როგორც იქნა …………..

მეღირსა, რასაც ქვია

გავაღწიე ყოველდღიურობიდან, ბავშვი გადავაბარე მამიკოს და ბებიკოს და დროა ჩემს თავსაც მივხედო. კვირაში 3 დღე ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 7საათზე პრაიმ ფიტნესის დარბაზი მელოდება ხოლმე, თავისი აერობიკის ინსტრუქტორით.

  ბავშვი რომ გავაჩინე, მესამე თვიდანვე მინდოდა დაწყება, მაგრამ იმის გამო რომ ვიკიკო ძალიან მტირალა იყო ვერავინ ვერ იტოვებდა, ახლა ცოტა დაჭკვიანდა და მეც შემიძლია მშვიდად ვივარჯიშო.

  ბოლო 1 თვე აქტიურად ვეძებდი ადგილს თუ სად მევარჯიშა, ისე რომ მაქსიმალურად მოსახერხებელი ყოფილიყო ჩემთვის. ბევრი კლუბი და მინი სპორტული დარბაზი მოვიარე და ბოლოს მაინც აქ შევჩერდი. იქ სადაც ადრე ვვარჯიშობდი, ძალიან მაგარი ინტრუქტორი გვყავდა, 1 საათი და 20 წუთი გვავარჯიშებდა და სიქას გვაცლიდა ხოლმე, მაგრამ იქ ელემენტარული კომფორტი არ იყო, საშხაპე სულ 2 იყო, ვვარჯიშობდით 9-12 ადამიანი და სულ რიგებში და დასწრებაზე ვიყავით ხოლმე.

აქ რომ მივედი ყველაფერი ეს დავათვალიერე და საშხაპე ჩემდა სასიხარულოდ იმდენია, მოვარჯიშე რომ არ არის, შედი და თუ გინდა 2 ცალში ერთად გადაივლე :)

  თავიდან ვაკის პრაიმში მინდოდა სიარული აკვა აერობიკის და აუზის გამო, მაგრამ ძალიან მოუხერხებელია ჩემთვის ტერიტორიულად, აქ სამსახურიდან გამოვალ და 5 წუთში გლდანში ვარ ხოლმე :)

ეს არის შესავალი დიდი პროექტისა, რომელიც დიდი ხანია გეგმაში მქონდა, პროექტი არის ფარგლებში “სად მოვუაროთ თავს, ვინ რას და რა ფასად გვთავაზობს”  ასე რომ stay with me და ტქვენ გაიგებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას.

7 Responses to “Prime Fitness”

  • ფორუმ გოგო says:

    ძალიან კარგი დასაწყისია, მე ძალიან მინდა აკვაერობიკაზე სიარული. და გამეხარდება ნებისმიერი ინფორმაცია ასევე გამოცდილება ამის შესახებ, რამდენად ეფექტურია და ასე შემდეგ

  • ნინო says:

    მე ვაკის პრაიმში დავდივარ,შევიძინე აქუა აერობიკისა და ფიტნესის აბონიმენტები ერთად :) ხოდა, ფიტნესზე ფასდაკლებაც მივიღე:)

    ძალიან კმაყოფილი ვარ, კი არის რთული ბილიკზე 8-10 კმ-ის გარბენა, თუმცა … ნელ-ნელა ვეჩვევი და ნაკლები რომ ვირბინო,ის დღე დღედ აღარ მიმაჩნია :D

  • შენი პროექტი მომწონს.

    ვარჯიშისა კიდევ მშურს შენი. ბავშვს გავაჩენ თუ არა უნდა დავიწყო ინტენსიურად. აკვა აერობიკა მიზიდავს ძალიან. მაგრამ აქ, ამერიკაში ძალიან ძვირია ეგეთი რამეები. ვნახოთ. მაინც უნდა ვიარო :P

  • ლილიკო says:

    varjishi da zogadad janmrteloba kvelaze sauketeso kapitaldabandebaa adamianisgan

    ase rom ar daishuro tanxebi sanam axalgazrda xar da sheni organizmi kvelanair datvirtvaze mogkveba

    da imedia bevri mimbazveli gamogichndeba, imitom rom cota asakshi rom shexvalt organizmi madlobas gadagixdis imit rom mudam mxned iqnebit

  • Taa says:

    ლილიკო

    varjishi da zogadad janmrteloba kvelaze sauketeso kapitaldabandebaa adamianisgan

    მეც ეგრე ვფიქრობ და ზოგადად აქტიური ცხოვრების მომხრე ვარ :)

  • tato says:

    gamarjoba :) ketili iyos chemi klaviatura shens blog-ze. erti kitxva maqvs, sad sheidzleba price list-is naxva?

    xo da kidev didi madloba amdeni kargi rchevistvis :)

  • Taa says:

    tato

    გაიხარე, დიდი მადლობა კომენტარისათვის
    მათ საიტზე შედი და ფასები წერია
    რაც ვიცი იმას დაგიწერ: გლდანში
    აერობიკა – 50ლარი
    იოგა -60 ლარი
    ფიტნესი -100 ლარი

Leave a Reply

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
January 2010
M T W T F S S
« Dec   Feb »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031