Shopping in the Netherlands (part 2 )

კატალოგი ბრენდების, პროდუქციის სახეობებისა და «კლასის» მიხედვით:

bijenkorf

Department stores –  ჰოლანდიაში არსებული «უნივერმაღები» 3 კლასად შეიძლება დავყოთ, მაღალი, საშუალო და დაბალი. კატეგორიების მიხედვით სხვაობა აისახება როგორც იქ წარმოდგენილ ბრენდებში, ასევე ფასში, ინტერიერში, მომსახურეობის დონესა თუ სისუფთავეში. აქ წარმოდგენილია როგორც ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, ასევე პარფიუმერია, საოჯახო ჭურჭელი, საკანცელარიო ნივთები, თუ საბავშვო სათამაშოები.

maison.bonneterie

Maison de Bonneterie და De Bijenkorf – ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და სასიამოვნო საშოპინგო «პოლიგონია». აქ წარმოდგენილია ყველაზე საუკეთესო დიზაინერები და ბრენდები. მათ შორის ჩემი საყვარელი ბარბერისა და დიზელის  ბავშვთა კოლექციები, არაფერს ვამბობ ქალისა და მამაკაცის კოლექციებზე. Maison de Bonneterie-ს სარდაფში CK- კოლექციასაც კი აღმოაჩენთ;


P&C და V&D – საშალო და საშუალოზე მაღალი კლასის ბრენდებით არის წარმოდგენილი, როგორც ტანსაცმელ-ფეხაცმელის, ასევე პარფიუმერიისა და აქსესუარების. V&D-ის გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელი მთელს ჰოლანდიაში, წარმოდგენილია თითქმის ყველა ქალაქში. ამ მაღაზიათა ქსელს აქვს კაფეტერიაც (პირველ სართლზე) და რესტორანიც, რომელიც უფრო ხშირად მაღაზიის ბოლო სართულზეა განთავსებული;

Hema – ყველაზე პატარა და მოკრძალებული მაღაზიაა, თუმცა აქაც შეგიძლიათ შეიაროთ გარკვეული ნივთების საყიდლად. ჩემი დაკვირვებით ჰოლანდიელთა საყვარელი მაღაზიაა;

ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელი – ამ მაღაზიების კატეგორიებად დაყოფა, ვთვლი, რომ საჭირო არ არის, ისედაც ბევრი თქვენგანისათვის ნაცნობი სახელები იქნება. ამიტომ მხოლოდ ჩამოვწერ: Burberry, Hugo Boss, Polo Ralph Lauren, Strennesse, D&G, Max Mara, Replay, Sergio Rossi, Tommy Hilfiger, Armani, Donna Karan, Mango, Mexx, Espirit, Vila,  Bershka, H&M, C&A, Hans, Zeeman. და სხვა;

ქალისა და მამაკაცის თეთრეულიTriumph და Hunkemuller მაღაზიათა ქსელი (ქალის თეთრეული მხოლოდ), არის ასევე ცალკეული მაღაზიებიც, სადაც ადგილობრივი დიზაინერებიც არიან წარმონდენილი. თეთრეულის დიდი არჩევანია Department store-ებშიც;

Douglas

პარფიუმერიაDouglas და Ici Paris მაღაზიათა ქსელი. პირველი გაცილებით უკეთესია როგორც მომსახურებით, ასევე არჩევანით. Douglas-ში ნებისმიერი სუნამო თუ კოსმეტიკა ღია ვიტრინებზეა გამოფენილი და თქვენი სურვილით შეგიძლიათ «დატესტოთ» ყველა მათგანი, რაც შეუძლებელი Ici Paris-ში, სადაც მომსახურე პერსონალიც არც თუ ისე სიამოვნებით გეხმარებათ. არის ასევე პარფიუმერიის პატარა მაღაზიები, სადაც ფასიც და არჩევანიც გარკვეულად შეზღუდულია ქსელებთან შედარებით. პარფიუმერიების მაღაზიებს აქვს საკლუბო ბარათბი 10%-იანი ფასდაკლებით;

haagsche.bluf

ელექტრო ტექნიკაBCC, Media Markt, Kijkshop, Price Topper, Blokker – ამ მაღაზიებში წარმოდგენილია საოჯახო და საოფისე ტექნიკა, ფოტო და ვიდეო აპარატურა. წარმოდგენილია ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ბრენდების, ყველა შესაძლო აპარატურა;

ფეხსაცმელი – ამდენი ფეხსაცმლის მაღაზია მემგონი იშვიათად თუ სადმე ნახოთ. ძირითადად პატარ-პატარა მაღაზიებია, სადაც მფლობელებს სხვადასხვა ფირმისა და დიზაინერების პროდუქცია აქვთ წარმოდგენილი. მინდა გაგაფრთხილოდ და გითხრათ, რომ ძალიან ადვილია შეცდეთ ხარისხის არჩევანში, რადგან ფასი ყოველთვის ხარისხის პროპორციული არ არის, სამწუხაროდ;

ბავშვთა მაღაზიები – ბავშვთა ტანსაცმლის სექციები არის ყველა დიდ მაღაზიაში, ასევე ყველა სავაჭრო ცენტრში მუშაობს ბავშვთა მაღაზიები, ერთი მაინც;

სპორტული მაღაზიები – Sport 2000, Intersport, Perry,  Daka. აქ წარმოდგენილია სპორტული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ინვენტარი და აქსესუარები;

Drugstore – Etos, Kruidvart. მაღაზიები, სადაც წარმოდგენილია ბავშვთა კვება, ჰიგიენური საშუალებები, შედარებით იაფი ბრენდების კოსმეტიკა, კანისა და თმის მოვლის საშუალებები. აქვე შეგიძლიათ შეიძლინოთ წამლები, რომელთა შესაძენად რეცეპტის წარდგენა არ არის საჭირო;

Passage.Haag

აქვე მინდა გამოვყო ის მაღაზიები, სადაც შეგიძლიათ ისადილოთ ან შეისვენოთ შოპინგით დაღლილებმა. აქ უსაფრთხო და გემრიელი კერძებია წარმოდგენილი. ფასი, კი ხშირად დამოკიდებულია თეფშის ან ჭიქის ზომაზე ანუ თანხას იხდით თეფშისათვის, მასზე კი რამდენ სალათას, ბოსტნეულს ან ბარში წარმოდგენილ სხვა სასუსნავს დაამატებთ – არ იანგარიშება. აქვე შეგიძიათ შეუკვეთოთ ასევე ცხელი კერძიც და თქვენს თვალწინ მოამზადებენ, ძირითადად ეს არის სხვადასხვა სახის გრილი. ეს მაღაზიები ტკბილეულის საუკეთესო არჩევანსაც თავაზობს თავიანთ მომხმარებელს. ესენია De Bijenkorf და V&D. ასევე, შედარებით მოკრძალებული კაფეტერიები აქვს Hema-ს და Maison de Bonneterie-ს.

ასევე, საჭიროდ ვთვლი, მოგაწოდოთ ინფორმაცია ტუალეტების შესახებ, რომლებიც ფასიანია, მაგრამ საკმაოდ ნორმალური, ესენი ყველა  Department store-შია, თან ძირითადად იმ სართულზე, სადაც რესტორანია. ასევე, ფასიანი ტუალეტებია MacDonald-შიც, თუმცა თუ იქაური ქვითარი გექნებათ, მაშინ ფასის გადახდა არ გჭირდებათ. ფასი კი მერყეობს 20-30 ცენტის ფარგლებში.

უდიდესი მადლობა ნათიას taa.ge -სგან.

და ყველას ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს ვთხოვ არ დაიზაროს და მოგვაწოდოს ასეთი სტატიები

Comments

comments

6 thoughts on “Shopping in the Netherlands (part 2 )

  1. Maya Jims says:

    მოკლედ, ჰოლანდიაში რომ ჩავალ, უკვე ვიცი, რომელი მაღაზიები ვეძებო. დიდი მადლობა ნათიას და თაას!

  2. BloggerGirl says:

    ჰოლანდიაში არ ვყოფილვარ. 🙂
    შოპინგი კი დანაშაულის გრძნობას მიღვიზებს შესაბამისად ნაკლებს ვშოპინგობ და ძირითადად წიგნებს ისიც ნეტით 🙂

  3. Taa says:

    Blogger Girl

    სადახ ცხოვრობ იქაურზე გითხარი 🙂
    დანაშაულის გრძნობას რატომ?

  4. პეპი says:

    Blogger Girl

    დანაშაულის გრძნობა რა მხრივ? – დროს რომ ხარჯავ,თუ ფინანსებს და ენერგიას? . . თუ რაიმე სხვაა?

    ისე, წიგნების ყიდვა მართლაც დიდი სიამოვნებაა (როგორი სიმპატიით განვეწყვე შენს მიმართ, ნეტავი იცოდე) . . ინტერნეტით ვიწერთ წიგნებს და სპორტულ ინვენტარს:)
    მართალია, ჰოლანდიელები “მკითხველი” ნაციაა, მაგრამ ინგლისურ-ენოვან წიგნებს ვკითხულობთ . . და “გადამეტება” რომ არ მოგვივიდეს ლიმიტი გვაქვს – თვეში ერთხელ გამოწერა 😉

  5. SunRise says:

    გერმანიაში ყოფნის დროს “დუგლას”-ი ჩემი ყვეეეელაზე საყვარელი მაღაზიაა იყოო, როგორც შენ იტყოდი თაა “საოცრად თბილი გარემოა” სურნელი და ნათელი დიზაინი 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *