A GREAT DEAL

A GREAT DEAL =  შევსება კოსმეტიკურ ჩანთაში

ფანტასტიური ამბები ჩემი სამყაროდან.

რაც ვიკიკო გამიჩნდა ჩემმა ყოველთვიურმა გასავალმა მხოლოდ მასზე 750 ლარს მიაღწია სტაბილურად თვეში (ძიძის ჩათვლით). ეს თუ არ ჩავთვლით ტანსაცმელს რომელსაც ყოველთვიურად არ ვუკვეთავ ბავშვისთვის და თუ არ ჩავთვლით ექიმი და წამლები რომ დასჭირდება ხოლმე მაგ პერიოდებს.

ამიტომ იყო ხოლმე რომ ჩემს კოსმეტიკურ ჩანთაში ნელ- ნელა იკლებდა კარგი პროდუქცია და ამას წნათ დავწერე კიდეც რომ შევსება მოვახდინე ეივონის პროდუქციით, რომლის 60% ნაგავი გამოდგა – მათ შორის ბრილიანტებიანი ტუში და ფორების გამწმენდი სითხე. ვერც ფირმინგ გელმა მოახდინავერაფერი განსაკუთრებული ჩემს სხეულზე 🙁 ამიტომ გირჩევთ ამ პროდუქციაში ტყუილად ფულს ნუ გადაყრით. თუმცა ზოგიერთი რამ მართლაც ძალიან კარგი ხარისხის აღმოჩნდა და ძალიან გამომადგა. მაგალითად პომადების პალიტრა, დიდი სიამოვნებით ვხმარობ, დიდი სიამოვნებით ამოვიღებ ხოლმე ჩანთიდან და ვისმევ თავისი ფუნჯით.

ხოდა რამდენიმე დღის წინ ძალიან სასიამოვნო რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. დავიწყებ თანმიმდევრობით.

შარშან ნოემბერში, როდესაც ორსულად ვიყავი –  ერთ ერთი ჩვენი ძალიან კარგი კლიენტისათვის ვაკეტებდი შეკვეთას ევროპაში. რამდენიმე ბრენდის სანათები უნდოდა. საკმაოდ დიდი შეკვეთა იყო. მათ შორის იყო დელტალაითის 2 კედლის სანათი საკმაოდ ძვირად ღირებული. შამოვიდა ეს შეკვეთა, ყველაფერი კარგად იყო … მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ამ დელტას სანათების შეკვეთისას კოდის 2 ციფრი შემეშალა და ჩამოვიდა იგივე კედლის სანათის სერიებიდან კუთხის ვერსია, რაც ამ კაცს არაფერში სჭირდებოდა. შეკვეთა თავიდან გავაკეთეთ სასწრაფო წესით და ჩამოვუტანეთ სწორი ვერსია.

ჩემმა უფროსმა, იმის გამო რომ მომავალში უფრო ყურადღებით იყოო ამ 2 ცალი სანათის თანხას დაგიკავებთ ხელფასიდანო და როცა გაიყიდება დაგიბრუნებთ მაშინო. სიმართლე გითხრათ გული დამწყდა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ მყავდა ვიკიკო და ეს 428 ლარი დიდ ამინდსაც არ ქმნიდა.

გავიდა 1 წელი და ეს სანათები არ იყიდებოდა, ეგეთები მანამდევ გვქონდა 2 ცალი ჩამოტანილი სადღაც 3 წელია გვაქვს და არავის არ უნდოდა 🙁

მაგრამ 2 დღის წინ, შოურუმში რომ ვსეირნობდი და ახალ კოლექციას ვათვალიერებდი … უცებ შევამჩნიე რომ ეს სანათები კედელზე აღარ იყო წარმოდგენილი – რაც იმას ნიშნავს რომ ყველა- 4ივე გაიყიდა : ) : )

ჯერ გავერკვიე დარბაზში კონსულტანტებტან და ერთ ერთმა დამიდასტურა ნამდვილად გავყიდე მე 4ივეო. მერე შევედი უფროსთან და ვაცნობე და ვთხოვე თუ შეიზლება ჩემი ფული რომ დავიბრუნო მეთქი და რა თქმა უნდაო.

მოკლედ ამ თვეში გამიჩნდა ზედმეტი 428 ლარი. 50 ლარი ეგრევე იმ ბიჭს ვაჩუქე, ვინც გაყიდა, დიდი ჩხუბებით, არ იღებდა, 50 ლარი დედაჩემს, 80 ლარით ვიკიკოს ბაჩიები უნდა ვუყიდო ახალ, 50 ლარი დიმას ვაჩუქე და ….

დანარცენი 200 ლარი უნდა დავახარჯო ჩემს თავს…

და შევუდექი კოსმეტიკური ჩანთის განახლებას, შევუკვეთე:

1. KISS KISS – GUERLAIN LIPSTICK

2. Clinique High Impact Curling Mascara

3. Clinique Blended Face Powder and Brush

4.CLINIQUE Youth Surge SPF 15 Age Decelerating Moisturizer

5. CLINIQUE MIRROR (რომელიც ამას წინათ ამაზონმა დამიქენსელა 🙁 )

6. Clinique Eye Shadow Trio

7. Take The Day Off Makeup Remover – ამას წინათ ვწერდი ამ პროდუქტზე

8.CLINIQUE Lash Doubling Mascara in Black

9. CLINIQUE Different Lipstick in A Different Grape

10. Cosmetic World-ის  Cosmetic Brush _ იმიტომ რომ ის რაღაც რუჩის ბრაშ სეტის დიდი ფუნჯი ნაგავი აღმოჩნდა და ძვრება ბუნძგლები

დროებით იმედია ესენი მეყოფა, მომავალ კოსმეტიკურ შოპინგამდეეეეეეეე 🙂

Comments

comments

18 thoughts on “A GREAT DEAL

  1. ბაბისა says:

    რა კარგი სიახლე გქონია
    და რა კარგი რაღაცეები შეგიკვეთავს
    :))

  2. პიპა says:

    სად შეუკვეთე?
    თუმცა თუ იყიდე, აღარ აქვს აზრი, ისე skinstore.com , spring20 კოდს თუ გამოიყენებ 20% ფასდაკლებაა და უფასო შიფინგი აქვს გადამზიდამდე

  3. 13thCinnamon says:

    რა სიამოვნებას მიიღებ, წარმომიდგენია 🙂
    მშვიდობაში 🙂

  4. თათია says:

    გილოცავ ჩემო კარგო ახალ შეძენებს! მაგრად გამეხარდა ესეთი კაი სიურპრიზი შენ ამბებში! ღა ჯობია ეგეთ ქალურ სიამოვნებებს?:-) …თაათ, 1რამ უნდა გკითხო- ფუნჯები მაქეთ (ან სადაც შეუკვეთე) ძვირებია? პროსტა რამდენი ხანია კაი ნატურალურ ფუნჯებზე ვოცნებობ, არადა აქ მაგარი ძვირი ჯდება კაი ხარისხის!

  5. Taa says:

    თათია

    მენატრებით
    როდს ჩამოდიხართ?

    აუ კაკრას ვამზადებ ფუნჯებზე ძაან მაგარ პოსტს
    ხვალ ან ზეგ დავპოსტავ
    შემოიარე და წაიკითხე 🙂

    გკოცნით სამივეს ბევრებს

  6. თათია says:

    მეც მენატრებიიით, ჯერ არ გვილაპარაკია და რო დავგეგმავთ როდის ჩამოვალთ აუცილებლად გაგაგებინებ თაათ!:-*
    OK, პასიბა, გენაცვალეეე უდიდესი სიამოვნებით ველი აბა ახალ პოსტს;-)

  7. ნეკა says:

    KISS KISS – GUERLAIN LIPSTICK – უსაყვარლესი
    მშვიდობაშიიიიიიიიიიი

  8. Lovett says:

    რა კარგი სიახლე გქონია
    და რა კარგი რაღაცეები შეგიკვეთავს
    :))

  9. ნუცა says:

    გამარჯობათ თა,
    დღეს შემთხვევით გავეცანი თქვენს პოსტებს და იმდენად დამაინტერესა თქვენს მიერ განხილული თემბმა, რომ ჩემთვის საინტერესო კომპანიის სახელი “დავსერჩე”.
    კომპანია ეივონი.
    კომპანია ეივონი – ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1886 წელს დაარსდა და მას შემდეგ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე მოღვაწეობს.
    ეივონი ლიდერი კომპანიაა პირდაპირი გაყიდვები მსოფლიო ბაზარზე.
    კომპანია ეივონ კოსმეტიკს რუსეთი – ლიდერია კომპანიაა კოსმეტიკური პროდუქციის ბაზარზე რუსეთში.
    ჩვენი კომპანიის პორტფელში 5 კატეგორიის პროდუქციაა და 1000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი შედის… http://www.avon.com 🙂
    … და მაინც მე როგორც სხვა მრავალი ქალი, სახის კანის მოსავლელ საშუალებებს დიდი სიფრთხილით ვარჩევ და არც ფულს ვზოგავ კოსმეტიკური პროდუქციის შეძენისას, (თან ჩემი შვილიც ისევე ‘ჯდება’ 700 -800 ლარი, როგორც სხვა ჩემი მეგობრის შვილები…:))
    და მაინც მინდა გითხრათ რომ კომპანია ეივონმა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიის გაკეთების საშუალება მომცა, თუმცა არსებობს კონკრეტული კანის მოვლის საშუალება რომელიც “მიხდება” ეივოინისაგან და არსებობს საშუალებები სადაც სხვა კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ლოილაური ვრჩები… და ასევეა ჩვენი 1000-ობით მომხმარებელი საქართველოში… თუ რა თქმა უნდა საკუთარი თავის პოზიციონირებას არ ახდენენ “ივ სენ ლორან”-ისა და “გერლენი”-ს ტუჩსაცხისა თუ თვალების ჩრდილების “გამოფენით” ხალხმრავალ წვეულებებზე ან ფეშენებელურ სასტუმროებში გამართულ საღამოებზე 🙂
    ასე რომ, ტერმინი “ნაგავი” ვფიქრობ ის შეფასება არ არის რითიც ამხელა კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქცია შეგიძლიათ შეაფასოთ…, თუნდაც ვიწრო წრეში.
    თქვენ არც კომპანია ეივონ პროდუქციის “გაპიარება” გევალებათ, მიანდეთ ეს შესაბამის ხალხს…

    და მაინც ალბათ დამეთანხმებით რომ შეიძლება გქონეს ერთი სუნამო – კომ დე გაღსონი… მაგრამ სამი ტუჩსაცხი და თან სხვადასხვა ბრენდის.
    შეიძლება დადიოდე “მანგოს” 30 ლარიანი მაისურით და ჩანთით შანელის 70 ლარიან ტუჩსაცხს ატარებდე…
    ამ დროს მხოლოდ ერთადერთი ღამის კრემი უხდებოდეს შენს კანს…

  10. Taa says:

    გამარჯობა ნუცა 🙂

    პირველ რიგში უდიდესი მადლობა უნდა გადაგიხადო ამხელა კომენტარისათვის, ნამდვილად არ ვარ განებივრებული ამხელა კომენტარებით და დიდი მადლობა რომ გამონახე დრო 🙂

    ეხლა რაც შეეხება კომენტარს, შენ წერ რომ:

    თუმცა არსებობს კონკრეტული კანის მოვლის საშუალება რომელიც “მიხდება” ეივოინისაგან

    შენ რომ გიხდება სამწუხაროდ არ ნიშნავს რომ ეივონის კანის მოვლის სისტემა მართლაც ასეთი უნივერსალური და ხარისხიანია რადგან იმ პერიოდში როცა ეს პოსტი დაიწერა მე ფინანსების სიმცირის გამო – მართლაც ბევრი ეივონის პროდუქტი ვცადე და სიმართლე გითხრა სრულიად გამიცრუვდა იმედები – არც ერთიო სახის კრემი არ ამართლებს იმ ტექსტს რაც უწერიათ კატალოგში, ნუთუ მე არ გამომადგა არც ერთი მათგანი??? 🙂

    მაშინ როდესაც ელიზაბეტ არდენის, ესტე ლაუდერის, კლინიკისა და თუნდაც GIGI-ს დამატენიანებლები საოცარ შედეგს ახდენდნენ ჩემს კანზე …

    რაც შეეხება – მარიაჟობაში ბრალის დადებას

    თუ რა თქმა უნდა საკუთარი თავის პოზიციონირებას არ ახდენენ “ივ სენ ლორან”-ისა და “გერლენი”-ს ტუჩსაცხისა თუ თვალების ჩრდილების “გამოფენით”

    ამაში თვით ჩემი მკითხველიც კი ვერ დაგეთანხმება, კარგად გადახედე სხვა პოსტებსაც და მიხვდები რატომაც 🙂

    ხოლო ჩემს სუბიექტურ შეფასებებზე – პასუხის მოთხოვნა ცოტა ზედმეტად მიმაჩნია:

    ტერმინი “ნაგავი” ვფიქრობ ის შეფასება არ არის რითიც ამხელა კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქცია შეგიძლიათ შეაფასოთ…, თუნდაც ვიწრო წრეში

    – ეს არის რჩევებისა და გამოცდილების გაზიარების ყველაზე ქალური ბლოგი საქართველოში, და ბრალდების ნაცვლად ძალიან მარტივად შეგიძლიათ მთხოვოთ გესტ პოსტის დაწერის უფლება – რაზეც უარს არ გეტყვით – და დაასაბუთეთ ამ მოსაზრების საწინააღმდეგო თქვენი აზრი 🙂
    და ბოლოს კარგად გადახედეთ პოსტში რაც დავწერე რომ იმედები გამიცრუა და ნაგავი არის მეთქი და ჩაატარეთ გამოკითხვა – ძალიან მეეჭვება ის ბრილიანტებიანი ტუში და ფორების გამწმენდი ვინმეს მოსწონებოდა 🙂
    და კიდევ მეტი ყურადღებით თუ წაიკითხავთ მომდევნო წინადადებსაც შეამჩნევთ 🙂

    მადლობა კიდევ ერთხელ და ველი თქვენს პასუხს …

  11. ნუცა says:

    ძალიან დიდი მადლობა თქვენი პასუხისა და ყურადღებისათვის, თა
    მე გავეცანი თქვენი ბლოგის პოსტებს და ქალებისათვის მართლად საკმაოდ საინტერესო თემებს ეხებით…
    რაც შეეხება ჩემს კომენტარს, მე არც საკუთარ გამოცდილებას გიზიარებთ და არც რომელიმე კონკრეტული პროდუქციის გაპიარებით არ დავკავებულვარ თქვენი მკითხველისათვის,
    ეს რომ გამეკეთებინა, იმ კოსმეტიკური საშუალებების ჩამოთვლას დავიწყებდი, რომელთაც მრავლად ვიძენ, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ეივონშიც… ამასთან გეტყოდით რომ ფორების გამწმენდი სითხე რომელიც თქვენ შეიძინეთ 15 -18 წლის ასაკის მომხმარებელზეა გათვლილი ხოლო კრემი ყავისფერი შეფუთვით 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის და ა.შ ….
    მე როგორც ჩვეულებრივ ქალს ამ შემთხვევაში მიმაჩნია რომ ქალის კოსმეტიკური საშუალებების პორტფელი შესაძლოა იყოს შემგდარი როგორც ერთი, ასევე სხვადსხვა ბრენდის პრდუქციით,და კონკრეტულმა მომხმარებელმა, დიდი სურვლის მიუხედავად, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ერთგულ მკითხველს, მაინც არ უნდა შეაფასოს პროდუქცია როგორც “ნაგავი”…
    მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერი ობიექტური რეალობა, მაინც მეტად თუ ნაკლებად სუბიექტურია 🙂
    რაც შეეხება თქვენს მადლობას დიდ პოსტთან დაკავშირებით, არაფრის – კოსმეტიკური საშუალეები ჩემთვის საინტერესო თემაა და მომხმარებელთა მსყიდველობითი ქცევა ამ დარგის რპოდუქციის შერჩევისას ასევე ძალიან საინტერესოა…
    პირიქით მადლობა თქვენ ჩემთვის ასეთ საინტერესო თემებს რომ მოიცავთ :)!

  12. Taa says:

    ნუცა

    მიუხედავად იმისა რომ ნებისმიერი ობიექტური რეალობა, მაინც მეტად თუ ნაკლებად სუბიექტურია 🙂

    ამ შემთხვევაშიც შეფასება იყო ძალიან სუბიექტური და იმედგაცრუებული
    მადლობა რომ კითხულობ ჩემს ბლოგს 🙂

  13. SunRise says:

    200 ლარში ამდენი CLINIQUE–ები იყიდეე? რომელი საიტიდაააან?

  14. Taa says:

    Cosmetic World–იდან
    2 დღიანი აქცია იყო 🙂
    200 არა ცოტა მეტი დამიჯდა გადავამეტე ბიუჯეტს 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *