8 Best Make Up Removers

1.  Sephora Make Up Removing Wipes


არასოდეს არ მიყვარდა ამ სველი საწმენდებით მაკიაჟის მოშორება, მაგრამ სიის თავში ვაყენებ რადგან ისინი ერთ ერთი ყველაზე მოსახერხებელი საშუალებებია. მაგალითად როდესაც სამსახურიდან გავრბივარ ვარჯიშზე, ვარჯიშის მერე ვაპირებ საუნაში შესვლას, დამიჯერეთ საუნაში მაკიაჟით შესვლაზე დიდი ტანჯვა ჩვენი სახისათვის არ არსებობს. ამიტომ უცებ ჩამოიცლით ან საწმენდებით და ვუალაააა ისიამოვნეთ რამდენიც გინდათ.

გარდა ამისა, როდესაც კლუბების მერე სახლში ღანის 4-5 საათზე მოვდიოდი ხოლმე ისეთი დაღლილი რო ბამბის და მოსაშორებელი რძეების ძებნის თავი არ მქონდა, საწოლთან მედო ხოლმე ეს საწმენდები და უკვე ლოგინშივე ნახევრად მძინარე ვიშორებდი ხოლმე მაკიაჟს, იმიტომ რომ მაკიაჟით ძილზე საშინელებაც არაფერია ჩვენი კანისათვის

2.  Clinique  Take The Day Off Makeup Remover

სამწუხაროდ საკმაოდ პატარა ფლაკონი საკმაოდ დიდი თანხა ღირს, მაგრამ იმდენად კარგად წმინდავს რომ სულ ცოტა სითხე გჭირდებათ კანის კარგად გასუფთავებისათვის. გარდა ამისა საოცარი სურნელით გამოირჩევა. ვიკიკო რომ პატარა მყავდა მაშინ მქონდა ხოლმე და რო მოვიშორებდი ამით მაკიაჟს სულ უნდოდა რო სახეზე ეკბინა ან აველოკე ხოლმე ისე მოსწონდა სუნი 🙂 სიმართლე გითხრათ ტუშის მოშორებაზე ამით ცოტა ვწვალობდი, მაგრამ ღირს ნამდვილად იმიტომ რომ პროცედურის მერე ისეთი ისუფთავის და სიხალისის შეგრძნება გრჩებათ რო ნამდვილად ღირს თუშის მოშორებაზე ცოტა დროის დაკარგვა

3. Korres Jasmine Eye Make Up Remover

საერთოდ რატომღაც ეს ბრენდი საქართველოში არც თუ ისე ცნობილია, არადა საკმაოდ კარგი პროდუქტი აქვთ და ვინც თავის მოვლის საშუალებებს ინტერნეტით იწერს, მათთვის კარგად იქნება ცნობილი.

ჟასმინის დამამშვიდებელი მოქმედების შესახებ ყველამ იცით.  მაგრამ ყველაზე დიდი სურპრიზი ისაა რომ ეს სითხე თითქმის უსუნოა, ვერც ჟასმინის და ვერც რომელინე ინგრედიენტის სუნს ასე ვერ შეიგრძბობთ. კანზე არის ძალიან ნაზი და საოცრად დამატენიანებელი – მაგრამ კანზე სისველის შეგრძნებას არ ტოვებს.

4. Shu Uemura Skin Purified Cleanser Oil

Shu Uemura – ასევე არც ისე გავრცელებული ბრენდია საქართველოში.

ეს არის წმინდა წყლის გამწმენდი, მაგრამ რომ ვცადე მაკიაჟსაც გადასარევად აშორებს. მაკიაჟს აშორებს ყველანაირი ნაკვალევის გარეშე, ატენიანებს და თან აქვს ასაკის საწინააღმდეგო მოქმედებაც – ამის შედეგი ჯერ არ ვიცი 🙂 სიმართლე გითხრათ მე გამწმენდი ზეთები არ მიყვარს, მაგრამ ეს მომეწონა და ვურჩევ ყველას ვისაც მოსწონს გამწმენდი ზეთები.

5.  Clinique Rinse-Off Make Up Solvent

ჩემი უდაო ფავორიტი, ეს გამწმენდი სულ პირველად 2 წლის წინ შევუკვეთე cosmetictimes-ზე, და იმის მერე კიდევ 3 ჯერ ჩამოვიტანე ისე მომწონს.

უმაგრესიააააა, ძალიან ნაზი, ძალიან რბილი და ძალიან სწრაფი.  ქლინ & გოუ პონტია 🙂  არ შეიცავს ზეთებს და არ ტოვებს სახეზე სისველის შეგრძნებას.

საქებარი სიტყვები არ მყოფნის ძალიან გამიმართლა რომ ვცადე პირველად 🙂

6.  Shiseido The Skincare Instant Make Up Remover

ეს წვრილი ფლაკონი ღირსია იმისა რომ ყოველდღიურად ჩანთით ატარო ადამიანმა.

სამწუხაროდ შისეიდოს ძალიან ცოტა პროდუქტი თუ მიხმარია, რადგან ბრენდ ლოიალურობა მაქვს ძალიან მაღალი, როცა რაღაც მინდა პირველას ესტეში და კლინიკში ვეძებ ხოლმე. მაგრამ მიუხედავად ამისა ამ ბოლო დროს ვცდილობ სხვა ბრენდებსაც გადავხედო მოწყალე თვალით. ამ კონკრეტულ პროდუქტზე ის შემიძლია გითხრათ რომ არის როგორც მაკიაჟის მოსაშორებელი, ასევე ფანტასტიიური სახის გამწმენდი და ასევე დამატენიანებელიც. ადამიანებს რომლებსაც გარეთ უწევთ დიდი ხნით ყოფნა, ეს გამწმენდი ძალიან გამოადგებათ.  თან სულ რაღაც 26$ ღირდა და საკმაოდ დიდხანს ძლებს, რადგან ფაქტიურად მაინც დღის ბოლოს გიწევს ხოლმე მისი გამოყენება.

7.  Philisophy Just Release Me Dual Phase

Philisophy – ასევე არაგაპიარებული ბრენდია საქართველოში, მისი პროდუქციის შესახებ მე კიდევ დავწერ. ამჯერად კი Just Release Me Dual Phase-ზე უნდა მოგიყვეთ. ეს პროდუქტი იყიდება საკმაოდ დიდ ბოთლებში და არის აბსოლუტურად oil free – მე რომ მიყვარს ისეთი. იოლად იღებს სახის კანიდან ტონალურ კრემებს, ე.წ. “რუმიანებს” მოკლედ კანს კარგად წმენდს და მაკიაჟის ნასახიც არ გრჩებათ, მაგრამ სამწუხაროდ ერთი მინუსი აქვს. წასმის შემდეგ ის სიმსუბუქის და სიხალისის შეგრძნება რაც კლინიკის პროდუქციას ახასიათებს, არ გრჩებათ 🙁

8. Lancome BI-FACIL Double Action Eye Make up Remover

საერთოდ მე ამ ბრენდს არ ვწყალობ, არაფერს არასოდეს თითქმის არ ვყიდულობ უკვე 2-3 წელია, მაგრამ ვიდრე ჩემთვის აღმოვაჩენდი თავის მოვლის ინტერნეტ მაღაზიებს – მიწევდა აქაური პროდუქციის ყიდვა. დაახლოებით 2 წლის წინ იყო ფორუმზე ოცნების ქალმა დაწერა STRAWBERRYNET-ის შესახებ და ეს პროდუქტი იყო იმ პირველ ჩემს შეკვეთაში რაც მაშინ გავაკეთე.  სიმართლე გითხრათ იმედგაცრუებული არ დავრჩენილვარ, საკმაოდ კარგი სითხეა, თუმცა წყალს გავს ძ ალიან, ისეთივე უსუნო და უფეროა – მაგრამ საკმაოდ კარგად მიშორებდა მაკიაჟს, მათ შორის ტუშსაც.  არბილებს და ატენიანებს კანს და არის საკმაოდ არა ალერგიული, იმიტომ რომ მე ლანკომის პროდუქცია ალერგიას მაძლებს, ამ გამწმენდმა პირიქით საკმაოდ დამირბილა სახის კანი. და პლუს ძალიან მომწონს ფლაკონის დიზაინი. დღემდე მაქვს შენახული 🙂

Comments

comments

29 thoughts on “8 Best Make Up Removers

  1. თეა says:

    არაჩვეულებრივია Yves Rocher-ის გვირილის ხაზის თვალიდან და სახიდან მაკიაჟის მოსაცილებელი სითხე და რძე

  2. riddle says:

    Lancome-ს ზოგადად ვგონებ ტყუილად არ წყალობთ, უმაგრესი ტონალური აქვს 🙂 რომელმა პროდუქტმა გაგიცრუა შენ იმედი?

  3. Taa says:

    თეა

    მადლობა

    riddle
    ტონალურიდან დაწყებული ბევრმა, საშინლად ალეტგიულად მოქმედებს ჩემს კანზე
    არა ყველაფერი – მაგრამ ბევრი მათგანი

  4. Maka Asatiani says:

    ლანკომის სახის მოვლის საშუალებებზე არც მე ვგიჟდები, თუმცა სახალწლოდ მაჩუქეს უდიდესი ნაბორი, რომელიც შეიცავს ყველანაირ სახის მოვლის საშუალებას ლანკომისგან. ზოგი გავაჩუქე 🙂 მხოლოდ კრებები ვიხმარე, რიმუვერი, რძე, ნიღბები დავიტოვე. ველოდები ახლა რაც მაქვს დამიმთავრდეს და გამოვიყენებ 🙂

  5. riddle says:

    პ.ს. და ეს უნივერსალური საშუალებებია სახისთვისაც და თვალისთვისაც? 😐 თვალისთვის ცალკე მაქვს ხოლმე მოსაშორებლად… 😕

  6. Taa says:

    riddle

    მინიშნებულია რომ ტუშსაც კარგად აშორებს 🙂
    ანუ თვალებისთვისაც
    მე ძირითადად ისეთებს ვხმარობ რომლებიც ორივესთვისაა, მეზარება ხოლმე სხვადასხბა რიმუვერების ხმარება 🙂

  7. Dissolved Girl says:

    ფასები რომ მიუთითო ძალიან კარგი იქნება და რჩევებიც უფრო პრაქტიკული გახდება : )

  8. Taa says:

    Dissolved Girl

    აქ რომ არ ვყიდულობ 🙁
    და სხვადასხვა საიტებიდან ვიწერ ხოლმე
    საიტებზე ხო უკვე ვისაუბრე ადრე ძირითადად რომლებიდან ვიწერ

    http://zere.ge/index.php?option=com_content&view=article&id=52&Itemid=53

    აი აქ ქვემოთ ჩაყევი და არის განყოფილება კოსმეტიკა/პარფიუმერია და საკმაოდ ვრცელი სიააა 🙂
    good luck

  9. მაკა says:

    ამ სიას დავამატებდი ჩემს უსაყვარლეს Laura Mercier-ს Purifying Oil Rich-ს. http://www.lauramercier.com/store/shop/Cleansers_Purifying-Oil—Rich_prod200008

    აქვს ზეთოვანი სტრუქტურა, წყალთან შეხებისას ქაფდება და მომენტალურად აშორებს ყველაზე გადატვირთულ მაკიაჟსაც კი. ბევრი ცნობილი ბრენდის გამწმენდი გამომიყენებია, მაგრამ ეს ჯერჯერობით ლიდერობს და ალბათ დიდხანს დარჩება ჩემი ფავორიტების სიაში.
    დემაკიაჟის პროცესი შემაყვარა ფაქტიურად. კანს ტოვებს საოცრად რბილს და სასიამოვნოს.

    ერთადერთი მინუსი ფასია – 40 ევრო. მაგრამ ძალიან ცოტა გჭირდება. დაახლოებით 5 თვეა ყოველდღიურად ვხმარობ და ჯერ ნახევრამდეც არ დამიცლია.
    მოკლედ რეკომენდუიუ. 🙂

  10. პეპი says:

    Clinique – მუდამ და ყოველთვის 🙂 სხვა გამწმენდი საშუალებებისკენ უკვე აღარ ვიხედები, რამდენიმე წელია.

    ფასის დაკონკრეტება კი მეტად რთულია, რადგან ჰოლანდიაში 3-4 ჯერ უფრო ძვირი მიჯდება ყიდვა, ვიდრე აშშ-ში.

  11. Taa says:

    მაკა

    უღრმესი მადლობა
    ისეთი რეკომენდაცია გაუწიე, ამ წუთასვე ვიყიდდი და გამოვცდიდი

    ისე დემაკიაჟის შეყვარებას რაც შეეხება, ისე მომბეზრდა უკვე რო რავი
    მაგრამ ჩემს კანს ვერ ვუღალატებ, მითუმეტეს რომ მაკიაჟს ყოველდღიურად ვიკეთებ

  12. პეპი says:

    Taa, ტუშებზე როდის დაწერ? Estee Lauder-ის ვიბრატორიანი ტუში Turbolash mascara mouvement შევიძინე რამდენიმე თვის წინ . . ვითომ საუკეთესო რეკომენდაციებით . . არის რაა, ფულის გადაყრაა მე თუ მკითხავთ:)
    თან, არც ხელი მიკანკალებს – ეს ვიბრატორი რომ იყვეს საჭირო 😉

    პ.ს. წავედი ეხლა ჩემთან, შეგიწუხე გული კომენტებით:)

  13. Taa says:

    პეპი

    პირიქით, ძალიან სასიაამოვნოა თითოეული თქვენგანის კომენტარი
    ტუშებზეც დავწერ
    მოვიცლი და დავწერ, ცოტა დატვირთული დღეები მაქვს

  14. Taa says:

    პეპი

    აუ მაგარი ღადაობაა
    მეც ხო გული გამისკდა
    დიმამ გაარკვია რომ თურმე იმ ადგილას ამერიკის სერვერი სადაც არის
    სადაც ჩემი ბლოგი დევს, 3 საათი შუქი არ იყო და გათიშული იყო მაგიტომ 🙂
    ამერიკაშიც შუქი ითიშებააააააა

  15. Kate says:

    აუ როგორ მინდა მაკიაჟის კარგი მომშორებელი, მაგრამ ძვირებია :((

  16. 13thCinnamon says:

    შედარებით შეღავათიან ფასებში ნორმალური პროდუქცია აქვს Dermacol-ს (პსპ-ს აფთქიაქებში). კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო დერმაკოლის გამწმენდი და მაკიაჟის მოსაშორებელი რძე – ძალიან მომეწონა. თუ სწორად მახსოვს, 35 ლარი მივეცი ნაკრებს, რომელშიც შედიოდა ტუში, ეს გამწმენდი რძე და “კოსმეტიჩკა”. ჯობია Yves Rocher-ს, მაგრამ ვერ შეედრება Clinique-ს.

  17. Women's Perfume says:

    Hello

    I have a different take on this and I really wished I had the time right now. I’ll go ahead and subscribe and when I have the time I’ll leave my reply. Cool site by the way. I’m trying to get one going but my programming friend is slacking off on me. Thanks again for your post – Joy.

    Cheers!

  18. Kate says:

    თაა – შედარებით იაფი რომ იყოს და თან კარგად რომ აშორებდეს, რომელს მირჩევ???

  19. LeNa says:

    Lancome BI-FACIL Double Action Eye Make up Remover

    ეს მქონდა და კმაყოფილი ვიყავი ნამდვილად
    მართლა კარგი ბლოგი გაქვს და სასარგებლო
    2 დღეა ვათვალიერებ რენდომ პოსტებს და ყველა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის

  20. LeNa says:

    არასოდეს მიცდია სველი საწმენდებით მაკიაჟის მოშორება
    რარაც ანტიდამოკიდებულება მაქვს
    მგონია რომ კანს გამომიშრობს

  21. LeNa says:

    Korres Jasmine Eye Make Up Remover
    და
    Shu Uemura Skin Purified Cleanser Oil

    გამოვიწერე შენი რჩევების შედეგად გუშინ
    ჩამომივა და დავწერ აბა როგორ მომეწონება 🙂

  22. ნენე says:

    თაა, მიყვარს შენი ბლოგი ძალიან

    ეხლა ვნახე ეს თემა და შისეიდო უნდა გამოვაწერინო ჩემს დას

  23. მირანდა says:

    რამე უნდა ვიყიდო ახალი
    გუშინ დავიბანე და გამომიშრო სახე წყალმა

  24. მოდელი გოგონა says:

    აქ როგორც ვხედავ სულ ყველა მკითხველი თავის მოვლის მოყვარულია
    კარგია ასეთი საზოგადოების შემოკრება 🙂

    მე საერთოდ ფანატი ვარ ეგეთი რამეების
    აი ჩამოთვლილთაგან კი მხოლოდ შისეიდო მიხმარია
    საინტერესო იყო წასაკითხად ეს პოსტი, უნდა ვცადო სხვებიც
    სიახლეები მიყვარს ხოლმე

  25. SunRise says:

    იცით რა მაინტერესებ, SEPHORA პროდუქცია სად იყიდება თბილისში ხომ არ იციიით??

  26. კატ :) says:

    ძალიან დავინტერესდი Clinique Rinse-Off Make Up Solvent-ით.. მე ბოლოს შევიძინე Dior –ის EAU MAGIQUE DEMAQUILLANTE ( http://voulez-vous.ge/index.php?id=23&brand_id=45&category_id=191&product_id=793 ) მაგრამ ჩემს საყვარელ და ასე თუ ისე “ასაკში შესულ” 🙂 კანს არ მოუხდა 🙂 აუცილებლად ვცდი Clinique–ს შედეგს შეგატყობინებ 🙂 მადლობა საინტერესო პოსტებისთვის 🙂 დრო არ მაქვს რომ ხშირად შემოვირბინო ხოლმე <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *