BACK TO HAIRHAUS

თითქმის სამი კვირაა არ ვყოფილვარ სალონში, ვერ ვიცლიდი ხოლმე კვირაობით, თან თოვლი იყო და მერჩივნა ვიკიკოსთან ერთად გამეტარებინა კვირა დღეები.

მაგრამ გუშინ რაღაც ძალიან მომინდა თავისთვის მიმეხედა განსაკუთრებულად, ტან ამინდიც ისეთი იყო. ვიკიკო კანდელაკზე იყო ბებიასთან და მე წავედი ჰეარჰაუსში.

ძალიან მაგარი იყო, ძაან მეგობრული დახვედრა და უამრავი სიახლე გავიგე. ინტერიერშიც რაღაც სიახლეები ქონდათ და მომსახურებაშიც.

მე ფრჩხილებით დავიწყე, 3 კვირის გასაკეთებელი მქონდა უკვე, მერე ლამაზი ფერის ლაკი წავისვი და დავიხატე ფრჩხილებზე. დახატვის გარეშე უკვე აღარ გამოვდივარ ხოლმე მაქედან.

მერე სანამ ბესო მოიცლიდა ქეთის ვეჭორავებოდი, ძალიან მაგარი ბონუს სისტემები შემოუღიათ, სარკეებზეც ქონდათ გამოკრული და დავინტერესდი. ეს არის კომბო სისტენები რომლების გამოყენების შემთხვევაში გარკვეულ მომსახურეობებზე გარკვეული თანხა გაკლდება

აი ამ სურათზე კარგად წერია ყველაფერი:

გარდა ამისა შემოუღიათ აბონემენტური სისტემა, ერთჯერადად იხდი 60 ლარს, იღებ აბონემენტს და ამ 60 ლარად 10ჯერ მიდიხარ სალონში, მაგრამ ეს აბონემენტი ვრცელდება მხოლოდ თმაზე, წარბებისა და ფრჩხილების გაკეთებაზე. კლიენტებმაც უკვე საგრძნობლად იმატეს, უამრავმა ადამიანმა იცოდა ამ ბინუს სისტემების შესახებ და მოდიოდნენ ან აბონემენტებით, ან მე რომ მაქვს მე-7 უფასო დავარცხნის ბარათი- ეგეთებით.

გარდა ამისა უკვე რადიო რეკლამაც გაუკეთებიათ და რომელიღაცა რადიოაში არ მახსოვს, გათამაშებაში იღებენ მონაწილეობას და მოგებულებს ერთ-ერთ მომსახურებას უწევენ უფასოდ. ძალიან კარგად მიიწევს წინ ეს სალონი და ძალიან მომწონს მე პირადად.

+ ერთი კიდევ, ერთ ერთი ჩემი კონკურსის სპონსორიც იქნება …

Coming  Soon …

Comments

comments

17 thoughts on “BACK TO HAIRHAUS

  1. ფორუმ გოგო says:

    სადაა ეს სალონი
    ისე გემრიელად აღწერ რომ 😀 ლამის ახლავე გავვარდე

  2. Maka Asatiani says:

    კარგი კომპო სისტემა შეუქმნიათ. როგორ ვუღალატო ჩემს რჩეულს 🙁 ის, რომ არა აუცილებლად ვეწვეოდი 🙂

  3. khatiaa says:

    უკვე 3 კვირააა მივდივარ და ვერ წავედი, გუშინწინ უნდა დამერეკა შენთან ხომ არ მიდიხარ, ერთად წავიდეთ მეთქი, მაგრამ თომას მანეჟის ყიდვა ვამჯობინე 🙂 შაბათს წავალ ან კვირას, ნატა მესაჭიროება, კიდე ეკა ან გაიანე და კიდე ბესო 🙂

  4. Kate says:

    აუ რა მაგარია.
    აუ ზუსტად მითხარი რა მისამართი.
    დავიტანჯე მაგის მიკვლევით.

  5. Taa says:

    სპორტის სასახლესთან არის მორკინალის მხარეს ახალ აშენებული კორპუსის ქვეშ

  6. Lomes says:

    ar vici am komentars nahav tu ara …..sheni blogis kithvis shemdeg gadavcyvite casvla… autanlad kmayofili var ))))) garemo, qeTi, momsaxureba …. bonus sistema da yoveli meshvide viziti uFaso ))))) madloba : *

  7. Taa says:

    Lomes

    მადლობა გენაცვალე ნდობისათვის და მიხარია რომ გაამართლა 🙂

  8. Teko says:

    შენი ბლოგის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე ვეწვიო მაგ სალონს.:P)

  9. Taa says:

    Teko

    ძალიან გამიხარდება თუ ისევ შემოხვალ და შთაბეჭდილებებს დაწერ
    ცუდსაც და კარგსაც
    რადგან თუ რამე არის გამოსასწორებელი თქვენ უფრო კარგად დაინახავთ და აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ 🙂

    ბოლო ბოლო taa.ge-ს ოფიციალური სპონსორია ეგ სალონი და მეც ვზრუნავ მათ იმიჯზე 🙂

  10. LeNa says:

    უნდა ვეწვიო ამ სალონს აუცილებლად
    რამე აქცია არ აქვთ ახლა?

  11. Taa says:

    LeNa

    დიდი მადლობა რო ასე აქტიურად კითხულობ ჩემს ბლოგს
    ჰეარჰაუსს ყოველი თვის პირველ კვირაში აქვს კომბო აქციები – ანუ 3 სერვისის ჯამზე გიკლებენ 5 ლარს
    2 დღე კიდევ გაქვს წინ 🙂
    ისარგებლე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *