მგონი ზუსტად ის პერიოდია ამ პოსტს რომ მივუძღვნა, საქართველოში ივლისამდე “დაზაგვრაზე” ზედმეტია ლაპარაკი, საზღვარგარეთ კი ბატონო.
მაგრამ უმეტეს ჩვენგანს გვინდა ლამაზი რუჯი გაზაფხულზეც, სანამ მზის სხივები იზრუნებენ ამაზე, ამისათვის კი არსებობს სოლარიუმები და არსებობს ავტო რუჯები. მინდა გაგაცნოთ 8 საუკეთესო სელფტანერი, აქედან რამდენიმე თავად მოვსინჯე, რამდენიმე გუგლში ვიპოვე და გიზიარებთ:
1. Michael Kors Leg Shine - თეთრი ფეხების კომპლექსი საკმაოდ ბევრ ქართველს გაგვაჩნია, მე პირადად არ მიყვარს “იუბკების” და კაბების ჩაცმა თეთრად მანათობელ ფეხებზე. არ მიყვარს და რა ვქნა. ხოდა კორსმა- იზრუნა ჩემნაირებზე და შექმნა ეს უმშვენიერესი ტანერი – ჯერ ერთი რომ ლამაზი ფერი აქვს და მერე აქვს ოდნავი ბლესკის ეფექტი, აი გარუჯულ მოდელებს რომ აქვთ ხოლმე პოსტერებზე და რეკლამებში ეგეთი.
2. Clarins Self Tanning Milk SPF 6 - 3 წლის წინ ვიყიდე ლუტეციაში – 58 ლარად, ვისმევდი გაზაფხულზე, მერე შემოდგომაზეც და მეორე გაზაფხულზეც მეყოფოდა მაგრამ მომბეზრდა. ცოტა სპეციფიკური სუნი აქვს, მაგრამ საოცრად ლამაზ ფერზე აყენებს.
3. Clarins Radiance-Plus Self Tanning Cream-Gel – კლარინსიდან ამასაც გამოვარჩევდი, საერთოდ ამ ბრენდს საკმაოდ ბევრი კარგი პროდუქცია აქვს და
განსაკუთრებით სელFტანერების ხაზი, ვენდობი ყველა მათგანს. არანაირი კანის აჭრელება და ასე შემდეგ სისულელეები არ გამოუწვევია, მთავარია კარგად შეიშროთ კანზე რომ ტანსაცმელზე არ გადავიდეს. ამ კონკრეტულ ტანერს აქვს ასევე დამატენიანებელი ეფექტი და ძალიან ბუნებრივი ფერი. არ გატალახიანდებით, პირიქით – ლამაზი მზედაკრულის ფერი აქვს.
4.Fusion Beauty GlowFusion Micro-Nutrient Face & Body Natural Protein Tan - საერთოდ სახის და ტანის ავტორუჯები ცალცალკეა, მაგრამ ეს კონკრეტული ტანერი გამოიყენება ორივე შემთხვევაში, თუ ფულის დაზოგვა გინდათ მაშინ ის გამოიწერეთ, ისმევა საკმაოდ ნაზად და არ აქვს მომაბეზრებელი სუნი, არ გადადის ტანსაცმელზე და არც ხელებზე. აქვს ლაითი და მედიუმ ვერსიები, იმის მიხედვით როგორი რუჯი გინდათ.
5. Guerlain’s Terracotta Self-Tanning Spray for the Body- ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ერთ- ერთი საუკეთესო სპრეი ტანერი არის დედამიწაზე, მალე შრება და არ გადადის ტანსაცმელზე. ფერი აქვს საუცხოო და გამორიცხულია რომ ის სასაცილო სიყვითლე გადეტყოთ რაც ზოგიერთ იაფიან ტანერს ახასიათებს. ფერი დროსთან ერთად უფრო მუქდება და შესაბამისად რაც მეტს და ხშირად წაისმევთ მით უფრო მუქი ფერი დაგედებათ. მე პირადად ძალიან მუქი რუჯი არ მიყვარს, “sun kissed”- რასაც ქვია – ის უფრო მომწონს. სუნი აქვს მაგრამ არც ისე მძაფრი და შემაწუხებელი
6. Neutrogena Sun Fresh Sunless Foam – ერთ ერთი ყველაზე მისაღებ ფასიანი ტანერი, 20$ –იც კი არ ღირს სხვადასხვა საიტებზე. აქვს რამდენიმე ფერი, იმის მიხედვით რამდენად მუქი რუჯი გჭირდებათ.
მაგრამ ფასის მიუხედავად ცუდი ნამდვილად არ არის, არ ტოვებს ზოლებს და რაღაც უაზრობებს კანზე
და შრება ძალიან მალე
7. L’Oreal Sublime Glow for the Body - ესეც შედარებით არაძვირი ტანერია. ფერს წასმის მეხედვით იღებთ, რაც უფრო ხშირად წაისვამთ მით უფრო ინტენსიური ფერი გექნებათ. საკმაოდ თხელი ფენა უნდა წაისვათ. სუნი ამასაც აქვს მაგრამ ძალიან არ გაწუხებს. ამასაც აქვს ოდნავ ბზინვის ეფექტი და საკმაოდ ეკონომიური ტანერია
8. Laura Mercier Bronzing Gel for the Face –
გამოიყენება მხოლოდ სახისათვის, სასურველია მის ქვეშ წაისვათ დამატენიანებელი კრემი. არ გამოირჩევა მუქი ფერით, ახალ მირებული რუჯის ეფექტი აქვს. კარგად ჯდება კანზე და საკმაოდ კარგი დამცავიცაა გარემოსგან
და ბოლოს ვიდეო, როგორ წავისვათ ტანერი ფეხებზე, არ ვიცი რისთვის გვჭირდება სხვების რჩევები, მაგრამ იყოს მაინც, იქნებ გამოგადგეთ



საუკეთესო არის დიორ ბრონზი, რომელიც რატომღაც ვერ მოხვდა ამ სიაში
როგორც კი “რუჯი” დავინახე ეგრევე შემოვჯლიგინდი ბლოგზე:)საშინლად ველოდები ზაფხულს და საშინლად ვერ ვიტან ტეთრ ფეხებს და არ მიყვარს კაბების ჩაცმა მაგის გამო. რა კარგი რაღაცეები გიწერია მადლობა:*თაა რა უნდა გკითხო, ტანის რომელ ტანერს მირჩევდი ხელმისაწვდომ ფასში:),რომელიც არ ამაჭრელებს .
თანდათან,უფრო და უფრო მომწონს ეს ბლოგი და ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებ.
გკოცნი
რუჯი მიყვარს ბუნებრივი
რამდენჯერაც მქონია ავტოზაგარი იმდენჯერ გამიჩუქებია, ვერ ვხმარობ და u can kill me
თეა
ზუსტად ეგ გავიფიქრე რომ ვაფაბლიშებდი

თეას დიორზეც დამეწერა თქო
ზუსტად ვერ გავიხსენე რომელი იყო
მაგრამ კომენტარები ხომ მაგისთვისაა
მიდი შენ დაამატე მე-9
Maka Asatiani
ბუნებრივი მეც ყველაფერს მირჩევნია
მაგრამ სანამ ბუნებრივს მივაღწევ
კოცონზე დაგწვა თუ დაგხვრიტო?
მაიკლ კორსის “Leg Shine”-მა დამაინტერესა. არასოდეს მქონია.
კლარინსის რამდენიმე ავტორუჯი მქონდა და პრინციპში, კმაყოფილი ვარ.
ძალიან დროული და სასარგებლო პოსტია =)
კოცონზე დამწვი ხალიანი ვარ
აუ რამდენი ვწერე და წამეშალა
ე.ი. ყოველთვის ირიბად ვუყურებდი ავტორუჯებს სანამ არ აღმოვაჩინე Dior Bronze:
http://www.totalbeauty.com/reviews/product/61376/dior-bronze-autobronzant-selftanner-natural-glow-body
არაჩვეულებრივად ადვილი მოხმარებაში, შრება ძალიან მალე და აბსოლუტურად არ ტოვებს სიჭრელეს (სწორად მოხმარება მნიშვნელოვანია).
ძლებს კარგად (მე ზედმეტი სიმუქე არ მიყვარს)არ აქვს სუნი. ზოგადად არ ვარ არც ბუნებრივი და არც სოლარიუმში გარუჯვის მომხრე, ამდენად ეს პროდუქტი ჩემთვის მიგნებაა, რადგან ნამზეურის ფერი მიყვარს და მიხდება. თან მუდამ მეკითხებიან, თუ სად მივიღე ასეთი “ზაგარი”
არის სხვადასხვა ვარიაცია:
ავტორუჯი, დამატენიანებელი მზის აბაზანების შემდეგ გამაძლიერებელი ეფექტით, ავტორუჯი მზისგან დამცავი ფაქტორით და ა.შ. – ცალკე სახისა და სხეულისათვის.
http://www.fragrancex.com/products/_lid_C-am-pid_60707W-am-cid_Skincare-am-sid_03681880103__products.html
No 2 ავტორუჯი ჩემი პრაქტიკიდან არის Helena Rubinstein
http://www.fragrancex.com/products/_lid_H-am-pid_2173W-am-cid_Skincare-am-sid_03706883403__products.html
თეა
მადლობა საყვარელო
არ წაიშალა, უბრალოდ ერთზე მეტი ლინკი თუა კომენტარში – მოდერაცია მაქვს ჩართული
სპამები რომ არ შემომეპარონ
ვერ ვიყენებ ვერანაირად ავტორუჯს. ბუნებრივი მირჩევნია, და ისიც ზღვაზე თუ მივიღებ. არც სოლარიუმის მოყვარული ვარ. მოკლედ, საერთოდ შეუსაბამო კომენტარია ალბათ ამ შესამნიშნავ პოსტზე
თუმცა, კი Dior Bronze იმდენი აქეს, რომ იქნებ მეცადა, გავიფიქრე?
მადლობა დარიჩინის გოგონა
მესამე კვირაა უკვე ჩემი დილა იწყება ამ ბლოგით

მიყვარს აქაურობა