Yulia Yanina – Holiday Dreaming

youlia Yanina @ taa.ge

Marriott Aurora Hotel, გაზაფხული, 2009 წელი.

Yulia Yanina, რომელიც მოსკოველად მოიხსენიება, თუმცა იქ არ მოღვაწეობს, წარმოადგენს თავის საზაფხულო კოლექციას სახელად Holiday Dreaming.

Yulia Yanina – ერთ ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი რუსეთის სახელით მოღვაწე და შესაბამისად რუსი. ძალიან მიხარია რომ მე ის აღმოვაჩინე, ერთ მშვენიერ შუადღეს. კვირა დღე იყო მახსოვს, მე და ვიკიკო მარტოები ვიჯექით მყუდროდ სახლში და FTV–ს ვუყურებდით, მერე ვიკიკო დავაძინე, ბუხართან მოვკალათდი სიგარეტით ხელში და დაიწყო. ულამაზესი და უნაზესი კაბების პარადი, თან პარალელურად მიდიოდა იულიასთან ინტერვიუები და მოჯადოებული ვუყურებდი ეკრანს. ან დღიდან მოყოლებული ეს ქალი ერთ ერთი ჩემი საყვარელი დიზაინერი გახდა, თავადაც ძალიან სასიამოვნო ქალბატონია, სასიამოვნო გარეგნობით და ხმის ტემბრით.

იულიას ფავორიტი და მისაბაძი დიზაინერი, კრისტიან დიორი ყოფილა და მასთან გაჯიბრების მიზნით, ის აქტიურად იყენებსსამოსის კლასიკურ სტილს, აქცენტებს აკეთებს ქალურობაზე და ელეგანტურობაზე და ასევე სინატიფესა და დახვეწილობაზე. ნამდვილად გამოსდის მე ვიტყოდი. მისი დევიზი ყოფილა: “a woman is a flower.”

კონკრეტულად ეს საზაფხულო კოლექცია, მან როგორც აღნიშნა გააკეთა ზაფხულის არდადეგებზე ოცნებებთან ერთად, როდესაც ოცნებობდა ზღვის ტალღების ხმაზე და ზრვიდან მონაბერ ნიავს, აბაა – ასეთი რომანტიული ქალბატონი ბრძანდება 🙂

წარმოდგენა დაიწყო მოდელის გამოსვლით რომელსაც ულამაზესი და ზალიან ელეგანტური შავი ქუდი ეხურა, დაახლოებით 20_იანი წლების ქუდის მსგავსი. კოლექცია გაჯერებული იყო კაბებით და შარვლებით დაახლოებით მარლენ დიტრიხის სტილში, ხოლო ფერებიდან დომინირებდა შავი, წითელი და თეთრი.

yulia

ჩემი ფავორიტი ამ შოუდან იყო ეს სამოსი, ქვემოთ სურათზე …

yulia 2

Comments

comments

7 thoughts on “Yulia Yanina – Holiday Dreaming

  1. ლილიკო says:

    martla dzalian eleganturi qalia
    exla google-it davatvaliere suratebi
    sasiamovno gimili aqvs da namdvilad kargi kabebi

    kargi agmochena gagiketebia, moewona es posti

  2. Lalena says:

    საინტერესო ბლოგი გაქვს 🙂

    რაც შეეხება იულიას კოლექციას, მეც ძალიან მომეწონა, თავადაც სასიამოვნო ქალია, კაბებიც რაღაც ჰაეროვანია

  3. ფორუმ გოგო says:

    მომეწონა, ნაზი რეტრო და 20იანი წლების იერი ჩემი ფავორიტია…

  4. Mariana says:

    gamarjoba Taa

    me qartveli var magram rusetshi vcxovrob ukve bevri celicadia
    shemtxvevit vnaxe dges sheni blogi da zalian momecona

    me vikavi Yanina-s pakazze da martla dzalian magari kabebi da tansacmelebis keravs
    ar megona tu saqartveloshi vinme icnobda 🙂

  5. Marika says:

    პირველად ვნახე ეს დიზაინერი
    არც Fტვ-ზე არ მინახავს არასოდეს
    ძალიან ნაზი და ქალური მოდელები აქვს – შემაყვარე 🙂
    <3 <3 <3 <3 <3 <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *