YOGA – პრაიმ ფიტნესში

ადრე დავწერე უკვე რომ ორშაბათიდან დავიწყე იოგაზე სიარული და ვიცი რომ გოგოები ელოდებიან ამ პოსტს.

გუშინ მეორედ ვიყავი უკვე, ჩემი შეხედულებები და რჩევები

1. ძალიან მაგარია, ძალიან კმაყოფილი და ხალისიანი გამოვდივარ, ორგანიზმი ბევრად უფრო ელასტიური და პლასტიკური ხდება. თან ჩემი მასწავლებელი მაქებს კარგი მონაცემები გაქვს საკმაოდ მოქნილი ხარო და ვფიქრობ ხომ არ გავყვე ამ მიმართულებას მეთქი

2. თუ ვინმეს გონია რომ იოგით ვერ გახდება, ძალიან შემცდარა – 3ჯერ მეტად ვიღლები, სამჯერ მეტად არის სხეული დატვირთული + არ ჭამოთ ვარჯიშის მერე და იდეალური სხეული გექნებათ

3. ძალიან რთულია, ვინმეს თუ გონია რომ რა უნდა მაგის გაკეთებასო, როგორც მე მეგონა – ჩემსავით გაგიკვირდებათ, მაგრამ არც ისე იოლია. განსაკუთრებით გამოვყოფდი მზის მისალმების ვარჯიშს, რომელიც არის ძალიან კომპლექსური, შედგება ბევრი სხვადასხვა ვარჯიშისაგან რომლებიც საკმაოდ რთულებია – ფაქტიურად სხეული გიჭირავს რარაც 1 კუნთით – ასეთი შეგრძნებაა. ხოდა ამის მერე ისე ვიღლები ხოლმე რომ არაფერი აღარ მინდა ხოლმე

4. ლოტოსის პოზაში ვჯდები, მაგრამ ხელებს ვერ ვაძვრენ რომ ავიწიო, სავარჯიშოა და ყველაფერს გააკეთებს ადამიანი.

5. ძალიან საინტერესო მასწავლებელი გვყავს, ვარჯიშის დროს როცა ჩვენ რაღაც პოზებში ვშეშდებით, თან სპეციფიური მუსიკა უკრავს და თან გიორგი გვიყვება საინტერესო ამბებს

6. იცოდით რომ იოგას ვარჯიშებში პოზებს “ასანა” ქვია? მე არ ვიცოდი, გუშინ გავიგე. და კიდევ ბევრი რამე გავიგე რაც აქამდე არ ვიცოდი

გავიგე რომ არსებობს საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია, კიდევ ვიცი რომ ცემივე ჯგუფში 2 გოგო განსაკუთრებით კარგად ვარჯიშობს და ძალიან რთულ ვარჯიშებს აკეთებენ.

კიდევ ის რომ იოგა ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისათვის და თუ გარეთ, ჰაერზე ივარჯიშებ მით უკეთესი. შევეცდები ამ ზაფხულს ზღვაზე რომ წავალ ვივარჯიშო ხოლმე ზღვის პირას გამთენიისას.

კიდევ ის რომ პრაიმ ფიტესის ორივე ფილიალის იოგას ჯგუფები ექსკურსიებზე დადიან და ბუნებაში აკეთებენ ვარჯიშს და გული დამწყდა რომ ჯერკერობით ვერ დავესწრები – ბავშვის გამო. დარბაზში გოგოები და ბიჭები ერთად ვვარჯიშობთ და გამიკვირდა მაგრამ ბიჭებიც საკმაოდ კარგად და ზუსტად აკეთებენ ვარჯიშებს.

და ყველაზე მეტად რა მომეწონა იცით, გაწელვებს ხომ ვაკეთებდით აერობბიკაზეც, მაგრამ აქ უფრო სხვანაირად ხდება ეს ყველაფერი, სპეციფიკური სუნთქვების თანხლებით და უფრო მეტად ეფექტურია. ჩემი ხერხემალი ისე ძაან აღარ მაწუხებს ეს 2 დღეა რაც იოგაზე დავიწყე სიარული. და კიდევ, იდეალურია ადამიანებისათვის ვისაც სიმშიდე და რელაქსი უყვარს, თითქოს სამყაროსგან ხარ მოწყვეტილიო ისეთი შეგრძნებაა

ახლა კი ჩემი სურათები სხვადასხვა იოგურ პოზებში

+ ხელებზე დგომა ვისწავლე 🙂

Comments

comments

34 thoughts on “YOGA – პრაიმ ფიტნესში

  1. თეა says:

    ვაიმე როგორ მომინდა, მაგრამ საბურთალოზე მაწყობს მხოლოდ – პრაიმ ფითნესის მდებარეობა არანაირად არაა ჩემთვის ხელსაყრელი….

  2. khatiaa says:

    შპაკადში ვერ ვჯდები თათა მე და პრობლემა იქნება? მეორე გაკვეთილი და უკვე ასეთ რამეებს აკეზტებ. ყოჩაღ :)) პრესზე რაო? იქნებაო? 🙂

  3. შორენ says:

    მომწონს ასეთი მიზანდასუხული, რომ ხარ და ამას ძალიან ვაფასებ შენში. კარგად იცი დროის დაგეგმარება,ეს აშკარად ჩანს შენს ცხოვრებაში,მგონი ყველაფერს ასწრებ. მოკლედ ეგ ძალიან მაგარია. მომწონს ისიც,რომ ამასაც სერიოზულად მიუდექი. ფოტოები ძალიან მომეწონა და მეც სურვილი გამიჩინა ამ ვარჟიშების. წარმატებებს გისურვებ:*

  4. Dissolved Girl says:

    ვაიმე ვაიმე როგორ მომინდაააა
    ყოჩაღ, მართლა საკმაოდ მოქნილი ყოფილხარ : ) შემშურდაა : ))
    რა ღირს ეს სიამოვნება?

  5. Taa says:

    60 ლარი ღირს 12 გაკვეთილი, თუ ჯგუფთან ერთად ვარჯიშობ
    და თუ ინდივიდუალურად გინდა მაშინ 120 ლარი, როგორც ვიცი

  6. კუდა says:

    თავს რომ დაანებებ, დაგერხევა ჯანმრთელობის მხრივო… აბა ჰკითხე გიორგის, მართლა მასეა? ძალიან მინდა სიარული.
    საბურთალოზეც 60 ლარი ღირს?

  7. Taa says:

    კუდა

    პირველად მესმის
    yoga.ge-ზე არის ფორუმიც და ალბათ ყველა კითხვაზე გაგცემენ პასუხს
    მაგას ვკითხავ აბა
    საბურთალოზე არ არის, ვაკეშია და გლდანში

  8. გიორგი ბერძენიშვილი says:

    კუდა says:
    “”თავს რომ დაანებებ, დაგერხევა ჯანმრთელობის მხრივო… აბა ჰკითხე გიორგის, მართლა მასეა? ძალიან მინდა სიარული.
    საბურთალოზეც 60 ლარი ღირს?””

    იოგას ერთერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ შეწყვეტის შემთხვევაში არავითარი პრობლემები არ გექმნებათ. იოგა ჯანსაღ ცხოვრების წესს გულისხმობს. თუ თქვენ თავს ანებებთ ჯანსაღ ცხოვრების წესს და არაჯანსაღ ცხოვრებას შეუდგებით ბუნებრივია, ჯანმრთელობა გაუარესდება, მაგრამ ამის მიზეზი იოგა არ იქნება.
    მრავალი ადამიანი მიანახია რომლებსაც იოგას მეშვეობით მოურჩენიათ გულსისხლზარღვთა და ხერხემლის დაავადებები, ზოგიერთ მათგანს მას შემდეგ 30 წელიწადი არ უვარჯიშია და თავს მშვენივრად გრძნობენ. მთავარია ვარჯიშების სწორად შერჩევა და სასურველ შედეგს უკუჩვენებების გარეშე მიარწევთ.

    საბურთალოზე არ არის, არის ვაკეში ჭავჭავაძის 78 ში, და იქ 90 ლარი ღირს ერთი თვის აბონიმენტი.

  9. Taa says:

    გიორგი ბერძენიშვილი

    მადლობა გიო მასწ 🙂

  10. Lomes says:

    საოცრება ხარ 🙂 ასეთი შემართებით ადამიანი , ასეთი აქტიური , შვილი, კარიერა ………. აააააა ))) მინდა

    სურათები დავათვალიერე და შემშურდა .. სHვანაირად ნუ მოთარგმნით 🙂
    არაჩვეულებრივად გამოიყურები თაა .. თა ა 🙂 როგორც მივხვდი გიორგი ვაკეშიც არის და იქ, სადაც შენ დადიხარ Hომ? 🙂

  11. Taa says:

    კი გიოსრგი უნივერსალური მასწავლებელია 🙂

    მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ ვარჯიშის ფორმასი არც ისე კარგად 🙂

  12. Lomes says:

    მე კი მომწონჰარ ..სხვა ფორმაში საუკუნეა არ მინახიხარ )))

    : *

  13. khatiaa says:

    თათააააა მე რომ ეგრე ვერ ვჯდები როგორც შენ პრობლემა ხომ არ იქნება? ანუ გამხდიან ალბათ ელასტიურს ხომ? აბა ყველა წელვადი ხომ არ მიდის მანდ? პრესზე ჰკითხე?

  14. Dissolved Girl says:

    რატოა ვაკის და გლდანის ფასები ასე განსხვავებული 🙁
    ნეტა გლდანდელი ვიყო :)) შუტკა : )
    ალბათ შემოგიერთდებით იქითა თვეში : )

  15. მარი says:

    თაა ძალიან მაგარი ხააარ.მე აერობიკაზე დავდივარ პრაიმ-ფიტნესშიი და ძალიან კმაყოფილი ვააარ.სხვათაშორის შენი პოსტის შემდეგ გადავწყვიტე მისვლა და მადლობთ რომ გვირჩიეეე:***

  16. Know-it-all says:

    @თეა, საბურთალოზე თუ გაწყობს, მე მიცკევიჩზე დავდივარ და შემიძლია მიგასწავლო….

  17. Know-it-all says:

    საბურთალოზეც არის, ოღონდ არა პრაიმ ფიტნესი… მე სადაც დავდივარ, არც იმას ვუჩივი : ) და 50 ლარია 1 თვის გადასახადი…

    მიცკევიჩზეა..

  18. ან says:

    თუ შეუძლება, მითხარი საბურთალოზე მისამართი…

    taa, ძალიან მაგარი გოგო ხარ! ძალიან მომწონს შენი ასანები!!!

  19. ირინა says:

    ძალიან მომეწონა შენი ბლოგი 🙂 ყოჩაღ! იმედია მერე ისევ შემოგვიერთდები იოგაზე 🙂

  20. Know-it-all says:

    აქ რეკლამა იყო და დავაედიტე
    გადამიხადოს იმ კლუბმა სადაც დადიხარ და მე თვითონ ავაკეთებ აქ მაგათ რეკლამას
    ამის მერე თავი შეიკავე ძალიან გთხოვ – 2 კომენტარი საკმარისია იმის გასაგებად რომ საბურთალოზე არსებობს იოგა, მისამართები და ასე შემდეგ პირადად გადაეცი დაინტერესებულებს

    გმადლობთ
    თაა

  21. Taa says:

    ირინა

    მადლობაა, ხო მეც ძალიან მომეწონა
    უფრო მეტი დრო რომ მქონდეს ყველაფერზე ვივლიდი, მაგრამ პატარა ბავშვი მყავს და ვერ ვნახულობ ბევრ თავისუფალ დროს 🙂

  22. Know-it-all says:

    თაა, არანაირ რეკლამას არ ვაკეთებ.. მაგიტომაც ვთქვი იმეილზე მომწერეთ ვისაც უნდა-მეთქი…

    რაში მჭირდება რეკლამის გაკეთება : )

    გიორგი

  23. NUCA says:

    “საბურთალოზეც არის, ოღონდ არა პრაიმ ფიტნესი… მე სადაც დავდივარ, არც იმას ვუჩივი : )

  24. Landish says:

    60 გელა 12 გაკვეთილში, ძალიან იაფია.. თითო 5 ლარი გამოდის…
    ჰმ… ზაფხულში უეჭველი უნდა დავიწყო, თორე იმ დღეს გასაღები დამივარდა, და ასაღებად რო დავიკუზე, ლამის გავშრი : )))

  25. Taa says:

    Landish

    ნწუ,ნწუ,ნწუ
    არ გცხვენია? ახალგაზრდა ადამიანი სულ მოძრაობაში უნდა იყო
    იარე აუცილებლად და ივარჯიშე ხოლმე უკვე თან კარგი ამინდებია

  26. Taa Morchiladze says:

    სამწუხაროდ აღარ ფუნქციონირებს გლდანში

  27. Taa Morchiladze says:

    პრაიმ ფიტნესი აღარ არსებობს
    ეს მასწავლებელი არის ახლა იოგას სახლში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *