Katya Vozmi Telefon

Fashion ინდუსტრიის სარეკლამო ბიუჯეტები რომ ყოველგვარ საზღვრებს სცილდება ყველამ იცის. საზღვრებს სცილდება ასევე ადამიანის ფანტაზიაც და მისი კრეატიულობა. უდიდესი სიამოვნებით ვზივარ და ვუყურებ ხოლმე იუთუბზე სხვადასხვა სარეკლამო რგოლებს მოდის სამყაროდან.

D&G ეს პოსტი ეხება კიდევ ერთ სარეკლამო რგოლს: ეს არის Dolce & Gabbana-სა და SonyEricsson_ის ახალი გლამურული ნაწარმი, ლიმიტირებული რაოდენობით გამოშვებული ტელეფონი სახელად Jalou.

სარეკლამო რგოლი გადაღებულია მოკლემეტრაჟიანი ფილმის სტილში. სიუჟეტში მოდელი, რომელსაც აცვია სამოსი Dolce & Gabbana_ს 2009-2010 წლის შემოდგომა – ზამთრის კოლექციიდან და ახურავს თათმანიანი ქუდი, ჩქარობს Fეშენმაზერების 😀 საიდუმლო შეკრებაზე.  სადაც ამარიაჟებს ამ თავის ახალ ტელეფონს.  აშკარად ჩანს მისი მეგობრების შური, მაგრამ ამ დროს მათ ადგებათ პოლიცია და მიყავს ისინი ყველა განყოფილებაში, რადგან Jalou – ეს არ არის ტელეფონი ვაგზლის მოედნიდან, ეს ნამდვილი საგანძურია…

jalou-1

ერთი შეხედვით ლამაზი კლიპი, საინტერესო კონცეფცია, მაგრამ დაკვირვებული თვალი მომენტალურად დაინახავს იმ სიყალბეს და ქმედებების და პოზების არაბუნებრიობას რაც მთელს კლიპს გასდევს. თუმცა ეს სიყალბე Fashion ინდუსტრიაში არავის ადარდებს, ისინი არ ყიდიან ტელეფონს მისი ტექნიკური მონაცემებით-როგორც პროდუქტს, ისინი ყიდიან ოცნებას და ამ ყველაფრის შედეგად  Jalou გახდა სეზონის must-have, სწორედ ამაშია მსგავსი რეკლამების ძალა.

jalou-13

Comments

comments

11 thoughts on “Katya Vozmi Telefon

  1. Taa says:

    აუ არ ვიცი, არ გადამიმოწმებია ჩინეთში 😀

    მინდა ეს ტელეფონი !!!!!!!!!!!!!!

  2. vasasi says:

    ამ ბოლო დროს ძალიან მოდის ფანი გავხდი.. 🙂

    კარგი რეკლამაა, საერთოდაც, დოლჩე და გაბანას კარგი რეკლამები აქვს.. 🙂

  3. ლილიკო says:

    va, ar mqonda nanaxi es reklama

    shuagul amerikashi sheni blogidan ufro mets vigeb modaze, carmogidgenia 🙂

    sheni posti damexmara gadackvetilebashi, shevecdebi es teleponi vikido. saintereso ramdenad limitirebuli raodenobit gamovida da tu darcha gakidvashi.

  4. Taa says:

    აუ ინგლისური ბლოგიც გაქვს?
    ძაან მაგარია, მეც მინდა მაგრამ ვერ მოვაბი თავი

    ეს შენი ბლოგია თუ რა არის?

  5. Maka Asatiani says:

    ეს ბლოგია, სადაც 2007 წლიდან ვმუშაობ თა 🙂
    http://www.blogvasion.com – სადაც თავმოყრილია რამოდენიმე ბლოგი, აქედან უმრავლესობა ტექნოლოგიურ სიახლეებზეა ორიენტირებული. გარდა ფრონთ ფეიჯისა, ყველა თემატურია.

  6. Taa says:

    Maka Asatiani

    ნიჭიეეეეეეეეეერ
    შენ საქართველოში მოღვაწეობ თუ საზღვრებს გარეთ?

  7. Maka Asatiani says:

    Thx Taa, რაც შეეხება ე.წ. მოღვაწეობას, ჩემი პასუხი ასეთია – Here&there 🙂

  8. ბოროტა says:

    მშვენიერი ქალები არიან
    მაგრამ ბანძი ტელეფონი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *