5 საუკეთესო კოსმეტიკური ფუნჯების ნაკრები

პოსტს დავიწყებ ჩემი პირადი გამოცდილებით, ამას წინათ ამაზონიდან გამოვიწერე კოსმეტიკური ფუნჯების ნაკრები. რატომღაც ნაკრების გამოწერისას სახელი მეგონა PUCCI, მაგრამ მერე ვნახე რომ ყოფილა RUCCI, საკმაოდ სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდი.

ნუ ჩამოვიდა ნაკრები, ვიდზე მართლა ძალიან საყვარელია, აბსოლუტურად ყველა ფუნჯს შეიცავს რაც შეიძლება ადამიანს დასჭირდეს მაკიაჟისათვის, ასევე მოყვება სარკე, პომადის ფუნჯი და წარბების სავარცხელი. ხარსიხით არ ბრწყინავს მაგრამ ცუდიც არაა. ცუდია მხოლოდ ყველაზე დიდი ფუნჯი რომელსაც ხანდახან ბეწვები სცვივა, დანარჩენი ნორმალურებია.

ახლა კი საერთო ვარსკვლავ ფუნჯებზე, ამათ შესახებ არ ვწერ ჩემი გამოცდილებიდან, სამწუხაროდ ესენი არ მაქვს არც ერთი, მაგრამ ინტერნეტში ამოვკრიბე ინფორმაცია.

ჩემი გამოცდილებიდან – მე მაქვს ESTEE LAUDER-ის ნაკრები რომელიც 2 თვალის ფუნჯისგან და 1 წარბების სავარცხელისაგან შედგება და მინდა გითხრათ რომ მარტო კარგი კი არა იდეალურია. ძალიან ძალიან მაგარი ხარისხისაა. და მაქვს ასევე CLINIQUE-ს ე.წ. “რუმიანის” ფუნჯი, რომელიც ასევე ძალიან მაგარია …

ეხლა კი სხვა ბრენდებზე

1. Bobby Brown Mini Brush Set – ბობი ბრაუნზე ბევრი რომ არ “ვიტლიკინო” ყველამ იცის რაც არის მისი პროდუქცია ვისაც ერთხელ მაინც უნახავს FTV-ზე მაკიაჟის შესახებ გადაცემები ან ჩართვები. უდაოდ მსოფლიო ფავორიტია ამ სფეროში

შეგიძლიათ შეიძინოთ აქ , ფასი 90$. უბრალოდ გაითვალისწინეთ რომ ეს არის მინი ბრაშ სეტი, ანუ პატარებია, თრეველ კიტის ამბავია, ჩააგდეთ და ატარეთ სადაც გინდათ. ფასიც ამიტომ აქვს შედარებით მცირე

2.  Sephora Deluxe Antibacterial Brush Set

ამ სეტში განსაკუთრებით სახელმა მიმიზიდა, ანტიბაქტერიული ფუნჯები, საინტერესოა ნამდვილად. მითითებულია რომ ეს არის არა ტოქსიკური, ჰიპოალერგიული ფუნკების ნაკრები რომლებიც სპობს მიკრობებს და ბაქტერიებს 🙂 იყიდება საკმაოდ სიმპატიურ ვერცხლისფერ შეფუთვაში და შეიცავს 7 ცალ ყველაზე საჭირო ფუნჯს

გამოწერა შეგიძლიათ აქედან, ფასი არის 60$

3. Bare Escentuals Buffing Brushes The Essential Collection

ერთ ერთი საუკეთესო პროდუქტი Bare Escentuals-ის მომხმარებელს, ასევე შეიცავს ყველა საჭირო ფუნჯს და იყიდება საკმაოდ სიმპატიური შეფუთვით, ასევე შეგიძლიათ იყიდოთ SEPHORA-ს საიტზე და ღირს 49$

4. Kat Von D. Kat Eye Brush Set

ჩემი უდაო ფავორიტი ამ სიაში,  სეტი არის მხოლოდ თვალებისათვის და ლაინერ ფუნჯსაც კი შეიცავს, გარდა ამისა ძალიან მომწონს ფუნჯების და მათი ჩანის დიზაინი. ძალიან ლამაზ შეფუთვაშია – ჩემი აზრით. ეს ვერცხლისფერი ლოგო რაც ამ ფუნჯებს და პატარა ჩანთას არტყია ძალიან ხშირად გვხვდება KAT-ის პროდუქციაში

იყიდეთ აქ , ფასი 48$

5.  Sephora Perfect Ten Brush Set

იდეალური ნაკრები ყველაზე გოგოშკური და ყველაზე ვარდისფერი გოგოებისათვის. 10 ცალი ფუნჯის ნაკრები მოდის ლამას მეტალიკ ვარდისფერ ჩანთაში, ძალიან მოსახერხებელია მოგზაურობისას, სამარიაჟოდ 😀 შეიცავს ყველა ფუნჯს რაც დაგჭირდებათ სახისთვის, თვალებისთვის, ტუჩებისა და წარბებისათვის.

იყიდება თავიანთ ოფიციალურ საიტზე და ღირს 60$

წარმეტებულ შოპინგს გისურვებთ ყველას და დაიმახსოვრეთ რომ თუ თქვენ არ მიხედავთ და არ მოუვლით თქვენს თავს, არავინაც არ მოგხედავთ…

ასე რომ თქვენი იმედი მაქვს

P.S. პოსტს ვუძღვნი ჩემს უსაყვარლეს მეგობარს და უკვე მკითხველს “თათიას”, რომელიც კიევში ცხოვრობს და უკვე 2 წელია არ მინახავს. მიყვარხარ და გელოდები ამ ზაფხულს

Comments

comments

15 thoughts on “5 საუკეთესო კოსმეტიკური ფუნჯების ნაკრები

  1. პეპი says:

    თათა, ე.ი. Sephora-ს ფუნჯებს აქებ? გარეგნულად და რაოდენობით კი მომეწონა რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ვერ გადავწყვიტე . . არ ვარ Sephora-ს ლოიალური მომხმარებელი.

    ეხლა, უფრო დავაკვირდები და ალბათ შევიძენ კიდეც . .
    ფასი, აქ რა ღირს მოგაწვდით ინფორმაციას:)

  2. Taa says:

    ნათი, პოსტის დასაწყისში დავწერე რომ არ ვწერ პოსტს ჩემი გამოცდილებიდან მეთქი

    ესენი არც ერთი არ მქონია 🙂

  3. პეპი says:

    თათა, არაუშავს, რაღაც კვლევა ხომ ჩაატარე, სხვებისგან რომ გამოარჩიე 🙂

    არ ვყიდულობ ეგრევე, უბრალოდ ჩემი ყურადღება მიიქცია და უფრო დავაკვირდები – თუ მომეწონა, ვიყიდი . . თუ არა და ისევ ავუვლი გვერდს 😉

  4. Taa says:

    ხოო, ნახე და თუ რამეა აქაც დაწერე მერე შენი გამოცდილება

  5. თათია says:

    უდიდესი მადლობა თაათ! ნაღდათ მაგარი გრძნობაა- პოსტი რომ მომიძღვენი;) ძალიან მესიამოვნა:-* მეც მოუთმენლად ველოდები ზაფხულს!:-*
    პოსტს რაც შეეხება- დავიწყებ ეხლა ძიებებს;-) სეFორას ნაბორი მომეწონა უდაოდ:) ბობი ბრაუნისიც კარგია ძალიან, მაგრამ მინი თუა არ ვიცი რამდენად გამოსადეგი და მოსახერხებელი იქნება! მოკლედ, გავაგრძელებ ძიებას და შენაძენს აუცილებლად გაგიზიარებ;) მპუუაა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!

  6. Taa says:

    თათია

    თათიიი, ისეთ დროს ჩამოდით რომ ვიკიკო თბილისში მყავდეს რააა
    ივლისში გავიყვან ალბათ და აგვისტოს ბოლოს ჩამოვიყვან

  7. Lord Vader says:

    ეხლა ეს ჩემი დასაკომენტებელი პოსტი არაა, მაგრამ აქამდე უსპონსოროდ თუ დღეში თითო პოსტს აცხობდი ახლა სპონსორთან ერთად ტემპი კიდო მოიმატებს ხო?

  8. Taa says:

    Lord Vader

    რატომღაც ვფიქრობ რომ დღეში 2 პოსტი ზედმეტია და მკითხველს თავს მოვაბეზრებ 🙂
    ასე რომ მირჩევნია სტაბილურად დღეში 1 პოსტი ვწერო 🙂

  9. პეპი says:

    მოკლედ დავწერ- ვნახე Sephora-ს ფუნჯები (დიდი განყოფილებაა ერთ-ერთ “უნივერმაღში” აქ) კომპლექტად არ ქონდათ – ისე, კი უამრავი იყო;
    ფასები 10-30 ევრო, ძირითადად გამოსადეგი რომელიც იყო, იმათი ფასი მერყეობდა 12-18 ევროს ფარგლებში.

  10. Taa says:

    ოოოოო, დიდი მადლობა რომ დაწერე

    ფასები ნორმალურია საკმაოდ, დაჟე იაფიც
    ხარისხები როგორია? იყიდე რომელიმე თუ ისე ნახე?

  11. სოფია says:

    გამარჯობა, თქვენს საიტს ახლახანს შემოვუერთდი. პოსტის სათაურმა მიმიზიდა 🙂 ძალიან მომეწონა პირველი ნაკრები, რაღაც რომ ვუყურებ მგონი ძალიან ფუმფულა უნდა იყოს 🙂 ჩემს გამოცდილებასაც გაგიზიარებთ: თავად სეფორას 2 ფუნჯი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ ხარისხით,ფასებიც ნორმალურია

  12. Taa says:

    სოფია

    უდიდესი მადლობა გამოცდილების გაზიარებისათვის
    ზუსტად ასეთი კომენტარები მჭირდება ხოლმე

  13. გვანცა says:

    თაა მე chanel-ის ფუნჯი მაქვს.. და იცი რა კარგია.. ძაან კმაყოფილი ვარ…. შენც გირჩევ.. ღაწვებზე ძაან კარგად ანაწილებს.. პუდრს… თანაბრაად და ისეე რაა რო მოგეწონება… (შეიძლება ჩემი რჩევა სულ არ დაგჭირდესს მაგრამ მაინც.ც…… )))))) :****

  14. ლიკუნა says:

    გენაცვალეეეეეეეეეე, რა გოგო ხარ

    კაკრას დღეს ვაპირებდი ფუნჯების ყიდვას და ეხლა უკვე ალბათ შევუკვეთავ 🙂

  15. ნუცა says:

    მე 19 $ად გამოვიწერე ამაზონიდან ძალიან კარგი ხარისხის ფუნჯების კომპლექტი , 20 ცალი – არაჩვეულებრივი ფაქტურა აქვს ბეწვს და რაც მთავარია უხეში არაა, და ძალიან მოსახერხებელია .აი ძნ კარგად ვხმარობ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *