NEXT ORDER

16 მარტს მომივიდა უგემრიელესი წერილი OldNavy-სგან

თქვენ ბრძანდებით ერთ ერთი valuable customer-ჩვენთვისო, რისთვისაც გეგზავნებათ 30%-იანი ფასდაკლების სიტყვა, რაც მხოლოდ იმეილით რიგდებაო.

მე მეტი რაღა მინდოდა, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მქონდა გეგმაში შეკვეთა ეგრევე შევავსე ჩანთა, ჩავაგდე ფასდაკლების კუპონი და ვუალააააააა  -30% -იც უცებ გამეჩითა. იმდენი რამე ჩავყარე რო რავი 🙂

არ მახსოვს დავწერე თუ არა, ჯინსი რომელიც ჩამომივიდა, ისე მაზის ტანზე თითქოს მარტო ცემთვის შეკერესო, აბსულუტურად ზუსტად 🙂 საშინლად კმაყოფილი ვარ …

ორდერის კონფირმაცია უკვე მომივიდა იმეილზე, ასე რომ თამამად გიზიარებთ, წინა კვირას ჩამოსულებსაც და გუშინ შეკვეთილებსაც 🙂

1. ჯინსის მინი, რომელიც უკვე ჩამომივიდა, საკაიფოა მაგრამ ფორმაზე ვერ გავფანატდი, ცოტა გადაკეთება დასჭირდება, სურათზე უფრო საკაიფო ფორმა აქვს

2. ბოტასები, ვარდისფერი, ისეთივე როგორიც ადრე გამოვიწერე, ის ცისფერი იყო ოღონდ, ძალიან მსუბუქი და გემრიელია და ამიტომ კოლექციას ვაგროვებ 🙂  ამ სურათზე სხვა ფერია, ჩემი ვარდისფერია, გათავდა საიტზე და ვერ ვდდებ იმ ფერის სურათს 🙂

3. ჯინსები ჩემთვის, ამჯერად ცოტა მუქი ფერის

4. ვარდისფერი მაიკა ოლდნევის ლოგოთი და ღუზით, ასეთი ფერია, ის მაიკაც გატავდა და ვერ დავდე სურათი

5. ჯინსები კიდევ ერთი ჩემთვის

6. მაიკა ცისფერი ზუსტად ასეთი

7. სავარჯიშო დასაფენი, ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა რო ამითი ვიარო ხოლმე სპორტდარბაზში

8. სათვალე ზაფხულისთვის

9. საზაფხულო flip – flop-ები ჩემთვის

ამათ გარდა შევუკვეთე ჯინსები დიმას და საზაფხულო ფეხსაცმელი დედაჩემს და ვიკიკოს კიდე ეს მაისურები

Comments

comments

6 thoughts on “NEXT ORDER

  1. khatiaa says:

    მშვიდობაში თათა. ეგ დასაფენი მეც უნდა გამოვიწერო აუცილელბად და თომასთვის მინდა უკვე საგზაფხულოები თორემ სულ სქელი რაღაცეები აქვს კაცს 🙂

  2. Kate says:

    ძალიან კარგი რაღაცეებია, მეც ძალიან მომეწონა.
    განსაკუთრებით ის მომწონს, რომ ჯინსებს ასე თამამად იწერ ხოლმე.

  3. Taboo says:

    მეც მივიღე 30%-იანი ფასდაკლების შესახებ წერილი 17 მარტის თარიღით. თანაც ეს წერილი აღმოვაჩინე შეკვეთის განთავსებამდე რამდენიმე წუთით ადრე 🙂

    ყველა შენაძენი მშვიდობაში 🙂

  4. Lord Vader says:

    ეგრე ყვლეფენ ხალხს. აფერისტი მარკეტოლოგები.
    დასაწვავები არიან კოცონზე ყველანი!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *