Archive for February, 2010
მოცეკვავე ვიკიკუნა
მაპატიეთ ცუდი ხარისხისთვის, მობილურით არის გადაღებული
რადგან დრო ცოტა მაქვს რომ რამე პროდუქტიული პოსტი დავწერო, ან რამე სიახლე, ამიტომ უბრალოდ ცოტას გავიმარიაჟებ …
მარიაჟობა სულაც არ არის უბრალოდ ჩემი გარდერობის სიახლეებს გაგაცნობთ, თუმცა უმეტესობა მაინც ეგრე აღიქვამს
whatever …
ვიწყებ OLDNAVY – თ, ორი საზაფხულო მაისური, ე.წ. T-shirt
თითქმის სამი კვირაა არ ვყოფილვარ სალონში, ვერ ვიცლიდი ხოლმე კვირაობით, თან თოვლი იყო და მერჩივნა ვიკიკოსთან ერთად გამეტარებინა კვირა დღეები.
მაგრამ გუშინ რაღაც ძალიან მომინდა თავისთვის მიმეხედა განსაკუთრებულად, ტან ამინდიც ისეთი იყო. ვიკიკო კანდელაკზე იყო ბებიასთან და მე წავედი ჰეარჰაუსში.
ძალიან მაგარი იყო, ძაან მეგობრული დახვედრა და უამრავი სიახლე გავიგე. ინტერიერშიც რაღაც სიახლეები ქონდათ და მომსახურებაშიც.
პროვოკაცია
თემა, რომელიც ყოველდღიურობაში ძალიან აქტუალურია
თემა რომელიც რეკლამის სფეროშიც უზომოდ აქტუალური გახდა
გადახედეთ დიზელის ახალ სარეკლამოს კამპანიას
მაგრამ ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით რაც Armani Exchange-მა მოაწყო თავის ვიტრინებში ვალენტინობაზე.
რეკლამამ საყოველთაო აღშფოთება გამოიყვია მაცხოვრებლებს შორის
მაგრამ თავისი მიზანი 120%-ით გაამართლა
” share the love, change the couples” & ვუოლაააააააააა
ხო, ეს ისე
შაბათს ღამე მე და დიმა ბამბა რუმსში ვიყავით და იქ გაჟღერდა, ვალენტინობა იყო და მაგიტომ.
იმდენი ხალხი იყო რომ ტევა არ იყო, წაგვლეკეს მე და დიმა, გადაგვლეკეს
გარეთ იმხელა რიგი იდგა რომ გავიყინე სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა. ბოლოს შევაღწიეთ და ვერსად ვერ დავჯექით, ყველა ადგილი დაკავებული იყო
მაგრად გამისწორდა საპნის ბუშტები, ჭერიდან იფრქვეოდა ხოლმე შიგადაშიგ, ეგრევე ვიფიქრე ვიკიკოს უნდა ვუყიდო მეთქი. მერე კიდევ ამური გოგონა მომეწონა, შუა ოთახში ამაღლებულზე იდგა და ისრებს ისროდა, და კიდევ go go dancer-ები, ძალიან მომწონს ხოლმე ეს გოგოები, მაგრად უხდებიან კლუბს, აი საოცრად, მართალია ბამბაში საკმაოდ პატარა ადგილია მათთვის მაგრამ მაინც…



