ბრტყელი მუცელი

Slim belly

ჩემი ტკივილია …

მიუხედავად იმისა რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე საკმაოზე მეტად გამხდარიც ვყოფილვარ, აბსოლუტურად ბრტყელი მუცელი არასოდეს მქონია :(

გუშინდელი დღე პრაიმ ფიტნესში მუცლების გალამაზებას მივუძღვენით. იმდენი გვავარჯიშა შორენამ რო ბოლოს ტკივილებისგნ ვიკრუნჩხებოდით, მაგრამ საოცრად მაგარი შეგრძნებაა როდესაც იცი რომ გარკვეულ პრობლემას ებრძვი და ელოდები შედეგს. შედეგი რაც პრაიმში დავიწყე სიარული მართლაც მაქვს, რა შედარებაა.

მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნო ერთი დეტალი და ყველა ვინც აპირებთ ბავშვის ყოლას სამომავლოდ გაითვალისწინეთ. არ გაიკეთოთ საკეისრო კვეთა. არავითარ შემთხვევაში. ერთი რომ უკვე 8 თვე გავიდა და ქვედა მუცლის პრესის ვარჯიშებისას რაღაც ბანძურად მეჭიმება და არ მსიამოვნებს.

მეორე რომ რაც არ უნდა ლამაზი მუცელი გქონდეთ იდეალური არასოდეს იქნება. რატომ? იმიტომ რომ ეს ნაკერი ისეთ ადგილასაა რომ მუცლის ქვედა ნაწილს რაღაცნაირად სერავს და მის ზემოთ სულაც რომ უთხელესი მუცელი გქონდეთ, ეს ნაკერი უფრო შეგნიტაა შეწეული და ზემოდან მაინც გადმოდის კანი. მაგარი ბძობაა. ყველაზე მეტად შესუნთქულ მდგომარეობაშიც კი მუცელი ოდნავ წამოწეული ჩანს იმ ნაკერტან შედარებით :(

მოკლედ მე კიდევ ბევრს ვივარჯიშებ მუცლის პრესებს შორენასთან ერთად, და ვნახოთ იქნებ ოდესმე მართლა იდეალურ ფორმას მივაღწიო, რისი დიდი იმედიც მაქვს :)

This entry was posted in სილამაზე, თავის მოვლა. Bookmark the permalink.

12 Responses to ბრტყელი მუცელი

  1. tuta_tuta says:

    ეგ ჩემი ერთადერთი ტკივილიაა წონაა კარგი მაქვს ტანზე გამხდარი ვარ მაგრამ მუცელი ვერ დავაბრტყელე :) ))

  2. თეა says:

    ყველაზე პრობლემატური,’მტკივნეული’ თემაა პრესი და რთულად მისაღწევი, თუმცა … მაინც მიღწევადია, მთავარია არ დავიზაროთ, სწორად და ბევრი ვივარჯიშოთ და შედეგიც არ ‘დააყოვნებს’ ;)

  3. Taa says:

    თეა

    ხოდა უთხარი შორეს არ დაგვინდოს :)
    აუ ჩვენთან ერთი საკმაოდ ასაკიანი ქალი ვარჯიშობს
    თამრიკო დეიდა ქვია
    რა მაგარი ვინმეა ვფანატდები, ისე მაგრაად აკეთებს ყველაფერს ვგიჟდები

  4. Natalia says:

    დაკუნთული და მკვრივი პრესი მომწონს ძალიან, აუცილებელი არ არის, მთლად ბრტყელი იყოს. ყველას ხომ არ აქვს ბუნებრივად ასეთი მუცელი :)

  5. Lord Vader says:

    ბრტყელი მკერდია მოდაში

  6. ლილიკო says:

    sul gadivicke
    seminarebi mqonda da mtel dgeebs iq vatarebdi

    aba rogor xart? shen ese igi dzaan seriozulad mixede shens sxeuls xo gogoni?
    momcons momcons

    me aba mgoni vimateb da vimateb
    hamburgerebis qvekanashi sxva ra gza maqvs? :)

  7. khatiaa says:

    ხო ამჩნევ შედეგს? მეც :) 1 წელი არ გასულა თან, ეგ შრამიც გაუფერულდება მალე. არ იდარდო, ზაფხულისთვის წანწკლა მუცლები უნდა გვქონდეს :)

  8. ლიკა says:

    = )) ცუდია მე ვაფშე არ ვიმატებ მუცელზე = ))

  9. ელლი says:

    რა ბედნიერი ვარ რომ არც ზედმეტი წონის და არც მუცლის პრობლემა არ მაქვს,პირიქით 4-5 კილო მინდა მოვიმატო და ვფიქრობ ძალიან მომიხდება :P

  10. ხატია says:

    და მეც მინდა მუცლის გაბრტყელება და ვინ შორე??? სად ვარჯოსჰობტ?

  11. Taa says:

    ხატია

    გლდანის პრაიმ ფიტნესში :)

  12. გვანცა says:

    აუუუ თაა შენ როომ ტანი გაქვსს…. იოცნებოოოს ნებისმიერმა გასათხოვარმაა და უშვილოომ რაა… ძაან მომწონსს… ძაან ლამაზი დედიკო ყავს ვიკიკოს :**)))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>