Shoppaholic

გუშინ საღამოს ცოტა თავისუფალი დრო მქონდა, ვიკიკოს ეძინა და რამდენიმე ბლოგი გადავიკითხე. რაც ამ ბოლო დროს საოცარი მოუცლელობის გამო ფუფუნებად მექცა. დღევანდელი პოსტის დაწერის იდეა სვითის პოსტიდან წამოვიდა.

მარი წერს რომ, მართალია ალბათ ბევრს არც დააინტერესებსო, მაგრამ მე პირადად ეგეთი პოსტები, To do list – პოსტები & wishlist–პოსტები ძალიან მომწონს. ასევე მომწონს ის პოსტები სადაც ჩამოთვლილია მომავალი “პაკუპკების” სია. მოკლედ შოპინდ და გოგოშკური პოსტები ძალიან მომწონს, ხოდა გადავწყვიტე მეც მცირე რევიუსავით გამეკეთებინა დეკემბერი–იანვარში შეძენილი ნივთებისა  …

Puma Women's Speeder M Sneaker

Puma Women's Speeder M Sneaker

1.  პუმას ბოტასები, რომელიც ვიყიდე იმ მიზნით რომ პარასკევიდან პრაიმ ფიტნესში ვიწყებ სიარულს და მინდოდა რამე ახალით მევარჯიშა. ძალიან საყვარლებია რეალში და ზომა იყო აბსოლუტურად ზუსტი. მოკლედ ამ ბოტასებმა გაამართლა ჩემი იმედები. მე მქონდა 3 ვარიანტი, დიმას ვანახე და ეს ამარჩევინა, მადლობა დიმუ … წყარო – amazon.com

2.  თეთრი ჩექმა, დაბალ ძირზე, ბაკურიანისათვის განკუთვნილი, KIKO white bootsმააგრამ აქ ცოტა კურიოზი მომივიდა, ჩექმა უკვე გამოვიწერე და მერე წავიკითხე რომ ზამშის ყოფილა, ანუ ბაკურიანისათვის აბსულუტურად გამოუსადეგარი 🙂 წყარო – cutesygirl.com    ეს ჯერ არ ჩამოსულა ველოდები 🙂

Old Navy Golden Cluch

Old Navy golden cluch

3.  Old Navy golden cluch პატარა სიმპატიური ოქროსფერი კლაჩი, ეს უკვე ჩამომივიდა და ძალიან მომწონს, სიმპატიურია ძაან. წყარო oldnavy.com. კიდევ მინდა წითელი კლაჩი ან რამე პატარა წითელი “სუმოჩკა” ჩემი ახალი წითელი ფეხსაცმელებისათვის, რომლის სურათებიც ადრე დავდე. ჯერ ვერსად ვნახე შესაფერისი, მაგრამ არ მეჩქარება გაზაფხულამდე, იმედია სადმე აღმოვაჩენ  …

PUCCI COSMETIC BRUSH SET

PUCCI COSMETIC BRUSH SET

4. Pucci Cosmetic brush kit – ჩემი დიდი ხნის ოცნება. ყველანაირი აპლიკატორი და ფუნჯი ერთად თავმოყრილი. მე მაქვს ესტეს 3 ნაწილიანი ასეთი სეტი, 2 აპლიკატორი და 1 წარბების სავარცხელი შედის, ძალიან მაგარი ხარისხია, და არც ერთი ბეწვი ჯერ არ მომძვრალა, მაგრამ ამას წინათ ჩემმა დისშვილმა დეაკომ, წარბების სავარცხლით თმა დაივარცხნა და კბილანები მოატეხა 🙁 გული კინაღამ გამიჩერდა სინანულისგან, მაგრამ ბავშვს რას ვერტოდი 🙁      წყარო – amazon.com

Spa Cosmetic Travel Kit

Spa Cosmetic Travel Kit

5. Spa Cosmetic Travel Kit _ უუუმაგრესი რამე, ჩემი უსაყვარლესი ნივთი, ესეც ახლახანს შევუკვეთე და საშინლად ველოდები. ფაქტიურად აღმოჩენაა და ყველას ვურჩევ. ანუ ეს არის ცარიელი კიტი, რომელშიც შედის რამდენიმე საჭირო ჯაგრისი და დანარჩენი ცარიელი ფლაკონები და კოლოფები. თუ მიდიხართ დასასვენებლად და ჩემნაირად 1 ჩანთა მიგაწვთ ხოლმე თავის მოვლის საშუალებები, ეს არის თქვენთვის “მისწრება” როგორც იტყვიან, ჩაასხამთ ამ ბოთლებში და კოლოფებში სხვადასხვა თავის მოვლის საშუალებებს და ერთად, კომპაქტურად გექნებათ ყველაფერი და არც დიდ ადგილს დაიკავებს თქვენს ჩანთაში.   წყარო – amazon.com

Clinique Cosmetic Mirror

6. Clinique Cosmetic Mirror – აქ დასაწერი ბევრი არაფერია, ჩვეულებრივი პატარა სარკეა, ყოველწუთას რომ ჩაიჭყიტო როცა დაგჭირდება, თუ როგორ გამოიყურები 🙂

წყარო – amazon.com

გარდა ამისა ამ რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე ჩემი ესტეს თავის მოვლის საშუალებები დამესაწყობებინა 🙂 რადგან ისინი გამოირჩევიან საოცარი სუნით, რაც ამ ზამთრის პირობებში საერთოდ იკარგება ტანსაცმელში და გაზაფხულზე ისევ დავუბრუნდები. ეს იმიტომ რომ, იმდენი ფული ჩემს თავზე აღარ მრცება რომ ისევ ესტეს რაღაცეები, შევუკვეთო რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს. ხოდა დროებით გადავინაცვლე ეივონზე, რომელის ხარისხსაც არ ვუჩივი,ჩემს კანს მოუხდა და რაც მაქვს პრნციპში ყველაფრის კმაყოფილი ვარ. მოკლედ გუშინ მივიღე კიდევ მეორე ამანათი ეივონიდან :

1. მაკიაჟის მოსაშორებელი თვალებიდან, გუშინვე მოვიშორე და კმაყოფილი ვარ, ნაზია, არც არაფერი ამეწვა და არც დიდი დრო და ჩალიჩი დამჭირდა. უცებ მოვიშორე და კმაყოფილი ვარ, მით უმეტეს რომ წყალგამძლე ტუჩი მესვა რომლის წაშლაზეც დიდი დრო მიდის ხოლმე. ფასიც ძალიან მისაღებია

2.  Avon, blackhead cleaner – ეს არის სახის T – ზონიდან, არსებული შავი წერტილების მოსაშორებელი და სამკურნალო საშუალება, ამის ეფექტი არ ვიცი ნამდვილად. რაღაც პერიოდის მერე იმედია მართლაც ექნება ეფექტი, მინდა იდეალურად სუფთა კანი მქონდეს

3.   Avon, eye cream _ ხოოო, ეს ცოტა მტკივნეული საკითხია, როცა ასაკის მიხედვით, გინდა – არ გინდა უნდა იზრუნო ზოგიერთ განსაკუთრებულად ნაზ ადგილზე, როგორიცაა კანი ვალების ირგვლივ, ყელი და ასე შემდეგ. პირველი თვალის კრემია რაც უნდა ვიხმარო ჩემს ცხოვრებაში, თანაც ეს სერია ANEW ყველაზე ეფექტური არის ეივონის კრემების სპექტრიდან როგორც ვიცი, იმედია კარგი ეფექტი ექნება, ჯერ არც გამიხსნია, სუნიც კი არ ვიცი როგორი აქვს.

4. Avon, FIRMING GEL – არ ვიცი ზოგადად ესეთი კრემები და ანტიცელულიტური სკრაბები და კრემები როგორ მუსაობენ, მაგრამ მე მაინც სულ ვყიდულობ ხოლმე.  ამ კონკრეტულმა მიმიზიდა იმით რომ წასასმელი თავადვე კოლოფს მოყვება და მასაჟორის პრინციპით ისვამ. ვარჯიშის მერე შხაპს რომ მივირებ, მერე წავისმევ ხოლმე და ვნახო აბა როგორ გამიმკვრივებს კანს 🙂

5.  AVON COLORTREND LIPSTICK რომელიც დღეს დილითვე გავტესტე და უუულამაზესი ფერია. ეს სურათი არის უბრალოდ თუ როგორ გამოიყურება, თორემ თვითონ ჩემი პომადა არის მომალინისფრო რაღაც ფერი, რომელიც ძალიან მომეწონა და ძალიან გამომიკვეთა ტუჩები და ცოტა გაადიდა თითქოს 🙂

6.  Avon, Mascara with diamonds, ტუში – ჩემი ტკივილი და ჩემი აზრით ერთ ერთი ყველაზე must have ნივთი ქალისთვის. ვიყიდე და გავხდი აბსოლუტურად ეივონისეული მარკეტინგის მსხვერპლი. კატალოგში მითითებული იყო რომ ეს იყო ტუჩი მბზინავი ეფექტებით, კი ბატონო, ამ დილით წავისვი და რაღაც დოზით მართლა ბზინავს, მაგრამ როგორც ტუში არის _ნული. უხეში ჯაგრისი აქვს, ერთი საათი ვჩალიჩობდი წასმაზე და + ამას, რაღაც კარგად არ ისმევა, ზედმეტ ნამცეცებს ტოვებს წამწამებზე, რასაც ვერ ვიტან ყველაზე მეტად. მოკლედ ჩემი რჩევა იქნებოდა – არ იყიდოთ ეს ტუში, თუ მაინცდამაინც მოთხოვნილება არ გაქვთ გიბრწყინავდეთ წამწამები 🙂

ჯერჯერობით სულ ესაა, კიდე რამდენიმე ძალიან პირად დეტალს თუ არ ჩავთვლით, თეთრეულებს და ასე შემდეგ, რომლების გამოფენასაც აქ არ ვაპირებ, საკმაოდ ინტიმურ დეტალებად მიმაჩნია.

გემშვიდობებით უკეთესი მომავლის, უფრო მეტი შოპინგში ფულის ხარჯვის იმედით 🙂


Comments

comments

28 thoughts on “Shoppaholic

  1. beauty blog says:

    Spa Cosmetic Travel Kit ეს მომეწონა ყველაზე მეტად 🙂 ტუში საერთოდ არ მაქვს და მგონია, ვერ ვიხმარებ, საერთოდ თვალზე არც ფანქარს ვხმარობ, არც ტუშს, არაფერს… ანუ AVON კმაყოფილი ხარ ხო? ჯერ არაფერი არ მიყიდია, მარა ვაპირებ უახლოეს მომავალში 🙂

  2. შორენ says:

    ვაი რა კარგი რაღაცეები გიყიდია:) გილოცავ თა. მეც ძალიან მიყვარს ეგეთი პოსტები.ბოტასი საშინლად მომეწონა, არ შეგეშინდეს ისედაც გამოიყენებ:)

  3. თეა says:

    Avon-ს შეეშვი საერთოდ, უბანძესი კოსმეტიკაა.
    ნუ მე არ გირჩევ უფრო სწორად 🙂

  4. Taa says:

    თეა

    ხოოოოო?
    ტუშზე ხო დავწერე, მეც საშინლად არ მომეწონა
    პომადა მომეწონა, დანარჩენებს გავტესტავ და დავწერ

  5. ლალი says:

    Avon-ის ჩრდილები ვიყიდე და ძალიან ვნანობ. არაფრად არ ვარგა. ეს პოსტი ცოტა ადრე მაინც დაწერილიყო. ხომ აღარ ვიყიდიდი

  6. Roisin says:

    ე.ი – ვინაიდან და რადგანაც, მე არასოდეს მყოფნის დრო რამის მოსაძიებლად, აწი შენი ბლოგით ვიხელმძღვანელებ რა გამოვიყენო კოსმეტიკაში:)ასაკში დაახლებით ვემთხვევით (ეს თვალის გარშემო კრემის სესახებ…:) ხოდა ეგაა რა))))))) ამ ბოლო დროს არც მე მრჩება ,,კლინიკისთვის” და ესტესთვის ფული:((((

  7. კიკიტო says:

    აუუუ ეგ ტუში მეც გამოივიწერე და ისე დამწყდა გული, საერთოდ არ ვარგა არაფრად 🙁
    და ენიუს კრემი არის გადასარევი, მაგ სერიის ყველა კრემი კარგია საერთოდ, მე თუ კრემი არ მიმიხდა ეგრევე მაყრის და მიუეშდება კანი და ეს კრემები ძალიან მიმიხდა 🙂

    და კიდევ clearskin-იც მაქვს და რო წავისვის კანი კატასტროფულად ამიწვა და უცებ შემეშინდა მაგრამ უკვე ერთი კვირაა ვხმარობ და კარგი ეფექტი აქვს

    საერთოდ ეივონის აქტიური მომმარებელი ვარ, ყოველ თვე რაღაცას ვიწერ :)))

  8. LiLaC says:

    მე ყოველთვის ინტერესით ვეცნობი ასეთ პოსტებს <3

    ძაალიან საყვარელი და საჭირო რაღაცეები გიყიდია. ეს პოსტი რომ წავიკიტხე, მეც მომინდა გამოწერა : D

  9. Sophie Golden says:

    თაა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონი, ერთადერთი ხარ, ვისი “გოგოშკურ-პრანჭიული-შოპინგური” პოსტები არ მაღიზიანებს და სიამოვნებით ვკითხულობ 🙂

    მე ოქროსფერი “სუმოჩკა” მომეწონა, საერთოდ, მომწონს ოქროსფერი ტანსაცმელიც და აქსესუარებიც.

    კოსმეტიკაზე რა ვთქვა, არც ვიცი, ღმერთო… ერთი “მაქს ფაქტორის” ტუში მაქვს 2 წელია და სხვა ჩემი კოსმეტიკის გახსენებას ვცდილობ, მაგრამ დილამდე ვერ გავიხსენებ ალბათ… რაც არ მაქვს, რა უნდა გავიხსენო 😀 ვიცი, ფეშენ-ქალები ჩამქოლავენ, სადმე რომ მომიხელთონ.

  10. jellyboss says:

    ყოველთვის მიყვარს კოსმეტიკური საშუალებების შეძენა მერე როგორც ყოველთვის უსარგებლოდ მიდევს ეს ყველაფერი, ზოგს არც ვხსნი და მერე საჩუქრად ვიყენებ. ეხლა ეს მომინდა Spa Cosmetic Travel Kit 🙂 რაც შეეხება მას Avon, FIRMING GEL ადრე ვიყიდე, საკმაოდ კარგი კორპუსი აქვს სახურავზე რეზინის წერტილები აქვს რომელიც კარგად ამუშავებს კანს…. თუ რათქმაუნდა ჩემსავით 3-4 წასმაში არ დაივიწყებ საერთოდ სად გიდევს.

    ისე პრაიმ ფიცნესში დავდივარ და შემომიერთდი:) აერობიკაზე ოღონდ.

    პ.ს მომინდა რამე გაჩუქო 🙂 რა მაგას მოვიფიქრებ:)

  11. jellyboss says:

    თააა ეხლა დავფიქრი რა ვიყიდე დეკემბერ იანვარშითქო და მგონი ანონიმურ შოპაგოლიკების კლუბს უნდა ვესტუმრო 🙂

  12. antimelancholy says:

    ისე დეკორაციულ კოსმეტიკას არც მე ვხმარობ, სამგიეროდ ვგიჟდები კრემებზე, ლოსიონებზე , სახლის & თმის მოვლის სურელოვან საშUალებებზე )))

    მაგრამ ასეთ კითზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი )))

    თათუშ ნამდვილი მწერალი ხარ- ყოველთვის გემოვნებიან , FMურ & სექსანდარა რაღაცეებს იწერ : )

  13. Lord Vader says:

    ჰო, მაგრამ შოპოჰოლიკამდე მაინც ბევრი გაკლია 🙂
    კიდევ მეტი უნდა იმუშაო შენს თავზე.

  14. Taa says:

    Lord Vader

    მაგას კიდევ მეტი შემოსავალი სჭირდება
    ოტ კუდა თორე ვიშლისტები ისეთი მაქვს ………….

  15. Taa says:

    jellyboss

    მე ხვალიდან ვიწყებ პრაიმში, მაგრამ მე სამსახურიდან გამომდინარე გლდანი მაწყობს, შენ ალბათ ვაკე
    მე 7 საათზე უნდა ვიარო, კანდელაკზე გადასვლა რომ მეღირსება მერე ვაკეში ვივლი და შეგვიძლია ერთად ვიაროთ 🙂
    მეც აერობიკაზე ვაპირებ,. არ მიყვარს ტრენაჟორები, კუნთებთან ასოცირდება ჩემ,ს თვალში 😀

    პ.ს მომინდა რამე გაჩუქო რა მაგას მოვიფიქრებ:)

    უპს, 🙂 დიდი მადლობა

  16. 13thCinnamon says:

    Clinique-ს სარკეს მისი პროდუქციაც მიამატე, ძალიან კმაყოფილი დარჩები. მე ვიტყოდი, რომ ხარისხი Clinique-ს შემთხვევაში ფასზე უფრო მაღალია.

  17. Taa says:

    13thCinnamon

    Clinique -ს ყველაფერი მაქვს რაც შეიძლება მქონდეს და რაც მინდა რომ მქონდეს 🙂
    როგორც თავის მოვლის ასევე დეკორატიული

  18. Lord Vader says:

    ეეეე… შემოსავლებით ხომ ყველას შეუძლია.
    ისე უნდა შეძლო 🙂

  19. khatiaa says:

    თათა რეალში ბევრად უფრო ლამაზია ეგ კეტასები 🙂
    ,ხო კიდე სანამ შენს პოოსტს ვკითხულობდი, ვიფიქრი მივწერ ეგ ტუში არ იყიდო თქო და უკვე გინახავს შედეგი. აივონის ტუჩსაცხები ძალიან ძალიან მომწონს, ბევრი მაქვს 🙂
    თვალის მაკიაჟის მოსაშორებელს ”ჟიეიას” ფირმისას ვხმარობ და მაგარია

  20. Pingback: A GREAT DEAL
  21. LeNa says:

    ეგ ჩექმა მომწონსა უზომოდ
    ვნახულობდი ხოლმე ქუთესიზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *