აქტიური ცხოვრება

1. სამსახური :  გუშინ ახალი მაღაზია გავხსენით, წერეთლის 116-ში, ეს არის მე-9 მაღაზია უკვე ჩვენს ქსელში. ძალიან მიხარია რომ ყველაფერი კარგად მიდის და რომ ვიზრდებით და ვფართოვდებით. მაღაზიის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი საღამოს 7 საათზე დანიშნა ჩემმა უფროსმა, მე6ზე გავედი სამსახურიდან, ფორტუნაში ავედი 8ის 20 წუთზე გადაცემა “ბიზნეს ნიუსში” ინტერივუ მქონდა პირდაპირ ეთერში და ამჯერად უკვე არა ტელეფონით არამედ სტუდიაში. გადაცემის დაწყებამდე მე და მაიკო გადაცემის წამყვანი და ხათო ფორტუნას მარკეტინგის მენეჯერი მათ სამზარეულოში ვისხედით და სასაუბრო ტემებს ვათანხმებდით და ჩანიშვნებს ვაკეთებდით რომ რამე არ მომსვლოდა, ვღელავდი ძალიან მაგრად. ჩანაწერი მაქვს მაგრამ არ ვიცი როგორ დავდო, თუ ვინმე მასწავლის დავდებ.


გვერდით მაგიდაზე მაკა ზამბახიძე (დუეტი ჯორჯია) და ნოდიკო ტატიშვილი იჯდნენ, ინტერვიუს წერდნენ. მაკას მანამდეც ვიცნობდი, უსაყვარლესია. გშინაც ძალიან ვიხალისეთ, ვერეოდით ხოლმე შიგადაშიგ და ხელს ვუშლიდით.

მერე გავქანდი იქედან ახალ მაღაზიაში და შემდეგ ბანკეტი გვქონდა რესტორან “კოლხეთში”, მართალია სულ რაღაც 2 საათნახევარი დავრჩი კოლხეთში ვიკიკოს გამო, მაგრამ მაინც ძალიან კარგი დრო ვატარე…

2.  სახლში მივედი, ვიკიკოს უამრავი ვეფერე, ვაბანავე და დავაძინე, ძალიან გაუჭირდა დაძინება რატომღაც :(   დავაძინე 40 წუთიანი წვალების მერე და სასწრაფოდ გავქანდით მე და დიმა CITY CLUB-ში, ეს იქსეიფის პროექტი არ იყო :) მეგობრული შეკრება გვქონდა. საშინელი ღამე იყო, ჯერ მანქანის გაჩერებაზე დავიტანჯე, აქ არ გააჩეროთ, იქ არ გააჩეროთ – ტვინი წაიღეს. ნუ ჩავედით. კლუბში სუფევდა სრული დომხალი, საშინელი ხალხი იყო შეყრილი, არსად აქამდე ასეთი ბანძი “ნაროდი” არ მენახა, უზრდელი ტინეიჯერები – რომლებსაც ჰორმონები ქონდათ მოჭარბებული და ხელფეხი სად წაეღოთ არ იცოდნენ. ვიღაც მთვრალი ბავშვები, ვირაც მოკლეიუბკიან გოგოებს რო ეკიდებოდნენ და ხელებს კიდებდნენ უპრაგონოდ, თითქოს თავისი საკუთრებები ყოფილიყვნენ და სულელი გოგოები რო ერთი კარგად არ გაიგდეს ეს უზრდელი ბიჭები.

მთელი ჩემი ცხოვრება კლუბებში დავდივარ და არასოდეს არ გამჭირვებია აბეზარი ბიჭების მოგერიება. გუშინაც ერთი საყვარელი მთვრალი ბიჭი გადამეკიდა :) ჯერ მთელი საღამო მიყურებდა თვალს არ მაშორებდა, მერე გაბედა და მოვიდა გეხვეწები მეცეკვეო და ისე უპრობლემოდ მოვიშორე რომ ორივე კმაყოფილი და ღიმილიანები ვიყავით. და რავი ზოგიერთთან ალბათ არ ჭრის ეს მეთოდი და მათრახი სჭირდებათ, თუმცა მომენტ ადამიანს თუ დაგჭირდა ეგეც არ გაგიჭირდება :) 2ის ნახევარზე ვიხვეწებოდი სახლში წავიდეთ თორე გავგიჟდები ამ საღორეში მეთქი და წამოვედით

3.  დღეს ჩემს უფროსს ძალიან ვთხოვე და დოდის სემინარზე გამიშვა. პიარ სკოლაში ჩაატარა სემინარი Social Media Breakfast ძალიან საინტერესო და სასარგებლო სემინარი უგემრიელესი ყავისა და შოკოლადის კექსების თანხლებით. ძალიან ბევრი სიახლე გავიგე დოდკასგან

დიდი მადლობა დოდ

სემინარზე იყვნენ ფეისბუქის მეშვეობით მოსლი ხალხი, უშუალოს პიარ სკოლის მოსწავლეები და რამდენიმე ბლოგერი : მე, გაბო, ზურიუსი , ვასასი და ჯიბგირკა.ძალიან ხალისიანად გავატარეთ დრო. მე თან ამ დროს სანამ ლექციაზე ვიყავი მანქანაც დავტოვე გასარეცხად და გამოვედი გაკრიალებული მანქანა დამხვდა. მოკლედ დღევანდელი დღით და სემინარით კმაყოფილი ვარ.

შემდეგ წამოვედი სამსახურში, გზად 5 წუთით შევიარე ჰეარჰაუსში, ხათუნა კოსმეტოლოგის ნახვა მინდოდა. ადრე ერთ რაღაცაზე მითხრა გაკვრით და დაველაპარაკე. მოკლედ რაღაც ექსპერიმენტს ვიწყებ და აუცილებლად დავწერ ბლოგზე. და თუ მართალი აღმოჩნდა და გამოვიდა – დამიჯერეთ ძალიან ბევრი გოგო იქნება ბედნიერი.

დროებიიიიიიიიით

This entry was posted in გართობა. Bookmark the permalink.

13 Responses to აქტიური ცხოვრება

  1. მე გული მიგრძნობს ის ექსპერიმენტია, თავში რომ მიტრიალებს ჰეარჰაუზში ბოლო ვიზიტის მერე & რომ უნდა ვქნა აბიზაწელნა : D

  2. Taa says:

    antimelancholy

    what you mean?

  3. khatiaa says:

    თათა დავინტრინგდი ახლა ხათუნას ექსპერიმენტთან დაკავშირებით :) ნეტა ის ხომ არაა რაც მე მინდა :)

  4. Taa ჩემი ექსპერიმენტი ფეხების სამუდამოდ გაქრობამდე დაეპილაციებას უკავშირდება რაღაც უნიკალური სითხით HH-შI რომ აქვთ )))))

  5. khatiaa says:

    antimelancholy ვაიმეეე რა გულიანად გამეცინა :) )) ”ფეხების სამუდამო გაქრობამდეო” :D მეც მაგ ექსპერიმენტს ვაპირებ სხვადასხვა ადგილებში :) იმედია რეალურია ის რასაც აქებენ.

  6. ამიტომ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ქართულ ღამის კლუბში :|

    მეც მაინტერესებდა ეგ სემინარი, მაგრამ მაინცდამაინც შაბათს იყო :(

    უი, გამიხარდა თქვენი მაღაზია რომ წერეთელზეა, დიღომში მანქანის გარეშე ვერ მოვდიოდი და იქ კიდევ ფეხითაც გავისეირნებ და დავათვალიერებ.

  7. Kate says:

    ძალიან კარგი ტიპაჟი ხარ.
    მომწონხარ.
    ძალიან კარგია, ასეთი ცხოვრებით რომ ცხოვრობ.

    ხოდა დოდის სემინარზე მეც მინდა მოხვედრა :(
    მეც შემომეხმიანეთ ხოლმე რა.

  8. Taa says:

    antimelancholy

    კი გენაცვალე
    მაგ საკითხს უკავშირდება
    ფეხებზე სულ გარობის რა გითხრა იმხელა თანხებთან იქნება დაკავსირებული
    მაგრამ ზოგიერთ ადგილებში მართლა ვაპირებ

    ამიტომ სადრაც 17 მარტიდან დავიწყებ და შემდეგ ჩემს რჩევებს
    მოგცემთ

    Sophie Golden
    მობრძანდი გენაცვალე :)

    Kate
    დიდი მადლობა :)
    ქეთ ფეისბუქზე ეწერა და ჩვენც იქედან მოვხვდით ამ სემინარზე :)

  9. თა http://soundcloud.com/ აქ ატვირთე მპ3 ფაილი ხოა? ხოდა მერე HTML კოდი ჩასვი სულ ეგაა :) ))

  10. Kate says:

    ხო მე რაღაც გამომეპარა :( ((

    გოგო, კომენტარები როგორ გამოვიწერო???

  11. khatiaa არ შეიმჩნიო, თათა შეჩვეულია ჩემს უჯიშო საუბარს :D მთავარია რომ მიხვდი ))0 პ.ს გილოცავ 8 მარტს

    Taa კაკრაზ მაგ პერიოდში მოვრჩები მე დომასედკობას, იცი რის გამოც, ხოდა 1ად მივიდეთ.. ისე მენატრებიან ქეთო & ეკა :( ჯერ ფეხებზე არც მე ვაპირებ მაგრამ მაგასაც განვახორციელებ მალე ; )

    ელექტროთი გინდა თუ იმ რაღაც მეჯიქ სითხით? : D

  12. Taa says:

    ორივეს ვაპრებ სხვადასხვა ადგილებში

    დეტალებზე მოგვიანებით :)

  13. taknatuna says:

    მგონია დამიანი მაშინ უფრო არის ბედნიერი როცა ასეთი აქტიური ცხოვრება აქვს. ასე ვთქვათ და მოსაწყენად არ გეცალა ამ დროს. მეც მიყვარს აქტიურად ცხოვრება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>