FashionMothers of 1920

FashionMothers of 1920 – ძალიან წარმატებული პროექტი, უდაოდ 🙂

იდეა დაიბადა პირველ შეკრებაზე, მაგრამ იდეა არა უშუალოდ ფოტოგადაღებებისა, არამედ იმისა რომ კარგად ვართ ერთად, კარგად ვგრძნობთ თავს და ხშირად შევიკრიბოთ ხოლმე.

მერე გადაწყდა თარიღი და თეას იდეა იყო, რომ გავცდენოდით ბანალურობას და რამე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი საღამო გაგვეკეთებინა. ხოდა გადაწყდა, ვაკეთებდით ფოტოსესიას a la 1920 …

ფოტოები უნდა გადაეღო ანიას, მაგრამ ბოლო დღეს აღმოჩნდა რომ არ ეცალა სტუდიას, ამიტომ ჩვენი ძალებით შევუდექით გადაღების ორგანიზებას, ჩავბარგდით, ჩავალაგეთ მტელი ტანსაცმელები, რომლებიც თუნდაც ოდნავ მაინც ახლოს იყო იმ პერიოდის სამოსთან და ერთ თოვლიან და ცივ დღეს, თბილი და გემრიელი საღამო მოვიწყვეთ თეასთან სახლში.

განსაკუთრებული მადლობა თეას უმაგრეს დედამთილს, ძალიან მაგარი ქალია, ჩვენსავით მაგრად იხალისა, დიდი მადლობა თეას ქმარს და პატარა სანდრის, რომელიც დამატებით მაგრად გვახალისებდა.

ყველაზე დიდი მადლობა ანუშკას, რომელმაც არ დაიზარა 5 გიჟქალას გაძლება და ხალისით გვიღებდა სურათებს.

ყველაზე მაგარი იყო დასაწყისი, 5-ივემ ჩვენი სამოსი ამოვყარეთ თეას საწოლ ოთახში საწოლზე და მერე ვიქექებოდით ვის რა გვინდოდა რომ ჩაგვეცვა. ეს იყო ყველაზე მაგარი პროცესი

სურათები უნდა გადაგვეღო სხვადასხვა სამოსში პერიოდულად, პირველი “ზახოდი” ჩავიცით და გადავედით მერე მაკიჟზე :

კოკო “თეო” შანელ – ულამაზესი

NITSA  გვანცი

თვით ქალი ოცნება – თეა


და ეკა, ქალი ბრეიკი 🙂

მე უკვე მაკიაჟით ივედი, ამიტომ ჩემი სურათის ნაცვლად ამას დავდებ:

გადაღებებზე ვიყავით დაახლოებით 4 საათამდე, გამოვიცვალეთ უამრავჯერ, გადავიღეთ 400მდე სურათი, ვსვით უამრავი ყავა და მოვწიეთ უამრავი სიგარეტი და რეზუმე:

უმაგრესი დღე იყო, ძალიან ძალიან ვიხალისეთ და ბევრი ვიღადავეთ.

მერე მგლებივით მოშიებულები დავეცით ფიორინოს და გადავჭამეთ პიცები და სპაგეტები.

უდიდესი მადლობები გოგოებს,ძალიან ლამაზი საღამო გვქონდა

TO BE CONTINUED …

ეს გოგოების ფეისბუქებიდან ამოკრეფილი სურათები, ხვალ დავდებ ორიგინალებს სახლიდან 🙂

მომავალ შეხვედრამდეეეეეეეეეე

Comments

comments

10 thoughts on “FashionMothers of 1920

  1. თეა says:

    არა თა, ამაზე გაჩერება არ შეიძლება :))))) ვიწყებთ მზადებას შემდეგისათვის :yes:

  2. niniana says:

    ძალიან ლამაზები ხართ,
    მართლა ვისიამოვნე სურათების დათვალიერებით

  3. Lord Vader says:

    საუკუნის ნოსტალგია 🙂

    პატარა “დაძველება” აკლია PSP-ში და ვერც გაარჩევ.

  4. Sophie Golden says:

    WOW!
    კოკო “თეო” შანელი მართლა ძალიან ლამაზი ქალია, უმიმზიდველესი და სასწაული ღიმილი აქვს.

    მიყვარს ასეთი პერიოდის სურათები.

    პ.ს. და ის ლამაზი ქერა გოგო კიდევ “ჰაუსში” რომ თამაშობს, ჯენიფერ მორისონი იმას ჰგავს რაღაცნაირად 🙂

  5. თათია says:

    ვაფანატებ ეგეთ სურათებზე! ყოჩაღ თქვენ;) კარგად გაერთეთ! ძალიან ლამაზი გოგოები ხართ ყველანი! თაა, რა კაბა გაცვია ის წითელი? კარგად არ ჩანს პროსტა. რომ ამბობდი წითელი ფერი არ მიყვარს და არ მიხდებაო- მე ორივე ხელით გედავები მაგაში:)) მაგრათ გიხდება მპუაა;) კიდე დააგდე რა მერე სურათები!
    …ისე მე ფოტოხელოვნების პროფი კურსებზე ჩავეწერე (დათომ саNоN 50D მაჩუქა დაბ დღეზე), ხოდა 2 თვეში გამოცდას თუ ჩავაბარებ სერტიფიკათსაც მომცემენ დაჟე და როდესაც ჩამოვალ უდიდესი სიამოვნებით ჩაგიტარებ ფოტოსესიას;))

  6. Taa says:

    თათია

    რა მაგარი დათო გყააააავს
    თათი, როდის აპირებთ ჩამოსვლას?
    რას შვება პატარა დახატული? ძალიან მენატრებით

  7. თათია says:

    ჩვენც გვენატრებით, ვიკოკოს როდის ვნახავთ ერთი სული მაქ! ზუსტად ვერ გეტყვი ჩემო კარგო, მაგრამ ზაფხულში რო მაქეთ მყავდეს ბავშვი ძალიან მინდა! დათო კიი ჯიგარია:)) მაგარი სიურპრიზი მომიწყო! სოფი კარგად არის, ხელთა და ხელთ შუა იზრდება. ცოტა კი შემაშინა ამ დღეებში ძაან ახველებდა, მაგრამ უცებ გამოვიყვანე მდგომარეობიდან.
    …სურათებთს რაც ეხება- ალბათ ყველა Fეშენმაზერი ოცნებობს მაგაზე- როდის ჩაიცმევს ისევ ესეთ ლამაზ წითელ ლიფჩიკს;)))

  8. ლილიკო says:

    მერე გადაწყდა თარიღი და თეას იდეა იყო, რომ გავცდენოდით ბანალურობას და რამე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი საღამო გაგვეკეთებინა. ხოდა გადაწყდა, ვაკეთებდით ფოტოსესიას a la 1920 …

    BRAVO TEA – ORIGINALURI IDEISATVIS
    BRAVISSIMO GOGOEBO – UBADLO SHESRULEBISTVIS

    MOVIXIBLE TQVENIT 🙂

  9. პეპი says:

    ოხ,რა სიამოვნებას ვღებულობ ამ სურათებიდან, ნეტა იცოდეთ:)
    იდეები დასათაურებაზე – “ჭკა”, ჯერ კიდევ (მე-4 დღეა მემგონი) ემოციებში ვარ:)
    ისე, “სკივრი სხვენზე” ან “ბებოს სკივრი” გამახსენდა ლოგინზე დაყრილი ქუდების და აქსესუარების დანახვაზე:)

  10. LeNa says:

    კარგად ერთობით დაქალები 🙂
    მომწონს 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *