ის რომ ფიტნეს კლუბები, აერობიკები, აუზები და ასე შემდეგ თავის მოვლის დაწესებულებები აქტიურად უნდა შუქდებოდეს ჩემს ბლოგზე, ამაზე 2 აზრი არ არსებობს, ჩემი ბლოგის პირდაპირი თემატიკაა, ამიტომ დღეიდან დაწყებული სულ შემოგთავაზებთ ხოლმე, რაღაც პერიოდულობით ამა თუ იმ სერვისებს.
როგორც უკვე დავწერე, მე პრაიმ ფიტნესში დავიწყე სიარული და შიგადაშიგ აუცილებლად დავწერ ხოლმე ჩემს შთაბეჭდილბებს, სასურველია არ დამეზაროს ვიდეო პოსტების ჩაწერა, რევიუების ან უბრალოდ ვარჯიშების სახით. გარდა ამისა გადავწყვიტე ასეთი რამე: პრაიმ ფიტნესს აქვს მთელი რიგი სერვისები:
აერობიკა
ფიტნესი
საუნა
მასაჟი
აკვა აერობიკა
სამეჯლისო ცეკვები
გადავწყვიტე რომ ყველას დავესწრო თითოჯერ მაინც და მერე დავწერო რევიუები, რომ ჩემმა მკითხველმა ზუსტად იცოდეს სად რას უნდა ელოდოს და რა არჩევანის საშუალება აქვს.
დღეს დავიწყებ გლდანის პრაიმ ფიტნესის განხილვას, სათაურში მითითებული მაქვს პლუსები და მინუსები.
ანუ პრაიმ ფიტბნეს გლდანი – სანამ აბონემენტი აგიღიათ
1. აერობიკა ღირს 50 ლარი 12 გაკვეთილი (ფასი საკმაოდ მისაღებია)
2. არ არსებობს პარკინგის არანაირი საშუალება, 2ჯერ ვიყავი და ხან სად გავაჩერე მანქანა ხან სად, ფაქტიურად დასწრებაზეა
3. დარბაზები არის საკმაოდ სუფთა, ყველაფერს ეტყობა მოვლის ხელი, მაგრამ მაინც დგას რაღაც სპეციფიკური სუნი, რაც აბსოლუტურად ყველა მსგავს დაწესებულებას ახასიათებს, მთავარია ზაფხულში როგორ იქნება
4. შევედი, საკმაოდ ზრდილობაიანი და ყურადღებიანი მენეჯერი დამხვდა, მირჩია ძალიან ძვირფასი ნივთები ჯობია არ ატარო ან თუ მოიტან ჩვენტან შეინახოო, მეც ავიღე და ჩანთა მას დავუტოვე, მანქანაში დატოვებას ალბათ მისაღებში დატოვება ჯობია, მერე გადმომცა ჩემი გასახდელის კარადის გასაღები და გასახდელამდე მიმაცილა
5. აბონემენტის შევსებაში ისედაც ძვირფასი დრო არ დამაკარგვინა, უბრალოდ სახელი და გვარი მკითხა და რომ გამოხვალ მზად დაგხვდებაო.
6. შევედი, საკმაოდ კულტურული გასახდელებია, დიდი სარკით, ფენით და კარადებით, სადაც გამოცვლილ ტანისამოსს ინახავ.
7. კიდევ ერთი მინუსი იყო რომ ცოტა სკამი დევს გასახდელში, რამდენიმე გოგო ერთად რომ იხდიდე, რიგში დგიმა მოგიწევს რომ სკამით ისარგებლო.
8. შედიხარ დარბაზში, სადაც არის დიდი სარკეები, რაც ყველაზე ზალიან მიიყვარს ხოლმე, არისნ შენი თანამოვარჯიშეები და ინსტრუქტორი. დარბაზი ძალიან მომეწონა, მაგრამ არ მომეწონა ძირს დასაფენები, თხელია და როცა ვარჯიშობ მაინც ცოტა დისკომფორტს გიქმნის. გადავწყვიტე ოლდნევიზე იყიდება ეგეთი დასაფენები და გამოვიწერო ჩემთვის და იმით ვიარო. მაგრამ გუშინ ჩვენმა ინსტრუქტორმა შენიშნა რომ ძვლები მტკიოდა ზოგიერთი ვარჯიშის იატაკზე გაკეტებისას და შემომთავაზა მეორესაც მოგცემო
და უფრო რბილად დაწვებიო
9. ვარშიშის შემდეგ შევედი საშხაპეში, არც არავის ველოდე, არც არავინ მიყვიროდა გარედან მალე გამოდიო, გემრიელად ვიჭყუმპლავე ჩემი ახალი ZIAJA -ს ანტიცელულიტური, ფორთოხლისსუნიანი ტანის სკრაბით, გემრიელადვე წავისვი ეივონის ის გამამკვირივებელი გელი, თავისი მასაჟორით, მართლა ძალიან მოსახერხებელია, თან ისმევ თან იმასაჟებ კანს და მშვიდადვე გამოვედი და ჩავიცვი ჩემი სამოსი
––– ისე რომ არავის არ შევუწუხებივარ –––
აი ეს ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, კომფორტი
სამსახურისეული დაღლილობის მერე– არის უმნიშვნელოვანესი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
გამოვედი, აბონემენტიც მზად ქონდა იმ გოგონას, ავიღე, გასაღები გადავეცი, დავემშვიდობე და გამოვკუსკუსდი ლაღი და ბედნიერი…
აი ასეთი ცხოვრება მიყვარს რაააააააა
სურათები ვერ გადავიღე დამრჩა აპარატი






ხოოო მარა გლდანი სასტიკად არ მაწყობს
არადა რა კარგად აღწერე მართლა, მომინდა :X
ე.ი აწი თავისუფალი დრო ოხრად მაქვს, სამაგიეროდ ხელფასი აღარ მაქვს ჯერჯერობით:)))) მაგრამ როგორ მიხარია დასვენებააააა:))))
Taa, maoceb
nel nela saocrad ixveceba sheni blogi
kvelaze magari review aris rac odesme dagiceria
da ai is ro dacere
გადავწყვიტე რომ ყველას დავესწრო თითოჯერ მაინც და მერე დავწერო რევიუები, რომ ჩემმა მკითხველმა ზუსტად იცოდეს სად რას უნდა ელოდოს და რა არჩევანის საშუალება აქვს.
ai es aris kidev dzalian magari gadackvetileba
shen ra shegidzlia ici gaaketo, aerobikaze xom dadixar da chveulebrivi klienti xar
magram tan shegidzlia shexvde magat menejers da shestavazo rom es kvelaferi ufasod mogasinjon rom blogistvis reviuebi gqondes
me mgoni am speroshi shenze uketes blogers egeni ver ipovian
ase rom carmatebebi da mixaria sheni aseti kreatiuli midgoma saqmisadmi
Roisin
რა ხდება? სამსახურიდან წამოხვედი?
ლილიკო
უდიდესი მადლობა კომპლიმენტისათვის
უი, ეს გენიალური დეაა, მითუმეტეს პრაიმის ვაკის ფილიალის მენეჯერი ფორუმზე არის და შეიძლება დაკავშირება მასთან, თანაც ვანახებ ამ ჩანაწერს
კარგი იქნებოდა უფასოდ თუ დავესწრებოდი ამ ყველაფერს
მადლობა იდეისათვის
ხო ორშაბათიდან აღარ ვმუშაობ:))
დიდი მადლობა რჩევა-შენიშვნებისათვის:)გავითვალისწინებთ:)
1) პარკინგი ჩვენი პრეროგატივა არ არის და მართლაც დასწრებასა და გამერთლებაზეა
2) სკამების უკვე შეკვეთილი გვაქვს და მაქს.2-3 დღეში დავამატებთ
3) სპეციფიური სუნი?(think), გამწოვი -ვენტილაცია-კონდიცირება კარგი გვაქვს და მალე დარეგულირდება, ზაფხულმა არ შეგაშინოთ
4) რაც შეეხება პარალონებს, თბილისში მხოლოდ ეგ იყიდება და … რომელ კომპანიებსაც ვთხოვეთ ჩამოტანა, უკეთესი ვერავინ შემოგვთავაზა და ვერც eBay-ზე ვნახეთ კარგები;)ძიების პროცესში ვართ
არ გეგონოთ, თავს ვიმართლებთ და ყველა პრობლემას მოვუძებნეთ ახსნა
მართლა ვცდილობთ, რომ სერვისი გავაუმჯობესოთ და თქვენი რჩევა-შენიშვნების და კომპლიმენტების დახმარებით ამას მარტივად შევძლებთ
მადლობა კიდევ ერთხელ და იმედია, ზემოხსენებულ პრობლემებს მალე გადავჭრით
თეა
დიდი მადლობა თეა
გამიხარდა შენი კომენტარი
თაა
რა შუაშია მაგრამ
ბიდზ.ქომიდან გამოგიწერია რამე?
Dissolved Girl
არა არასოდეს
მაწუხებენ
სამკაულები მიყვარს საყურებლად
სტარებლად ვერა
ფორუმ.გეზე დავრეგისტრირდი მეშველა:)რა სახელიტ ხარ? თაა?
& fashion week catwalk Didi Digomi
Lord Vader
თა
რა მაინტერესებს, ამ ანტიცელულიტურს რომ ისვამ, შედეგი გაქვს რამე?? მეც მინდა რამე მოვსინჯო, მაგრამ რავიცი, არავინ აქებს… და კიდევ: ყოველდღე მოხმარება შეიძლება მაგისი?
ჰოდა , რა შუაშია მაგრამ, რამდენიმე რამე მაინტერესებს და ბარემ ერთად გკითხავ რა… სულ მაინტერესებს ხოლმე და მეზარება დაკომენტება, არ იფიქრო, რომ შენს რჩევებს არავინ ითვალისწინებს ან რაღაც… მე პირადად, ძალიან წამადექი რამდენიმე საქმეში…
აი, ეხლა რა მაინტერესებს:
შენი რჩევით ვიყიდე კლინიკის კოსმეტიკა, კაკრაზ მაგ დროს ვეძებდი რა მეყიდა და რომ წავიკითხე ანტიალერგიულიაო, ეგრევე წავედი და ვიყიდე მაგისი რაღაცები და ძალიან მომწონს, სო ფარ.. მაგრამ: აი ტონალურს რომ ვისვამ, მაგის შიგნით რა შეიძლება წავისვა ხომ არ იცი?..
ეგ ერთი და მეორე, ცოტა სულელური კითხვა მგონი:
აი საღამოს, მაკიაჟს რო ვიშორებ ხო.. და რძეს ვისვამ, მაგის მერე კიდე უნდა იმ სახის საპნით დაბანა, თუ საკმარისია მარტო რძე?..
მე მგონი ჩამოვაყალიბე სწორად …
Pingback: წლის გაკვეთილი პრაიმ ფიტნესში
გამარჯობა
რა მაინტერესებს იცით? გლდანში რა ადგილას არის ზუსტად ვინმემ რომ მითხრათ შეგიძლიათ?
lalaa
რაღაც სავაჭრო ცენტრია, ქვემოთ პოკერები
და მაგის თავზეა
და ვაკის პრაიმ ფიტნესის აერობიკის აბონიმენტი რა ღირს ხო არ იცით მადლობააა
ეფემია
არ ვიცი სამწუხაროდ აღარ დავდივარ
გლდანის ფილიალში დავდიოდი და პირობები მართლაც ძალიან კარგია, ერთადერთი ნაკლი ის აქვს რომ აუზი არ არის