Beauty Adviser 3

ვაგრძელებ ჩემს ერთ ერთ ყველაზე საყვარელ პროექტს: რჩევები taa.ge-საგან.

ვისაც წინა პოსტები არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ და დამიტოვეთ თქვენი კომენტარები ამა თუ იმ beauty პროდუქტის შესახებ

ახლა კი რჩევები და რჩეული ბრენდები

1. ფრჩხილების ლა Forever Strong – Maybelline საგან

გამოირჩევა ფრჩხილების გამამაგრებელი ეფექტით, ძალიან მდიდარი ცოცხალი ფერებით, და დიდხანს ძლებს. ზედგამოჭრილია ჩემნაირი ადამიანებისათვის რომლებსაც არ გვაქვს ბევრი დრო ყოველ მეორე – მესამე დღეს ფრჩხილების მოვლისათვის და ლაკის განახლებისათვის.  ლაკი გამდიდრებულია სპეციალური რკინის შემცველობით, სწორედ ეს ნივთიერება აძლიერებს ფრჩხილებს.

2. Dercos Shampoo Technique – Vichy საგან

მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში რომ თავის კანზე მოწმედებს დამამშვიდებლად,  კარგია ხშირი გამოყენებისათვის და აღადგენს თავის კანის უნიკალურ ბალანსს.  უკვე სამიოდე ხმარების შემდეგ თმა გაცილებით ელასტიური და მბზინავი ხდება.

3. TimeWise Firming Eye Cream – Mary Kayსგან

ნაზი კანი რომელიც თვალის ირგვლივ არის ხდება ბევრად უფრო ელასტიური და შესამჩნევად მცირდება თვალის ქვეშ შავი წრეების რაოდენობა. საოცარი ეფექტი აქვს ნაოჭებთან ბრძოლაში.

ფაქტიურად ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო სასვალებაა თვალების ირგვლივ კანის მოსავლელად რომელიც საკმაოდ მალე შემჩნევადი ეფექტით გამოირჩევა.

4. სახის ნიღაბი “Anti-Soif” Multi-Hydratant – Clarins-სგან

საერთოდ ნიღბები არ მიყვარს, ყოველთვის მეზარება ხოლმე მათი თხუპნვა, მაგრამ ამ ნიღბზე უნდა დავწერო აუცილებლად. 5-10 წუთის შემდეგ როდესაც ამ ნიღაბს ჩამოიბანთ, თქვენი ეპიდერმესი გრძნობს საოცარ შვებას, დანოტივებას და აღდგენას.

შეიცავს ფიჭვისა და კაქტუსის რაღაც ინგრედიენტებს რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ხანგრძლივად დატენიანებულ მდგომარეობაში ყოფნას

5. ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი  Lipostretch – Vichy-საგან

ზოგადად ლიპობლოკერების არ მჯერა, მაგრამ მიუხედავად ამისა ყოველთვის მაქვს ხოლმე და ეს კონკრეტული ბკოლერი კიდე ყველაზე მაგარია იმათ შორის რაც მქონია. შეიცავს Fylastin TM-ს რაც ერთ ერთი ინოვაციური მასალაა ცელულიტთან საბრძოლველად.

კრემი გამოირჩევა 3 სახის მიმართული ქმედებებით: 1. აღადგენს კანის ელასტიურობას, რაც ძალიან სერიოზული პლუსია დამეთანხმებით ბევრი.    2. უბრუნებს კანს სიმკვრივეს, რაც ცელულიტის შემთხვევაში საკმაოდ რთულია რადგან მაგ დროს საერთოდ კარგავს კანი სახეს. 3. აუმჯობესებს სილუეტს- ანუ რაღაც შედეგი მართლაც აქვს 🙂  კრემი გამოიყენება ყველდღიურად ან დილით ან საღამოს კანში უნდა შეიზილოთ – ეფექტი იწყება 1 თვიანი გამოყენების შემდეგ. წასმისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თეძოებს, დუნდულებს, მუცელს და მკლავების ქვედა ნაწილს.

Comments

comments

18 thoughts on “Beauty Adviser 3

  1. მარი says:

    თაა კარგი რჩევები გაქვს ყოველთვიის,შენი პოსტის შემდეგ გადავწყვიტე პრაიმ-ფიტნესში მისვლა ხოდა დღეს უკვე მეორეჯერ მივდივარ და ძალიან კმაყოპილი ვააარ. გოგოებო maybelline-ს ეს ლაქები მართლა ძალიან მაგარია.ეხლა მაქვს და უმაგრესიააა.თაა გაიხარე ,კარგი ხააარ:*

  2. pipa says:

    სახის ნიღაბი , დამატენიანებელი-Thalgo Moisture Quenching Mask
    Korres Wild Rose Instant Brightening And Illuminating Vitamin C Mask
    ლაქი-opi,orly
    ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი არის საუკუნის ტყუილი, თუმცა შენ ვარჯიშობ და ეგეთ დროს მუშაობს, მარტო წასმა არაფერს შველი-Bliss Fat Girl Sleep, Bliss Fat Girl Slim

  3. BloggerGirl says:

    ცელულიტის საწინააამღდეგო კრემები არის ფულის კეთების საშუალება და მეტი არაფერი. დასაწყის კიდე შველის მაგრამ სერიოზულ ფორმებში მაგას არაფერი შველის – ვარჯიშის, მასაჟის, და ჯანსაღი კვების გარდა.

    ლაქი მაქვს ზუსტად მაგი, არ ვიცი რა ეფქტით გამოირჩევა, სიმათლე გითხრა მეიაფა და მიტომ ვიყიდე 😀 😀
    ფრჩხილები ჩემი სუსტი პრობლემაა, რა არ ვცადე მაგრამ ძალიან თხელია და სკდება, იქერცლება და ა.შ. მოკლეტ საცოდავი ფრჩხილები მაქვს ჩემ ლამაზ ხელებზე 🙁

  4. თეა says:

    Mary Kay-ს კოსმეტიკას არ გირჩევ მაინც და მაინც.
    ფრჩხილის მოვლის სისტემებში კი საუკეთესოა Alessandro International, სამწუხაროდ ამერიკულ ვებ მაღაზიებში და იბეიზე ვერ ვნახე. Ebay.uk -ზე არის.

    http://www.alessandro.de/en/welcome.html

  5. antimelancholy says:

    კარგი პოსტია ეზ იუჟვალ )))

    თაა საყვარელო მკვებავს ხმარობ?

    ვიხმარო თუ ადრეა?

    თუ არაფერი დაშავდება რომ ვიმხარო , მაშIნ მითხარი რომელი მვებავი ვიხმარო )))

    ზოგი 19 წლამდეც ხმარობს & რა მოხდა .. თან შეგრძნება მაქვს რომ გამოფიტულია კანი & მარტო დამატენიანებლები აუცილებელი რაღაცეები არ შველის.

  6. khatiaa says:

    მეც ვეთანხმები იმ აზრს რომ თუ არ ვარჯიშობ და ისე იყენებ ცელულიტის დასაშლელ მაზებს უაზრობაა, ხოლო თუ ვარჯიშობ აქვს ეფექტი.
    antimelancholy ჰკითხე კოსმეტელოგს მაინც. თორემ ვთქვათ თათას რომ ერთი კრემი შეიძლება უხდებოდეს ძალიან კანზე, არის შანსი რომ შენს კანზე არ წავიდეს.

    პ.ს. თათა დარეკე პრაიმში და შევსებულია ჯგუფებიო აერობიკაზე 🙁 ტრენაჟორებზე ვფიქრობ.

  7. tami says:

    თათა ძალიამ მაგარი ბლოგი გაქვს. რაც შეეხება კოსმეტიკას. გერმანულ პროდუკციას არაფერი შეედრება.

  8. Taa says:

    antimelancholy

    მე დავიწყე სადღაც 25-26 წლიდან
    და ყველაზე მაგარი რაც მქონია ცხოვრებაში იყო Elizabet Arden-ის Visual Effect, საოცარი კრემი იყო

    khatiaa

    ხატი იოგას ვიწყებ ორშაბათიდან, აერობიკაზე ისეთი ბრდღვნა არის პრაიმში რო შორენაზე კონკურსია გამოცხადებული
    თუ გინდა ჩემს ადგილზე ჩაჯექი ორშაბათიდან აერობიკაზე, თუ გინდა იოგაზე დავიწყოთ ერთად.
    ისე ფიტნესზეც ვაპირებ მე, თუ გინდა ფიტნესზე შევიდეთ

    tami
    დიდი მადლობა, სამწუხაროდ გერმანულებიდან ცოტას ვიცნობ
    თუ გაგვანათლებ დიდ მადლობას გეტყვი

  9. Sophie Golden says:

    თაა, თუ შეგიძლია მირჩიო ან მიმასწავლო, სად შემიძლია თბილისში ვიყიდო კარგი სახის კრემი, 20 წლის ზემოთ ასაკის ადამიანისთვის.

  10. khatiaa says:

    თათა მეც ფიტნეს ვფიქრობ. არ გინდა ის 100 ლარიანი პაკეტი გავიყოთ? გოგო აპრილის თვეში არ მივდივართ კოპალაში? 🙂 ხომ არ გადაგავიწყდათ ეგ ამბავი? სიზმარშიც მაგას ვხედავ უკვე 🙂
    ამ დღეებში გასვლა მინდა ჰეარ ჰაუსში და დალაპარაკება ნატასთან ან ხათუნასთან რომელი მაზები უნა წავითითხნო სახეზე 🙂 მგონი ეგ საკითხი ხათუნასთან სჯობია ხომ რომ გავარკვიო? ნატა უფრო სახლში დამზდებულებზეა ორიენტირებული მგონი.

  11. Taa says:

    Sophie Golden

    თუ თბილისსში ვიყიდდი, მაშინ მხოლოდ ლუტეციაში
    შენ თვითონ წაიკითხე ყუთებზე მონაცემები, კონსულტანტებს მაინცდამაინც ნუ ენდობი 🙂

    khatiaa

    ფიტნესზე დავიწყებ ალბათ აპრილიდან
    კოპალაში? ხო რავი ვნახოთ 🙂
    მეც მინდა ხო იცი, უბრალოდ ფულების ამბავია, ვიკიკოსთვის მინდა კალიასკების და რაღაცეების ყიდვა და მასაჟების გაკეთება

  12. tami says:

    არაფრის რისი მადლობა. მაგ:DOVE AND VICHY გერმანული პროდუკციაა. (თუ ორიგინალურია).შენს განათლებას არც ვცდილობ. ეს ისე ცნობისათვის.(ინფორმაცია ზედმეტი არასდროსაა)…….

  13. tami says:

    ხო ნუ კიდევ Schwarzkopf professional თავის მოვლის საუკეთესო საშუალებაა. made in germany and made in france cosmetics are the best.

  14. Taa says:

    tami

    დიდი მადლობა ინფორმაციისათვის, რაც შეეხება
    Schwarzkopf professional-ს ამაში უდაოდ გეთანხმები და მთელი პოსტიც კი მაქვს მიძღვნილი 🙂
    აქ ნახე
    http://taa.ge/2009/08/hair/

  15. Ugg says:

    ძალიან მომეწონა შენი ბლოგი
    რამდენიმე დღეა ვზივარ და ვკითხულობ
    საინტერესოდ წერ ბევრ საჭირო რამეზე 🙂

  16. LeNa says:

    რომ არ აღვნიშნო არ შემიძლია

    ფრიად სასარგებლო ბლოგი გაქვს და ფრიად სასარგებლო პოსტებს წერ ჩემო კარგო
    ნარკოტიკივით მიზიდავს უკვე აქაურობა
    კლარინსის ბრენდს ვაღიარებ როგორც ერთ ერთ საუკეთესოს დედამიწაზე, თუმცა ეს კონკრეტული ნიღაბი არასოდეს მქონია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *