სიახლეები ჰეარჰაუსისგან

ეს სალონი რომ ძალიან მიყვარს უკვე ყველა ჩემი მკითხველისათვის კარგად ნაცნობი ამბავია 🙂

გუშინ გამოვნახე ცოტა დრო და წარბებზე შევირბინე ქალბატონ ნატასთან.

სანამ ნატა მოიცლიდა ქეთის გამოვკითხე რამე სიახლეები ხომ არ გაქვს მეთქი და უამრავი სიახლე ჩამომითვალა:

1. კომბო – მომსახურება რომლის შესახებაც წინა პოსტში დავწერე გააგრძელეს და ამიერიდან ყველა თვის პირველი 1 კვირა მოქმედებს.

2.  დაბეჭდეს სასაჩუქრე ბარათები, თუ ახლობლის დაბადების დღეზე მიდიხართ და არ იცით რა აჩუქოთ, მგონი შესანიშნავი საჩუქარია, თუმდაც 15 ლარად თქვენ შეგიძლიათ 2 მომსახურება უყიდოთ ამ ბარათის მეშვეობით და აჩუქოთ. არადა რა ხშირად მიწევს ხოლმე ფიქრი ვის რა ვაჩუქო 🙂

3. დღეს 8 მარტია, ჩვენი დღე და სალონიც ზრუნავს თავის მომხმარებელზე. გააკეთეს ასეთი რამე – უნდა დარეკოთ და უთხრათ რომ ხართ ფეისბუქზე მათი მეგობარი ან გაიგეთ ჩემი ბლოგიდან და დღეს (თითქმის)  ყველა მომსახურება თქვენთვის იქნება 4 ლარად –  მგონი შესანიშნავი საჩუქარია.

ახლა რაც შეეხება წარბებს – ქალბატონ ნატას ყველა იცნობს უკვე ჩემი ბლოგიდან და საკმაოდ დიდი სიმპატიებით სარგებლობს ყველა იმ ადამიანში რომელიც ერთხელ მაინც მოხვედრილა მასთან. ეს არის უსაყვარლესი ადამიანი, თავისი საქმის საოცარი სპეციალისტი და პლიუს ძალიან მაგარი მოსაუბრე. მასთან რომ წევხარ და წარბებს იკეთებ აბოლუტრად მოშვებული და მოდუნებული ხარ და რაღაცნაირად კარგად გრძნობ თავს.

გუშინ შემთხვევით ვახსენე ნატასთან ელექტრო ეპილაცია და გავარკვიე რომ თურმე 15 წელია უკვე ის აკეტებს ელექტრო ეპილაციას და აქვს რაღაც ზალიან თანამედროვე და კარგი აპარატი. თავიდან იმდენი რამე ჩამომირაკრაკა ეპილაციაზე, რო მეთქი ამდენს ვერ დავიმახსოვრებ მთქი რომ ჩემს მეგობრებს გავუზიარო და მობილურზე ჩავიწერე ჩვენი საუბარი ინტერვიუს სახით.

ნატა: ელექტრო ეპილაცია ჩემტან შედარებით უმტკივნეულო პროცესია. რა თქმა უნდა თუ არ არის ნაწვალები. თუ ნაწვალებია ეგეც არ არის პრობლემა, უბრალოდ განსხვავება არის ხელუხლებლ და ნაწვალებ თმის ღერებს შორის. მთავარია ადამიანმა აიყვანოს თავი ხელში, იცოდეს რისთვის აკეთებს ამას და ბოლომდე მომყვეს. ხოლო მე ვიძლევი 100%_იან გარანტიას რომ ნამუშევარი იქნება მაღალი ხარისხით შესრულებული – გაღიზიანებების გარეშე. სახეზე და ნებიემიერ ადგლას 15- 20 წუთში არაფერი დაეტყობა.

თაა: მე როგორც ვიცი სხვადასხვა ნემსით აკეთებენ, თქვენ რა ნემსით აკეთებთ?

ნატა: ჩემი აპარატის ნემსი არის მხოლოდ და მხოლოდ პლატინის, თუმცა ამ სიტყვის თქმა უკვე მეშინია :), ხალხს ხოცავენ უკვე რამდენიმე გრამი პლატინის გამო 🙁  პლატინა გაძლევს იმის გარანტიას რომ თუ კლიენტის ორგანიზმში არის ლითონები მომატებული, სხვა ნემსებისაგან განსხვავებით, ეს ნემსი არ აღიზიანებს და დამატებით პროვოცირებას არ ახდენს.

თაა: ქ-ნო ნატა, სტერილურობაზე რას მეტყოდით

ნატა: სტერილურობაზე საერთოდ ლაპარაკიც არ არის, ეს არის ძალიან სათუთი საქმე სადაც ყველა ნორმა უნდა დაიცვა, ნემსი რა თქმ ა უნდა ყოველთვის ახალი და შესაბამისად სტერილურია, ეს ნემსი არის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ნებისმიერი კლიენტისათვის. ამას ლაპარაკიც აღარ უნდა 🙂

თაა: რაც შეეხება ეპილაციის დროს კანის დამუშავებას? თქვენ ოზონი ახსენეთ და ადრე როცა მე ვიკეთებდი, მაშინ არავინ არაფრით არ მიმუშავებდა ნაეპილაციებ ადგილებს 🙁

ნატა: დამუშავება ხდება სუფთა ჟანგბადით, ის გვევლინება როგორც ანტისეპტიკი ეპილაციის პროცესში, აშრობს და ფორებს კრავს. ეს ყველაფერი ხდება თვით ეპილაციის პროცესში, ანუ ეს ჰაერი შედის ნემსტან ერთად კანში. ამ აპარატს აქვს ეს დამატებითი პლუსი.

თაა: და ფასი რა არის 1 საათი ეპილაციის? და რამდენ ხანში ქრება თმა

ნატა: ფასი არის საათში 30 ლარი. რაც შეეხება გაქრობას – ნებისმიერ თმას სჭირდება მეორედ მოსვლა. მაგრამ ჩემს შემთხვევაშიც კი, ყველაზე უხეშ და ნაწვალებ თმაზე 7 ვიზიტის მეტი არავის დასჭირვებია ჯერ. თმა უკვალოდ ქრება ხოლმე.

თაა: უღრმესი მადლობა, ზუსტად ვიცი ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობისათვის ეს იქნება ძალიან საჭირო ინფორმაცის. მე თავად ვიქნები თქვენი კლიენტი ალბათ აპრილიდან. მაინტერესებს თქვენი აპარატი 🙂

მოკლედ თმის მოშორება ეს ის თემაა რომელიც ყველა ქალისათვის განსაკუთრებით და საკმაოდ ბევრი მამაკაცისათვისაც არის მტკივნეული საკითხი. ამიტომ შევეცდები ამ თემაზე ხშირად დავწერო და სასარგებლო რჩევები მოგცეთ. სხვათა შორის თურმე ქალბატონ ნატასთან უამრავი მამრი იკეთებს თვალის ქვემოთ – ლოყა რომ იწყება – მაგ ადგილზე ეპილაციას.

აი ჩემი წარბებიც 🙂  მობილურით გადავიღე, კარგად არ ჩანს 🙁                                 

Comments

comments

24 thoughts on “სიახლეები ჰეარჰაუსისგან

  1. ხატუსია says:

    ნეტა ტუჩის ზემოთა ნაწილს რამდენი ხანი დასჭირდება ასეთი ეპილაციით? ძალიან საინტერესოა, თან მითუმეტეს თუ არ ღიზიანდება კანი ძალიან…

  2. ნატოშა says:

    თაა, წარბებს რამდენად აკეთებს? დიდი ხანია ვგეგმავ ჩემი წარბების მორჯულებას და ვერაფრით მივჩანჩალდი, არადა კარგ ადგილასაა ეს ჰეარ ჰაუსი და ვფიქრობ, ხომ არ გავიარო…

  3. Taa says:

    ნატოშა

    დღესვე თუ მიხვალ 4 ლარად
    უთხარი თათასთან ვნახე თქვენი სა-8მარტო შემოტავაზებათქო
    ოღონდ უნდა დარეკო და ჩაეწერო

  4. khatiaa says:

    იჭორავე ხომ ნატასთან? 🙂 მეც პირი ავიქაფე იმ დღეს. ჰჰ-ში იმდენი ავრიანტი აქვთ არასასურველი თმის მოცილების რომ დავიბენი იცი?! ამას წინათ ბიოც მირჩიეს, ახლა ეს ეპილაცია ნატასთან, კიდე ხათუნასთან რაღაც კრემებით თანმამედროვე მეთოდით ხდება თმის მოცილება…აღარ ვიცი რომელი გავიკეთო 🙁

  5. ნინი says:

    არა მგონია ეს ეპილაციის აპარატი ახალი აღმოჩენა იყოს,წლებია ჩემი კოსმეტოლოგი მაგით აკეთებს, თან ზემოთ დასახელებული თანხის ნახევარ ფასად და ძალიან დიდი განსხვავებაც არ არის ჩვეულებრივი უბრალო ელექტრო ეპილაციის აპარატებისგან. სხვათაშორის, არც პლატინის ნემსია გამორჩეულად გადასარევი, ვიდრე ვოლფრამის. ასეთ ნიუანსებს (ტექნიკურ მოწყობილობებთან დაკავშირებულს) მარკეტინგული ხრიკებისთვის იყენებენ, ფასის მოსამატებლად და საბოლოო ჯამში პაციენტისთვის თვალში ნაცრის შეყრა უფრო გამოდის (მატერიალური თვალსაზრისით). საკმაოდ კარგად ვარ ამ სფეროში გარკვეული და ამდენს იმიტომ “ვტლიკებ” კი არადა, ვწერ 🙂 (დედაჩემს დავყვებოდი, როცა კოსმეტოლოგის შემსწავლელ კურსებზე დადიოდა).

  6. gabo says:

    გილოცავ 8 მარტს შესანიშნავად გაქვს წარბები

  7. Taa says:

    ნინი

    ახალი აღმოჩენა იყო ჩემთვის
    მე დიდი ხანია არ მიმიმართავს ეპილაციისათვის, არ მაწუხებდა ეგ პრობლემა
    მაგრამ მშობიარობის შემდეგ გადავწყვიტე რომ სრულიად გავკრიალდე

    ფასს რაც შეეხება შენ თუ სახლში დადიხარ კოსმეტოლოგთან არ ვიცი და სალონისათვის რავი ნორმალური ფასი მგონია

  8. Taa says:

    gabo

    დიდი მადლობა 🙂

    khatiaa

    ხატი მე ორივეს ვაპირებ
    იქ სადაც გავუძლებ ელექტროს, იმიტომ რომ ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი თინეიჯერობისას რო ამდვილად აქრობს თმას

    და სადაც გაუსაძლისია იქ ალბათ ხათოს ჯადოსნური სითხით

  9. antimelancholy says:

    ეს მეჯიქ ხსნარი დატესტოს რა ვინმემ, მაგრად მაინტერესეწბს..

  10. ლენა says:

    უიჰჰ ჰეარჰაუსი ჩემ სახლთან არის ძალიან ახლოს. ხშირად ვივლი ხოლმლე 🙂

  11. Lomes says:

    სადღაც დავწერე სხვაგან …. Gუშინ ვიყავი ..შენი ბლოგის კითხვის შემდეგ გადავწყვიტე.. სახლთან ახლოს..გარემო თბილი, კომფორტული ..Fასები არაჩვეულებრივი ..მადლობა ))) გავხდებუ მუდმივი კლიენტი…ლამაზად მაქვს თითუნები 😛

  12. indievidi says:

    ეს “მეჯიქ ხსნარი”გამოიყენეთ ვინმემ უკვე??? შემდეგ შაბათს ვაპირებ და თან ვფიქრობ მაინც ნემსი ხომ არ ჯობია თქო , თან სახეზე, ხოდა აღარ ვიცი რა ვქნა :/

  13. ელლე says:

    გოგონებო ფეხზე თმის მოსაცილებლად რა არის ყველაზე ეფექტური? იქნებ თქვენი გამოცდილებები გამანდოთ,მხოლოდ ეპილატორი არ მიხსენოთ,ძალიან მგრძნობიარე კანი მაქვს და მაწამებს,მიღიზიანებს და თმასაც მიბრუნებს :S

  14. Taa says:

    ელლე

    მაშინ ალბათ ლაზერი
    ნემსს ვერ გადაიტან, დანარჩენი არ იქნება ეფექტური

  15. თამო says:

    ჰეარ ჰაუსში მითხრეს ნატა აქ აღარ მუშაობსო. ხომ არ იცით სად გადავიდა? ან თუ იცით ხათო რამდენად კარგად აკეთებს. სასწრაფოდ მჭირდება, დამეხმარეთ plzzzzzzzz 🙂

  16. Taa says:

    ხათო არ ვიცი რამდენად კარგად აკეტებს, არ გამიკეთებია
    მაგრამ მე შემიძლია სხვა კოსმეტოლოგის ნომერი მოგცე ნახალოვკაში თუ არ დაგეზარება სიარული
    ძალიან კარგად აკეთებს, გაცილებით კარგად ვიდრე სხვა ნებისმიერი ვისთანაც ადრე ვყოფილვარ

  17. ირაკლი says:

    ამ სალონის დასახელება და ტელ ნომერი მომწერეტ რა მაილზე ძალიან გთხოვთ.

  18. ზიზი says:

    ამ სალობნის მისამართი და მობილური დაწერეტ

  19. მარი says:

    მაინტერესებს მისამართი სად კეთდება და ყოველ დღეს აკეთებს თუ რამე განსაზღვრული დღეებია?

  20. Taa says:

    მარი

    მისამართი ზევით არის
    მაგრამ ნატა აღარ მუშაობს მანდ 🙂

  21. ანი says:

    თაა,
    ნატას ვერ დავუკავშირდები? ან შენ ხომ არ იცი ვინმე ისეთი კოსმეტოლოგი, ეპილაციის შემდეგ შესიება და წითელი წერტილები რომ არ დამრჩეს რამდენიმე საათი ან საერთოდ რამდენიმე დღე? :/

  22. პაციენტი says:

    მე როგორც ყველაზე მადლიერი პაციენტი რეკომენდაციას ვუწევ ჩემს გინეკოლოგს თამარ უბილავას მედიქეში და ჩემს კოსმეტოლოგს რომელმაც ისეთი ბანჯგვლებისგან განმკურნააა…თან ზუსტად ასეთი აპარატით და 15 ლარად საათი.თუ დაინტერესდებით დაურეკეთ 571 17 33 99.რაც შეეხება გინეკოლოგს,დაგუგლეთ თამარ უბილავა.3 წლის შემდგეს ნანატრი შვილი მაჩუქა სასწაული მოახდინა 🙂 იქნებ ვინმეს გამოადგეს ეს კომენტარი 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *