Everything about nothing

რაზე უნდ წეროს ადამიანმა როცა თავი აქვს გამოჭედილი მილიონი საზრუნავით?

ალბათ ამ საზრუნავებზე, უამრავი რამე მაწუხებს და უპირველეს ყოვლისა ვიკიკოს დატოვება.

ჩვენი ძიძა წავიდა, აღარ მუშაობს, ძალიან სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება ისე უცებ მიიღო რომ ჰაერში გამოკიდებულები დავრჩით :(

ამის გამო მე შაბათს სამსახურის გაცდენა მომიწია რომ ბავშვტან დავრჩენილიყავი, მაგრამ უმაგრესი weekend მქონდა, უფრო მეტი თავისუფალი დრო და უფრო მეტი ვიკიკო.

მთელი შაბათი დღე ერთად ვიყავით, სეირნობდით, მერე მანქანაში ჩავისკუპე და სამსახურში მოვიყვანე, რამდენიმე საკითხი იყო გადასაწყვეტი და ვიკიკოს ესწრებოდა. ძალიან მაგარი იყო. თან ამდენი სინათლე ერთად არ ენახა და ჭკუაზე არ იყო.

მერე საღამოს კანდელაკზე წავედით ბებისთან სადაც ღამე უნდა დარჩენილიყო, ჩვენ კინო რუსთაველში წავედით “ყველაფერი მორგანების შესახებ” ვუყურეთ და პოპკორნებით ვისიამოვნეთ.

კვირას ცოტა გამოვიძინეთ, მერე წავედით ბავშვთა სამყაროში ვიკიკოს მანქანის სავარძელი ვუყიდეთ სადაც უკვე 4 წლამდე უპრობლემოდ იჯდება.

მერე მივაკითხეთ, ჩავაცვი ჩამოვიყვანე და ვისეირნეთ საბურთალოზე, “ჭიტა”-ში შევიყვანე და თავისი პირველითოჯინა ვუყიდე რომელიც ტლიკინებს რაღაცეებს, ჭკუაზე არ იყო.

პარალელურად მთელი დღე დაძაბულ რეჟიმში ხან ფორუმებზე, ხან ნაცნობებში ძიძებს ვეძებდით, ერთი 11 ქალს დავურეკე და ზოგნა ამდენი ხნით არ მინდაო, ზოგნა უკვე დავიწყე მუშაობაო. მოკლედ დავიტანჯე ძიძის ძებნით, არადა ფაქტიურად ბავშვი ჰაერში მრჩებოდა, ნუ მე კი გავენთავისუფლებოდი სამსახურიდან, მაგრამ ჩვენთან ასე იოლი არ არის განტავისუფლებები, თანაც ყოველი გაცდენილი დღე შესაბამისად აისახება ხელფასზე :(

მერე ჩემმა დამ და სიძემ გამოგვიარეს, ვიკიკო ისევ ბებიასთან დავტოვე 2-3 საათით და წავედით წყნეთში კოპალაში, ვითამაშეთ ბოულინგი, ვჭამეთ უგემური შემწვარი კარტოფილი და ბევრ მაიონეზიანი ცეზარი.

საღამოს სახლში ერთი ქალი დავიბარეთ, ძიძობის კანდიდატი. გავესაუბრეთ და ნუ ნორმალური ქალი იყო. უბრალოდ არ მინდა რომ ვიჩქარო და მინდა რომ არჩევანის საშუალება მქონდეს და მინიმუმ 2-3 ქალს მაინც მინდა გავესაუბრო. ერთი კიდევ დღეს საღამოს მყავს დაბარებული და ვნახოთ რააა …

გარდა ამისა სამსახურშიც უფრო გამოცოცხლდა მუშაობის რეჟიმი, ამ კვირაში ახალ მაღაზიას ვხსნით წერეთელზე და უამრავი რამე იყო მოსამზადებელი, შტატი, რეკლამები და ასე შემდეგ.

თან რაღაც ახალ პროექტს ვიწყებთ სამსახურში და რაღაც მზადების პროცესში ვართ, წინა კვირაში 2ჯერ მქონდა რადიო ეთერში ჩაწერები, მეორედ ფორტუნაში, გადაცემა ბიზნეს ნიუსში. აქ ცოტა ვღელავდი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

This entry was posted in პირადი. Bookmark the permalink.

15 Responses to Everything about nothing

  1. თიკ says:

    “მერი პოპინსი “ქვია ძიძების სააგენტოა, 09-სი დარეკე აბა და იკითხე ნომერი. ბევრი ვიცი რო მათი ძძებით კმაყოფილი დარჩენილა და იქნებ თქვენც გამოგადგეთ ;)

  2. Taa says:

    თიკ

    ხო, ვიცი ეგ სააგენტო, მადლობა
    წინა ძიძაც სააგენტოთი ვიპოვე

    მაგრამ სააგენტოს ძიძები ყოველთვის უფრო ძვირს იღებენ
    ანუ აგენტი უფრო მეტ ფასს გეუბნება ვიდრე ისე
    ამ ბოლო დროს კიდე რაღაც ძაან დიდ თანხებს ითხოვენ :(

  3. რა პირობებით გინდა და როგორ შეგიძლია მომწერო პირადად?

  4. Kate says:

    აუ ძიძის აყვანა ძალიან ფრთხილი და საპასუხისმგებლო მომენტია.

    კარგად აარჩრიე, არ იჩქარო.

  5. Taa says:

    ეკაუკა

    ყოველდღე კვირის გარდა საღამოს დილის 10ის ნახევრიდან 8ის ნახევრამდე
    ნახალოვკაში :)

    Kate

    ხოო, ვცდილობ რომ არ ვიჩქარო და იმიტო ვარ ასე
    თავი მაქვს გამოჭედილი უკვე მაგ პრობლემით

  6. ლილიკო says:

    ui, ui :(

    es ra cudi ambai gqonia :(
    patara rijika gogo rogor miatova zizam, chamosaxrchobia eg qali :(

    ras shvebi exla vis utoveb xolme?
    naxe ukve ziza?

  7. utvino says:

    ხელფასს რამდენს ფიქრობ?
    ცოტა ისეთი შეკითხვაა,მაგრამ მაინც
    ერთი ქალი მეგულება და …

  8. khatiaa says:

    მენერვიულება მე თქვენი ძიძის ამბავი. ჩემი ტკიპა რომ არ იყოს ჩემთან დავიტოვებდი ხოლმე ვიკიკოს :)

  9. gabo says:

    მოგეწონა რუსთაველში ეგ ფილმი ??? მე დავიტანჯე კი არა და ჩამეძინა მოწყენილობისგან :D

  10. Taa says:

    utvino

    350 ვუხდიდი წინა ძიძას :)

    gabo

    უი არ ჩამძინებია, მე მიყვარს ეგეთი ამერიკან ჰეპი ენდ კომედიები
    ბიჭებს უფრო არ გიყვართ ხოლმე
    დიმასაც რო წავედით შეშლილთა კუნძულზე უფრო უნდოდა, ვერ კაიფობს ესეთ ფილმებზე :)

  11. utvino says:

    აიყვანე ძიძა?
    ერთი ძალიან კარგი ქალი შემიძლია გირჩიო
    თანაც შენ ქუჩაზე ცხოვრობს :)

  12. Taa says:

    utvino

    არა, არ ამიყვანია
    ვინ არის? მაწყობს ახლოს თუ ცხოვრობს
    მაგრამ ჯერ 1 თვე მამიდაჩემი არის ბავშვთან
    არ მუშაობს აპრილამდე და იასნია მირჩევნია :)

  13. utvino says:

    ეთერ მაღრაძე : )))
    ეხლა ტყუპებს უვლის მგონი : ))

  14. Taa says:

    ესე სახელი და გვარი არაფერს მეუბნება :(
    შეგეხმიანები როცა უკვე რამდენიმე დღე დარჩება მამიდაჩემის წასვლამდე

    მაგრამ თუ ტყუპებს უვლის ხომ არ მიატოვებს?

  15. utvino says:

    რა და როგორ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ეძებს სხვას : )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>