8 საუკეთესო ტუჩსაცხი

სანამ უშუალოდ იმ 8 საუკეთესო პომადაზე გადავალ, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს, მინდა ჩემი პატარა გამოცდილება დავწერო.       სარვამარტოდ ჩემს თავს AVON-ის Lip Palette ვუყიდე, ეს არის 8 ფერიანი პალიტრა პომადებისა, რომელსაც მოყვება ფუნჯი და სარკე, ზუსტად ისეთი როგორც სურათზე, უბრალოდ ლაივში ფერებუ უფრო ლამაზია. აქ ცოტა ფერები სხვანაირად ჩანს. საოცრად კმაყოფილი ვარ და ძალიან ლამაზი ფერებია. უკვე 3 დღეა ვხმარობ და ჯერ ჯერობით არც ტუჩის კანი გამომიშრა და არც არაფერი. თან ფუნჯი წასასმელად ძალიან მოსახერხებელია

მაშ ასე 8 ულამაზესი პომადა მსოფლიოს ქალებისათვის,

1. Kiss Kiss –  Guerlain_ისაგან

ელეგენტურ შეფუთვაში, რეკომენდირებულია ყველასათვის 🙂

2. Dior Addict –  Dior_საგან

არ ხართ დიორის მოყვარული? წაისვით და გახდებით

3. Aqualumiere – Chanel_ისაგან

SPF 15 -მზისგან დამცავი მოქმედებით, გამოირცევა საოცრად წვნიანი ტუჩების ეფექტით.

4. Color Intrigue Effects – Elizabeth Arden_ისგან

არბილებს კანს, ჯდება ზუსტად და აქვს ბზინვარების ეფექტი.

5. Joli Rouge – Clarins_ისგან

გამოირჩევა ინტენსიური ფერებით და აქვს ძალიან გემრიელი გემო 🙂

6. “Double Wear” Stay-in-Place Lip – Estee Lauder_ისგან

უდაოდ ყველაზე მაგარი დუო ბოქსი – ესთ მხარეს ფერის მიმცემი პალეტი, სხვადასხვა ძალიან ლამაზ ფერებში. და მეორე მხარეს გადასასმელი რომელიც მეტ ბზინვარებას ანიჭებს თქვენს ტუჩებს

7. Semi-Matte –  NARS –სგან

NARS – ჩემი საყვარელი ბრენდი ხდება ნელ – ნელა მასზე კიდევ ბევრს დავწერ მომავალში, გული მიგრძნობს.  პომადას რაც შეეხება ეს მოდელი გამოირჩევა უფრო ხავერდოვანი შესახედაობით ტუჩზე ვიდრე პრიალა პომადები. დიდხანს ძლებს და არ შრება. მაგრამ ერთხელ თუ წაისვით მერე დამოკიდებულება იცის 🙂

8. Color Design Sensational Effects Lipcolor –  Lancome_სგან

გინდათ პომადა და “ბლესკი” ერთ შეფუთვაში, მაშინ ეს პომადა აირჩიეთ. + აქვს მბზინვარების ეფექტიც. გეგონება პომადაზე გლოსი გადაუსვიაო ისე გამოიყურება, მაგრამ გლოსის წებოვანება არ აქვს, კრემისებურია და არ გაწუხებს ტუჩებზე.

THAT’S   IT 🙂

Comments

comments

11 thoughts on “8 საუკეთესო ტუჩსაცხი

  1. antimelancholy says:

    ესტე ლაუდერს ვიჩუქებდი.. საჩემოა სისადავის გამოც & ესტე ლაუდერობის გამოც : D

    თათა ყველაფერში 2გინალური ხარ)))) თოპ 10 გამიგია, ტოპ 5ც.. აი 8 : D

    *

  2. Maya Jims says:

    შენაძენს გილოცავ! მიყვარს პალიტრები ♥
    NARS-ის პომადამ დამაინტერესა… ერთი პომადა მაინც თუ არ მაქვს ასეთი ღია ფერის და ხავერდოვანი ეფექტით, ასე მგონია, რაღაც მაკლია.

  3. ანუშკა says:

    ეს გერლენი დედაჩემის საფირმო პომადაა. სულ მიკვირს როგორ ტრის ამდენ ფულს უბრალო ტუჩსაცხში, მაგრამ შეფუთვა მომწონს 🙂

  4. პიპა says:

    Yves Saint Laurent Rouge Volupte in Red Muse and Red Taboo – Splurge
    Rouge Unlimited Creme Matte Lipstick Shu Uemura
    Clinique High Impact Lip Colour SPF15 in Red-y to Wear – Steal

    Lancome,Elizabeth Arden,Dior-нервно курили в сторонке;)

  5. თათია says:

    გერლენი და დიორი ნაღდათ მაგარია…გამოცდილია:)

  6. gabo says:

    ტუჩსაცხი ნამდვილად უხდება ქალს თუ გემოვნებით შერჩეული ფერის საცხი უსვია ხომ განსაკუთრებით მიმზიდველია :*

  7. ეკა says:

    დიორით მეც ძალიან კმაყოფილი ვარ

  8. ნაა says:

    ვინმემ ხომ არ იცით სად ვიშოვო ისეთი ბლესკი ტიჩებს რომ აღიავებს???

  9. Taa says:

    ნაა

    ღია ფერის იყიდე, აი ზაგარზე რომ ხმარობენ ხოლმე ტუჩების გაუფერულებისათვის 🙂

  10. მოდელი გოგონა says:

    Kiss Kiss – Guerlain – ამაზე უკეთესი პომადა ჯერ არ შექმნილა დედამიწაზე
    არ ვღალატობ უკვე მესამე წელია

    მომწონს ეს საიტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *