უამრავი რამე მაქვს დასაწერი
უამრავი რამე დამიგროვდა, ხოდა ალბათ ნელ ნელა დავიწყებ და ყველაფერს დავწერ. რამდენიმე ძალიან სასიამოვნო ნიუსი ხდება ჩემსკენ.
დასრულდა კონკურსი თაა.ჯი-სგან, კომენტარებში ჩემმა მეგობარმა ბლოგერმა ვადერმა , წინადადებაზე რომ სასაცილოდ ცოტა კონკურსანტი მყავს ხოლმე აბსოლუტური სიზუსტით გამოიცნო.
დიახ, კონკურსანტი იყო მხოლოდ 2, ერთი აღმოჩნდა გოგონა სახელად “თეე” რომელიც თურმე ჩემი ძალიან აქტიური მკითხველი ყოფილა, უბრალოდ კომენტარებს არ ვტოვებდი არასოდესო, ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს და აპირებს საქართველოში მალე ჩამოსვლას. სურათებზე დიდად საახალწლო ფონი არ იგრძნობა, მაგრამ ახალ წელს არის გადაღებულიო მითხრა და თან ძალიან ბედნიერი დღე იყო ჩემთვისო.
მეორე კონკურსანტი იყო ჩემი საყვარელი სალონის ჰეარჰაუსის დირექტორი ქეთი, რომელმაც ასევე არ დაიზარა და გადმომიგზავნა თავისი საახალწლო სურათი, რომელის 31 დეკემბერს იყო სალონშივე გადაღებული.
რადგან მხოლოდ ორმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოვარჩევ ერთერთს მხოლოდ და ამიტომ ორივეს გამარჯვებულად ვაცხადებ გილოცავთ გოგონებო და მეორე საჩუქარსაც აუცილებლად მოვიფიქრებ
ახლა კი გამარჯვებულების სურათები :

მიზეზების ძებნას თუ რატომ არ გამომიგზავნეს მეტი სურათები, არ დავიწყებ. მით უმეტეს რომ ბევრმა მომწერა სურათები არ გადაგვიღია მიუხედავად იმისა რომ კარგად გამოვიყურებითო. თუმცა მე არ ვნებდები და სულ მალე კიდევ ახალ კონკურსებს შემოგთავაზებთ, მინდა რომ ჩემი მკითხველიც დავასაჩუქრო თუნდაც კონკურსების მეშვეობით. ასე რომ გააქტიურდით მომავალში და მეც უფრო და უფრო უკეთეს პრიზებს შემოგთავაზებთ. . .
ეს რაც შეეხებოდა კონკურსს, კიდევ მაქვს დასწერი ჰეარჰაუსზე, გუშინ სასიამოვნო სურპრიზი გამიკეთეს, კიდევ გუშინდელ კორპორატიულ წვეულებაზე, რომელიც მოსალოდნელზე მილიონჯერ უკეთესი აღმოჩნდა და კიდევ ერთი ტკბილი სიახლე :
არ ვიცი რამდენად ხართ ჩემი მკითხველები დაინტერესებული ფოტოგრაფიით, მაგრამ ფორუმელებს მაინც გეცოდინებათ ერთი საოცრად ნიჭიერი ადამიანის: “ანიას” შესახებ, გოგონა რომელიც არის ძალიან თბილი და ნიჭიერი. ხოდა ვინაიდან ანია ეძებდა რიჟა ბავშვებს გადასაღებად ჩემი ვიკიკოს სურათი გავუგზავნე და გამიმართლა
გაზაფხულზე ვიკიკო იქნება ანიას 1 დღიანი მოდელი. ერთი სული მაქვს როდის მოვა ეს დღე.
ანიას ერთი ფოტო:








vaimeeeeeeee, ra sircxvilia mxolod 2 konkursanti
ra aris xalxo, gamofxizldit?
elementaruli prizebi mainc ar gizidavt? an konkursshi gamarjvebis momenti?
taaaaaaaaaaaaa,
es poto qartvelis gadagebulia martla?
umagresi fotoa, gavogndi
saocrebaa
unda shevide saitze da davatvaliero
ME TAVAD VIQNEBI UBEDNIERESI, MODELI VIKIKOS SURATEBIS XILVIT
MALE GAZAFXULDEEEES
გილოცავთ გამარჯვებულებს : )
მაგ ფოტოგრაფზე მეც მსმენია, ადრე ვნახე რაღაც გადაცემაში და მერე ფორუმებზე : ))) ძალიან ნიჭიერი გოგოა : )) შენს ვიკიკოს გაუმართლა, მაგარი სურათები ექნება : ))
იმედია მერე სურათებს გვანახებ თათ
აუ, მინდოდა მეც, მაგრამ: თმები შესაღები მაქვს, სარეცხის მანქანის ხურდები ვერ ვიყიდე,ისვენებდნენ გამყიდველები, ივ-როშეს ერთმა კრემმა სახე ამაფრცქვნა…
ქეთო რა ქალია ))
მის ყველაფერს ძალიან ვბალელშიკობ ფოტოსესიებში, ენაცვალოს იბიზა დეიდა : D
პირველ სურათი თემატურად ამოვარდნილია. ძალიან ნეიტრალურია და თავისუფლად ჩაჯდება “ჰელოუინის სურათებში”, “აღდგომის სურათებში”, “ბლოგერთა 127-ე ყრილობის დელეგატთა სურათებში”, “ბოროტი მეზობლის გასვენების სურეთებში” ასე რომ წინ ბევრი კონკურსი აქვს. ამდენად, მასკიანი გოგო არასამართლიანად დაჩაგრე. იმჰო.
ჰოდა კონკურსანტთა ზუსტი ციფრის გამოცნობისთვის მეც ვიმსახურებ საჩუქარს.
და ვისაც მომავლის წინასწარმეტყველება სურს, ჩაეწერეთ.
მაპატიე, თაა, გვიან ვნახე კონკურსი. ახლა რომ გამოგიგზავნო, ძალიან გვიანია?
სხვა კონკურსებზე ვცდი ბედს აუცილებლად
Pingback: ესეც ასე
,,tee” dzalian, dzalian dzalian ……………. lamazia……..
Hello, I love your blog. This is a cool site and I wanted to post a little note to let you know, great job! Thanks Louis
Louis Vuitton
vuitton
თაა!
შემთხვევით მოვხვდი აქ. მე ახლა გავიგე პირველად შენს შესახებ.მართალია ბებიად გეკუთვნი, მაგრამ ვეცდები ხშირად მოგინახულო და კონკურსებშიც მივიღო მონაწილეობა. ხომ შეიძლება?
გკოცნით ყველას.ნამი.