პირველი ბლოგერული ხელფასი

გუშინ საღამოს escape.ge -დან დამირეკეს, ჩვენთან შემოიარე ოფისშიო …

სამსახური დამთავრდა თუ არა დიმას და ვიკიკოს გავუარე ნახალოვკაში, კანდელაკზე წავიყვანე და წავედი მე ისქეიფის ოფისში. ვისაუბრეთ უამრავ თემაზე, ამ პროექტზე რომელიც სამწუხაროდ ჯერ მთლად მოლოდინისამებრ ვერ დაიქოქა და ამიტომ დროებით ბლოგერების დახმარება არ სჭირდებათ. ცდილობენ სხვა გზები ეძებონ. არადა მაშინ როდესაც თბილისსი გართობის მხრივ მართლა სერიოზული დეფიციტია – ვერ ვხვდები ასეთი პროექტები რატომ ვერ არის ზე პოპულარული. ისევ ჩვენი საზოგადოების ბრალია ალბათ, არ ინტერესდებიან, არ ეძებენ და უმეტესობამ უბრალოდ არც იცის. მერე წამოსვლისას ჩემი პირველი ბლოგერუი ჰონორარი მივიღე. მართალი გითხრად საკმაოდ მეუხერხულებოდა ამ თანხის გამორთმევა, რადგან რეალურად ჩემი დაწერილი რევიუ მათ საიტზე არც გამოქვეყნებულა სურათების არ ქონის გამო :( მაგრამ მერე რომ გავიზსენე რომ ეს ჩემი პირველი ბლოგერობით ნაშოვნი ფული იყო – დიდი სიხარულით გამოვართვი.

ეხლა მიდევს საფულეში ეს 50 ლარი და ვფიქრობ რაში დავხარჯო ისე რომ გამახსენოს ხოლმე რომ პირველი ბლოგერული ხელფასია. დიდი მადლობა ისქეიფის ბიჭებს. რაღაც სიამაყის გრძნობაც კი გამიჩნდა გარკვეულად :)

საღამოს ალისაზე გვინდოდა წასვლა და ვერ წავედით, ბილეთები ვერ ავიღეთ :( ხოდა წავედით კინო რუსთაველში “შეშლილთა კუნძულზე ”

მე პირადად ძალიან მომეწონა, ფსიქოლოგიური ფილმია. სიუჟეტი არის საკმაოდ დაძაბული, ფაქტიურად მთელი ფილმის მსვლელობისას ხარ დაძაბული. ვერ ეშვები. შედიხარ მთავარდი გმირის მდგომარეობაში და საოცრად განიცდი ყველაფერს. საუნდტრეკებიც შესაბამისად არის საკმაოდ კარგად არცეული. თავიდან არ მინდოდა წასვლა, მეთქი შეშლილთა კუნძული რო ქვია რა უნდა იყოს მეთქი – მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ სატაურს არ უნდა ენდო მაინცდამაინც.

ფილმის მთავარი გმირი არის გონიდან გადასული – თუ როგორ ქვიათ ხოლმე არ ვიცი, შიზოფრენიკი, ალბათ – ძალიან სერიოზულად განვითარებული ჰალუცინაციებით. ძალიან ეფექტურად არის ეს ჰალუცინაციები გადაღებული. მთელი ფილმის მსვლელობისას ვერ ხვდებით სად არის ჰალუცინაცია და სად რეალობა. მე ძალიან მომეწონა.

სახლში რომ მოვდიოდით, გზაში გამახსენდა, აკა მორჩილაძეს აქვს ზუსტად ამდაგვარი შინაარსის ფილმი დაწერილი, იქაც ჰალუცინაციები არის აღწერილი და იქაც ვერ ხვდები სად იწყება რეალობა და სად ჰალოები – მაგრამ აკასთან მთავარი გმირი ნარკომანია , ამისგან განსხვავებით.

შინაარსს შეგნებულად არ ვწერ, რომ თუ დაინტერესდებით ადგილზე ნახოთ

This entry was posted in პირადი. Bookmark the permalink.

13 Responses to პირველი ბლოგერული ხელფასი

  1. თა, გილოცავ ბლოგერობით მიღებულ პირველ ხელფასს :) როგორც მე მახსოვს ძალიან კარგი შეგრძნებაა :)

    პ.ს. სამი წელი მქონდა ამის ბედნიერება :) 2010 წელს პროექტი დროებით შეჩერდა. ისქეიფის არ იყოს რეორგანიზაცია გვაქვს :)

  2. გილოცავ თაა :*:*:* რამე ისეთი იყიდე რაც დაგჩება და ყოველთვის გაგახსენებს პირველ ბლოგერულ ხელფასს :) ))

  3. khatiaa says:

    მაგარია :) ) გილოცავ თათა :)

  4. BloggerGirl says:

    ჰეჰე, რა მაგარია!!
    ეგ ერთი და სხვა მრავალი ჰონორარი შენ!

  5. Kate says:

    გილოცავ თაა.
    რა ისქეიფში აღარ დაწერ ხოლმე???

    აუ ერთი მეც უნდა წავიდე მაგ ფილმზე.

    კომენტარები როგორ გამოვიწერო???

  6. მარი says:

    გილოცავ თააა:** მაგ ფილმზე მეც ვაპირებ წასვლას და ესეიგი კაია ხოო???

  7. gabo says:

    მეც ასე მიდევს საფულეში ეს 50 ლარი და ვერ ვხვდები რა ვიყიდო ისეთი რომ ბლოგისგან მიღებული პირველი ხელფასი გამახსენოს.

  8. ალბათ რა სასიამოვნოა ბლოგიდან ჰონორარის მიღება, და ბლოგი რომ გაგახსენონს დაამზადებინე მაისური taa.ge და ეგრვე გაგახსენდება შენი პირველი ბლოგ ხელფასი :D

  9. zurriuss says:

    ჰეჰეეე…
    ამ დღესაც მოვესწარით! :) ))

  10. Taa says:

    კიკიტო

    გენიალური იდეაა
    გენიოსი ხარ და მადლობა :)
    უნდა გავაკეთო

    სად გავაკეთო? :(

  11. Taa says:

    კიდევ ერთი იდეა მომივიდა, ამ ფულით დავამზადო taa.ge_ს ვიზიტკები :)
    ვიფიქრებ ჯერ :)

  12. ლიკა says:

    გილოცაავ : )

  13. Lord Vader says:

    ჩასვი რამკაში და დაკიდე კაბინეტში.
    :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>