

  6. ჩემო კარგო, მე მინდა მისვლა Hairhaus-ში ამ დღეებში და იქნებ მირჩიო ვისთან შევიჭრა თმა :) წარბებიც უნდა გავიკეთო :) შენი პოსტებიდან გამომდინარე დიდი ენთუზიაზმით მივდივარ, მაგრამ პირდაპირ, რჩევის გარეშე შეჭრას ვერ გავრისკავ :)

  7. Taa says:

    წარბებზე პირდაპირ ნატა ბაქრაძესთან
    მეც ვაპირებ ამ დღეებში

    თმაზე : მე ქეთიც ძალიან მომწონს და ბესოც
    ამ ორიდან შენ აარჩიე :)

  8. კარგი, ძვირფასო, მადლობა :)

  9. TaaaMuuu says:

    warbebs pincetit aketeben maaQ?

  10. Pingback: suratebi

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>