Beauty Adviser 2

ვაგრძელებ სერიას რჩევები სილამაზის სფეროდან

დიდი მადლობა ყველას ვინც წინა მსგავს თემაზე გამომეხმაურა კომენტარების სახით.  ხშირად ესა თუ ის პროდუქტი იდეალურია ერთი ადამიანისათვის და აბსოლუტურად გამოუსადეგარი სხვებისათვის. ამიტომ იმაზე რასაც მე ვწერ შეგიძლიათ კომენტარების მეშვეობით მიუთითოთ თქვენი შეხედულებებიც

1. Pores No More – Dr. Brandt-ისგან

ეს არის ფორების ერთ ერთი საუკეთესო გამწმენდი.  ეს არის ჟელესებრი მასა რომელსაც ისმევთ შესაბამის ადგილებში. თქვენს თვალწინ კანიდან ამოდის ჩამჯდარი მასა, ეს ჟელე მოცისფრო ფერად შრება კანზე. შემდეგ ჩამოიბანება ძალიან ადვილად და მართლა კარგი საშუალებაა.

2. ტუში Volum’ Express- Maybelline- საგან

როგორც მეიბელინი აღნიშნავს მათი ტუშების და განსაკუთრებით ამ კონკრეტული ტუშის ფუნჯი არის დაპატენტებული.  ამ ტიპის ფუნჯები მომენტალურად აძლევენ მოცულობას წამწამს ნამცეცების გარეშე.  იოლი არის მოსაშორებლადაც.

3.  პომადა Rouge Pure ShineYves Saint Laurent -ისგან

YSL-ის ეს პომადა-ბლესკი ძალიან კარგად ატენიანებს ტუჩებს და აძლევს ძალიან ლამაზ ფერს და ბზინვარებას. ამ პომადის საიდუმლო მის ერთ ერთ პიგმენტშია – ეს არის ყვავილოვანი პიგმენტი რომელიც არის გაერთიანებული ბუნებრივი მარგალიტის ექსტრაქტთან. იმის გამო რომ პომადა შეიცავს ასევე თაფლს, ის საოცრად დასრიალებს ტუჩებზე და საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს სინოტივეს და ფერს.

4. გამწმენდი გელი Apotheker Scheller -ისგან

სპეციალურად პრობლემური და შერეული ტიპის კანისათვის, რომლებიც ყოველთვის საჭიროებენ ღრმა გასუფთავებას და მუდმივ მოვლას. ეს არის ქაფისებრი გამწმენდი რომლითაც დაბანისას სახიდან ჩამოდის ყველა კოსმეტიკური საშუალების ნარჩენები და ცხიმები.  გელი შეიცავს ფარენზოლს -რომელიც ანტიბაქტერიალური მოქმედებისაა და ხელს უწყობს კარგად წმენდას და სისუფთავის შენარჩუნებას კანის ზედაპირზე. გელი შეიცავს ასევე მკვდარი ზღვის მინერალურ მარილებს რომლებიც დამამშვიდებლად მოქმედებენ კანზე

5.  Anti-blemish 3-step system  – Clinique– სგან

უნიკალური და მსოფლიოში აღიარებული სისტემა პრობლემური კანის მოსავლელად. რეკომენდირებულია აკნეს დროსაც

1. ნაბიჯი : იწმინდავთ სახეს Anti-Blemish Solutions Cleansing Foam-ის მეშვეობით

2. ნაბიჯი: იწმინდავთ კანს Anti-Blemish Solutions 3-Step Clarifying Lotion -ის მეშვეობით

3. ნაბიჯი : დაიტენიანეთ კანი Anti-Blemish Solutions Clearing Moisturizer -ის მეშვეობით. ძალიან, ძალიან ეფექტური საშუალებაა. + პლუს ამას კლინიკის ყველა პროდუქტი არის არა ალერგიული რაც თავად ამ ხაზის უდიდესი პლუსია

see ya …

Comments

comments

9 thoughts on “Beauty Adviser 2

  1. თათია says:

    თაა, ძალიან მიყვარს შენი სილამაზის პოსტები;) …რაც კოსმეტიკას ეხება: ტუშის რა მოგახსენო, მაგრამ აი Rouge Pure Shine – Yves Saint Laurent მართლაც “ვეში”ა:)) ბლესკი გეგონება რო წაისმევ, მაგრამ არცერთი ბლესკი ასე არ ატენიანებს ტუჩებს და ასე დიდხანს არ ჩერდება…უნაზესი ტექსტურა აქვს!

  2. Taa says:

    თათია

    თათი, სერიოზული ანტი მეიბელინისტი ხარ ხო? 🙂
    ვსიო მე ამით ამოვწურე მეიბელინები
    მაგრამ ყოველთვის მსიამოვნებს შენი კომენტარები

  3. 13thCinnamon says:

    მორიგი პოსტიც საინტერესო გამოდგა. სწორედ ახლა შევუკვეთე კლინიკის სამნაბიჯიანი სისტემა.
    პატარა აღმოჩენას გაგიზიარებთ აქ, თუ შეიძლება. საიტი: http://www.ecosmeticworld.com. კლინიკის პროდუქციაზე ბონუს საჩუქარი მოგდით (საკმაოდ ღირებული). გადაათვალიერეთ, ვფიქრობ მოგეწონებათ. მე უკვე გავაფორმე შეკვეთა და საჩუქრად კიდევ ფუნჯიც მივიღე (დახარჯულ თანხებზეა დამოკიდებული საჩუქრების რაოდენობა). ჩვენს ბარათს იღებს. საქართველოშიც აგზავნის. თუმცა მე გადამზიდის გამოყენება ვარჩიე.
    (თუ მსგავსი კომენტარები არ შეიძლება, feel free to delete :))

  4. თათია says:

    არა თაათ:)) ესე გამომივიდა პროსტა რო თითქოს მეიბელინს ვერ ვიტან და ანტირეკლამას უკეთებ:) უბრალოდ მე არ მომიხდა ალბათ ეს გარკვეული პროდუკტები. მპუუუააა…ვიკიკო ჩამიკოცნე;)

  5. ეკა says:

    თათ პრივეტ:)) შემოგიარე:)) როგორ ხარ საყვარელო? :*
    Anti-blemish 3-step system -ეს აფთიაქებში ვეძებო?
    და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, მართალია ამ თემას არ ეხება მაგრამ ვინაიდან და რადGანაც იინტერნეტ მაღაზიების მოყვარული ხარ გეცოდინება ალბათ საიტი amicluwear.com გამოგიწერია თუ არა როდესმე აქედან რამე და აქ ცოტა სხვანაირად არის ვიდრე ოლდნევიზე….თუ რამე იცი…სლუშაიუ :))რამდენიმე დღის წინ ერთ გოგოს ეცვა მანდედან გამოწერილი ფეხსაცმელი და აი გამოვშტერდი ისე მომეწონა…ამიტომაც დავინტერესდი.

  6. Taa says:

    13thCinnamon

    რატომაც არა
    პირიქით ძალიან დიდი მადლობა
    არანაირი შეზღუდვა არ მაქვს კომენტარებზე 🙂

    ზრდილობის ფარგლებში რა თქმა უნდა 😀 D: 😀

  7. Taa says:

    ეკა

    მადლობა, როგორ ხარ?
    არ ეკ, აქ სავარაუდოდ არა
    უფრო ინტერნეტ მაღაზიებში როგორებიცაა strawberrynet.com ან კიდე cosmetictimes.com
    თუნდაც ის საიტი 13thCinnamon – მა რო დადო ზევით კომენტარებში

    amicluwear.com -დან არასოდეს გამომიწერია 🙁

  8. მოდელი გოგონა says:

    Pores No More – Dr. Brandt – ძალიან მაგარი პროდუქტია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *