8 საუკეთესო ავტორუჯი

მგონი ზუსტად ის პერიოდია ამ პოსტს რომ მივუძღვნა, საქართველოში ივლისამდე “დაზაგვრაზე” ზედმეტია ლაპარაკი, საზღვარგარეთ კი ბატონო.

მაგრამ უმეტეს ჩვენგანს გვინდა ლამაზი რუჯი გაზაფხულზეც, სანამ მზის სხივები იზრუნებენ ამაზე, ამისათვის კი არსებობს სოლარიუმები და არსებობს ავტო რუჯები. მინდა გაგაცნოთ 8 საუკეთესო სელფტანერი, აქედან რამდენიმე თავად მოვსინჯე, რამდენიმე გუგლში ვიპოვე და გიზიარებთ:

1.  Michael Kors Leg Shine – თეთრი ფეხების კომპლექსი საკმაოდ ბევრ ქართველს გაგვაჩნია, მე პირადად არ მიყვარს “იუბკების” და კაბების ჩაცმა თეთრად მანათობელ ფეხებზე. არ მიყვარს და რა ვქნა. ხოდა კორსმა- იზრუნა ჩემნაირებზე და შექმნა ეს უმშვენიერესი ტანერი – ჯერ ერთი რომ ლამაზი ფერი აქვს და მერე აქვს ოდნავი ბლესკის ეფექტი, აი გარუჯულ მოდელებს რომ აქვთ ხოლმე პოსტერებზე და რეკლამებში ეგეთი.

2. Clarins Self Tanning Milk SPF 6 – 3 წლის წინ ვიყიდე ლუტეციაში – 58 ლარად, ვისმევდი გაზაფხულზე, მერე შემოდგომაზეც და მეორე გაზაფხულზეც მეყოფოდა მაგრამ მომბეზრდა. ცოტა სპეციფიკური სუნი აქვს, მაგრამ საოცრად ლამაზ ფერზე აყენებს.

3.  Clarins Radiance-Plus Self Tanning Cream-Gel – კლარინსიდან ამასაც გამოვარჩევდი, საერთოდ ამ ბრენდს საკმაოდ ბევრი კარგი პროდუქცია აქვს და განსაკუთრებით სელFტანერების ხაზი, ვენდობი ყველა მათგანს. არანაირი კანის აჭრელება და ასე შემდეგ სისულელეები არ გამოუწვევია, მთავარია კარგად შეიშროთ კანზე რომ ტანსაცმელზე არ გადავიდეს. ამ კონკრეტულ ტანერს აქვს ასევე დამატენიანებელი ეფექტი და ძალიან ბუნებრივი ფერი. არ გატალახიანდებით, პირიქით – ლამაზი მზედაკრულის ფერი აქვს.

4.Fusion Beauty GlowFusion Micro-Nutrient Face & Body Natural Protein Tan – საერთოდ სახის და ტანის ავტორუჯები ცალცალკეა, მაგრამ ეს კონკრეტული ტანერი გამოიყენება ორივე შემთხვევაში, თუ ფულის დაზოგვა გინდათ მაშინ ის გამოიწერეთ, ისმევა საკმაოდ ნაზად და არ აქვს მომაბეზრებელი სუნი, არ გადადის ტანსაცმელზე და არც ხელებზე. აქვს ლაითი და მედიუმ ვერსიები, იმის მიხედვით როგორი რუჯი გინდათ.

5. Guerlain’s Terracotta Self-Tanning Spray for the Body– ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ერთ– ერთი საუკეთესო სპრეი ტანერი არის დედამიწაზე, მალე შრება და არ გადადის ტანსაცმელზე. ფერი აქვს საუცხოო და გამორიცხულია რომ ის სასაცილო სიყვითლე გადეტყოთ რაც ზოგიერთ იაფიან ტანერს ახასიათებს. ფერი დროსთან ერთად უფრო მუქდება და შესაბამისად რაც მეტს და ხშირად წაისმევთ მით უფრო მუქი ფერი დაგედებათ. მე პირადად ძალიან მუქი რუჯი არ მიყვარს, “sun kissed”- რასაც ქვია – ის უფრო მომწონს. სუნი აქვს მაგრამ არც ისე მძაფრი და შემაწუხებელი

6. Neutrogena Sun Fresh Sunless Foam – ერთ ერთი ყველაზე მისაღებ ფასიანი ტანერი, 20$ –იც კი არ ღირს სხვადასხვა საიტებზე. აქვს რამდენიმე ფერი, იმის მიხედვით რამდენად მუქი რუჯი გჭირდებათ.

მაგრამ ფასის მიუხედავად ცუდი ნამდვილად არ არის, არ ტოვებს ზოლებს და რაღაც უაზრობებს კანზე 🙂 და შრება ძალიან მალე

7. L’Oreal Sublime Glow for the Body – ესეც შედარებით არაძვირი ტანერია. ფერს წასმის მეხედვით იღებთ, რაც უფრო ხშირად წაისვამთ მით უფრო ინტენსიური ფერი გექნებათ. საკმაოდ თხელი ფენა უნდა წაისვათ. სუნი ამასაც აქვს მაგრამ ძალიან არ გაწუხებს. ამასაც აქვს ოდნავ ბზინვის ეფექტი და საკმაოდ ეკონომიური ტანერია 🙂

8. Laura Mercier Bronzing Gel for the Face – გამოიყენება მხოლოდ სახისათვის, სასურველია მის ქვეშ წაისვათ დამატენიანებელი კრემი. არ გამოირჩევა მუქი ფერით, ახალ მირებული რუჯის ეფექტი აქვს. კარგად ჯდება კანზე და საკმაოდ კარგი დამცავიცაა გარემოსგან

და ბოლოს ვიდეო, როგორ წავისვათ ტანერი ფეხებზე, არ ვიცი რისთვის გვჭირდება სხვების რჩევები, მაგრამ იყოს მაინც, იქნებ გამოგადგეთ

Comments

comments

23 thoughts on “8 საუკეთესო ავტორუჯი

  1. თეა says:

    საუკეთესო არის დიორ ბრონზი, რომელიც რატომღაც ვერ მოხვდა ამ სიაში 🙂

  2. შორენ says:

    როგორც კი “რუჯი” დავინახე ეგრევე შემოვჯლიგინდი ბლოგზე:)საშინლად ველოდები ზაფხულს და საშინლად ვერ ვიტან ტეთრ ფეხებს და არ მიყვარს კაბების ჩაცმა მაგის გამო. რა კარგი რაღაცეები გიწერია მადლობა:*თაა რა უნდა გკითხო, ტანის რომელ ტანერს მირჩევდი ხელმისაწვდომ ფასში:),რომელიც არ ამაჭრელებს .
    თანდათან,უფრო და უფრო მომწონს ეს ბლოგი და ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებ.
    გკოცნი

  3. Maka Asatiani says:

    რუჯი მიყვარს ბუნებრივი :)რამდენჯერაც მქონია ავტოზაგარი იმდენჯერ გამიჩუქებია, ვერ ვხმარობ და u can kill me 😀 😀

  4. Taa says:

    თეა

    ზუსტად ეგ გავიფიქრე რომ ვაფაბლიშებდი 🙂
    თეას დიორზეც დამეწერა თქო 🙂
    ზუსტად ვერ გავიხსენე რომელი იყო

    მაგრამ კომენტარები ხომ მაგისთვისაა
    მიდი შენ დაამატე მე-9

    Maka Asatiani
    ბუნებრივი მეც ყველაფერს მირჩევნია
    მაგრამ სანამ ბუნებრივს მივაღწევ 🙂
    კოცონზე დაგწვა თუ დაგხვრიტო? 😀

  5. Maya Jims says:

    მაიკლ კორსის “Leg Shine”-მა დამაინტერესა. არასოდეს მქონია.
    კლარინსის რამდენიმე ავტორუჯი მქონდა და პრინციპში, კმაყოფილი ვარ.
    ძალიან დროული და სასარგებლო პოსტია =)

  6. თეა says:

    აუ რამდენი ვწერე და წამეშალა 😀

    ე.ი. ყოველთვის ირიბად ვუყურებდი ავტორუჯებს სანამ არ აღმოვაჩინე Dior Bronze:

    http://www.totalbeauty.com/reviews/product/61376/dior-bronze-autobronzant-selftanner-natural-glow-body

    არაჩვეულებრივად ადვილი მოხმარებაში, შრება ძალიან მალე და აბსოლუტურად არ ტოვებს სიჭრელეს (სწორად მოხმარება მნიშვნელოვანია).
    ძლებს კარგად (მე ზედმეტი სიმუქე არ მიყვარს)არ აქვს სუნი. ზოგადად არ ვარ არც ბუნებრივი და არც სოლარიუმში გარუჯვის მომხრე, ამდენად ეს პროდუქტი ჩემთვის მიგნებაა, რადგან ნამზეურის ფერი მიყვარს და მიხდება. თან მუდამ მეკითხებიან, თუ სად მივიღე ასეთი “ზაგარი” 🙂
    არის სხვადასხვა ვარიაცია:
    ავტორუჯი, დამატენიანებელი მზის აბაზანების შემდეგ გამაძლიერებელი ეფექტით, ავტორუჯი მზისგან დამცავი ფაქტორით და ა.შ. – ცალკე სახისა და სხეულისათვის.

    http://www.fragrancex.com/products/_lid_C-am-pid_60707W-am-cid_Skincare-am-sid_03681880103__products.html

    No 2 ავტორუჯი ჩემი პრაქტიკიდან არის Helena Rubinstein

    http://www.fragrancex.com/products/_lid_H-am-pid_2173W-am-cid_Skincare-am-sid_03706883403__products.html

  7. Taa says:

    თეა

    მადლობა საყვარელო
    არ წაიშალა, უბრალოდ ერთზე მეტი ლინკი თუა კომენტარში – მოდერაცია მაქვს ჩართული
    სპამები რომ არ შემომეპარონ 🙂

  8. 13thCinnamon says:

    ვერ ვიყენებ ვერანაირად ავტორუჯს. ბუნებრივი მირჩევნია, და ისიც ზღვაზე თუ მივიღებ. არც სოლარიუმის მოყვარული ვარ. მოკლედ, საერთოდ შეუსაბამო კომენტარია ალბათ ამ შესამნიშნავ პოსტზე 🙂 თუმცა, კი Dior Bronze იმდენი აქეს, რომ იქნებ მეცადა, გავიფიქრე? 🙂

  9. lily says:

    მესამე კვირაა უკვე ჩემი დილა იწყება ამ ბლოგით
    🙂 🙂 🙂
    მიყვარს აქაურობა

  10. სალომე says:

    ყველაზე მუქი რომელია აქედან? 🙂 და რომელი საიტიდან იწერ? 🙂

  11. სალომე says:

    რაც არ უნდა დავწერო მერე სულ მახსენდება რაღაცის მიმატება 😀
    მოკლედ დამავიწყდა მეთქვა რო ტანის და სახის ერთად რო იყოს 🙂

  12. Taa says:

    ტანის და სახის ერთად რომ იყოს არ არის რეკომენდირებული

    ვიწერ http://WWW.COSMETICTIMES.COM -დან ან ამაზონიდან ხოლმე

    სიმუქეს რაც შეეხება, ამათგან ბევრს აქვს სხვადასხვა ფერის მოდელები, იმის მიხედვით როგორი ფერის ზაგარი გინდა 🙂

  13. ნინი says:

    გამარჯობა თაა, ძაან საინტერესო ბლოგია, დიდი მადლობა ამდენი საინტერესო ინფორმაციისთვის 🙂
    ერთი კითხვა მაქვს, LANCOME ის ავტორუჯზე ხომ არ შეგიძლია რამე მირჩიო, საქმე ისაა რო ვულე ვუში მაგ კრემებზე 50% იანიფასდაკლებაა და ყიდვას ვაპირებ, თან მეშინია ფული ტყუილად არ გადავყარო. 🙂

  14. Taa says:

    ნინი

    დიდი მადლობა,
    ზუსტი მოდელი ნახე და აუცილებლად წაიკითხე ინტერნეტში რევიუები
    მე პირადად ლამქომი არ მიხდება და არ მქონია

  15. ნინი says:

    მადლობა თაა 🙂 წავიკითხე მაგრამ იცი რა არის ამაზონზე მასე დავის ავტოზაგარზეც კარგებს წერენ 😀 ამიტომ შენი აზრი მაინტერესებდა.
    შენ ჩამონათვალში არის ლორეალის კრემიც, მაინტერესებს თბილისში თუ იყიდება და სად, და ხო არ გამაყვითლებს, მე არც თეთრი ვარ და არც მუქ კანიანი და როგორ დამაჯდება მაინტერესებს, თუ გიხმარია მირჩიე 🙂

  16. Taa says:

    ხო, ამაზონზე მეც მინახავს დავის რევიუები და დიდი ეჭვი გამჩენია

    მე ლორეალი არ მიხმარია, მე მქონია კლარინსი და საკმაოდ მომწონდა მაგრამ სუნი ქონდა ამაზრზენი

  17. მოდელი გოგონა says:

    კლარინსი და დიორი

    სხვა არც მიხმარია, მაგრამ ზოგადად არ ვეტანები სელფტანერებს
    სოლარიუმი უფრო მიყვარს

  18. ჰეი says:

    Guerlain’s Terracotta Self-Tanning Spray for the Body რა ღირს მაინც დაახლოებით? იცი რა მაინტეერესებს? აი მე მინდა და საკმაოდ თეთრი ვარ და ცოტა კი არა კაი მუქ ფერზე მინდა მთელი ტანი რა :)))))))) და დაჯდება მუქზე? სად შეიძლება რომ შევიძინო?

  19. Taa says:

    ჰეი

    ნამდვილად არ ვიცი აქ რა ღირს
    და გერლენის პროდუქცია ვულევუს აქვს 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *