გუშინ პრაიმში :)

გუშინ, იმდენი გვავარჯიშა შორემ რომ დღემდე მტკივა მკლავები.

ხოდა დღესაც რომ ვიგრძენი ეს ტკივილი გადავწყვიტე პოსტიც მივუძღვნა,   საერთოდ მკლავები ეს ის საკითხია,   რომ უმეტესობა ყურადღებას აქცევს,   რა ჯობია, ლამაზ,  თხელ და ოდნავ დაკუნთულ მკლავებს.

ყოველთვის მომწონდა მადონას მკლავები, კუნთიანი და მუდამ ნავარჯიშევი

ხოდა, ყოველთვის სადაც არ დავდიოდი ხოლმე აერობკაზე, დიდი ყურადღებას ვაქცევდი ხოლმე მკლავების ვარჯიშს.

გუშინ, ისევ სირბილით გავქანდი სამსახურიდან პრაიმ ფიტნესში, ისევ ძლივს დავაყენე მანქანა, ისევ ცოტა დამაგვიანდა… მაგრამ ცოტა გახურების მერე შორენამ რომ გვითხრა აბა განტელები აიღეთო, სულ დამავიწყდა ეს დეტალები. ძალიან ძალიან ბევრი ვივარჯიშეთ, ძალიან გემრიელად, მიყვარს ეს ვარჯიშები, რაღაცნაირად ძლიერი მგონია ხოლმე თავი. ხოდა მადლობა შორენას რომ ზრუნავს ჩვენი ხელების სილამაზეზე …

ძალიან მინდოდა სურათები გადამეღო ვარჯიშის პროცესში, ან ვიდეო მაინც. მაგრამ ვერ ვახერხებ ხოლმე. არადა ძალიან მინდა რომ ჩემს ბლოგზე იდოს ეგეთი რამეები, სამომავლოდ აუცილებლად გადავიღებ და დავდებ.  ვარჯიშებს ვაკეთებდით დაწოლილები, როგორც სურათზეა და ბევრად უფრო ეფექტური დამოდგა. ადრე ძველ კლუბში, განტელებით ვარჯიშებს სულ ფეხზე დამდგარი ვაკეთებდით და რაღაც არ მახსოვს რომ ოდესმე მტკენოდეს ხელები. ეხლა კიდე მიუხედავად იმისა რომ ბავშვსაც სულ ხელით დავატარებ ხოლმე, მაინც იგრძნო ჩემმა ხელებმა ვარჯიშის ძალა.

მოკლედ ბედნიერი ვარ და ყველას გირჩევთ აუცილებლად ივარჯიშეთ, ყველას ვურჩევდი შორენასთან ვარჯიშს, თუ არადა ვიდეოს ვდებ და სახლში მაინც ივარჯიშეთ, რომ ზაფხულში მოკლე მკლავებიან მაისურებში ლამაზი მკლავები ჩანდეს.

Comments

comments

3 thoughts on “გუშინ პრაიმში :)

  1. Natalia says:

    მკლავებს მეც დიდ ყურადღებას ვაქცევ : ) ზაფხულში ჩემით ვვარჯიშობ ხოლმე, ძალიან მომწონს მკვრივი და ოდნავ დაკუნთული რომ მაქვს : )

    ზაფხულში ყოველთვის ვაკვირდები გოგოებს მკლავებზე 😀 ხოდა, ცოტაზე თუ მინახავს ვარჯიშის კვალი 😛

  2. khatiaa says:

    ხვალ მოვდივარ თათა. გიო გეტყოდა ჩემს საპატიო მიზეზებს 🙂
    ხვალ ვაპირებ გადავუღო სურათები პრაიმ ფიტნესს და დავდო ჩემ ბლოგზე. ერთი სული მაქვს ხვალამდე.

  3. Lord Vader says:

    რომ იცოდე, რამდენი მამაკაცი ოვნებობს შორენასთან სავარჯიშოდ მოხვედრაზე. მარა, სადაა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *