”
13 იანვარს, დაბა ბაკურიანში შედგა ყინულის ქანდაკებების ფესტივალი, სახელწოდებით „ქალაქი ყინულზე“. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ კავშირი „მონუმენტი“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტი.
ახალი ნათება გახლდათ ერთ ერთი წარმდგენი ამ ღონისძიებისა. ყინულის ქანდაკებები იყო განათებული, ჩვენს მიერ შერჩეული, სხვადასხვა ფერის მეტალოჰალოგენებით.
მათ შორის გამოირჩეოდა ახალი ნათების ყინულში გამოქანდაკებული ლოგო, რომელიც განათებული იყო ე.წ. RGB ტექნოლოგიის ორი LED პროჟექტორით რომლებიც იცვლიდნენ ფერს ავტომატურ რეჟიმში. ყინულის ლოგო სხვადასხვა ფერებში განსაკუთრებით მიმზიდველად გამოიყურებოდა.
ფესტივალის დაჯილდოებაზე ახალი ნათების ფავორიტი გახდა, მხატვარ – დეკორატორი ზაალ სულაკაური, რომელიც დავაჯოლდოვეთ კომპანია ფილიპსის დეკორატიული სანათით.”
ეს შესავალია, მიხვდით ალბათ რომ გუშინ ვიყავი ბაკურიანში, დღის 2ის ნახევარზე გავედით ჩემი უფროსის მანქანით.
ყინულის ქანდაკებები მხოლოდ რამდენიმე მომეწონა, ბევრი უკვე განადგურებული იყო, თოვლი არ იყო, თბილოდა, ქანდაკებები ლღვებოდა, მაგრამ ბევრი კარგი ფოტოს გადაღება მაინც მოვახერხე
.
ღამის 11 საათზე ჩამოვედი უზომოდ ნასიამოვნები და ბედნიერი, ჯერ ერთი იმიტომ რომ ძალიან მაგარი დრო ვატარეთ, მერე იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული იყო ყოველდღიური ცხოვრებიდან, თბილისიდან გავედი და სხვა “ყინულის” სამყაროში ამოვყავი თავი და ძალიან დადებითი გავლენა იქონია ამ ყველაფერმა ჩემზე.
ყინულის ქანდაკებების დათვალიერების მერე ჩავედით სასტუმროს ბარში, გაყინულებმა დავლიეთ ცხელი ყავა და ზოგმა ჩაი. მერე ცოტა ვისეირნეთ, ბურანებზე გვინდოდა მე და იკას დაჯდომა მაგრამ არ იყო საბურანე თოვლი. მერე წავედით ბაკურიანის საზანდარში, გემრიელი ხაჭაპური ვჭამე და უკვე ნელ ნელა დაბნელდა და ფესტივალის პირველი ნაწილი, რომელსაც “ნატახტარი” ატარებდა დაიწყო. პირველი ნაწილიდან მეორე ნაწილს შორის 1 საათიანი პაუზა იყო, ჩვენ ნომერში ავედით, რომელიც სპეციალურად იყო გამოყოფილი ახალი ნათებისათვის, დავისვენეთ და 1 საათში შევედით “კარავში” სადაც მზადდებოდა ფესტივალის გახსნა. იქ ორგანიზატორებთან გადავიღეთ უამრავი სურათი, დიჯეი უკრავდა, ვიცეკვეთ ბევრი, მერე მოდელები მოვიდნენ, კარვის უკან გასახდელი იყო მოწყობილი, სადაც გათბობაც კი არ იყო და ეს საწყალი გოგოები გაიყინნენ. კიდე ერთი პარადოქსი, ვიღაც ქართველი ვაჟბატონები, ღობეზე ამძვრალან და ამ გოგოებს სურათებს უღებდნენ, უკანა მხრიდან. გოგოები კივილით გამოვარდნენ, გვიშველეთ სურათებს გვიღებენო.
მერე კიდევ ერთი კურიოზი იყო რომ, ღონისძიების 2 წამყვანიდან 1 არ ჩამოვიდა, მეორემ ძალიან დააგვიანა. ნუ როგორც იქნა დაიწყო დაჯილდოვება, პირველი ადგილი უკრაინელებმა აიღეს. მერე ჩვენი ნომინაცია ყო, ჩვენ ზაალ სულაკაური დავაჯილდოვეთ. დაჯილდოების მერე იწყებოდა ფეიერვერკები და მერე ახალ წელს ხვდებოდნენ ერთად, მაგრამ ჩვენ ვეღარ დავრჩით.
უკანა გზა იყო ბორჯომამდე რაღაც საოცრება, ისეთი ნისლი იყო, ისეთი ნისლი, რომ მანქანის ცხვირიც არ ჩანდა ხანდახან, ხმამაღლა აწეული მუსიკით დავდიოდით რომ ვინმე არ დაგვჯახებოდა. ძალიან მაგარი იყო, ზღაპარში მეგონა თავი, ირგვლივ ყველაფერი თეთრი, სულ მიხვეულ–მოხვეული გზები და საოცარი ნისლი. მანქანაში მაგარი მუსიკა და 5 ერთი ჭკუის ადამიანი. მაგრად ვიხალისეთ.
ფოტოებს ვდებ, მაგრამ უკეთესი ფოტოები აკოს აქვს ჩვენს მეგობარს, ზეგ ცამოვა და თავიდან ავტვირთავ მერე ცალკე თემად, ძაან მაგარი ფოტოები აქვს მას
პირველი სურათები, პირველი შთაბეჭდილებები
- ახალი ნათების ლოგო
- ყინულის კოშკი
სფინქსი ცხვირის მომტვრევამდე







კარგ დროს გაატარებდი, ლამაზი სურათებია. ისე წელს ზამთარმა ჩაისვარა მაგრად
))))))
ვაი, რა ბეზაბრაზიე ჭირს იმ გოგოს ფეხებზე
)))
ბოგ უვიძელ ეწი ნოჟკი ი სოზდალ კალესო-ა სუფთა
მაგ ფესტივალზე ტელევიზორიდან გავიგე. კარგი ფოტოებია და რელაქსირებული სახე გაქვს:) რამდენიმე დღით დიდი სიამოვნებით წავიდოდი.
ra lamazi xaaaaaaaaaaaaaar
dzaan snegurachkulad gamoikurebi
ai dzaan
რა კაი დრო გაგიტარებია,ფოტოებიც კაია
ჩემი უნაშესი…
ასეთი მაგარი ქუდი თუ გქონდა არ ვიცოდი )))
ისე ახლა გამახსენდა რომ შენიშვნა მაქვს საყვარელო შენს ბლოგთან დაკავშირებით.
Fეშენმაზერობაც კარგია, ჩვენებათა თვალის დევნებაც, პაეზდკებიც, პირადი ისტორიებიც , ვიკუსიაზე სიახლეების მოსმენას ან წაკითხვას ხომ არაფერი მირჩევნია. მაააააააააგრამ ! სად გაქრა ის თათა მე რომ გავიცანი სრულიად motorgirl რომ იყო : P ან ის სამყარო ყველაფერი ნიუტონ მეტრებით & კილომეტრ საათებით რომ იზომება. საერთოდ ისიც კი აღარ ვიცი რომელი მანქანა გიყვარს ახლა ყველაზე მეტად.. & შენი ბლოგი რადგან შენი ცხოვრების დიიიიიიდი ნაწილია, მოვითხოვ რომ წერო ცოტ-ცოტა ავტო ამბებზეც. & დაბუდას ამბებიც მოყვე შიგა&შიგ.
ოკ
ბუდეტ სდელანო
დიმამ ფერარის ტელეფონი იყიდა
თოვლიი, როგორ მაკლია
გოგო რას უშვები იმ სფინქს რა გინდოდა???:-)რა მაგარი სურათებია,ყინულის დედოფალი ხარ რააა…:)ვიკიკოს სურათები მინდააააა:)