ჯერ კიდევ კვირას მინდოდა ამ პოსტის დაწერა ცხელ-ცხელ შთაბეჭდილებებით, მაგრამ ვერ მოვახერხე და ახლა ვწერ. ეს პოსტი არის გაგრძელება ჩემი პროექტისა, მაგრამ ამ თემაში ისევ წყნეთის “კოპალას” განვიხილავ.
შაბათს ვიკიკოს მამიდან და ბებიამ სურპრიზი გაგვიკეთეს მე და დიმას და ბავშვი დაიტოვეს მთელი ღამით, შესაბამისად ჩვენც მოგვეცა საშუალება საკმაოდ გვანამდე გავჩერებულიყავით სადაც გვინდოდა.
არჩევანი “კოპალაზე” გავაჩერეთ, წავედით მაკდრაივში, ვიყიდეთ 4 ბიგმაკ მენიუ 2-ის ფასად, 4ნი ვიყავით: მე, დიმა, ხატია და გიო. გემრიელად ვჭამეთ და დავაწექით წყნეთისკენ, პირველად ვიჯექი წყნეთის გზაზე საჭესთან და მიუხედავად ალაგ-ალაგ მოყინულებისა, საკმაოდ იულ გზად მომეჩვენა. არადა ბევრისგან გამიგია რომ საკამოდ რთული და ცუდი გზა არისო.
მივედით, ჩავიცვით ბოულინგის სპაციალური ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მომწონს. ამოვიცვით ბახილები და შევედით. მე თავიდან ცოტა ცუდ ხასიათზე ვიყავი, დიმამ გამაბრაზა
და ვერ ვთამაშობდი. მერე ნელ ნელა მოვედი ხასიათზე.
სიტუაცია ბოულინგ კლუბში არის ძალიან კარგი, ძალიან ყურადღებიანი მომსახერე ადმინისტრატორი და ტექნიკოსი. მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი მიმტანებზე, ცოტა გაბნეულები არიან. ესპრესო არ ქონდათ, რაც ამხელა კლუბისთვის ცოტა არ იყოდ და დიდ მინუსად მომეჩვენა, თურქული ყავა შევუკვეთეთ და ისეთი საშინელება მომიტანეს, ბოდიშით და ცოტა მაკლდა გადმოფურთხებას.
მოკლედ ყავა არ დალიოთ თურქული, მოითხოვეთ მხოლოდ ესპრესო.
ინტერიერი არის ძალიან მიმზიდველი, ხალხი დადის საკმაოდ ნორმალური, დადიან ოჯახებით, ბავშვებით, დარბაზი აღჭურვილია ბრანსვკის ტექნიკით, ეს უდიდესი ბრენდია სათამაშო ბიზნესში, ჯერ კიდევ ჩემი ბილიარდული წარსულიდან ვიცნობ ამ ბრენდს ძალიან კარგად.
არ შემიძლია არ აღვნიშნო საოცარი სითბო და სისუფთავე თავად შენობაში, რაც საკმაო სიმყუდროვის განცდას იწვევს, მინდა აუცილებლად აღვნიშნო ასევე ის, რომ იქ სადაც გიო და დიმა მაგიდის ფეხბურთს თანაშობდნენ მოგვიანებით, იქ საბავშვ მაღალი სკამებიც იყო, ეს ძალიან გამიხარდა, ბავშვსაც უპრობლემოდ წაიყვან თუ მოგინდება და დასვამ იმ სკამზე და გაერთობა თვითონაც, მიუხედავად იმისა რომ დარბაზში სიგარეტს ეწევიან, არ დგას შემაწუხებელი სუნი, შესაბამისად ვინტილიაციაც კარგი აქვთ.
ბოულინგის მერე ჩვენ სათამაშო აპარატებთან გადავინაცვლეთ. ოოოოო აი მანდ იყო ნამდვილი ადრენალინების ფრქვევა, რამდენი ჟეტონი ვიყიდეთ და რამდენჯერ ვეღარც ვაკონტროლებდით. მე RX7 -ით და Mitsubishi Eclipse-ით ვგონკაონდი, ხატია Honda Civic-ს არ ღალატობდა
. ვირჩევდით სხვადასხვა ტრასებდ და ჭკუაზე არ ვიყავით. ბოლოს დავასკვენი რომ ეს მანქანა რომ მქონდეს სახლში ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი
ამის მერე ბილიარდის თამაშიც გვინდოდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო, ბოულინგს ისე შევყევით რომ 2 საათი ვიტამაშეთ, მერე ეს აპარატებიც და საკმაოდ დრო გავიდა. თან საკმაოდ დაღლილები ვიყავით უკვე. ძალიან გვინდოდა იქვე დარჩენა, იქ ნომრებიც არის, მაგრამ მაგდენი ფული აღარ გვქონდა დარჩენილი. 25 ევრო ღირდა ყველაზე იაფი ნომერი.
მე უცებ გამახსენდა რომ აუზზე მინდოდა სიარული და რომ მათ აუზიც აქვთ და სასწრაფოდ ავქანდით ზევით რისეპშენში და მოვითხოვეთ აუზის ჩვენება.
მიმღებში მომუშავე ბიჭმა გაგვიღი აუზი, რომელიც უკვე დახურული იყო. შევედით- 2,5 მეტრი სიღრმის და 17 მეტრ სიგრძის არისო, იქვე არის ტრენაჟორები და საუნა რომელიც აუზის აბონემენტის ფასში შედის, იქვე არის სოლარიუმი, რომელსაც ცალკე იხდი და 2 ლარი ღირს წუთი.
რაც შეეხება აუზის აბონემენტს, 1 საათი ღირს 15 ლარი, 1 დღე 60 ლარი და 1 თვიანი = 12 შესვლა 180 ლარი, რომელიც შეგიძლია 2 (ან მეტ) ადამიანზეც გადაანაწილო. ეს ბოლო პუნქტი განსაკუთრებით მომეწონა და გადავწყვიტეთ რომ მარტში ან მაქსიმუმ აპრილში დავიწყებთ სიარულს წყნეთის აუზზე. მოკლედ შაბათს ძალიან გემრიელი და საინტერესო რამე გვქონდა.



წყნეთის აუზზე თუ დააპირებ ნამდვილად შემოგიერთდებით
Candy
სიამოვნებით შემოგიერთებ
დაა, ცუდია რო თვითონ თბილისში არაა მსგავსი კლუბები. ისე რატო არ ხსნიან? ნუთუ ვერ ხვდებიან რო არი ბევრი მომთხოვნი? მითუმეტესს კარგ სერვისს და მეტნაკლებად ხელმისაწვდომელ ფასებს თუ დაადებენ საერთოდ მაგარ მოგებაში დარჩებიან! …თაათ, შენ რომელიღაცა პოსტში დაგიწერია, მახსოვს რო მომავალში მიზნად გაქვს დასახული საკუთარი ფიტნესს კლუბის გახსნა;) ასერომ ყველაფერი წინაა:)) დარწმუნებული ვარ არ დაუშვებ ეგეთ რამეს,რო ესრესსოც კი არ გქონდეს მენიუში:) აი შენნაირი პიარ მენეჯერი კი ჭირდება ზუსტად ეგეთ საქმეს;)
მშვენიერი დღე იყო
მაგრად გავერთე მაგრად ვისიამოვნე და მაგრად ვიხალისეე და რაც მთავარიაა დიდი ხანია სიამოვნებით არ დავღლილვარ და აიი ამ დღეს დავიღალე
მარტში აპრილში იმედიაა უფრო დავიღლებით ხომლეე თაა ….. კვირა დღეს ავისეირნოთ ხოლმეე
…… აიი გართობა რასაც ქვიაა მიყვარს რაა თქვენთან ერთად…..
იმენა ვკაიფობ დაა იმენა ვერთობი ხოლმეე …. შემოგევლეე
თა 2 ან მეტ ადამიანზე გადაანაწილო როგორ ეგ?
წყნეთშI სიარულიტ გავიწეწები, თორე მეც ვივლიდი გაზაფხულიდან, ისედაც უდნა შევიდე სადმე.
antimelancholy
ანუ, 180 ლარი ღირს 12 შესვლა, თუ 2 ადამიანი გაინაწილებთ შესაბამისად შეხვალთ 6ჯერ და ძალიან მოსახერხებელია, ჩემნაირი დაკავებული ადამიანისათვის
მანქანიანი გინდა ვინმე, მაგალითად მე
@თათია
ბოულინგი იყო მარა ვერ გაქაჩა.
ახლა იქ თი-ბი-სი ბანკია და იქ თამაშობენ ბოულინგს.
ეგ კი არა რამდენიმე საბილიარდოც დაიხურა.
Lord Vader
რომელი საბილიარდოები დაიხურა?
მე არც კი ვიცოდი
მე ხშირად ვთამაშობ ბილიარდს
ძალიან მიყვარს, მაგრამ დახურვის შესახებ არ გამიგია
Taa გენაცვალე
თქვი, როცა დააპირებ… ჯერ არა ოღონდ, ინგრევა გარეთ ყველაფერი, რა უბედურებაა : P : P
ბოულინგმა იმიტომ ვერ გაქაჩა რომ უძვირესი იყო.. & თან დიდად არ არის საქართველოშI პოპულარული..
თუმცა ზაფხულშI დადიოდა ხალხი მაინც.
აუზზე სიარული მეც მინდა . ცურვის სწავლა მინდა კომპლექსი მაქვს არ გამომივიდა და ეხლა ვერ მოვისვენებ სანამ ცურვას არ ვისწავლი მერე კი ალბათ დავიკიდებ მაგრამ ახლა მაწუხებს ეგ ამბავი .
mr.picasso ცურვაზე ადვილი და მაგარი რამე არ არსებობს დამიჯერეე
ტაკ შტო არაფერია სანერვიულო და დასაკომპლექსებელი
ცურვა ისეთი რამეა რაც მეტს ინერვიულებ მით უარესად გამოგივა
უნდა მოეშვა და პროსტა იკაიფო ….
კარგი იქნებოდა უფრო მეტს რომ წერდეთ გასართობ ადგილებზე