რადგან დრო ცოტა მაქვს რომ რამე პროდუქტიული პოსტი დავწერო, ან რამე სიახლე, ამიტომ უბრალოდ ცოტას გავიმარიაჟებ …

მარიაჟობა სულაც არ არის უბრალოდ ჩემი გარდერობის სიახლეებს გაგაცნობთ, თუმცა უმეტესობა მაინც ეგრე აღიქვამს

whatever …

ვიწყებ OLDNAVY – თ, ორი საზაფხულო მაისური, ე.წ. T-shirt

ცისფერი უსაყვარლესი ბოტასები, ისეთი ლამაზია ფეხზე, რო სუნთქვა შემეკრა რომ გავხსენი და დავინახე. ძალიან ძალიან რბილი და მოხდენილი ბოტასებია, ერთი სული მაქვს როდის ჩავიცვამ სპორტ დარბაზში.

Light blue OldNavy sneakers

სპორტული ჩანთა, ჩემი სავარჯიშო ნივთების სატარებლად

და პირველად ცხოვრებაში ინტერნეტით გამოწერილი ჯინსი. ეს OldNavy-ა, ამას წინათ ვცადე AMERICAN EAGLE-ში შემეკვეთა 2 ცალიჯინსი, ორივე ძალიან მომეწონა, შეკვეთა მიიღეს, ფული დამიბლოკეს ბარათზე და მეორე დღეს მწერენ თქვენი ქვეყნის ბარათებს არ ვიღებთო, ძალიან მეწყინა, ძალიან მომწონდა ის ჯინსები. მერე ცნების ქალმა დამპირდა მე გამოგიწერ პეიპალითო, მაგრამ სანამ ჩვენ თავი მოვაბით ყველაფერს, ყველაზე მრტად რომელიც მომწონდა ის ჯინსი გათავდა :(

იმედია კარგად მექნება ეს ჯინსი, მომწონს, არ მიყვარს ბუტილკა და მოტკეცილი ჯინსები.

შემდეგი არის ანნე მიშელის ფეხსაცმელები, ძალიან მაგარი სახელი აქვს “გლამურ ფამფ” ქვია, უზომოდ მომწონს ესეც და ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა,. ესეთივე ოქროსფერია

და ბოლოს ამაზონზე ვნახე ძალიან საყვარელი სეტი, ეს იყო ესტე ლაუდერის პატარა ჩანთა, კაკრას შავი ჩანთა არ გამაჩნია არც ერთი ცალი და ჩანთას პლიუს რამდენიმე კოსმეტიკური საშუალება.

მოკლედ ნაწილი უკვე ჩამოვიდა და ნაწილს ველოდები, ჯერ ჯერობით რაც ჩამოვიდა ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ზომებშიც ყველაფერი იდეალურად ზის.

მაგრამ ამერიკული ინტერნეტ მაღაზიების ის მომენტი არ მიყვარს რომ L-ის ზემოთ ზომის რაღაცეები ყოველთვის უფრო მეტი აქვთ ხოლმე და პატარა ზომები ყოველთვის ყველაფერი მალე თავდება. იძულებული ვარ ხოლმე თუ რაღაცა ძალიან მაგრად მომეწონება უცებვე შევუკვეთო რომ ზომები არ გავუშვა ხელიდან …

მოკლედ ვინც ჩემნაირი “ავადმყოფი” ხართ, წარმატებულ შოპინგებს გისურვებთ …

18 Responses to “სიახლეები გარდერობში”

  • ბოტასები და მაიკები რა მაგარია! ახალ შენაძენებს გილოცავ თათ

  • khatiaa says:

    აუ თათა ae ჩვენ ბარათებს არ იღებს? :( არადა ჯინსი მინდოდა. ეგ ბოტასები ძალიან მომწონს, თვალი მაქვს დადგმული :)

  • khatiaa says:

    მშვიდობაში ყველაფერი :) ფეხსაცმელი მაინტერესებს მაგრად რომ ჩამოვა

  • 13thCinnamon says:

    ვარდისფერი ჩანთა <3 ძალიან მომეწონა. ესტე ლაუდერის ნაკრები <3 კმაყოფილი დარჩები. მე ადრე კოსმეტიჩკიანი ნაკრები გამოვიწერე იმავე ამაზონიდან და კმაყოფილი დვრჩი.
    გლამუღღღღღ პამპ – სიმპო.
    :)

  • ბოტასები,მაიკები და ის სპორტული ჩანთა რა მაგარიააააა:)ვაიმე გული დამეწვა.ის ოქროსფერიც ძაან მაგარია.მოკლედ გაზაფხული გჭირდება მალე

  • კუდა says:

    ბოლოს რაც გამოვიწერე, ან დიდი იყო ან პატარა და მას შემდეგ აგერ უკვე 3 თვეა არაფერი გამომიწერია :)

  • ნუ says:

    ოქროსფერი ფეხსაცმელი არის მსუბუქად რომ ვთქვა ”კოშმარი”. sorry

  • ესტე ლოდერის (თუ ლაუდერის) ჩანთა მაგარია, ვგიჟდები ამ ბრენდზე. სუპერ!

  • Lord Vader says:

    მოტკეცილი ჯინსები გოგოზე ზოგადად მაგარია.
    ნუ თუ თლა უტრაკო არაა…
    P.S.
    ისე, ცარიელა ტრაკი თუა, ისიც არ ვარგა.

  • დავეცემი მეც მალე ოლდ ნავის თავზე : ) ყველაფერი მომეწონა, ოქროსფერის გარდა-მაღალქუსლიანი ჩემი სტილი არ არის

  • Kate says:

    მშვიდობაში.
    ხოდა მეც ეგრე მიყვარს გამოწერა.
    ფული იყოს და გამოწერას რა უნდა :D

  • jellyboss says:

    რა ზომა გაქვს ფეხი? :)

  • Taa says:

    ნუ

    შეგიძლია არამსუბუქ ფორმებში თქვა, არ მეშინია კომენტარების :)
    მე მომწონს და იმიტომ ვიყიდე, ვფიქრობ რომ ზაგრიან ფეხს ძალიან მოუხდება …

    jellyboss
    37 მაქვს :)

    მადლობა ყველას ვინც მომილოცა

    Lord Vader
    ხო, ვიცი რომ უხდებათ, მაგრამ მე არ მიყვარს რატომღაც
    კოჭთან მოწებებული შარვლები არ მიყვარს,

  • taknatuna says:

    ქართულ ბარათებს იღებს oldnavy? .

  • ნუ says:

    Taa, მაპატიე ჩემი უხეშობა! : )
    მოგიხდება ნადმვილად :)

  • Sweet says:

    ბოლო სეტის ლინკი მომწერე რა. მომეწონა და დიდი სიამოვნებით შევხედავდი აღწერას…

  • ლილიკო says:

    ai, carmoidgine

    aqve vcxovrob da oldnevis magaziebshi namkopic ki ar var

    chacmaze ar maqvs didi motxovnilebebi, mahram ai tavis movlebis magaziebshi shemidzlia saatobit viaro xolme

    am bolo dros SEPHORA`-s magaziebs shevechvie dzaan, momcons mati produqcia

    kargi ragaceebia, mshvidobashi

  • ლიკა says:

    OLDNAVY მიყვაარს ❤

Leave a Reply

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
February 2010
M T W T F S S
« Jan   Mar »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728