სიყვარულის, სექსის და შოკოლადის საღამო

ხო, ეს ისე

შაბათს ღამე მე და დიმა ბამბა რუმსში ვიყავით და იქ გაჟღერდა, ვალენტინობა იყო და მაგიტომ.

იმდენი ხალხი იყო რომ ტევა არ იყო, წაგვლეკეს მე და დიმა, გადაგვლეკეს 😀

გარეთ იმხელა რიგი იდგა რომ გავიყინე სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა.  ბოლოს შევაღწიეთ და ვერსად ვერ დავჯექით, ყველა ადგილი დაკავებული იყო 🙁

მაგრად გამისწორდა საპნის ბუშტები, ჭერიდან იფრქვეოდა ხოლმე შიგადაშიგ, ეგრევე ვიფიქრე ვიკიკოს უნდა ვუყიდო მეთქი. მერე კიდევ ამური გოგონა მომეწონა, შუა ოთახში ამაღლებულზე იდგა და ისრებს ისროდა, და კიდევ go go dancer-ები, ძალიან მომწონს ხოლმე ეს გოგოები, მაგრად უხდებიან კლუბს, აი საოცრად, მართალია ბამბაში საკმაოდ პატარა ადგილია მათთვის მაგრამ მაინც…

კვირა დღეს დიმამ ცოტა დამაძინა, ბავშვი დილით გაიყვანა და სულ ცოტათი გამოვიძინე, მაგრამ მაინც სერიოზულად მაქვს უძილობის შემოტევები. კვირას მთელი დღე სახლში ვიყავი საღამომდე ვიკიკოსთან ერთად, ბევრი ვითამაშეთ, ბევრი ვისეირნეთ კიკვიძეში.  მერე საღამოს ვიკიკო და ბებიამისი სტუმრად წავიყვანეთ და მე და დიმა წავედით ამირანში –  ავატარზე…

რა დავწერო არ ვიცი, ულამაზესი ფილმი იყო, 2 საათი და 40 წუთი ისე გავიდა საერთოდ ვერ ვიგრძენი, ულამაზესი ბუნება და ცხოველები. ის ხე ხო საერთოდ ისე მომეწონა რომ გავაფანატე

ამ ფილმის დიზაინერებს ყველაზე მაგარ ჯილდოს გადავცემდი, ამ სილამაზეს მოფიქრება ხომ უნდა და მერე განხორციელება, ბრავოოო, სიტყვები არ მყოფნის … პანდორაზე მინდა

PANDORA NATURE, AVATAR

AVATAR,NATURE

ორშაბათს ისევ სამსახური, კვირის მერე ძალიან მიჭირს ხოლმე ორშაბათები, მთელი დღე ვიკიკოსთან რომ ვარ ხოლმე მერე სულ მინდა რომ ვიკიკოსთან ვიყო.

მაგრამ ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იმიტომ მიყვარს რომ აერობიკა მაქვს ხოლმე და ძალიან ველოდები საღამოს.

ოთხშაბათს ვარჯიშის მერე საუნაში შევედი, პრაიმში 2 სახის საუნა აქვთ მშრალი და ორთქლის, ვარჯიშის მერე რომ ვიჭყუმპლავე, კარგად გავიმშრალე და შევედი ჯერ მშრალ საუნაში, ძალიან მიყვარს მშრალი საუნა, რაღაც გემრიელი ხის სუნი დგას ხოლმე, 20 წუთი გავჩერდი, მაინც რამდენი ხანია არ ვყოფილვარ და მეთქი თაბრუ არ დამეხვას, გავქანდი მერე ეგრევე საშხაპეებში და კივილ- წივილით გადავივლე გაყინული წყლით. ძაააან მაგარი იყო, აი უძალიან მაგრესი.

მერე ისევ შევედი ოღონდ ამჯერად ორთქლის საუნაში,  აქ პირველად ვიყავი, საერთოდ არაფერი არ ჩანდა, ცოტა კლაუსტროფობიური მომენტები დამეწყო მაგრამ გავუძელი და გადავლახე. მომეწონა ოორთქლის საუნა მააგრად. თან როგორც ვიცი კანისთვს არის ძალიან მაგარი. მაგრამ ერთადერთი სისულელე მომივიდა რომ მაკიაჟის მოსაშორებელი არ წავიღე და მთელი ტუშები სახეზე ჩამომეღვენთა.

კიდევ რა დავწერო, 15 დან ფასდაკლებები დაიწყო ჩვენთან და გუშინ პირველი რადიო ჩართვა მქონდა რადიო ქალაქში. ადრე ხშირად გვქონია ხოლმე ჩართვები რადიო ფორტუნას ერთ გადაცემაში, რომელსაც ბიზნეს ნიუს ქვია, მაგრამ მანდ ძირითადად შოთა ერთვება ხოლმე. გუშინ მე მომიწია და მგონი ნორმალურად გავართვი თავი. თუ ვნმემ მისმინეთ მითხარით როგორი იყო, ცოტა ვღელავდი, მაინც პირველი ჩართვა იყო.

ვსიო, წავედი

შემდეგ პოსტმდე 🙂

Comments

comments

20 thoughts on “სიყვარულის, სექსის და შოკოლადის საღამო

  1. Lord Vader says:

    საუნას ვერ ვიტან.
    ერთხელ კინაღამ მოვკვდი ფინეთში საუნაში.
    ჯერ ერთი იქ ქალი-კაცი ერთადაა საუნაში და ეგ უკვე ექსტრიმია. მერე 100 გრადუსზე მეტად აცხელებენ. ბოლოს კიდე პირდაპირ ყინულებში უნდა ჩახტე იქედან რომ გამოხვალ…
    მაგრამ ისე (ხეზე კაკუნი და) მაგარი გული აღმომაჩნდა.

    გრავატარი დაარეგისტრირე.
    🙂

  2. A_I says:

    @Lord Vader

    ასეთ ადგილზე სად იყავი? სადმე ჩრდილოეთ სოფელში? 😀 ქალი და კაცი ფინეთში პრინციპში არ იციან საუნაში მარა საზოგადო ადგილებში მაინც დაყოფილია 😀

    ისე მე კი მიყვარს საუნა მაგრამ 3-4 წუთი არის ჩემი მაქსიმუმი… მერე სისხლი ფეხებში მიდის ყველა და გული მიმდის ხოლმე 🙁

  3. A_I says:

    @თაა 🙂

    ნუ რა ვქნა… “mild” საუნაში კიდე შემიძლია გაჩერება და “ცხელში” (80+) სადღაც 5 წუთის მერე სიცივეს ვგრძნობ ზურგში და მერე თავბრუ მესხმის 😀 😀 😀

  4. Lord Vader says:

    @A_I
    ტურკუში. კერძო საუნა იყო საკუთარი.
    ჰოდა ჩემს მასპინძელთან ერთად მერე მისი და და კიდე იმ დის დაქალი გაეძრნენ 🙂

    @Taa
    http://en.gravatar.com/
    🙂

  5. unaamarga says:

    აუ, “ავატარი” მართლა ულამაზესი ფილმია, მარტო მაგისთვის ღირს ყურება. ის ფრენის კადრები რა მაგარია!

  6. თეა says:

    ორთქლის საუნა კარგია კანისთვის.საუნის მერე კი თუ კოსმეტოლოგთან წახვალ და სახის პროცედურებს ჩაიტარებ,მაგარი ეფექტურია (განსაკუთრების სახის გაწმენდა არის მარტივი) :)და პლუს …ორთქლის საუნა კანს ელასტიურობას მატებს 😉

  7. antimelancholy says:

    ვაიმე კაკრაზ შენგან რომ წამოვედით ოთხშაბათს საუნაზე ვლაპარაკობდით, გამოხარშვა მოგვინდა უცებ ორივეს : D : D & შენ აგისრულებია ჩვენს ნაცვლად )))))

  8. Taa says:

    antimelancholy

    გოგო, შენი დაქალი მოეწონა ჩემს თანამშრომელს 😀 😀 😀

  9. Kate says:

    აუ საუნაში მე ცუდად ვხდები ხოლმე. გული მიმდის ხოლმე.
    ხოდა ძალიან კარგი ასეთი კარგი დრო რომ ატარე.

    ამ პოსტის კომენტარები როგორ გამოვიწერო???

  10. antimelancholy says:

    Taa ვაი 😀 თუ მძიმე ფორმებშია იქნება ვუშველოთ რამე )))))))) გესტუმრებით კიდე )) საბავშვო სანათები გულში ჩარჩა თან ..

  11. Taa says:

    antimelancholy

    ხო რავი
    ხანუმობა არ მეხერხება მაგრამ ცუდი ბიჭი არაა
    თან მოცეკვავეა 🙂

  12. Sophie Golden says:

    რადიოქალაქი? ეგ რადიო იდევ ცოცხალია? ცუდი მოგონებები მაკავშირებს მაგასთან 😐

    მმმ, საუნა კარგია.
    ვიკიკო ხომ უკეთესი 🙂

  13. ლილიკო says:

    Kargia egeti sagamoebi, da sauna xop mtlad uketesi

    au es filmi me ar minaxavs
    dzaan didi gamoxmaureba qonda aqaur presashi da mediashic
    unda cavide dro rom meqneba

  14. gabo says:

    ვაუ მაგარი დღეები გქონია . ვალენტინობას გურუში ვიყავი მე თუმცა მარტო და რაღაც მოვიწყინესავით სამაგიეროდ მეორე დღეს ვნახე 😀

  15. Taa says:

    gabo

    ვინ ნახე მეორე დღეს?

    ხო ეს მარტოობა მაგარი ტასკა იქნება, რაღაც საერთოდ აღარ ჩანან ისქეიფელები

  16. salooo says:

    saunaze mafanatebs…magram ortqlis ar miyvars tan dzaan..imattgvis vinc eceva dzaan cudia.egeni ver dzlebe..miuxedavad imisa rom me ar vecevi mainc ar momcons 🙁
    ici ra minda gtxovo erti posti splariumzec gaaketo…casvla minda da verafrit gadamickvetia

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *