გამარჯობა თთთ
მე ვიკიკო ვარ, დედას სიხარული და სიცოცხლე
ჯერ სულ რაღაც 7 თვის ვარ, მაგრამ უკვე იმდენი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში რომ გადავწყვიტე მოგიყვეთ.
ჩემი დედიკო ხო სულ გიყვებათ რაღაცეებს, ხოდა მეც მოგიყვებით.
მე რომ დავიბადე და მომნათლეს ვიქტორია – ელისაბედი დამარქვეს, მაგრამ ახლა ყველასთვის ვიკიკო ვარ, დედამ მითხრა რომ გაიზრდები ვიკას დაგიძახებენი და სულ დიდი რომ გაიზრდები ვიქტორიას. სულაც არ მინდა ჯერ სულ დიდი გავიზარდო, კარგად ვარ ასე, დედიკოს და მამიკოს ხელებში. პატარა ვარ და ყველა სურვილს მისრულებენ. კაია პატარაობა.
მე უკვე 2 კიჭი მაქვს და კიდევ 2 ამომდის და სულ მეფხანება ამიტომ სულ პირში ვიდებ ხოლმე რაღაცეებს, მერე მტკივა ხოლმე და ვტირივარ. რა ვქნა პატარა ვარ და ვერ ვუძლებ ტკივილს
მერე დედიკო და მამიკო ამიყვანენ და სულ მეფერებიან ხოლმე რომ არ ვიტირო.
ერთხელ, მაშინ 6 თვის ვიყავი, დედიკომ და მამიკომ ღამე წამიყვანეს მანქანით სასეირნოდ, რაღაცა ადგილებში დავდიოდით სულ ყველაფერი ანათებდა და მომწონდა, მაგრამ მერე თვალები დამეღალა და დამეძინა. მერე მიმიყვანეს რაღაც დიდი ხესთან, იქაც ყველაფერი ანატებდა, სახლებიც ანატებდნენ, ოღონდ პატარა სახლები იდგა, ჩვენნაირი დიდი სახლები არა, პატარები, აი მე და თოამასნაირი ბავშვებისთვის. იქ სურთები გადამიღეს, აი აქ დავდებ ამ სურათებს, გაადიდეთ და დაათვალიერეთ. მერე მამიკომ რაღაცასთან მიმიყვანა, დიდი იყო და ბანჯღვლიანი და მგელიაო მითხრეს ხოდა მე არ მომეწონა, მეშინოდა. მერე კიდევ დედიკომ ვიღაც გოგოსთან მიმიყვანა და იქაც სურათები გადავიღეთ, ესე მითხრეს ეს თოვლის ბებოაო, მაგრამ მე არ ვიცი რას ნიშნავს თოვლის ბებო. ბებო ვიცი
მე ორი ბებო მყავს, ერთი სათვალეებიანი და მეორე უცხო ენაზე რომ მელაპარაკება ის. ორივე ძალიან მიყვარს და სულ ვეხუტები ხოლმე
ამას წინათ კიდევ ექიმთან წამიყვანეს, 7 თვის რომ გავხდი, გამზომეს, ამწონეს და ექიმს ძალიან მოვეწონე ეს რა კარგი გოგო გვყავსო, მერე მეორე ექიმმა უთხრა – კარგად განვითარებული ბავშვიაო, ეს განვითარებული არ ვიცი რას ნიშნავს მაგრამ დედიკოს გაუხარდა, მერე იმ ქალმა გვითხრა რომ კარგი იქნებოდა მასაჟებსაც თუ გაუკეთებთ ბავშვსო.
ხოდა ერთ დღესაც დედიკო მოვიდა სახლში ვირაც გამხდარ დეიდასთან ერთად, ამ დეიდასაც ძალიან მოვეწონე და მეფერა და მეთამაშა, მერე ჩემი საბანი დადეს მაგიდაზე და იქ დამაწვინეს, მასაჟი უნდა გაგიკეთოთო, თავიდან კარგი იყო, მაგრამ ზურგის მასაჟები არ მომეწონა და ვიტირე და ჩემი საყვარელი სათამაში ვინი პუხი მომიტანეს, დედიკო მეუბნენა ამას თათა ქვიაო, უნდა რომ დავიმახსოვრო და თათა ვთქვა ხოლმე, მეც კი ვიცი დედიკო თათა შენ რომ გქვია, მაგრამ ჯერ ვერ ვამბობ და რა ვქნა. ჯერ პატარა ვარ
კიდევ ცხოვრებაში ის ვიცი რომ ყველაზე უფრო დედიკოს და მამიკოს ვუყვარვარ და გიჟდებიან ჩემზე, სულ მეუბნებიან ხოლმე და სულ მეფერებიან და მიყვარს ხოლმე რო მეფერებიან. დედიკო და მამიკო სახლში რომ მოდიან მე კარებთან ვხვდები და სულ ვიცინი და ფეხებს და ხელებს ვიქნევ სიხარულისგან . მიყვარს დედიკო და მამიკო რომ სახლში არიან და მეთამაშებიან ხოლმე .
ჭამა მიყვარს ძალიან, ისეთ გემრიელ ფაფებს და სუპებს მაჭმევენ ხოლმე ალიონა და დედიკო რომ სულ ბოლომდე ვჭამ ხოლმე, მერე წინსაფარსაც სულ ვსვრი ხოლმე, აბა რა ვქნა მე პატარა პირი მაქვს და გადმომდის ხოლმე საჭმელი, მერე დედიკო იცინის და ცხვირზე პიპიიიიიიიი-ებს მიკეთებს და მეუბნება ჩემი ფეთხუმი გოგო ვინ არისო. ხოდა ალბათ მე ვარ ხო?
კიდევ იცით რა მიყვარს? დედიკო რომ ჩამოდის ხოლმე ჩემთან მანეჟში და რომ მეთამაშება. უუუFF, ყველაზე უფრო მიყვარს ხოლმე, ამიშენებს კუბიკებით სახლებს და მერე ერთად ვანგრევთ ხოლმე
კიდევ დედიკო მეუბნება ხოლმე რომ მაიმუნკა ვარ და მაიმუნურ სურათებს მიღებს ხოლმე, აი ასეთებს
ერთი კვირის წინ მამიკომ თომასთან წამიყვანა, დედიკო ვარჯიშზე იყო და მერე მოვიდა. დედიკო მეუბნება რომ თომა შენი მეგობარიაო, არ ვიცი რა არის მეგობარი მაგრამ თომა კარგია, სულ მეთამაშება ხოლმე, სტუმრად რომ ვიყავით თავის სავარძელში ჩამსვა და მაკატავა, მერე თავისი ჭოჭინაც მათხოვა ხოდა ამიტომაც მიყვარს თომა. მოდი ხოლმე თომა ჩვენთან ..
მეც გათხოვებ ხოლმე ჩემს სათამაშოებს და ჩემს მანეჟში ჩაგსვამ
ხო, კიდე იცით რა უნდა დავწერო, მე ჭკვიანი გოგო ვარ, ინგლისური და კომპიუტერი ვიცი, ინგლისური ჩემმა სატამაშომ მასწავლა, სულ ინგლისურად მელაპარაკება ხოლმე:
I’m a yellow star , aaaaaaaaaaaaaaa
I’m a green triangle , hihihi
one apple, yami, yami
2 apples yami yami
ხოდა კომპიუტერიც მაქვს, მართალია ჯერ არ ვიცი მაუსს რა უნდა ვუყო, ხოდა პირში ვიდებ ხოლმე და ისე ვერთობი კომპიუტერით
ხო, ეხლა კიდევ ბოლო ამბავს მოგიყვებით და წავალ დავიძინებ, თორე დავიღალე. მერე დედიკო დაწერს ხოლმე კიდე ჩემზე ამბებს.
შაბათს დედიკომ და მამიკომ კანდელაკზე დამტოვეს, მამიდასთან, ბებიასთან და თემოსთან. დედიკოს და მამიკოს წყნეთში უნდოდათ წასვლა, ბოულინგის სათამაშოდ (ბოულინგი რა არის არ ვიცი, მაგრამ რომ გავიზრდები ალბათ მეც მათამაშებენ ხოლმე) და მამიდამ უთხრა დამიტოვეთ ვიკიკო მეო. ხოდა მე დამტოვეს, ღამე რომ დავიძინე ხელში მეჭირა პლასტმასის ბუბლიკი, ფერადები რომაა ის, მიყვარს ეგ სათამაში. ხოდა თურმე ღამე, მთელი ღამე ამ ბუბლიკს ვურტყამდი მამიდას თავში, მამიდასთან მეძინა და რომ ვმოძრაობდი სულ ვურტყამდი. ხოდა მამიდა ხომ არ გექყინა? ხო იცი როგორ მიყვარხარ, სულ რომ მეთამაშები და სვიტრებს რომ მიქსოვ ხოლმე ლამაზებს.
…………….



























ვახ შენ გენაცვალე, როგორი ბლოგერი იზრდება
)))))
კითხვას რომ ვამთავრებდი ეჭვი გამიჩნდა რომ მართლა ვიკუსიას დაწერილია
& როგორ აკურნოსებულა კიდევ უფრო )))
როგორი ლამაზი გოგოა ვიკიკო
ჩემი პატარა ქალიიიიი
)) შემოგეველე შენ გოგო
თომამ გადმოგცა მოვალ ხოლმეო, შენ მანეჟი მათხოვე და მე ჭოჭინასო
და კიდე ყურები დამაგლიჯე რამდენიც გინდაო
(ვიკას თომას ყურების წიწკვნა უყვარს). როდის ჩაგიგდებ ხელში კიდე რომ ჩემი თმისამაგრები გაგიკეთო
ულამაზესი პატარა არსება ხარ.
კარგი იყო თათა, მაგარმ ხასიათზე დავდექი
წარმოვიდგინე ვიკიკო რომ წერს ამას სოსკით პირში
გამარჯობა ვიკიკო, მე ზუკიკო ვარ. კარქი ხარ კარქი
)) დედიკოს აკოცე ხოლმე ხოლმე და უთხარი ბევრი ბევრი საინტერესო პოსტი შემოგვთავაზოს
სიცოცხლე და სიხარულია!!! ვენაცვალე და შემოვევლე, რამხელაა უკვე გავაფრინე. ვიკუსი, გკოცნით უამრავს! ..თაათ,მასაჟები ძაან კაია რო დააწყებინე, ჯერ თავიდან ყველა ეგრეა- მუცელზე დაწოლა არ ევასებათ:) მაგრამ თანდათან მიეჩვევა და სულ ღიმილებით და ისტორიების მოყოლებით გაიკეთებს ხოლმე მასაჟიკებს;)
…თათ,კაი ხანია მინდოდა მეთქვა- აი ძაან მაგრად გამოიყურები ჩემო კარგო;)
თათია
თაათ, მივხვდი ვინც ხარ
კიევი ხო?
მინდა ამ ზაფხულს კიევშიიიიიიი
მინდა მინდა მინდა
ორიგინალური იყო და თან კარგი! მთელი პოსტი ღიმილით წავიკითხე.
კიდევ უფრო შემიყვარდა ვიკიკო, რა საყვარელია!!! LOL
მეც მეგონა, რომ მართლა თვითონ წერდა
წარმომიდგენია, რაც უნდა დაღლილი იყო, სახლში რომ მიხვალ და ასეთი ბავშვი დაგხვდება, რამხელა სიამოვნებაა
გენაცვალეე, რა საყვარელი ხაარ <3<3 ყველაზე ყველაზე ლამაზი ბავშვი
რა ლამაზია. თვალის და თმის ფერზე ვგიიჟდები
ძალიან საყვარელი ბავშვია ვიკიკო და ასეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თვითონ ყვებოდა მართლა
გმართმა ბედნიერი გაგიზარდოს.
ვაიმე, გენაცვალე, რა სიცოცხლეაააა! ჩემს მაგივრად აკოცეე რააა… :**
რა მასტიააა <3 უსაყვარლესი და ულამაზესი ვინმე გყავს თა
)
გენაცვალეოო, უსაყვარლესი ხარ ვიკიკო
ვიკიკო, მამას რომ ჰგავხარ ძალიან, მაგის აღნიშნვა დაგავიწყდა :*
ჩემი საყვარელი ბაია მიყვარხარ:*** ვიკიკო ჩემი დეიდას შვილია მიყვარს ეს გოგო ვგიჟდებიი:** მაგის გარეშე არ შემიძლია:*** მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე:********
ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგო გყავს
OMG
stuli shokireba ganvicade
ulamazesi
uketilesi
usakvarlesi zgaparia
gons ver movsulvar
ar mjeravs rom Taa-s dacerilia
imenna vikikom dacera
umagresi bavshvia, suratebma xo saertod shokshi chamagdo
mikvars eg bavshvi shoridan
dzaan dzaan mikvars da mteli cxovreba siketes da janmrtelobas vusurveb
mjeravs rom aseti dedikos da mamikos xelshi koveltvis kvelaferi kargad eqneba
cotac da vitirebdi
madloba Taa
usakvarlesebi xart shen da vikiko
უნაზესი
ულამაზესი
უსაყვარლესი